აწარმოე საქართველოში სასტუმრო

როგორ მიიღოთ დაფინანსება პროექტისთვის, აწარმოე საქართველოში სასტუმრო, 2023 წელს?

საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, რამდენიმე დამხმარე პროექტია ხელმისაწვდომი. პროექტები მოიცავს სხვადასხვა ტიპის წამახალისებელ ფულად გრანტებს, რომელთა მიმღები შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტიპის მცირე თუ საშუალო სასტუმრო ბიზნესი საქართველოში. აქ, დეტალურად გაგაცნობთ დაფინანსების პროგრამის პირობებს და იმ გრანტების მოცულობას, რომლებიც თქვენს სასტუმროს ბიზნესს მნიშვნელოვნად დაეხმარება. 

რა არის აწარმოე საქართველოში?

“აწარმოე საქართველოში,” უნივერსალური პროგრამაა, რომლის მიზანია როგორც ტურიზმის, ასევე სხვა სექტორების ხელშეწყობა და მათში მომუშავე, მცირე თუ საშუალო ბიზნესების ფინანსური დახმარება. პროგრამა ათეულობით პროექტს მოიცავს და მათგან ერთ–ერთია “აწარმოე საქართველოში სასტუმრო.”

პროექტის მიზანია სასტუმროსა და სტუმართმასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, ხელი შეუწყოს ფინანსურად, რათა, მომხმარებლებისთვის უზრუნველყონ სტანდარტებთან შესაბამისი სერვისის მიწოდება. შესაბამისად, პროგრამა ინდივიდუალური საჭიროებისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით, დააფინანსებს სასტუმროებს, სხვადასხვა ტიპის გრანტებით თუ შეღავათიანი საბანკო სერვისებით.

პროექტის მექანიზმი

პროექტი “აწარმოე საქართველოში სასტუმრო” მარტივი მექანიზმით გამოირჩევა, სადაც შესაბამის სექტორში მომუშავე ბიზნესებმა უნდა დააკმაყოფილონ საჭირო მოთხოვნები, გააკეთონ დაფინანსებისთვის განცხადება და შემდგომში, ითანამშრომლონ პროგრამის წარმომადგენლებთან. 

როგორც უკვე აღინიშნა, პროგრამის მთავარი მექანიზმი საბანკო და სალიზინგო კომპანიებთან თანამშრომლობით, სასტუმროებისთვის ფინანსურ ხელშეწყობას გულისხმობს. საოჯახო სასტუმროებსა და საერთაშორისო ბრენდებს შეეძლებათ მიიღონ 5%–ით შემცირებული რეფინანსირების განაკვეთით სესხი, ან სალიზინგო სერვისი 3%–იანი შეღავათით. 

შესაბამისად, შეღავათიანი სესხის მოპოვების შემთხვევაში, დაფინანსებული თანხა გადაეცემა პარტნიორ ბანკს/სალიზინგო კომპანიას, რომელთან თქვენ, როგორც სასტუმრო, შეათანხმებთ დეტალებს, დადებთ ხელშეკრულებას და დაიწყებთ სერვისის გამოყენებას.

თუ სასტუმრომ მოიპოვა გრანტი, თანხა გადაეცემა სასტუმროს, რომელსაც ევალება მისი ნახევარი დახარჯოს კაპიტალური ვალდებულებებისთვის, ხოლო დანარჩენი, საბრუნავი საშუალებების შეძენისთვის გამოიყენოს, რათა სასტუმრომ შეძლოს დამატებითი სერვისების ვიზიტორებისთვის შეთავაზება.

რაში დაგეხმარებათ პროგრამა?

“აწარმოე საქართველოში სასტუმრო” საუკეთესო შანსია, დაადგინოთ თქვენი სასტუმრო ბიზნესის პოტენციალი, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაში და ამასთან, დროულად მიიღოთ საჭირო ფულადი რესურსები. ეს დადებითად აისახება არა მარტო სერვისის ხარისხზე, არამედ სასტუმროს იმიჯსა და რეპუტაციაზე. 

კონკრეტულად, ეს გულისხმობს, რომ სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, მორგებულია ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზე, და შეესაბამება საერთაშრისო მინიმალურ სტანდარტებს. შესაბამისად, თუ თქვენი სასტუმროს ბიზნესი მხარდაჭერილია აღნიშნული პროგრამით, თქვენ მარტივად შეძლებთ მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა და შექმნათ დადებითი რეპუტაცია.

მეორე მხრივ, პროექტი დაგეხმარებათ დროის მცირე მონაკვეთში მიიღოთ ფულადი რესურსი და მარტივად განახორციელოთ თქვენი ბიზნეს გეგმები. “აწარმოე საქართველოში სასტუმრო” ასევე მოგცემთ საშუალებას აამაღლოთ სერვისის ხარისხი და მეტად მრავალფეროვანი გახადოთ იგი. პროგრამა მხარს უჭერს სასტუმროებში ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა კვებითი ობიექტები, ქიმწმენდის, გამაჯანსაღებელი და სხვა ტიპის პერსონალური მომსახურების სერვისები. ეს კი იძლევა შესაძლებლობას, მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი და გაზარდოთ თქვენი სასტუმროს კონკურენტული უპირატესობა.

რას მოიცავს აწარმოე საქართველოში სასტუმრო დაფინანსების შესაძლებლობა?

“აწარმოე საქართველოში სასტუმრო” მოიცავს როგორც საგრანტო პრიზებს, ასევე შეღავათიანი სესხის და სალიზინგო სერვისების გაცემას, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს კონკრეტული მიზნებისთვის. დეტალები იხილეთ მოცემულ ცხრილში:

დაფინანსების ტიპითანხის მოცულობა
შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი-5% საბანკო სესხზე-3% სალიზინგო სერვისებზე
სესხის დაზღვევის მოცულობა80% ძირი თანხის მოცულობა დაფინანსებულია

ამას გარდა, საპილოტე რეგიონებისთის (გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა–ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი) ხელმისაწვდომია დამატებითი გრანტი კრედიტის თანხის 10%–დან 20%–მდე მოცულობის თანხის ოდენობით.

თანადაფინანსების მიღების პირობები

პროგრამა არ მოიცავს რთულად დასაკმაყოფილებელ პირობებს და მათი მთავარი მიზანია, სასტუმრო შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მინიმალურ პირობებს. ამ ყოველივეზე, დეტალურად იხილეთ ქვემოთ:

ძირითადი პირობები

გრანტის მიღების პირობები ძირითადად მოითხოვს, სასტუმრო შეესაბამებოდეს მინიმალურ საერთაშორისო მოთხოვნებს და მდებარეობდეს, პროგრამით გათვალისწინებულ ლოკაციაზე. 

იქნება ეს საკურორტო თუ ეკო/აგრო ტურისტული სასტუმრო, სავალდებულოა მოიცავდეს მინიმუმ 10 ნომერს და მდებარეობდეს შემდეგ ლოკაციებზე: ახტალა, აბასთუმანი, ასპინძა, ვარძია, ზეკარი, ლაშიჭალა, ლებარდე, მენჯი, თორღვას აბანო, უჯარმა, ფასანაური, შოვი, სქური, უწერა, ცაიში, ვარძია, ნასაკირალი, სულორი, ნუნისი, მუაში. 

სესხის პირობები

სესხის პირობები განსხვავდება საპროცენტო განაკვეთისა და აქტიურობის ვადით. გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენი სასტუმროს მიერ უკვე აღებული სასესხო ვალდებულება 10 მილიონ ლარს აღემატება, თქვენ ვერ მიიღებთ თანადაფინანსებას.

დაფინანსების ტიპისესხის მინიმალური ოდენობასესხის მაქსიამალური ოდენობაანაზღაურების მაქსიმალური პერიოდისესხის მიზანი
საპროცენტო განაკვეთის შემცირება და უფასო სესხის გარანტია50 000 ლარი10 000 000 ლარი10 წელისესხის 50% ძირითად საშუალებებზესესხის 50% საბრუნავ საშუალებებზე
ევროკავშირის პროგრამის გრანტი50 000 ლარი1500000 ლარი10 წელისესხის 50% ძირითად საშუალებებზესესხის 50% საბრუნავ საშუალებებზე

უსაფრთხოების ზომები

პროგრამა სასტუმრო ბიზნესებს სთხოვს დააკმაყოფილონ მინიმალური უსაფრთხოების ნორმები და გახადონ სერვისი ადაპტირებული ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზე, მათ შორის შშმ პირებზე. შესაბამისად, სავალდებულოა სასტუმროში ხელმისაწვდომი იყოს ეტლით მოსარგებლე პირისთვის პანდუსი და შიდა ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იყოს,  შშმ პირთათვის. ასევე საჭიროა, უსაფრთოხების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საევაკუაციო სქემა და ინსტრუქცია, ხელმისაწვდომი იყოს ქართულ და უცხო ენებზე და განლაგებული იყოს თვალსაჩინო ადგილზე. 

ნომრების კეთილმოწყობა

აუცილებელია თითოეული ნომერი აღჭურვილი იყოს საჭირო ინვენტარით და საერთო ფართობი აღემატებოდეს 18 კვ.მ. საჭიროა ნომერში გათვალისწინებული იყოს ბავშვისთვის ლოგინის დამატების შესაძლებლობა და ოთახი აღჭურვილი იყოს ცენტრალური/ინდივიდუალური კონდიცირების სისტემით. ასევე აუცილებელია, ნომერში იყოს მინიმუმ ერთი ფანჯარა და ოთახი უზრუნველყოფილი იყოს სანიტარული ინვენტარით.

შენობის კეთილმოწყობა

პირველ რიგში, საჭიროა შენობა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო შიდა და გარე განათების სიტემებით  და ჰქონდეს ლიფტი, თუ ის 2–ზე მეტსართულიანია. თუ რელიეფის ან სხვა კონსტრუქციული მიზეზით ლიფტის განთავსება შეუძლებელია, აუცილებელია ახსნა–განმარტება თან დაერთოს განცხადებას. ასევე სასტუმრო ვალდებულია, ჰქონდეს დამოუკიდებელი ადგილი რეგისტრაციისთვის და იქვე, მინიმუმ სამ ადგილიანი მოსასვენებელი სივრცე. ნომრების გარეთ, მისაღებ სივრცესა და სხვა ლოკაციებზე, საჭიროა სანიტარული კვანძის არსეობა.

ხელმისაწვდომი სერვისები

სასტუმრო ვალდებულია, ჰქონდეს რეგისტრაციისთვის განკუთნვილი ადგილი, სტუმრების მოსასვენებელი სივრცე და კვების ობიექტი (იქნება ეს სასადილო თუ რესტორანი).

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება?

მათ, ვისაც სურთ გახდნენ პროგრამა “აწარმოე საქართველოში სასტუმრო” მონაწილეები, უნდა გააკეთონ ოფიციალური განაცხადი და ეწვიონ, აწარმოე საქართველოში–ს ვებ გვერდს

  1. ბენეფიციარებმა უნდა წარმოადგინონ ყველა პირობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაელოდონ ოფიციალურ შედეგებს. 
  1. მეწარმე სუბიექტი აუცილებელია ადასტურებდეს, რომ აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას და ამასთანავე, მისი ბიზნესი განეკუთვნება მე–3 ან მე–4 კატეგორიის ტიპის საწარმოს. თუ ამის შესახებ არ ფლობთ ინფორმაციას, სტატუსი შეგიძლიათ გადაამოწმოთ პლატფორმაზე.
  1.  შედეგების მიღებიდან, სასტუმროს ეძლევა 2 წლამდე ვადა, მიღებული დაფინანსებით, განახორციელოს განცხადებაში მითითებული მიზანი.

დეტალური კონსულტაციის გავლა შესაძლებელია “აწარმოე საქართველოში–ს” ცხელ ხაზზე: +995 32 296 00 10 ან ელექტრონულ მისამართზე: info@enterprise.gov.ge. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ დამატებით დეტალებს, მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5/16–18.