იმერეთი

იმერეთი

  1. საქართველოს კუთხეები

იმერეთი მდიდარი ისტორიისა და მრავალფეროვანი ბუნების მხარეა. მისი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეული მნიშვნელობისაა გელათის მონასტერი და უძველესი ქალაქი ქუთაისი, რომელიც კოლხთა სამეფოს დედაქალაქი იყო. იმერეთის ბუნება ცნობილია შთამბეჭდავი კანიონებით, ჩანჩქერებით, მინერალური წყაროებითა და კარსტული მღვიმეებით.

იმერეთის შესახებ

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქუთაისი. სახელი იმერეთი წარმოდგება ამ მხარის მდებარეობიდან, ლიხს იქითა მხარე, ანუ “იმერნი”.
იმერეთის მოსახლეობის უმეტესობას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა შეადგენს, რომელთაც დამახასიათებელი დიალექტი, საერთო კულტურა, წეს-ჩვეულებები და ადათ-წესები, სამზარეულო და ისტორია აერთიანებთ.

კურორტები და ქალაქები იმერეთში

იმერეთის უძველესი და უმთავრესი ქალაქია ქუთაისი, რომლის ტერიტორიაზეც უმნიშვნელოვანესი კულტურული და ბუნების ძეგლებია წარმოდგენილი. 

მხარის კურორტები სახელგანთქმულია მათი უნიკალური სამკურნალო წყლებითა და ბუნების მშვენიერებით. წყალტუბო, საირმე და ნუნისი იმერეთის ყველაზე პოპულარული და კეთილმოწყობილი კურორტებია. 

გამორჩეულია ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უიშვიათესი კოლხური არტეფაქტებია აღმოჩენილი. ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონისა და ბაღდათის ტერიტორიაზე მრავალფეროვან ლანდშაფტსა და ბუნების ძეგლებს მოინახულებთ.

იმერეთის ღირსშესანიშნაობები

იმერეთის ღირსშესანიშნაობები აერთიანებს უიშვიათეს ბუნებისა და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს. ეწვევით ოკაცესა და მარტვილის კანიონებს, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებს. გამორჩეულია მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლებიც – გელათის, ბაგრატის, მოწამეთასა და კაცხის მონასტრები. არქეოლოგიური თვალსაზრისით აღსანიშნავია გეგუთის სასახლე და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი.

სასტუმროები იმერეთში

იმერეთში არაერთი კომფორტული სასტუმროა, სადაც დახვეწილი ინტერიერის გარდა დაგხვდებათ გასართობი აქტივობები, ველნეს და სპა ცენტრები, უგემრიელესი სამზარეულო და ხედები ქალაქსა თუ ბუნებაზე. 

ქუთაისის სასტუმროებს შორის საუკეთესოა “ქუთაისი ინნ”, “Best Western Kutaisi”, “ნიუპორტი” და “გრანდ ოპერა”. 

ქუთაისიდან 17 კილომეტრში მდებარეობს გამორჩეული “შატო ვარციხე”, რომელსაც სასტუმროს კომფორტული ნომრების გარდა ინდივიდუალური კოტეჯები აქვს ტყეში. 

თუკი დარჩენას საირმეში გადაწყვეტთ, სასტუმრო “ახალ საირმეს”, “კურორტ საირმეს” ან “საირმე პალასს” შეგიძლიათ ესტუმროთ. 

წყალტუბოში გამაჯანსაღებელ დასვენებასთან ერთად კომფორტულად დაისვენებთ სასტუმროებში “Tskaltubo Spa Resort”, “Tskaltubo Epic Hotel & Spa” და “Tskaltubo Plaza”. 

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის იმერეთში?

იმერეთის კანიონები, ტბები, ჩანჩქერები და კურორტები განსაკუთრებით მშვენიერია გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა ბუნება მწვანე საფარით იმოსება. ფერთა მრავალფეროვნებაა შემოდგომით, როცა იმერეთის ფოთლოვანი ტყეები წითელ-ყვითელ ხალიჩას ემსგავსება. ამიტომ, თუ გსურთ იმერეთის ღირსშესანიშნაობების მშვენიერება ბოლომდე შეიგრძნოთ, სწორედ ამ სამ სეზონზე მოინახულეთ იგი.

როგორ მივიდეთ იმერეთში?

თბილისიდან იმერეთში ჩასასვლელად ავტომანქანით 3-დან 5 საათამდე დაგჭირდებათ (დამოკიდებულია ქალაქის მდებარეობაზე). 

ყველაზე კომფორტული გზაა მატარებელი, რომელიც ქუთაისის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და სვირის სადგურებზე გაივლის. 

 

მატარებლის # მატარებელი გასვლის დრო ჩასვლის დრო ვაგონის კლასი თანხა
18 თბილისი-სამგზ – ქუთაისი I 24.04.2023 08:50 24.04.2023 14:30 საერთო(მოდრნ) 9 ₾

 

მატარებლის # მატარებელი გასვლის დრო ჩასვლის დრო ვაგონის კლასი თანხა
802 (Stadler) თბილისი-სამგზ – ბათუმი ( სამგზ) 24.04.2023 08:00 24.04.2023 11:25 I კლასი(მოდრნ) 71 ₾
802 (Stadler) თბილისი-სამგზ – ბათუმი ( სამგზ) 24.04.2023 08:00 24.04.2023 11:25 II კლასი(მოდრნ) 33 ₾
804 (Stadler) თბილისი-სამგზ – ბათუმი ( სამგზ) 24.04.2023 17:05 24.04.2023 20:30 I კლასი(მოდრნ) 71 ₾
804 (Stadler) თბილისი-სამგზ – ბათუმი ( სამგზ) 24.04.2023 17:05 24.04.2023 20:30 II კლასი(მოდრნ) 33 ₾
870 თბილისი-სამგზ – ზუგდიდი 24.04.2023 08:25 24.04.2023 12:17 I კლასი(მოდრნ) 26 ₾
870 თბილისი-სამგზ – ზუგდიდი 24.04.2023 08:25 24.04.2023 12:17 II კლასი(მოდრნ) 14 ₾
870 თბილისი-სამგზ – ზუგდიდი 24.04.2023 08:25 24.04.2023 12:17 ბიზნესკლასი 41 ₾
874 თბილისი-სამგზ – ფოთი 24.04.2023 17:30 24.04.2023 21:16 I კლასი(მოდრნ) 26 ₾
874 თბილისი-სამგზ – ფოთი 24.04.2023 17:30 24.04.2023 21:16 II კლასი(მოდრნ) 14 ₾
12 თბილისი-სამგზ – ოზურგეთი 24.04.2023 08:50 24.04.2023 14:19 საერთო(მოდრნ) 9 ₾
808 (Stadler) თბილისი-სამგზ – ბათუმი ( სამგზ) 24.04.2023 10:25 24.04.2023 13:50 I კლასი(მოდრნ) 71 ₾
808 (Stadler) თბილისი-სამგზ – ბათუმი ( სამგზ) 24.04.2023 10:25 24.04.2023 13:50 II კლასი(მოდრნ) 33 ₾

თბილისის დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან იმერეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით გადიან სამარშრუტო ტაქსები. მათ შორის ქუთაისის მიმართულებით ყოველ ერთ საათში. 

იმერეთის მდინარეები

იმერეთში გვხვდება როგორც დიდი, წყალუხვი მდინარეები, ისე პატარა მთის მდინარეები და მიწისქვეშა, კარსტული წყლები, რომლებიც მღვიმეებს წარმოქმნიან. დიდი მდინარეებიდან აქ ჩამოედინება რიონი და ცხენისწყალი. შედარებით მცირე ზომისაა მდინარე ყვირილა, რიკოთულა, ტყიბულა, ძირულა, ძუსა, ჩხერიმელა და სხვა.

იმერეთის მუნიციპალიტეტები

იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები.