სასტუმროები სურამში
სურამი განსაკუთრებული ჰავითა და წიწვოვანი ტყეებით ოჯახური დასვენებისთვის იდეალური ადგილია. კურორტზე არაერთი საოჯახო სასტუმროა, სადაც ძირითადად გაზაფხულსა და ზაფხულში ისვენებენ ვიზიტორები. ბოლო რამდენიმე წელში დაბა სურამში კომფორტული სასტუმროები და კოტეჯები აშენდა, სადაც წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ დაისვენოთ სუფთა ჰაერსა და ბუნებაში.
5 საუკეთესო სასტუმრო სურამში
- კოტეჯები აუზით: Park Hotel Surami Chalet
- საუკეთესო საოჯახო სასტუმრო: Hotel Legiandro Surami
- სასტუმრო რესტორნითა და ბარით: Hotel Surami
- კოტეჯები ტყის პირას:Surami Savannah სურამი სავანა
- საუკეთესო ბიუჯეტური სასტუმრო: Eco Oasis
1. Park Hotel Surami Chalet
კოტეჯები Park Hotel Surami Chalet ნაძვნარსა და ფივნარში ჩაფლული კომპლექსია, რომელიც იდეალურია როგორც ოჯახური, ისე მეგობრული დასვენებისთვის.კოტეჯებს გამწვანებული, კეთილმოწყობილი ეზო და ღია აუზი აქვს. თითოეული კოტეჯის ფართობი 80 კვ.მ-ია და გათვლილია 4 ადამიანზე. კოტეჯებში ორი იზოლირებული საძინებელი, მისაღები სივრცე, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო აქვს. კოტეჯებს მეორე სართულზე პატარა აივნები აქვს, სადაც სუფთა ჰაერზე ყავის თანხლებით დღის სასიამოვნოდ დაწყება შეგიძლიათ.
ეზოში განთავსებულია თერმო აუზი, სადაც წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ თბილ წყალში განიტვირთოთ. აქაურობა განსაკუთრებით ეგზოტიკურია ზამთარში, როცა გარშემო თეთრად დათვლილი ტყის პეიზაჟია.
მისამართი: 26 მაისის ქუჩა
ახლოს მდებარე ობიექტები: სურამის ტყე
სტანდარტული ფასი: 500 ₾
2. Hotel Legiandro Surami
სასტუმრო Hotel Legiandro Surami იდეალურია ბავშვებთან ერთად ოჯახური დასვენებისთვის. სასტუმროს დიდი და კომფორტული ნომრები აქვს, უგემრიელესი საუზმე (შვედური მაგიდა), საბავშვო სივრცე, იზოლირებული ტერიტორია ხის სახლითა და სათამაშოებით. სასტუმრო Hotel Legiandro Surami-ს გამწვანებული ეზო აქვს, სადაც მთელის დღის განმავლობაში თქვენი პატარები გართობასა და თამაშს შეძლებენ. სასტუმროში ნომრის შეძენა ასევე შესაძლებელია სამჯერადი კვებით, რაც დასვენებისას ნამდვილად დიდი კომფორტია.
სასტუმროს ტერასაზე აუზი და მზის აბაზანების მისაღებად კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა. აუზი აღჭურვილია გეიზერით, ცურვის იმიტატორითა და მასაჟორით.
Booking რეიტინგი: N/A
მისამართი: 37, გურამიშვილის ქუჩა
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი გორდა, სტარ-კაფე, რესტორანი ფორტუნა, სურამის ტყე
სტანდარტული ფასი:
3. Hotel Surami
სასტუმრო Hotel Surami განთავსებულია ტყე-პარკში, ფიჭვნარით გარშემორტყმულ ადგილას. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის 40 კეთილმოწყობილ ოთახს, მათ შორის სტუდიოს ტიპის ნომრებს სამზარეულოს კუთხით, ღია და დახურულ აუზებსა და კაფე-რესტორანს. სასტუმროს აქვს ფიტნეს და სპა ცენტრი, საბავშვო ზონა, ამფითეატრი და საკონფერენციო დარბაზი.
ზაფხულში სასტუმრო ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და საღამოებს მართავს, მათ შორის ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ბავშვებისთვის ეწყობა გასართობი პროგრამები ანიმატორებთან ერთად. სასტუმრო დამსვენებლებს სამჯერად კვებას სთავაზობს (შვედური მაგიდა), რაც დამატებითი უპირატესობაა დასვენებისას. აუზთან მოწყობილია ღია ბარი, სადაც გამარილებელი სასმელებითა და კოქტეილებით გაგიმასპინძლდებიან.
Booking რეიტინგი: 8.4
მისამართი: ზინდისის დასასვენებელი ტყე-პარკი
ახლოს მდებარე ობიექტები: ზინდისის პარკი, რესტორანი ქალაქური
სტანდარტული ფასი: 180 ₾
4. Surami Savannah სურამი სავანა
კოტეჯები Surami Savannah სურამი სავანა ტყის პირას, სუფთა ჰაერზე, ბუნებასთან ახლოს მდებარეობს. ვიზიტორებს შუძლიათ ორ საძინებლიანი კოტეჯების დაქირავება, ან დელუქს ვილა კოტეჯში განთავსება, სადაც 4 იზოლირებული საძინებელია და ჯამში ათ ადამიანამდე განთავსება შეიძლება. კოტეჯები იდეალური მეგობრებთან ერთად ვიქენდზე განტვირთვისთვის.
ეზოში მოწყობილია ღია აუზი, სადაც ცხელ ამინდში გაგრილებასა და მზის აბაზანების მიღებას ან მის გარშემო არაჩვეულებრივი წვეულების მოწყობას შეძლებთ. აქვე მოწყობილია ბუხარი BBQ-ს გასამართათ. ზამთარში აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია. ხის კოტეჯები, მყუდრო გარემო, დათოვლილი ნაძვნარი და ხედი საძინებლის ფანჯრებიდან გამორჩეულ და სადღესასწაულო განწყობას ქმნის.
Booking რეიტინგი: 9.0
მისამართი: 26 მაისის ქუჩა
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი გორდა, რესტორანი ფორტუნა, რესტორანი სამეფო, სურამის ტყე
სტანდარტული ფასი: 330 ₾
5. Eco Oasis
სასტუმრო Eco Oasis მშვენიერი ბიუჯეტური ვარიანტია სურამში დასვენებისთვის. აქ დაგხვდებათ გარემო, სუფთა ჰაერი და არაჩვეულებრივი მდებარეობა ტყესთან ახლოს. სასტუმროდან სურამისა და გამწვანებული მთების ულამაზესი ხედები იშლება. ნომრები სუფთა, მყუფრო და კომფორტულია. ზოგიერთ ოთახს საკუთარი აივანი აქვს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისით, რომელსაც მასპინძელი სტუმრებს სთავაზობს.
ეზოში მოწყობილია კოცონის დასანთები ადგილი, სადაც საღამოობით შეკრება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეგიძლიათ. სასტუმრო Eco Oasis იდეალურია მშვიდი, ოჯახური დასვენებისთვის ბავშვებთან ერთად.
Booking რეიტინგი: 9.9
მისამართი: 5, დევაძის ქუჩა
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი გორდა, რესტორანი ფორტუნა, რესტორანი სამეფო, სურამის ტყე
სტანდარტული ფასი: 150 ₾
რა ვნახოთ სურამში?
სურამი ვიზიტორებისთვის სუფთა ჰაერთან, წიწვოვან ტყეებთან და ოჯახურ დასვენებასთან ასოცირდება. ზაფხულობით სურამში ჩასული დამსვენებლების საყვარელი ადგილია ზინდისის პარკი, სადაც ბავშვებისთვის მოწყობილია სასრიალოები, ბატუტი და საქანელები, შეგიძლიათ გაისეირნოთ ცხენებით ან განირტვირთოთ ჰამაკში. შეგიძლიათ დაგეგმოთ ლაშქრობა სურამის ციხეზე და იქვე ახლოს სურამის კვირაცხოვლის ტაძარი მოინახულოთ, საიდანაც გარშემო სოფლებისა და მთების ულამაზესი ხედი იშლება.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს სასტუმროები სურამში?
სურამში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონის მიხედვით. ზაფხულში ფასები 150-დან 500 ლარამდე მერყეობს. ზამთარში ღირებულება შედარებით იკლებს.
რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები სურამში?
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო Park Hotel Surami Chalet, Hotel Legiandro Surami და Hotel Surami.
რომელი სასტუმროები მდებარეობს ტყესთან ახლოს?
სტატიაში განხილული ყველა სასტუმრო ბუნებასთან ახლოს მდებარეობს.
რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?
საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა Hotel Legiandro Surami და Hotel Surami.
რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?
ადგილობრივი კერძებით გაგიმასპინძლდებიან Hotel Legiandro Surami და Hotel Surami-ში .
რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?
Park Hotel Surami Chalet
რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?
სტატიაში განხილულ ყველა სასტუმროს მაღალი რეიტინგი აქვს.
რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?
ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი
რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?
აუზით აღჭურვილია Hotel Legiandro Surami, Park Hotel Surami Chalet, Surami Savannah და Hotel Surami
სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?
სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.
რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?
ყველა განხილული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.
რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?
Hotel Surami