სასტუმროები ძველ თბილისში

სასტუმროები ძველ თბილისში

  1. სასტუმროები

ძველი თბილისი დედაქალაქის გამორჩეული, ისტორიული უბანია, უნიკალური არქიტექტურითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. Აქ ბევრ საინტერესო სასტუმროს იპოვით, რომელთა დიდი ნაწილი დროში გამოგზაურებთ, ძველი თბილისური ეზოებითა და ფერადი ინტერიერით.

სასტუმროები ძველ თბილისში – 19 საუკეთესო სასტუმრო

  • Redrum Tbilisi Boutique Hotel
  • Amante Narikala Boutique Hotel
  • Luxury Inn
  • Tbilisee Hotel
  • Makmani Hotel
  • Khedi by ginza project
  • Old town mtatsminda
  • Graphica tbilisi
  • Epigraph design
  • Glarros OldTown
  • Artisan Boutique Hotel & Gallery
  • Castle in Old Town
  • Hotel Puris Moedani
  • Paskunji Residence
  • Betlemi Old Town Hotel
  • Communal Hotel Sololaki
  • Folk Boutique Hotel
  • About Sololaki
  • Boutique Apart Upe
სასტუმრო redrum tbilisi boutique ნომერი

1. Redrum Tbilisi Boutique Hotel

Redrum Tbilisi Boutique Hotel მყუდრო და კომფორტული სასტუმროა ძველ თბილისში. სამვარსკვლავიანი სასტუმრო ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა. Ნათელი ნომრები, ფერადი დეკორაციები და ულამაზესი ხედები დედაქალაქის ისტორიულ უბანზე არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის დასასვენებლად. Გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროში დაგხვდებათ მხოლოდ სტანდარტული ნომრები, რომლებიც ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. Შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით და მის გარეშე.

Გარდა ამისა სასტუმრო უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ Redrum Tbilisi Boutique Hotel–ის ულამაზეს რესტორანში, სადაც ასევე დაგხვდებათ მინი ბარი, მრავალფეროვანი კოქტეილებით. Ამასთან თითოეულ ნომერში განთავსებულია ყავისა და ჩაის აპარატები. Და თუ სასტუმროში ბავშვებთან ერთად გადაწყვიტეთ დასვენება, მათ აქ გართობა მარტივად შეუძლიათ. Სასტუმრო სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს სთავაზობს პატარებს რათა დრო მხიარულად გაატარონ.

Booking რეიტინგი: 9.3

Მისამართი: თუმანიანის ქუჩა 1

Ახლოს მდებარე ობიექტები: მეიდანის ბაზარი, ილუზიების მუხეუმი, ბოტანიკური ბაღი

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო amante narikala boutique ნომერი

2. Amante Narikala Boutique Hotel

სასტუმრო Amante Narikala Boutique Hotel გამოირჩევა ულამაზესი ხედებით ძველ თბილისზე. Აქ დაგხვდებათ მყუდრო და კომფორტული გარემო, რომელიც რომანტიკის და სიმშვიდის მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ. Ოთხვარსკვლავიან სასტუმროში შეგიძლიათ სხვადასხვა კატეგორიის სტანდარტული ნომრები იქირაოთ, რომლებიც იდეალურია წყვილებისთვის. Ხელმისაწვდომია როგორც ბიუჯეტური ნომერბი ასევე deluxe ნომრები, აივნით და ტერასით.

Ამასთან სასტუმროს გუნდი უგემრიელესი ქართული თუ ევროპული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ დახვეწილი ინტერიერის მქონე რესტორაში, რომლის მენიუშიც ასევე გათვალისწინებულია სპეციალური კვება ბავშვებისთვის. Და თუ გაქვთ საქმიანი შეხვედრა, სასტუმროს გუნდი ამაშიც დაგეხმარებათ და უგზრუნველყოფთ ყველა საჭირო ინვენტარით.

Booking რეიტინგი: 9.2

Მისამართი: გომის ქუჩა 1

Ახლოს მდებარე ობიექტები: ნარიყალას ციხე, მეიდნის ბაზარი, თბილისის ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 229₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო luxury inn ნომერი

3. Luxury Inn

Თუ თბილისში დასასვენებლად მყუდრო გარემოს ეძებთ, მაშინ სასტუმრო Luxury Inn თქვენთვის არაჩვეულებრივი არჩევაია. Ეს არის პატარა მყუდრო სასტუმრო სადაც სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ დასვენებისთვის. Ხისა და აგურის იმიტაციის დეკორაციები, ფერადი ინტერიერი და ულამაზესი ხედისაოცარ გარემოს ქმნის როგორც სასტუმროს ნომრებში, ასევე საერთო მოსასვენებელ სივრცეებში. Გარდა ამისა სასტუმროს გამორჩეულობა იმაშია რომ სტუდიოს ტიპის ნომრები შეგიძლიათ იქირაოთ, რომლებიც გაკუთვნილია როგორც ორი ადამიანისთვის ასევე მათთვის ვინც სასტუმროში დასვენებას ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გადაწყვეტს. Სასტუმრო Luxury Inn–ის საოჯახო ნომრები განკუთვნილია 7–9 ადამიანისთვის და მოიცავს განცალკევებულ საძინებელ სივრცეს და საერთო მისაღებ ოთახს, სამზარეულოსთან ერთად. Ნომრები დუპლექსის ტიპისაა. Თითოეული ოთახი ყველა საჭირო ინვენტარითა და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთითაა უზრუნველყოფილი, მათ შორის ჩაისა და ყავის აპარატებით, ტელევიზორით, სავახშმო სივრცით და სხვა.

Booking რეიტინგი: 9.6

Მისამართი: გალაქტიონ ტაბიძის 3/5

Ახლოს მდებარე ობიექტები: თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერი, მეტრო, გუდიაშვილის მოედანი

Ღირებულება: 236₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო tbilisee აივანი

4. Tbilisee Hotel

Თუ გსურთ უფრო ახლოს შეიგრძნოთ და ისიამოვნოთ ზველი თბილისის უნიკალური ესთეტიკით, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ, ძველ თბილისში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Tbilisee Hotel. Სასტუმროს დიზაინი სრულად შთაგონებულია ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურითა და დიზაინით. Ფერადი აივნები, ხის დეკორაციები, ჭრელი ფარდაგები, ჭაღები და მყუდრო ატმოსფერო, გასაოცარ გარემოს ქმნის დასვენებისთვის. Ამას თან ემატება საუცხოო ხედები ძველ თბილისზე.

Სასტუმროში ხელმისაწვდომია ნომრები როგორც ორი ადამიანისთვის ასევე მათთვის ვინც სასტუმროს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ეწვევა. Საოჯახო ნომრები განკუთვნილია ოთხი ადამიანისთვის. Შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ტიპის ნომერი, აივნით და მის გარეშე, ხედით ისტორიულ უბანზე. Ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ნომერი შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, შესაბამისი უნფრასტრუქტურით. Ამასთან შეგიძლიათ იქირაოთ ორსაძინებლიანი აპარტამანეტი, რომელიც განკუთვნილია ოთხ ადამიანზე. Გარდა ამისა სასტუმრო გთავაზობთ უგემრიელეს მენიუს ღია ტიპის რესტორანში საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება დედაქალაქზე.

Booking რეიტინგი: 9.4

Მისამართი: ბეთლემის ქუჩა 24

Ახლოს მდებარე ობიექტები: მეიდნის ბაზარი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 287₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო makmani ეზო და კაფე

5. Makmani Hotel

ლერმონტოვის ქუჩაზე, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო Makmani Hotel ულამაზესი გარემოტი გამოირჩევა. Უნიკალური არქიტექტურა შთაგონებულია ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი სტილით. Აქ დაგხვდებათ მყუდრო და ფერადი ეზო, ღია კაფით სადაც დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. Რაც შეეხება Makmani Hotel–ის ნომრებს, აქ მეტ წილად გამოყენებულია მინიმალისტური სტილი, ნათელი ფერებით. Ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სტანდარტული ნომრები, ორი ადამიანისთვის. Შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები როგორც აივნით, ასევე ტერასით ან მათ გარეშე. Ამასთან პოზიტიური ფაქტია რომ ხელმისაწვდომია სპეციალურად მოწყობილი ნომერი შშმ სტუმრებისთვის.

Ამასთან სასტუმროში განთავსებულია ულამაზესი რესტორანი და ბარი, სადაც შეძლებთ მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუს დაგემოვნებას. Თუ სტუმრებს საქმიანი შეხვედრა აქვთ, Makmani Hotel–ს გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო ინვენტარით და რესურსით.

Booking რეიტინგი: 9.3

Მისამართი: ლერმონტოვის ქუჩა 12

Ახლოს მდებარე ობიექტები: მეტრო, თავისუფლების მოედანი,  ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 296₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო khedi by ginza project რესტორანი

6. Khedi by ginza project

Თუ თბილისში დასვენებისას უცხო და ორიგინალურ გარემოს ეძებთ, მაშინ თქვენთვის იდეალური არჩევანი იქნება სასტუმრო Khedi by ginza project. Ეს არის უნიკალური დიზაინის მქონე სასტუმრო, სადაც ერთდროულად გაერთიანებულია თანამედროვე, კლასიკური და ტრადიციული ინტერიერი. Ფერადი ხალიჩები, ფერადი დეკორაციები, ქართული ორნამენტები, ნათელი ოთახები და ლამაზი, მყუდრო ხედი საოცარ გარემოს ქმნის სასტუმროს ნომრებში. Აქ თითოეულ ნომერს მისთვის ორიგინალური და განსხვავებული ინტერიერი აქვს. Შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები სამი ადამიანისთვის. Ხელმისაწვდომია სპეციალურად მოწყობილი ოთახი შშმ პირებისთვის. Შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი ტერასით ან მის გარეშე.

Khedi by ginza project–ში ყოფნისას ეწვიეთ სასტუმროს ულამაზეს რესტორანს, რომელიც თავს სრულიად სხვა გარემოში გაგრძნობინებთ. Უამრავი ლამაზი მცენარით მორთულ რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძების თანამედროვე ინტერპეტაციები და ევროპული სამზარეულო. Ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი საქმიანი ვიზიტებისთვის და სამაგიდო თამაშები ბავშვებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.3

Მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი 24

Ახლოს მდებარე ობიექტები: მეტეხი, ფარნავაზ მეგის ბაღი, სკოლა

Ღირებულება: 210₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო old town mtatsminda მდებარეობა

7. Old town mtatsminda

Old town mtatsminda მყუდრო სამვარსკვლავიანი სასტუმროა ძველ თბილისში, ტბილი ატმოსფეროთი და დახვეწილი დიზაინით. ულამაზეს, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის მქონე შენობაში გახსნილი სასტუმრო, ფერადი აივნით გთავაზობთ მეგობრულ მომსახურებას და სრულ კომფორტს. Აქ შეგიძლიათ იქირაოთ სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, როგორც ორი ადამიანისთვის ასევე ოთხი ან ხუთი ადამიანისთვის. Ამასთან შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით, ხედით სასტუმროს ბაღზე. Სტუმრებს ბიუჯეტური ნომრის არჩევის შესაძლებლობაც გაქვთ.

Სასტუმრო გემრიელი ქართული და ევროპული მენიუთი გაგიმასპინძლდებათ Old town mtatsminda–ის რესტორანში, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება ქალაქზე. Ამასთან შეგიძლიათ მოითხოვოთ სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის. Დრო რომ უფრო საინტერესოდ გაატაროთ, შეგიძლიათ დაესწროთ ტურებს ადგილობრივ კულტურაზე და ისიამოვნოთ საფეხმავლო ტურით ძველ თბილისში.

Booking რეიტინგი: 9.4

Მისამართი: ვეძინის 8/5

Ახლოს მდებარე ობიექტები: მთაწმინდის პანთეონი, თბილისის ფუნიკულიორი, ეორვნული მუზეუმი, 9 აპრილის ბაღი

Ღირებულება: 153₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო graphica tbilisi რესტორანი

8. Graphica tbilisi

Graphica tbilisi სამვარსკვლავიანი სასტუმროა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც თანამედროვე სტილის არქიტექტურითა და ინტერიერით გამოირჩევა. Აქ დაგხვდებათ ყველა საჭირო პორობა სრულყოფილი დასვენებისთვის. Სასტუმროს ნომრებსა თუ მოსასვენებელ სივრცეებში შექმნილია მყუდრო და თბილი ატმსოფერო. Ინტერიერი შთაგონებულია თანამედროვე დიზაინით სადაც დაგხვდებათ ფერადი დეკორაციები, ნათელი ფერები და ორიგინალური ხის დეკორაციები. Შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული და საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. Ასევე ხელმისაწვდომია ნომრები აივნით და ბიუჯეტური ნომერი ორი ადამიანისთვის.

Სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ უგემრიელესი და რაც მთავარია, ჯანსაღი მენიუ დააგემოვნოთ, ქართულ ღვინოსთან ერთად. Მხიარულებისთვის და კოქტეილების ფართო არჩევანისთვის კი Graphica tbilisi–ის ბარს უნდა ეწვიოთ. Ბავშვებისთვის სასტუმროს ეზოში მოწყობილია სათამაშო სივრცე.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: ილიკო ქურხულის 11

Ახლოს მდებარე ობიექტები: მეტრო, პეტრე–პავლეს სახელობის ეკლესია, ფარნავაზ მეფის ბაღი

Ღირებულება: 144₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო epograph design ნომერი

9. Epigraph design

Სასტუმრო Epigraph design თანამედროვე ტიპის სასტუმროა ძველ თბილისში, რომელიც გამოირჩევა კლასიკური ინტერიერით და კომფორტული გარემოთი. Ოთხვარსკვლავიანი სასტუმროში დაგხვდებათ ნათელი ნომრები, კლასიკური ხის ავეჯი და გამწვანებული სივრცეები, ულამაზესი ხედით თბილისზე. Აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები ორი ან სამი ადამიანისთვის. Ასევე აღსანიშნავია რომ ხელმისაწვდომია ნომერი შშმ პირთათვის, რომელიც საჭირო ინფრასტრუქტურითაა უზრუნველყოფილი. Ამასთან სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი და ჯანსაღი მენიუთი სადაც შეგიძლიათ ასევე დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული ღვინო. Დროის უფრო საინტერესოდ გატარებისთვის შეგიძლიათ სასტუმროს მიერ შემოთავაზებულ ტურებს დაესწროთ სადაც უფრო ახლოს გაიცნობთ ძველი თბილისის ისტორიას.

Მისამართი: რევაზ თაბუკაშვილის 38ა

Ახლოს მდებარე ობიექტები: ალექსანდრეს ბაღი, 9 აპრილის ბაღი, ისუტიციის სახლი, ორბელიანის მოედანი

Ღირებულება: 283₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო glarros oldtown კაფე

10. Glarros OldTown

Სასტუმრო Glarros OldTown პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა თბილისში, რომელიც ორიგინალური და თანამედროვე დიზაინის მქონე სივრცეებით და ნომრებიტ გამოირჩევა. Აქ დაგხვდებათ ნათელი ნომრები, ფერადი ინტერიერით და მყუდრო ატმოსფეროთი. Პრემიუმ კლასის Glarros OldTown–ში შეგიძლიათ სტანდარტული ნომრები იქირაოთ, როგორც ერთ ასევე ორადგილიანი საწოლებით. Ასევე შეგიძლიათ ე.წ deluxe ნომრები აირჩიოთ. Ამასთან ხელმისაწვდომია სპეციალური ნომერი შშმ პირთათვის, სადაც მათ ყველა საჭირო და მათზე მორგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. Უგემრიელესი მენიუს დასაგემოვნებლად, შეგიძლიათ Glarros OldTown–ის ულამაზეს რესტროანს ესტუმროთ.

Booking რეიტინგი: 9.0

Მისამართი: კოტე აფხაზის 15

Ახლოს მდებარე ობიექტები: ორბელიანის მოედანი, ერეკლე მეორეს მოედანი, თავისუფლების მოედანი, თბილისის სიონი

Ღირებულება: 304₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო artisan boutique ეზო

11. Artisan Boutique Hotel & Gallery

Თუ გსურთ ძველ თბილისურ გარემოში დაისვენოთ მაშინ თქვენთვის არაჩვეულებრივია სასტუმრო Artisan Boutique Hotel & Gallery. Ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო ორიგინალური გარემოთი გამოირჩევა. Ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ შენობაში განთავსებული სასტუმრო ვინტაჟური დეკორაციებით და ავეჯით გამოირჩევა. Სიმშვიდის მოყვარულებს შეგიძლიათ Artisan Boutique Hotel Gallery–ის თბილისურ ეზოში დაისვენოთ, ხედით ფერადი აივნებით და ულამაზესი ყვავილებით. Სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის რადგან შექმნილია რომანტიული გარემო. Აქ შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის. Ხელმისაწვდომია queen და king ნომრები, ასევე ნომერი აივნით.

Booking რეიტინგი: 9.6

Მისამართი: ამაღლების ქუჩა 15

Ახლოს მდებარე ობიექტები: ამაღლების ეკლესია, თბილისის ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 150₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო castle in old town ნომერი

12. Castle in Old Town

Castle in Old Town ულამაზესი სასტუმროა ძველ თბილისში, რომელიც ნამდვილად დროში გამოგზაურებთ. Სასტუმრო ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, სულ რომ არაფერი ვთქვათ დედაქალაქის ისტორიული უბნის გასაოცარ პანორამულ ხედებზე, რომლებით სიამოვნებაც ნომრიდან და სასტუმროს მოსასვენებელი სივრცეებიდან შეგიძლიათ. Სასტუმროს ინტერიერი ორიგინალურია. Მაქსიმალურად იკვეთება ძველი თბილისისთვის დამახასიატებელი დიზაინი, ქვის თაღოვანი დარბაზები, ჭრელი ორნამენტები, ორიგინალური დეკორაციები და ხის ვინტაჟური ავეჯი. Ამ ყველაფერთან თანამედროვე სტილი იდეალურადაა თანხვედრაში. Ასე რომ თუ ძველი თბილისის ციხესიმაგეში დასვენება გსურთ, Castle in Old Town ამისთვის იდეალური არჩევანია.

Სასტუმრო გთავაზობთ საოჯახო და სტანარტულ ნომრებს, ტერასით, აივნით და ქალაქის ხედებით. Საოჯახო ნომრები 4-6 ადამიანზეა გათვლილი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით. Ქართული და ევროპული სამზარეულოს დასაგემოვნებლად შეგიძლიათ ესტუმროთ Castle in Old Town-ის ულამაზეს რესტორანს, სადაც ასევე შედის სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის. Დასვენებისთვის და რელაქსაციისთვის კი სასტუმროს ღია საცურაო აუზს შეგიძლიათ ესტუმროთ საიდანაც თბილისის დაუვიწყარი ხედი იშლება.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: ბეთლემის აღმართი 3

Ახლოს მდებარე ობიექტები: ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი, ქართლის დედა

Ღირებულება: 450₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო puris moedani ჰოლი

13. Hotel Puris Moedani

Hotel Puris Moedani ელეგანტური დიზაინის მქონე სასტუმროა ძველ თბილისში. Აქ დახგვდებათ იდეალური და მყუდრო გარემო დასვენებისთვის. Მუქი ინტერიერი, ქვის კედლები, ძველი თბილისის ვინტაჟური და მოჩუქურთმებული ფანჯრები ელეგანტურ გარემოს ქმნის, რომელიც შთაბეჭდილებების ქვეშ ნამდვილად დაგტოვებთ.

Სასტუმროში ხელმისაწვდომია საოჯახო და სტანდარტული ნომრები, მათ შორის პატარა ზომის ნომრები, king ნომერი და საოჯახო ნომრები 5 ადამიანისთვის. Სასტუმროს ულამაზეს რესტორანში შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული კერძები, ხოლო ბარში კოქტეილებისა და ღვინის მრავალფეროვან მენიუს გაეცნოთ.

Booking რეიტინგი: 9.6

Მისამართი: პურის მოედანი 1/2

Ახლოს მდებარე ობიექტები: ილუზიების მუზეუმი, გუდიაშვილის მოედანი, დიდი სინაგოგა

Ღირებულება: 308₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო paskunji residance აივანი

14. Paskunji Residence

Თუ თბილისში დასვენებისას მყუდრო გარემოს ეძებთ, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Paskunji Residence. Აქ გარემო განხვავებულია და გამოირჩევა თბილი ატმსოფეროთი. Ინტერიერში ჭარბობს სიმწვანე და ხის ელემენტები, საღამოს განათებებთან ერთად, რომელიც საოცრად თბილ და რომანტიულ გარემოს ქმნის. Სასტუმროში ნომერთა კატეგორიის მრავალფეროვანი არჩევანია. Სტანდარულ ნომრებთან ერთად შესაძლებელია სტუდიოს ტიპის ნომრების არჩევა, თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად რჩებით სასტუმროში. Მაგალითად შეგიძლიათ იქირაოთ ორ საძინებლიანი საოჯახო ნომრები რომლებიც 7-8 ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ამასთან მოიცავს ცალკე მისაღებ სივრცეს. Ასევე ხელმისაწვდომია დუპლექსის ტიპის ნომერი, ოთხი ადამიანისთვის.

Მშვიდი საღამოების მოყვარულთათვის, სასტუმრო Paskunji Residence აქვს ულამაზესი თბილისური ეზოს სტილის ტერასა, განათებებით, მცენარებით და მოსასვენებელი სივრცეებით. Სასტუმროში ხშირად იმართება მუსიკალური საღამოები და კულინარიული კლასები სადაც დაუვიწყარ მოგონებებს შეიძენთ. Მხიარულებისთვის იდეალურია თუ თემატურ ვახშმებს დაეწვევით. Ასევე სასტუმრო გთავაზობთ ველო და საფეხმავლო ტურებს თბილისში.

Booking რეიტინგი: 9.4

Მისამართი: გალაქტიონ ტაბიძის 9

Ახლოს მდებარე ობიექტები: თავისუფლების მოედანი, მეტრო, გუდიაშვილის მოედანი

Ღირებულება: 220₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო betlemi old town აივანი

15. Betlemi Old Town Hotel

Სასტუმრო Betlemi Old Town Hotel მყუდრო და ფერადი სასტუმროა ძველ თბილისში, რომელიც კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ დედაქალაქის ისტორიული უბნის კულტურასა და თავისებურებებს. Ფერადი, მოჩუქურთმებული აივნები, ვინტაჟური დეკორაციები და ნათელი სივრცეები საოცარ გარემოს ქმნის დასვენებისთვის.

Სასტუმრო იდეალურია როგორც წყვილებისთვის ასევე ოჯახებისთვის. Მათ აქ შეუძლიათ იქირაონ საოჯახო ნომრები ქალაქის ხედით და აივნით, რომლებიც ოთხ ადამიანზეა გათვლილი. Გარდა ამისა Betlemi Old Town Hotel-ის გუნდი უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ სადაც ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ქართული ღვინის დაგემოვნება. Მშვიდი საღამოების მოყვარულებს კი შეგიძლიათ ტერასაზე დაისვენოთ საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

Booking რეიტინგი: 9.3

Მისამართი: ბეთლემის ქუჩა 21

Ახლოს მდებარე ობიექტები: საბაგირო, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი, თბილისის ათეშგა

Ღირებულება: 135₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო communal sololaki ნომერი

16. Communal Hotel Sololaki

Communal Hotel Sololaki ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა ძველ თბილისში, სადაც დახვეწილი და ელეგანტური გარემო დაგხვდებათ. Სასტუმროს ინტერიერი ფერადი და მყუდროა. Აქ შეხვდებით სხვაასხვა ფერის ოთახებს, რომლების ორიგინალურ ატმოსფეროს ქმნის. Თითოეული ნომერი განსხვავებული და დამამახსოვრებელი დიზაინით გამოირჩევა. Თუმცა ამასთან ერთად სასტუმროდან გასაოცარი ხედი იშლება. Communal Hotel Sololaki-ში სტანდარტული ნომრების დაქირავებაა შესაძლებელი, რომლებიც ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. Შეგიძლიათ სხვადასხვა ზომის ნომერი აირჩიოთ, აივნით, ტერასით ან მათ გარეშე. Ასევე ხელმისაწვდომია luxury ნომერი.

Სასტუმროს რესტორანი უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. Მენიუში ასევე გათვალისწინებულია სპეციალური კვება ბავშვებისთვის. Სიმშვიდის მოყვარულებს შეგიძლიათ სასტუმროს ტერასაზე დაისვენოთ სადაც დაგხვდებათ სიმწვანე, ფერადი ჰამაკები და საოცარი ატმოსფერო. Რელაქსაციისთვის კი ცხელი აბაზანის და ჯაკუზის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: კოჯორის ქუჩა 6

Ახლოს მდებარე ობიექტები: ამაღლების ეკლესია, თბილისის ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 282₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო folk boutique ვერანდა

17. Folk Boutique Hotel

Folk Boutique Hotel ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა ძველ თბილისში, გამორჩეულო ინტერიერით და უმაღლესი დონის მომსახურებით. Აქ დაგხვდებათ კლასიკური დიზაინით შთაგონებული ელეგანტური ნომრები და მოსასვენებელი სივრცეები, გამწვანებით. Აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ულამაზესი ხედები სასტუმროს ბაღსა და თბილისზე. Folk Boutique Hotel-ში ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები, ორი ადამიანისთვის, ტერასით, ცხელი ჯაკუზით და აივნით.

Სასტუმრო გთავაზობთ უგემრიელეს მენიუს სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული კერძები. Რესტორანში ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური კვება ბავშვებისთვის. Და თუ სასტუმროს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Folk Boutique Hotel-ის შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზი და ისარგებლოთ ყველა საჭირო ინვენტარით.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: გრიშაშვილის ქუჩა 56

Ახლოს მდებარე ობიექტები: სკოლა, საელჩო, წმ ნიკოლოზის ტაძარი

Ღირებულება: 297₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო about sololaki ვერანდა

18. About Sololaki

Სასტუმრო About Sololaki თანამედროვე ტიპის, კომფორტული და მყუდრო სასტუმროა, სადაც დაგხვდებათ დახვეწილი დიზაინის გარემო, სიმშვიდე და მეგობრული პერსონალის მომსახურება. Სასტუმროს ინტერიერი ფერადია და შთაგონებულია ინტერიერის თანამედროვე სტილით. Გაითვალისწინეთ რომ About Sololaki-ში მხოლოდ სტანდარტული ტიპის ნომრებია ხელმისაწვდომი. Შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი მთის ხედით, აივნით, ტერასით. Ასევე შესაძლებელია ნომრის არჩევა შშმ ვიზიტორისთვის, რომელიც მოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით რათა სტუმარმა კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლოს გადაადგილება.

Გარდა ამისა About Sololaki-ის გუნდი ულამაზეს რესტორანში გიმასპინძლებთ სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძები, ქართული ღვინო და შეუკვეთოთ სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: სერგო მესხის 13

Ახლოს მდებარე ობიექტები: ამაღლების ეკლესია, თბილისის ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 173₾

Დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო boutique apart upe ნომერი

19. Boutique Apart Upe

Boutique Apart Upe ცნობილი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც დაგხვდებათ პოზიტიური ატმოსფერო, მეგობრულ მომსახურებასთან ერთად, სასტუმროს ინტერიერი არაჩვეულებრივად აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე სტილს. Ფერადი ინტერიერის მქონე ნომრებიდან საოცარი ხედები იშლება ძველ თბილისზე.

Boutique Apart Upe-ის სტუმრებს შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის სტანდარტული ნომრები იქირაოთ, მათ შორის შედარებით ბიუჯეტური ან ე.წ penthouse ნომერი, აივნით და პანორამული ხედებით. Სასტუმროს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. Ახლოსაა რამდენიმე კაფე, რესტორანი სადაც მხიარული დროის გატარებას შეძლებთ. Ასევე ახლოსაა ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები, რაც მოგცემთ შესაძლებლობას მარტივად და მოკლე დროში მოინახულოთ თბილისის ისტორიული უბანი.

Booking რეიტინგი: 9.9

Მისამართი: ბეთლემის ქუჩა 43

Ახლოს მდებარე ობიექტები: მეიდნის ბაზარი, ნარიყალას ციხე, ილუზიების მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი

Ღირებულება: 250₾

Დაჯავშნე Booking–ზე