თუ გიყვართ მთაში დასვენება ან ექსტრემალური სპორტი, მაშინ თეთნულდის მწვერვალი თქვენთვის იდეალური ადგილია. ტურისტებსა და მთამსვლელებში ცნობილი კავკასიონის მწვერვალი ულამაზესი რელიეფით, მაღალი სირთულის ფერდებითა და გასაოცარი სათხილამურო თუ დასალაშქრი მარშრუტებით გამოირჩევა. მასთან მდებარე თეთნულდის სათხილამურო კურორტი კი კიდევ უფრო აქტიურს და საინტერესოს გახდის თქვენს მოგზაურობას.
თეთნულდის შესახებ
თეთნულდი საქართველოს კავკასიონის წყალგამყოფი ქედის გამორჩეული და ცნობილი მწვერვალია, რომლის სიმაღლე 4974 მეტრია. მისი სახელწოდება სწორედ მწვერვალის თავზე თოვლის მუდმივი არსებობითაა განპირობებული. მწვერვალი 3000 მეტრის სიმაღლის შემდეგ სრულიად დაფარულია თოვლით. ულამაზესი რელიეფის მქონე მწვერვალი საკმაოდ რთული რელიეფის მქონეა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ალპინისტებისთვის, გამხდარიყო თეთნულდი მათთვის მიმზიდველი დასალაშქრი მწვერვალი.
ალპინიზმის კუთხით, თეთნულდის მწვერვალი რთულ მარშრუტად არის შეფასებული. მწვერვალს ყოველწლიურად სტუმრობს ქართული თუ უცხოელი ტურისტებისგან შემდგარი ექსპედიციები, რომლებიც სპეციალური წესების დაცვითა და სხვადასხვა ბილიკების საშუალებით, ცდილობენ კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას.

თეთნულდის სათხილამურო კურორტი
მწვერვალ თეთნულდის მზარდ პოპულარობას მასთან მდებარე, ამავე სახელწოდების სათხილამურო კურორტიც განაპირობებს. კურორტი თეთნულდი იდეალურია მათთვის, ვისაც ზამთრის სპორტი უყვართ.
აღსანიშნავია, რომ კურორტი ახალი დაარსებულია და მისი აშენება 2014-2016 წლებში მიმდინარეობდა. უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა სირთულის სასრიალო ტრასები და საბაგიროები, თეთნულდზე დასვენებას ტურისტებში მიმზიდველს ხდის. ამასთან კურორტი მესტიასთან ახლოს მდებარეობს, რაც მოგზაურებისთვის მოსახერხებელ მარშრუტს ქმნის.
რაც შეეხება თქვენს გამოცდილებას კურორტ თეთნულდზე, აქ შეგიძლიათ ისრიალოთ სხვადასხვა სირთულის ტრასებზე და ისარგებლოთ ოთხი საბაგირო ხაზით, რომელთაგან ნაწილი ღია ტიპისაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ სათხილამურო კურორტ თეთნულდზე მდებარეობს ამიერკვაკკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა, რაც გამოწვევების მოყვარული მოთხილამურეებისთვის იდეალური შანსია, მიიღონ უნიკალური გამოცდილება. კონკრეტულად, მაღალი სირთულის ტრასის სიგრძე 7.1 კმ–ია, ხოლო საშუალო სირთულის ტრასის 5.3 კმ. მოყვარულებს კი მარტივი სირთულის ტრასაზე შეუძლიათ ისრიალონ, რომლის სიგრძე 1 კილომეტრია. აწევის სიმაღლე 2265 დან 3160 მეტრამდეა, სხვაობით 895 მეტრი. თუ ზამთრის სპორტზე მეტად ზაფხულში ლაშქრობა გიზიდავთ, თეთნულდის კურორტი ამისთვისაც იდეალური ადგილია. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საცხენოსნო ტურებით და იფრინოთ პარაპლანით.

2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ფასები
თეთნულდის კურორტზე სხვადასხვა სერვისების პაკეტებია ხელმისაწვდომი რომელთა ფასები ვიზიტორთა კატეგორიის მიხედვით განსხვავდება.

ტურები თეთნულდზე
თეთნულდი მთამსვლელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად რთული რელიეფისა, ყოველწიურად იმართება მწვერვალზე ექსპედიციები. საქართველოში ტურები თეთნულდზე არარეგულარული გრაფიკით ანონსდება, რაც მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება. ტურები ძირითადად გვიანი გაზაფხულის ან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ანონსდება.
ძირითადად გამოიყენება ერთი მარშრუტი და ტურები ხორციელდება პროფესიონალ გიდებთან და მთამსველელებთან ერთად. მიუხედავად სირთულეებისა და ხანგრძლივი მარშრუტისა, თეთნულდის დაშაქვრა ნამდვილად ღირს, ულამაზესი ხედებისა და თეთნულდის გასაოცარი რელიეფის გამო.
ალპინიზმი თეთნულდზე
თეთნულდის დალაშქვრა მხოლოდ გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა რეკომენდებული. არაერთგვაროვანი რელეიფი, მაღალი ციცაბო ფერდები, განსაკუთრებით ზამთარში, მთამსვლელებისთვის ბევრ დაბრკოლებას წარმოქმნის. მიუხედავად ამისა, თითქმის საუკუნეა, რაც თეთნულდზე ექსპედიციები იმართება და მას სულ უფრო და უფრო მეტი ალპინისტი სტუმრობს.
პირველი გუნდი კი 1930 წელს ავიდა მწვერვალზე, ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, ექსპედიცია ტრაგიკულად დასრულდა ერთ-ერთი წევრისთვის, სიმონ ჯაფარიძისთვის, რის გამოც თეთნულდის სამხრეთ დასავლეთ კალთის კლდეს “ჯაფარიძის მოწმეები” ეწოდა. ოფიციალური ცნობით, ბოლო ასვლა 2022 წლის ოქტომბერში განხორციელდა, უცხოელი ტურისტების მიერ.

საინტერესო ფაქტები თეთნულდზე
მწვერვალი თეთნულდი მხოლოდ 3000 მეტრის სიმაღლის შემდეგ არის მუდმივი თოვლით დაფარული.
მწვერვალ თეთნულდთან ახლოს მდებარე, კურორტი თეთნულდის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი ვერტიკალური ვარდნის მქონე ტრასაა.
ჩვენი რჩევები
თუ თეთნულდის დალაშქვრას გადაწყვეტთ, გირჩევთ იქვე მდებარე კურორტ თეთნულდზეც დაისვენოთ. ეს კურორტი შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ უნიკალური გამოცდილება სათხილამურო და საბაგირო ტრასებით. ამასთან ისიამოვნოთ ულამაზესი მთის ხედებით.
ასევე გირჩევთ მოაწყოთ ტური მესტია-უშგული-თეთნულდი, რაც კიდევ უფრო კარგად გაგაცნობთ სვანეთის კულტურას და ღირსშესანიშნაობებს. ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, მოინახულოთ მწვერვალი შხარა, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალია.
ხშირად დასმული კითხვები
რა სიმაღლისაა მწვერვალი თეთნულდი?
თეთნულდის სიმაღლე 4974 მეტრია.