ცემი

სასტუმროები ცემში

  1. სასტუმროები

Ცემი ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია საქართველოში, ულამაზესი ბუნებით, ჯანრმთელობისთვის სასარგებლო ჰავით და უნიკალური წყაროებით. Ბორჯომთან ახლოს მდებარე კურორტთან რამდენიმე საინტერესო სოფელია, სადაც ტურისტები ხშირად მოგზაურობენ. Ქალაქგარეთ, ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის გაგაცნობთ ცემსა და იქვე მდებარე სადგერში, საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალს.

სასტუმროები ცემში – 8 საუკეთესო სასტუმრო

  • Kingswood Cabins
  • Elephant family
  • Resort Weekend Borjomi
  • Landhaus
  • Cozy hills
  • Eco House Borjomi
  • Cottage Marta Sadgeri
  • Borjomi Cottage Sadgeri

1. Kingswood Cabins

Თუ ბუნებაშ მყუდრო დასვენება მოგენატრათ, მაშინ იდეალურია ცემში მდებარე Kingswood cottage, რომელიც თავს სრულიად სხვა სამყაროში მოგაგონებთ. Ეს არის ზღაპრული ხის კოტეჯების ტიპის სასტუმრო, ულამაზეს ბუნებაში, საუცხოო ბაღითა და მოსასვენებელი სივრცეებით. Სიმშვიდის და ბუნების მოყვარულებს ეს ადგილი განსაკუთრებით მოგეწონებათ. Სასტუმროში დასვენება არაჩვეულებრივი არჩევანია თუ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ისვენებთ. Kingswood Cabins-ის კოტეჯები 4-5 ადამიანზეა გათვლილი და მოიცავს საძინებელ და მისაღებ სივრცეებს, რომლებიც ყველა საჭირო ინვენტარითაა უზრუნველყოფილი.

Სასტუმრო ასევე გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი და ჯანსაღი საუზმით. Არ დაგავიწყდეთ უგემრიელესი ქართული ღვინის დაგემოვნებაც. Იმისთვის რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და შეუერთდეთ ველო ტურს ცემში. Ასევე ხელმისაწვდომია საფეხმავლო ტურები და ცხენით გასეირნების სერვისიც. Თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ, მათ შეუძლიათ მათთვის სპეციალურად მოწყობილ სათამაშო მოედანზე გაატარონ მხიარული დრო.

Booking რეიტინგი: 9.8

Მისამართი: ცემი 1208

Ახლოს მდებარე ობიექტები: რკინიგზის სადგური, ტყე, ეკლესია

Ღირებულება: 361₾

Დაჯავშნე Booking-ზე 

2. Elephant family

Elephant family hotel

Elephant family მყუდრო, კოტეჯის ტიპის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო ატმოსფეროთი და ულამაზესი ბაღით. Კოტეჯი სრული კომფორტითაა უზრუნველყოფილი და მოიცავს 5 ოთახს. Აქ დაგხვდებათ ხის ინტერიერი, ნათელი ოთახებით და მყუდრო გარემოთი. Კოტეჯი 6 ადამიანზეა გათვლილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ჰიგიენისთვის საჭირო ნივთით.

Არანაკლებ ლამაზი და გასაოცარია Elephant family-ის ბაღი, მოსასვენებელი სივრცეებით. Აქ შეგიძლიათ გამართოთ პიკნიკი და მოაწყოთ ბარბექიუ საღამოები. Ეზოში განთავსებულია გრილი, რათა თქვენი წვეულება მხიარულთან ერთად, გემრიელიც გამოვიდეს. Განსხვავებული გამოცდილებებისთვის იდეალურია თუ იქირავებთ ცხენს და ცემის ულამაზეს ბუნებაში გაისეირნებთ.

Booking რეიტინგი:  8.6

Მისამართი:  ცემი 0402

Ახლოს მდებარე ობიექტები: რკინიგზის სადგური, სათამაშო მოედანი, ეკლესია, 

Ღირებულება: 345₾

Დაჯავშნე Booking-ზე 

3. Resort Weekend Borjomi

Თუ ცემში დასვენებისას კომფორტულ გარემოს ეძებთ რომელიც სრულყოფილად შეგიქმნით ყველა პირობას დასვენებისთვის და განტვირთვისთვის, მაშინ თქვენთვის არაჩვეულებრივი იქნება სასტუმრო Borjomi resort weekend. Ეს არის თანამედროვე კოტეჯის ტიპის სასტუმრო, რომელიც ჯამში ოთხ კოტეჯს აერთიანებს, აივნით და ულამაზესი ბუნების ხედებით. Შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორსაძინებლიანი ასევე სამსაძინებლიანი კოტეჯები. Თითოეულში 6-7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Საოცარ მთის ხედებთან ერთად, სასტუმრო ყველა საჭირო პირობას გთავაზობთ რათა მარტივად უზრუნველყოთ კვება, დაისვენოთ და იმოგზაუროთ ცემის უნიკალურ ბუნებაში. Კოტეჯებთან მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე ჰამაკებით, კოცონითა და საღამოს განათებებით.

Booking რეიტინგი:  8.8

Მისამართი: ცემი

Ახლოს მდებარე ობიექტები: ტყე, რკინიგზის სადგური, წყარო

Ღირებულება: 300₾

Დაჯავშნე Booking-ზე

სადგერი

Სადგერი ცემთან ახლოს მდებარე ულამაზესი სოფელია. Მოსახლეობა სადგერისა და ცემის ტერიტორიებს ერთად მოიხსენიებენ სიახლოვის გამო. Შესაბამისად, თუ მაგალითად ცემს ესტუმრეთ, მოკლე დროშივე შეგეძლებათ სადგერის მონახულებაც, ულამაზესი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით. Სადგერში სასტუმროების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია.

4. Landhaus 

Landhaus hotel

Მათ ვისაც საყვარელ ადამიანთან ბუნებასა და რომანტიულ გარემოში დასვენება სურს, სასტუმრო Landhaus არაჩვეულებრივი არჩევანია. Ეს არის სადგერში მდებარე კოტეჯის ტიპის სასტუმრო, სადაც შექმნილია საოცარი სიმყუდროვე და კომფორტი. Ხის თანამედროვე სტილის კოტეჯები ნახევრად გამჭირვალეა რათა მარტივად შეძლოთ ულამაზესი ბუნების ხედებით სიამოვნება. Კოტეჯები ორსართულიანია და მოიცავს საძინებელ, მისაღებ და სამზარეულო სივრცეს. Შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორსაძნებლიანი კოტეჯი 4 ადამიანისთვის, ასევე სტანდარტული, ერთსაძინებლიანი კოტეჯი.

Სასტუმროს ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე ხის ორიგინალური სავარძლებით, საღამოს ფერადი განათებებით და სპეციალური ადგილით კოცონისთვის. Დროის უფრო მრავალფეროვნად გატარების მიზნით კი შეგიძლიათ იქირაოთ ცხენი და მოაწყოთ საცხენოსნო ტური სადგერში.

Booking რეიტინგი: 9.7

Მისამართი: სადგერი

Ახლოს მდებარე ობიექტები: მდინარე ბორჯომულა, წმ. Გიორგის სახელობის ეკლესია

Ღირებულება: 490₾

Დაჯავშნე Booking-ზე

5. Cozy hills

Cosy hills hotel

Cozy hills მყუდრო კოტეჯის ტიპის სასტუმროა, რომელიც ულამაზეს ბუნებასა და მთებს შორისაა მოქცეული. Ხის ულამაზესი კოტეჯი, ორ საძინებელსა და მისაღებ სივრცეს მოიცავს. Თითოეული ოთახი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით თუ ჰიგიენისთვის საჭირო ნივთით.

Ხის მყუდრო ინტერიერთან რომელიც საოცრად თბილ ატმოსფერს ქმნის, Cozy hills გამოირჩევა ულამაზესი გარე მოსასვენებელი სივრცეებითაც, სადაც დაგხვდებათ ჰამაკები, ადგილი პინკინიკისთვის და კოცონისთვის. Ასე რომ თუ ბარბექიუ საღამოების მოყვარული ხართ, Cozy hills იდეალური არჩევანია.

Booking რეიტინგი: 9.7

Მისამართი: სადგერი

Ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, რკინიგზის სადგური, ბორჯომის გოგირდის აუზები

Ღირებულება: 279₾

Დაჯავშნე Booking-ზე

6. Eco House Borjomi

Eco-house borjomi

Eco House Borjomi სადგერში მდებარე გამორჩეული სასტუმროა, მყუდრო ხის კოტეჯებით, საოცარი ბაღითა და ხედებით, ღია მოსასვენებელი სივრცეებით და მეგობრული პერსონალით. Აქ დაგხვდებათ საოცარი გარემო იმისთვის რომ დაისვენოთ სრულფასოვნად, მოაწყოთ პიკნიკი, ბარბექიუ საღამოები ან გაილაშქროთ სადგერის ულამაზეს ბუნებაში.

Სასტუმრო რამდენიმე კოტეჯს მოიცავს და მათგან თითოეული განკუთვნილია 4-5 ადამიანისთვის. Თითოეული კოტეჯი ერთსაძინებლიანია და ამასთან მოიცავს სამზარეულოსა და მისაღებ სივრცეს. Ამასთან სასტუმრო მეგობრულია ცხოველების მიმართ და შეგიძლიათ ყოველგვარი ზედმეტი გადასახადის გარეშე დაისვენოთ Eco House Borjomi-ში თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად.

Booking რეიტინგი: 9.5

Მისამართი: სადგერი

Ახლოს მდებარე ობიექტები: მდინარე ბორჯომულა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

Ღირებულება: 304₾

Დაჯავშნე Booking-ზე

7. Cottage Marta Sadgeri

Cottage marta sadgeri

Მათ ვინც ქალაქგარეთ მშვიდი დასვენების საშუალებას ეძებს, შეუძლია სადგერში მდებარე სასტუმრო Cottage Marta Sadgeri იქირაოს. Ეს არის თანამედროვე სტილის სახლი, რომელიც უმაღლესი დონის კომფორტითაა მოწყობილი. Ხისა და თანამედროვე არქიტექტურის ელემენტების გაერთიანებით, სასტუმრო გასაოცარ გარემოს ქმნის, რომელსაც ემატება საუცხოო მთის ხედები.

Სახლი ორსართულიანია და მოიცავს ორ საძინებელს, მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს, სადაც ყველა საჭირო ინვენტარი დაგხვდებათ. Საძინებლებში დაგხვდებათ როგორც ჩვეულებრივი ასევე ორსართულიანი საწოლები. Cottage Marta Sadgeri მაქსიმუმ 12 ადამიანზეა გათვლილი და იდეალურია თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გეგმავთ ქალაქგარეთ შეკრებას ან წვეულებას.

Booking რეიტინგი: 9.1

Მისამართი: სადგერი

Ახლოს მდებარე ობიექტები: ბორჯომის გოგირდის აუზები

Ღირებულება: 280₾

Დაჯავშნე Booking-ზე

8. Borjomi Cottage Sadgeri

Borjomi cottage sadgeri

Borjomi Cottage Sadgeri კომფორტული კოტეჯის ტიპის სასტუმროა ცემთან ძალიან ახლოს, სადგერში სადაც დაგხვდებათ თბილი და მყუდრო გარემო, ხის დიზაინით, თანამედროვე ინტერიერით და რაც მთავარია, ულამაზესი ბუნების ხედებით. Შეგიძლიათ იქირაოთ ერთსაძინებლიანი კოტეჯი, რომელიც იდეალურია წყვილებისთვის. Აქ საოცრად რომანტიული და მშვიდი გარემოა შექმნილი, ცხელ ჯაკუზისთან და ტერასთან ერთად. Თუმცა თუ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებთ, შეგიძლიათ ორსაძინებლიანი კოტეჯი აირჩიოთ რომელიც 4 ადამიანზეა გათვლილი.

Სასტუმრო Borjomi Cottage Sadgeri-ის კოტეჯები უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. Სამზარეულო აღჭურვილია ყველა ინტვენტარით რაც გაგიმარტივებთ საკვების მომზადებას. Მშვიდი საღამოებისთვის კი იდეალურია ტერასა საოცარ ხედებთან ერთად.

Booking რეიტინგი: 9.4

Მისამართი: სადგერი 1200

Ახლოს მდებარე ობიექტები: ბორჯომის გოგირდის აუზები, მდინარე ბორჯომულა

Ღირებულება: 240₾

Დაჯავშნე Booking-ზე