აბასთუმანი

აბასთუმანი

  1. საქართველოს კუთხეები

აბასთუმნის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება მარადმწვანე ფიჭვები, კრისტალურად სუფთა ჰაერი, ღამით მოჭედილი ცა და თვალისმომჭრელად მოელვარე ვარსკვლავები. კურორტზე სიმშვიდესა და ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში აღმოჩნდებით. ისერნებთ ტყეში, აღიდგენთ ძალებს და ისიამოვნებთ კურორტის ყველა ღირსშესანიშნაობით.

აბასთუმნის შესახებ

აბასთუმანი მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს. კურორტი ცნობილია მისი სამკურნალო პოტენციალით – გოგირდოვანი და მინერალური წყაროებით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებით, სამკურნალო მტვრითა და სუფთა ჰაერით.
აბასთუმანი ასევე ცნობილია მისი

აბასთუმნის ღირსშესანიშნაობები

ამბობენ, რომ აბასთუმანში ყველაზე ახლოს ხართ ცასთან. ეს იმიტომ, რომ აქ ციურ სხეულებზე დაკვირვება აბასთუმნის ობსერვატორიიდან შეგიძლიათ. 

კურორტზე შემორჩენილია რომანოვთა ერთ-ერთი რეზიდენციაც, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა გიორგი რომანოვმა. 

აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის დალაშქვრა და კოლხეთის სუბტროპიკული ტყეების მონახულება შეგიძლიათ.

  • აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

    აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

    აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობალზე მდებარეობს. აქედან ყოველ უღრუბლო ღამეს მზის სისტემის პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს აკვირდებიან. ექსკურსიის მოსაწყობად, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით ობსერვატორიის ადმინისტრაციას. ციურ სხეულებზე დაკვირვება საღამოს 8 საათიდანაა შესაძლებელი.

  • ზეკარის უღელტეხილი

    ზეკარის უღელტეხილი

    ზეკარის უღელტეხილის სალაშქრო გზა აბასთუმნიდან იწყება. უღელტეხილიდან აბასთუმნის ულამაზესი ხედები იშლება. მარშრუტი საფეხმავლოა და 24 კმ სიგრძისაა. სრული გზის გასავლელად 2 დღე დაგჭირდებათ. უღელტეხილზე მოწყობილია ტურისტთა თავშესაფარიც.

სასტუმროები აბასთუმანში

აბასთუმანში დასვენება კომფორტულ კოტეჯებში შეგიძლიათ მოიწყოთ. კოტეჯი გალილეო არაზინდოს ტყეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. ფაჯრებიდან და ტერასებიდან აბასთუმნის წიწვოვანი ტყის ხედები იშლება. 

სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსში ყველაფერია მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის – გამწვანებული ეზო, სტუმართმოყვარე პერსონალი და გემრიელი სამზარეულო. 

საოჯახო სასტუმროებიდან მწვანე სასტუმრო აბასთუმანში გიმასპინძლებთ. დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, გამწვანებული ეზო ბავშვებისთვის და საზაფხულო ფანჩატურები. 

რესტორნები აბასთუმანში

აბასთუმანში რამდენიმე კაფე-რესტორანია, სადაც ქართული კერძებით, ცივი სასმელებითა და დესერტებით გაგიმასპინძლდებიან. აბასთუმნის პარკში მდებარეობს კაფე “როშა”. 

მთავარ მაგისტრალზე რესტორან “ოჯახურს” შეგიძლიათ ესტუმროთ. 

კაფე-ბარი “მწვანე ტერასა” არაჩვეულებრივი ხედების თანხლებით გიმასპინძლებთ.