სასტუმროები ბორჯომში

სასტუმროები ბორჯომში – 11 სასტუმრო ბორჯომში დასასვენებლად

  1. სასტუმროები

ბორჯომი მყუდრო, მთებს შორის მოქცეული კურორტია, სახელგანთქმული მისი ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლებით, მარადმწვანე ტყეებითა და პარკებით. ქალაქი განსაკუთრებით პოპულარულია ოჯახური დასვენებისთვის. სუფთა ჰაერის, ნაძვნარისა და სამკურნალო წყლების გარდა, ბორჯომის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, კაფეები და აუზები.
ბორჯომში დასვენებისას შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ კეთილმოწყობილ, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე, კოტეჯებზე ქალაქგარეთ ან ბიუჯეტური ტიპის ნომრებზე. გაეცანით სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებს სტატიაში.

ბორჯომის 11 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი | 2023

სასტუმრო პარკთან ახლოს: Crowne Plaza Borjomi

სასტუმრო ლიკანში: Borjomi Likani

სასტუმრო გარე აუზით: Borjomi Palace Hotel

აღმოსავლური დიზაინის სასტუმრო: Golden Tulip Borjomi Hotel

სასტუმრო ღვინის ბარით: Hotel Borjomi Underwood

ბუტიკური სტილის სასტუმრო: Hotel Borjomi Bridge

ბიუჯეტური სასტუმრო ბორჯომში: Hotel Old Borjomi

სასტუმრო ტყის პირას: Holiday Borjomi

კოტეჯები ბორჯომში: Landhaus Borjomi

საოჯახო ტიპის კოტეჯები: Borjomi Cottages

სასტუმრო ქალაქის ხედით: Milano Palace Borjomi

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო Crowne Plaza Borjomi ბორჯომის პარკთან

1. Crowne Plaza Borjomi

Crowne Plaza ბორჯომის ცენტრალურ პარკთან, ქალაქის გულში, საუკეთესო ადგილზე მდებარეობს. სასტუმროს წინა მხარეს მდინარე ჩამოედინება და ნომრებიდან მისი ხეობისა და ქალაქის ქუჩის ხედები იშლება. უკანა მხარეს მთისა და ტყის ხედითაა ოთახები. ნომრები 13 სხვადასხვა კატეგორიისაა, მათ შორის საოჯახო და პრემიუმ ტიპის ოთახებით, რომელთაც ულამაზესი ტერასები აქვთ ბორჯომის ხედებით. სასტუმროს ორი რესტორანი და ღვინის ბარი აქვს, სადაც ევროპული და ქართული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ რჩეულ ქართულ ღვინოებთან ერთად. Crowne Plaza-ს ნამდვილი ღირსება მისი სპა და ველნეს ცენტრია, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ. სასტუმროს დახურული საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზიც აქვს. გაითვალისწინეთ, რომ თუკი ვიზიტს შინაურ ცხოველთან ერთად გეგმავთ, ამისთვის დამატებითი ღირებულების გადახდა მოგიწევთ.

Booking რეიტინგი: 8.8

მისამართი: Baratashvili St 9

ახლოს მდებარე ობიექტები:  ზურაბ ანჯაფარიძის მოედანი, ბორჯომის პარკი, რესტორანი “ხაჭაპური”, კაფე “ინკა”

სტანდარტული ფასი: 427 ₾

ვებ-გვერდი: https://www.ihg.com/crowneplaza/hotels/us/en/borjomi/bjrcp/hoteldetail 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/u285r

სასტუმრო Hotel Borjomi Likani And SPA ლიკანში

2. Hotel Borjomi Likani And SPA

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე. სასტუმროში განთავსებულია 151 კომფორტული ოთახი თვალწარმტაცი ხედებით. შიდა აქტივობები მოიცავს მაგიდის ჩოგბურთს, ბილიარდს, კარაოკე საღამოებს, ცოცხალ მუსიკასა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში. ასევე შიდა აუზი და ფიტნეს ცენტრი, ვარჯიშისა და ენერგიის აღდგენისთვის. თუმცა, ყველაზე საინტერესო შენობის გარეთ დაგხვდებათ. 43 ჰექტარზე გაშლილი ბორჯომი ლიკანის ტერიტორია იდეალურია უამრავი აქტივობისათვის. სტუმრებს შეუძლიათ თავი გამოსცადონ მშვილდოსნობაში, სროლაში, ითამაშონ ხელბურთი, კალათბურთი ან ეწვიონ რომანოვების სასახლეს, რომელიც პარკის სიღრმეში მდებარეობს. ბორჯომი ლიკანი იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისათვის. პატარა სტუმრებისათვის სასტუმროს ტერიტორიაზე, პარკში, საბავშვო კლუბია პროფესიონალი ანიმატორებით.

Booking რეიტინგი: 8.9

მისამართი: Meskheti Street 16

ახლოს მდებარე ობიექტები: 351 ₾

სტანდარტული ფასი: კაფე “ფიროსმანი”, “ნია”

ვებ-გვერდი: https://www.borjomilikani.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/iraoq 

სასტუმრო Borjomi Palace Hotel ღია აუზით

3. Borjomi Palace Hotel

ბორჯომი პალასი იდეალური ადგილია თუკი დასვენებასთან ერთად ბალნეოლოგიური და სპა მკურნალობაც გსურთ. სასტუმროს აქვს როგორც სტანდარტული, ისე საოჯახო და აპარტამენტის ტიპის ნომრები. ბორჯომი პალასს საკუთარი რესტორანი და საკონდიტრო ნაწარმი აქვს, სადაც ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვანი არჩევანია. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არის 86 ადგილიანი კინოთეატრი, კაფე-ბარი ღვინის მარნის იერსახით, საბავშვო სათამაშო ოთახი, ტურისტული განყოფილება და ორი საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი საცურაო აუზი: გარე აუზი მთის ხედით და დახურული აუზი რომელიც თბება. გარე აუზი ზაფხულობით იდეალურია გასარუჯად და მზის აბაზანებისთვის. მის გარშემო მოწყობილია მაგიდებიც, სადაც საღამოობით ბუნების ხედების ფონზე შეგიძლიათ მყუდრო ვახშამი მოაწყოთ სუფთა ჰაერზე.

Booking რეიტინგი: 7.9

მისამართი: Gamsakhurdia Street 17

ახლოს მდებარე ობიექტები: ზურაბ ანჯაფარიძის მოედანი, ბორჯომის პარკი, კაფე “ნია”

სტანდარტული ფასი: 274 ₾

ვებ-გვერდიhttps://www.borjomipalace.ge/ka 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/xfy1l 

სასტუმრო Golden Tulip Borjomi Hotel ბორჯომის პარკთან

4. Golden Tulip Borjomi Hotel

სასტუმრო Golden Tulip Borjomi ქალაქის სიმბოლოდ აღიარებულ შენობაში გაიხსნა. ეგზოტიკური ინტერიერი, ირანული დეკორის ელემენტები, ბროლის სარკეები და ფერადი ვიტრაჟები თავს ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარში გაგრძნობინებთ. სასტუმრო ბორჯომის ისტორიულ პარკთან მდებარეობს, სადაც ფეხით ზუსტად 5 წუთში აღმოჩნდებით. სასტუმროს განსხვავებული დიზაინის, აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი შიდა აუზი, ველნეს ცენტრი და სპა აქვს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს ცენტრით. Golden Tulip-ს არაჩვეულებრივი რესტორანი აქვს, ფერადი ვიტრაჟებით, ორნამენტებიანი ავეჯითა და კედლებით და მარმარილოს იატაკით. გარდა ვიზუალური ეფექტისა, რესტორნის სამზარეულოც სასიამოვნოდ გაგაოცებთ ქართული და ევროპული კერძებით. თუკი დასვენება გამორჩეული და განსხვავებული დიზაინის სასტუმროში გსურთ, მაშინ სწორედ Golden Tulip-ს უნდა ესტუმროთ.

Booking რეიტინგი: 8.5

მისამართი: 9 Aprili Street 48

ახლოს მდებარე ობიექტები: ბორჯომის პარკი, კაფე “ნიკალა”

სტანდარტული ფასი: 908 ₾

ვებ-გვერდი: https://rb.gy/madmb 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/96mkq 

სასტუმრო Hotel Borjomi Underwood ხის დიზაინით

5. Hotel Borjomi Underwood

ბორჯომი ანდერვუდი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, – მისგან 3 წუთის სავალზე. სასტუმროში 14 ნომერია, თითოეული ინდივიდუალური აივნით – როგორც ტყის, ისე ცენტრალურ ქუჩაზე ხედებით. სასტუმროში არის რესტორანი, რომელშიც ყოველ დილით მზადდება კონტინენტალური საუზმე. ეზოში განლაგებულია ღვინის ბარი, რომელშიც 11 სახეობის ქართული ნატურალური ქვევრის ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ. იქვე ფუნქციონირებს კაფე ყავის, კოქტეილების და ტკბილეულის მოყვარულთათვის. სასტუმროს სერვისები ასევე მოიცავს საექსკურსიო მომსახურებას და დაგეგმოთ სხვადასხვა თემატიკის ტურები.

Booking რეიტინგი: 9.1

მისამართი: 9 April #40

ახლოს მდებარე ობიექტები: ბორჯომის პარკი, საოჯახო სამზარეულო, კაფე “ნიკალა”

სტანდარტული ფასი: 218 ₾

ვებ-გვერდი: https://www.borjomiunderwood.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/zvfbl 

სასტუმრო Hotel Borjomi Bridge ხედით მთაზე

6. Hotel Borjomi Bridge

ბორჯომი ბრიჯი თანამედროვე დიზაინის სასტუმროა, დელუქს, სტანდარტული, საოჯახო და ბიუჯეტური ტიპის ნომრებით. სასტუმრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ოთახები აღჭურვილია კომფორტული საწოლებითა და ავეჯით. ნომრებიდან მდინარის ხეობის, მთებისა და ქუჩის ხედი იშლება. ოთახები საკმაოდ დიდი ზომისაა, ფართო და ნათელი. ზოგიერთ მათგანში მოწყობილია კომფორტული სამუშაო კუთხე. სასტუმროში კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე მასპინძლები დაგხვდებიან, არაჩვეულებრივი მომსახურებითა და 24 საათიანი ცხელი ხაზით. დილით უგემრიელესი საუზმე ბუნების ფონზე, სუფთა ჰაერის თანხლებით შეგიძლიათ მოიწყოთ. საერთო ჯამში, სასტუმროს ინტერიერი, კომფორტი და მომსახურების ხარისხი ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა მოცემულ საფასო კატეგორიაში.

Booking რეიტინგი: 9.2

მისამართი: Meskheti Street N12B

ახლოს მდებარე ობიექტები:  ზურაბ ანჯაფარიძის მოედანი, ბორჯომის პარკი, კაფე “ფიროსმანი”, რესტორანი “Rooms”

სტანდარტული ფასი: 209 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/HotelBorjomiBridge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/lgfct 

სასტუმრო Hotel Old Borjomi

7. Hotel Old Borjomi

სასტუმრო ძველი ბორჯომი საუკეთესო ვარიანტია ბიუჯეტურ სასტუმროებს შორის. ნომრები სუფთა და მოვლილია, მომსახურე პერსონალი კი ყოველთვის მზადაა თქვენს დასახმარებლად. სასტუმროს საკუთარი შიდა ეზოც აქვს, პატარა ფანჩატურებითა და ღია მოსასვენებელი სივრცეებით. ეზოშივე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარბიქიუს აღჭურვილობით და მეგობრებს ახლად შემწვარი ხორცით გაუმასპინძლდეთ. სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს საუზმეს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარით. რესტორანი ადგილზე ხელმისაწვდომი არ არის, ამისთვის ქალაქის ცენტრში უნდა გადაინაცვლოთ. ქალაქის ცენტრამდე და პარკამდე გადასაადგილებლად დაგჭირდებათ საკუთარი ავტომობილი.

Booking რეიტინგი: 7.7

მისამართი: Andria Pirveltsodebuli str. N 21

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “ფესვები”, რესტორანი “პანორამა”

სტანდარტული ფასი: 132 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/OldBorjomi/?locale=ka_GE 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/f542u 

სასტუმრო Holiday Borjomi ტყის პირას

8. Holiday Borjomi

სასტუმრო Holiday Borjomi სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მთის ძირას, გამწვანებული ეზოთი და სასტუმროს უკან ტყით, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. სასტუმროდან ქალაქის ცენტრში მანქანით 5 წუთში აღმოჩნდებით. სასტუმროს 10 კომფორტული ნომერი აქვს. ატმოსფერო მშვიდი, წყნარი და მყუდროა. საღამოობით აქ სასიამოვნოდ გრილა და იდეალური ტემპერატურაა. ოთახებში დაგხვდებათ პატარა მაცივრებიც, სადაც შეგიძლიათ სასურველი პროდუქტები მოიმარაგოთ ქალაქში ვიზიტის შემდგომ. დილით მასპინძლები საუზმით გაგიმასპინძლდებიან. სადილსა და ვახშამზე შეგიძლიათ ახლოს მდებარე რესტორნებს ეწვიოთ და ქართული კერძები დააგემოვნოთ.

Booking რეიტინგი: 8.8

მისამართი: Vashlovani Street #6

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “რთველი”

სტანდარტული ფასი: 110 ₾

ვებ-გვერდი: https://holidayborjomi.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/t4vzi 

სასტუმრო Landhaus Borjomi-ს ხის კოტეები ბუნებაში

9. Landhaus Borjomi

Landhaus Borjomi იდეალურია წყვილებისთვის და მეგობრებისთვის ვიქენდზე განსატვირთად. კოტეჯები მთის ძირას, სიმწვანეშია აშენებეული. თითოეული კოტეჯის წინ მოწყობილია პატარა ტერასა, მაგიდითა და სკამებით. ეზოში კოცონის დანთება და მის გარშემო შემოსხდომა საღამოს საუკეთესო გართობაა კურორტზე. იქვე მაყალზე მწვადის შეწვაც შეგიძლიათ. კოტეჯების პირველ სართულზე განთავსებულია აბაზანა, სამზარეულო, სასადილო მაგიდა და გასაშლელი დივანი, სადაც თქვენი სტუმრებიც შეძლებენ დარჩენას. საძინებლის სამკუთხა ფანჯრებიდან უმშვენიერესი ბუნების ხედები იშლება. აქაურობა ძალიან ლამაზია ზამთარში. როცა გარშემო ყველაფერი გადათეთრებულია, კოტეჯში დასვენება საოცრად მყუდრო და კომფორტულია.

Booking რეიტინგი: 9.5

მისამართი: Borjomi-Baghi-Tba-Tsemi

სტანდარტული ფასი: 435 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/landhauscottage 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/qqlz3 

სასტუმრო Borjomi Cottages ეზოთი

10. Borjomi Cottages

Borjomi Cottages ბორჯომის ცენტრალური პარკიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. ოთახები აღჭურვილია სარეცხის მანქანითა და სამზარეულოს ავეჯით. საძინებელში მაქსიმუმ 4 ზრდასრული ადამიანის განთავსება შეიძლება, საწოლებსა და გასაშლელ დივანზე.
დილის საუზმესთან ერთად სასტუმროს მასპინძელი საკუთარი ადგილობრივი, სახლური ღვინითაც გაგიმასპინძლდებათ. დილით სუფთა ჰაერზე გაღვიძება, აივნიდან გამწვანებული მთების ხედები და ბიბინა ბალახი ფეხქვეშ დღის საუკეთესო დასაწყისია. სასტუმროს საკუთარი რესტორანი არ აქვს, თუმცა შეგიძლიათ მომარაგოთ სასურველი პროდუქტები და თავად მოამზადოთ კერძები. სასტუმროს მასპინძელი სიამოვნებით გაგანდობთ საჭირო რეკომენდაციებს ახლოს მდებარე რესტორნებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.

Booking რეიტინგი: 9.0

მისამართი: Erekle Str. 17a

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “ფესვები”, რესტორანი “იმერეთი”, ზურაბ ანჯაფარიძის მოედანი, ბორჯომის პარკი

სტანდარტული ფასი: 120 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100063693307362 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/yd36i 

სასტუმრო Milano Palace Borjomi  ტერასით ხედი ბორჯომზე

11. Milano Palace Borjomi

Milano Palace 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა ქალაქის ცენტრში, პარკთან ახლოს. ბორჯომის პარკი სასტუმროდან 1.2 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ფეხით პარკამდე დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. სასტუმროს გამორჩეული ხედები აქვს ქალაქზე. მისი ტერასიდან ბორჯომისა და გარშემო მთების საოცარი პეიზაჟები იშლება. ყოველ ოთახს საკუთარი აივანი აქვს მთის ხედებით. სასტუმრო მცირე ზომისაა, ატმოსფერო მშვიდი და წყნარია. ოთახის ღირებულებაში შედის საუზმე. განსაკუთრებით სასიამოვნოა საუზმობა სასტუმროს ბოლო სართულზე მოწყობილ ტერასაზე, საიდანაც ბორჯომის ხედებით დატკბებით. სასტუმროს ტერიტორიაზე რესტორანი არ არის, თუმცა მის სიახლოვეს, 150 მეტრში რამდენიმე კაფე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ ისადილოთ.

Booking რეიტინგი: 9.6

მისამართი:  Gamsakhurdia Street #14

ახლოს მდებარე ობიექტები: ზურაბ ანჯაფარიძის მოედანი, კაფე ნია, ბორჯომის პარკი

სტანდარტული ფასი: 248 ₾

ვებ-გვერდი: https://rb.gy/rci0v 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/18acz 

რა ვნახოთ ბორჯომში?

ბორჯომი დამსვენებლებს კომფორტულ სასტუმროებს, გასართობ პარკებს, სამკურნალო-გამაჯანსაღებელ აბაზანებსა და ეკო-ტურებს სთავაზობს. შენობები გაფორმებულია ქვის ფასადებითა და ხის აივნებით, აღმოსავლური ინტერიერისთვის დამახასიათებელი ნიშნებითა და ნეორენესანსის სტილში გადაწყვეტილი სასახლეებით. ბორჯომის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცენტრალური პარკია. აქ მოწყობილია გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, კაბე-ბარები, მინერალური წყლის ონკანები და გოგირდის აუზები. ეკო-ტურიზმით გატაცებულ ვიზიტორებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გიმასპინძლებთ. ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან აღსანიშნავია ბორჯომის მუზეუმი, რომანოვების სასახლე, პეტრეს ციხე და მწვანე მონასტერი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ბორჯომში?

ბორჯომში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონურად იცვლება. ზამთარში საშუალოდ ფასი 300-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბორჯომში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი”, “ქრაუნ პლაზა” და “Golden Tulip”.

რომელი სასტუმროები მდებარეობს პარკთან ახლოს?

ბორჯომის პარკთან მდებარე საუკეთესო სასტუმროებია “Golden tulip”, “Crowne Plaza”, “Borjomi Palace”, “Borjomi Underwood”.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა “ბორჯომი ლიკანი”, “Borjomi Palace”, “Crowne Plaza”, “Holiday Borjomi”.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“ბორჯომი ლიკანი”, “Crowne Plaza” და “Golden Tulip” გამორჩეულია პრემიუმ კლასის სასტუმროებში.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძებით ბორჯომის ნებისმიერ სასტუმროში გაგიმასპინძლდებიან. გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა “ბორჯომი ლიკანში”, “Golden Tulip” და “Crowne Plaza”.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

“Crowne Plaza”, “Landhaus Borjomi” და “ბორჯომი ლიკანი” საუკეთესოა წყვილებისთვის.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “Hotel Bridge”, “Milano Palace”, “Borjomi Underwood” და “Landhaus Borjomi”.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია “ბორჯომი ლიკანი”, “Crowne Plaza”, “Golden Tulip” და “Borjomi Palace”.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბორჯომის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბორჯომის ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

“Crowne Plaza”, “Golden Tulip” და “ბორჯომი ლიკანი” აღჭურვილია სავარჯიშო დარბაზებით.