მესტია
მესტია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ერთდროულად აჩვენებს ვიზიტორებს ქვეყნის ისტორიას და უნიკალურ ბუნებას. უძველესი ქალაქი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს, კლასიკური სვანური კოშკებით, დიდებული მწვერვალი უშბითა და უალამაზესი ალპური ბუნებით. მესტია არა მარტო იდეალური ადგილია ლაშქრობისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც აინტერესებს ისტორია და ეძებს ახალ თავგადასავლებს.
მესტიის შესახებ
მესტია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი მესტიის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა განლაგებული. მესტიის რელიეფის უნიკალურობა კავკასიონის ქედთან ახლოს მდებარეობით აიხსნება. ქალაქს ესაზღვრება კავკასიონის ისეთი ცნობილი მწვერვალები, როგორიცაა თეთნულდი, უშბა და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, შხარა.
მესტიის ღირსშესანიშნაობები
მესტია ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია, რომელიც ნებისმიერი ინტერესის მქონე ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილელებს დაუტოვებს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული არქიტექტურული ძეგლები, მუზეუმები და ისიამოვნოთ უნიკალური ბუნების ძეგლებითა და პანორამული მთის ხედებით.
სასტუმროები მესტიაში
მესტიაში სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანია. მოთხოვნა მაღალია, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე შედარებით დიდ სასტუმროებზე. აქ შეხვდებით როგორც თანამედროვე, ასევე ქართულ ელემენტებზე შექმნილ სასტუმროებს, საოცარი ხედებითა და მაღალი დონის მომსახურებით. რამდენიმე ცნობილ სასტუმროზე დეტალები კი, იხილეთ ქვემოთ:
ჰეშკილის ქოხები
ჰეშკილის ქოხები მესტიიდან 7 კმ-ში მდებარე სასტუმროა, რომელიც მესტიაში თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის. ეს არის 6 ქოხისგან შემდგარი სასტუმრო, უნიკალური დიზაინით, მყუდრო ბარით, საპიკნიკე ადგილებით და ბიუჯეტური ფასებით.
Hotel Mestia Inn
Hotel Mestia Inn მესტიაში მდებარე ცნობილი სასტუმროა, რომელიც თანამედროვე და დახვეწილი გარემოთი გამოირჩევა. სასტუმრო გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, და ულამაზეს ხედს, სვანურ კოშკებსა და კავკასიონის ქედზე.
Guest House Nikala
ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო მესტიაში, სადაც დაგხვდებათ კეთილმოწყობილი და მყუდრო ნომრები, სვანური ელემენტებით შექმნილ ინტერიერთან ერთად. Guest House Nikala ასევე ხელსაყრელი მდებარეობითაც გამოირჩევა და მასთან ახლოს ეთნოგრაფიული მუზეუმიც მდებარეობს.
Hotel Old House
Hotel Old House მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმროა, რომელიც მშვიდ და მყუდრო გარემოს გთავაზობთ. სასტუმროს ინტერიერი ხისა და ქვის დეკორითაა გაფორმებული, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს ქმნის. ხელსაყრელი მდებარეობის ფონზე, კი მარტივად შეგიძლიათ დაათვალიეროთ მესტიის ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
Bude Mestia cottages
თუ ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო გარემოში გსურთ დასვენება, მაშინ Bude Mestia cottages იდეალური არჩევანია. ხის ინდივიდუალური კოტეჯები წიწვოვან ტყეში მდებარეობს. თითოეული კოტეჯი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და გათბობის სისტემით. საღამოობით შეგიძლიათ კოტეჯების წინ კოცონთან დაისვენოთ და ისიამოვნოთ გასაოცარი ბუნებით.
Gistola
Gistola თანამედროვე ტიპის სასტუმროა მესტიაში, რომელიც არა მარტო მშვიდ გარემოსა და კეთილმოწყობილ ნომრებს, არამედ გამაჯანსაღებელ სივრცეებს და სხვადასხვა მომსახურებას გთავაზობთ. სასტუმროში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულო და ამასთან, ვერანდიდან მთის ულამაზესი ხედებით ისიამოვნოთ.
Suntower Hotel
Suntower Hotel მესტიის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმროა, რომელიც უნიკალური არქიტექტურით და უმაღლესი დონის მომსახურებით გამოირჩევა. კეთილმოწყობილი ნომრები, მყუდრო გარემო, ულამაზესი ვერანდა და პანორამული ხედები მესტიაზე, თქვენს Suntower Hotel-ში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
Posta Hotel
Posta Hotel მესტიის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა, უნიკალური დიზაინითა და მრავალფეროვანი სერვისებით. უგემრიელეს ქართულ სამზარეულოსთან ერთად, ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ შიდა აუზით, გამაჯანსაღებელი სერვისებით და მყუდრო ბარით, ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.
სასტუმროები მესტიაშირესტორნები მესტიაში
ვინაიდან მესტია ტურისტულად აქტიური ქალაქია, აქ რესტორნებისა და კაფეების მრავალფეროვანი არჩევანია. მათი დიდი ნაწილი, ქართული ტრადიციული ელემენტების მქონე ინტერიერით გამოირჩევა. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რესტორნები “Old House,” “Laila” და “Set Room.”
თითოეული მათგანი, მყუდრო გარემოსთან ერთად, უგემრიელეს სვანურ და ქართულ სამზარეულოს გთავაზობთ. შიდა სივრცეებთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ გარე სივრცეებითაც და თან დატკბეთ მესტიის ულამაზესი ხედებით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ მესტიაში თბილისიდან?
თბილისიდან მესტიამდე მანძილი 456 კმ-ია და მგზავრობისთვის დაახლოებით 7 საათი დაგჭირდებათ. ყველაზე მოსახერხებელია იმგზავროთ კერძო მანქანით.
სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალურად დანიშნული მიკროავტობუსებით, რომლებიც თბილისის ავტოსადგურიდან ყოველდღიურად ინიშნება მესტიის მიმართულებით. არასტანდარტული გრაფიკით, მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე თბილისიდან დანიშნულია პირდაპირი ფრენა მესტიის აეროპორტის მიმართულებით. გრაფიკი არარეგულარულია, ამიტომ უმჯობესია ფრენა დიდი პერიოდით ადრე დაგეგმოთ.
რა სიმღლეზე მდებარეობს მესტია ზღვის დონიდან?
ქალაქი მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.
როგორ მივიდეთ მესტიიდან უშგულში?
უშგული მესტიასთან ახლოს მდებარე დასახლებაა სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე კერძო მანქანით ან ფეხით, სალაშქრო ბილიკის გამოყენებით. მესტიიდან შეგიძლიათ ასევე დაიქირავოთ მიკროავტობუსი, ჯგუფური მოგზაურობისთვის.
როდის არის საუკეთესო დრო მესტიაში წასასვლელად?
მესტია იდეალურია როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პერიოდში. თუ ზამთრის სპორტი და თოვლზე სრიალი გიყვართ, მესტიას უმჯობესია თუ იანვარში ესტუმრებით. ამასთან შეგიძლიათ გამოსცადოთ თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო ტრასებზე სრიალიც.
ტურისტების დიდი ნაწილი მესტიას ივნისი-სექტემბრის პერიოდში სტუმრობს. ამ დროს ალპური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია, ლაშქრობა კი სასიამოვნო და კომფორტული. ამინდები თბილი და მშრალია, რაც მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.