სასტუმროები

სასტუმროები 2023 – საუკეთესო სასტუმროების კატალოგი

საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროების საკმაოდ ფართო არჩევანია. მოცემულ ნაწილში წარმოგიდგენთ ყველაზე პრესტიჟული სასტუმროების კატალოგს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, თუმცა ჩვენს გვერდზე ასევე შეძლებთ გაეცნოთ ისეთი ტიპის სასტუმროების დეტალურ მიმოხილვებსაც, როგორიცაა საოჯახო სასტუმროები, ე.წ გესთჰაუსები, კოტეჯები და სხვა.

ამასთან, უფრო მარტივი კოორდინაციისთვის, გთავაზობთ თითოეულ სასტუმროს ოფიციალურ გვერდსა და მათ პლატოფრმას Booking.com–ზე რათა მარტივად შეძლოთ სასურველი სასტუმროსა და ნომრის დაჯავშნა, და უფრო მეტი დეტალის გაგება.

 

 

21 საუკეთესო სასტუმრო საქართველოში ჩამონათვალი l 2023

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi მთის ხედით და ტერასით

1. Rooms hotel Kazbegi

ყაზბეგში დასვენება კიდევ უფრო გასაოცარია როდესაც გაქვს საშუალება ისიამოვნო კავკასიონის დიდებული მწვერვალების ახლო ხედებით. სწორედ მთის საუცხოო ხედებითაა ცნობილი ყაზბეგში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Rooms hotel Kazbegi. თუმცა სასტუმროს გამორჩეულობა არამედ უნიკალურ ხედებში არამედ იმ გარემოსა და ატმოსფეროშია, რომელიც აქ დაგხვდებათ.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ელეგანტური და დახვეწილი გარემო, კომფორტული ნომრები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება, იდეალურია იმისთვის რომ თან გაერთოთ და თან განიტვირთოთ. Rooms hotel Kazbegi-ში შეგიძლიათ იქირაოთ საოჯახო და სტანდარტული ნომრები, დაისვენოთ შიდა დახურულ აუზზე, რომლის დარბაზიდან გასაოცარი მთის ხედები იშლება, მიირთვათ უგემრიელესი მენიუ მყუდრო და კლასიკურ რესტორანში და ფიზიკურად დაისვენოთ, სპა ცენტრის მიერ შემოთავაზებული სერვისებით.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: გორგასლის ქუჩა 1, სტეფანწმინდა

ახლოს მდებარე ობიექტები: ამაღლების ხატი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 585₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ს გამწვანებული ეზო

2. Rooms Hotel Tbilisi

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დაისვენოთ ელეგანტურ და მშვიდ გარემოში, აუცილებლად მოგეწონებათ დედაქალაქში მდებარე ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi. ქალაქის პრესტიჟულ ადგილას მდებარე სასტუმრო გამოირჩევა არა მარტო დახვეწილი ინტერიერით, არამედ ორიგინალური ინფრასტრუქტურით. აქაური ატმოსფეროთი ნამდვილად ისიამოვნებთ. სასტუმროში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ნომრები, რომლებიც განკუთვნილია როგორც ორი ასევე ორზე მეტი ადამიანისთვის, რაც იდეალურია თუ თბილისს ოჯახთან ერთად სტუმრობთ.

Rooms Hotel Tbilisi ცნობილია თავისი მრავალფეროვანი სერვისებით. არ შეიძლება არ აღინიშნოს ულამაზესი ინტერიერის მქონე სასტუმროს რესტორანი და ბარი, სადაც შეძლებთ გასაოცარი ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებას. განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ სასტუმროს ფიტნეს დარბაზსს ეწვიოთ.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: კოსტავას 14, 0108, თბილისი

ახლოს მდებარე ობიექტები: ვერის ბაღი, მეტრო რუსთაველი, კაფეები, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 408₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Paragraph hotel-ის აუზი და ორანჟერეა

3. Paragraph hotel

შეკვეთილში მდებარე Paragraph hotel არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ყველაფერია თქვენი იდეალური დასვენებისთვის. ეს შესანიშნავი სასტუმროა წყვილებისთვის, ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და სოლო მოგზაურებისთვისაც, რადგან სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისებით არ მოიწყენთ.

უნიკალური ინფრასტრუქტურისა და დიზაინის მქონე სივრცეებისა თუ ნომრების გარდა, Paragraph hotel ბევრ სახალისო და საინტერესო აქტივობას გთავაზობთ. კონკრეტულად შეგიძლიათ სასტუმროს სხვადასხვა ტიპის აუზზე გაერთოთ, მხიარული საღამოები გაატაროთ ბარში, დაათვალიეროთ ულამაზესი აკვარიუმი, ესტუმროთ ფიტნეს ცენტრს და განიტვრითოთ სპაში. შეგიძლიათ ითამაშოთ ტენისი, ბილიარდი, გაერთოთ ღამის კლუბში ან დაისვენოთ კერძო პლიაჟზე.

Booking რეიტინგი: 9.2 superb

მისამართი: შეკვეთილის სანაპირო, E70, 3521

ახლოს მდებარე ობიექტები: დენდროლოგიური პარკი, რკინიგზის სადგური, ზოოპარკი, სანაპირო

სტანდარტული ფასი: 773₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Sheraton Batumi Hotel-ის აუზი

4. Sheraton Batumi Hotel

Sheraton Batumi Hotel ბათუმში მდებარე ცნობილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც იდეალური ადგილმდებარეობით და კლასიკური, დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა. თუ luxery ატმოსფერო და უმაღლესი დონის მომსახურება ის არის, რასაც დასვენებისას ანიჭებთ უპირატესობას, აუცილებლად მოგეწონებათ Sheraton Batumi Hotel. აქ დაგხვდებათ უამრავი გასართობი სივრცე, სხვადასხვა ღონისძიებები და ნომერთა კატეგორიის მრავალფეროვანი არჩევანი. შესაძლებელია ე.წ deluxe, პენტჰაუს და სტანდარტული ნომრების არჩევა. გარდა იმისა რომ თითოეული ნომრის დიზაინი განსაკუთრებულად ელეგანტურია, ამასთან გამოირჩევა გასაოცარი ხედებით ბათუმსა და შავ ზღვაზე.

აუცილებელია აღინიშნოს შერატონის მყუდრო რესტორანი და ბარი, მუსიკალური საღამოებით და დახვეწილი მენიუთი. თუ საქმიანი შეხვედრა გაქვთ, სასტუმრო შეხვედრისა და საკონფერენციო დარბაზსაც გთავაზობთ. გართობისთვის კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ შერატონის აუზებსა და და სპა ცენტრში, სადაც პროფესიონალები მოგემსახურებიან. აზარტული თავგადასავლების მოყვარულებს კი შეგიძლიათ გამოსცადოთ იღბალი შერატონის სამორინეში.

Booking რეიტინგი: 8.3 very good

მისამართი: რუსთაველის 28, ბათუმი

ახლოს მდებარე ობიექტები: ბათუმის დელფინარიუმი, ნურის ტბა, პიაცა, ანბანის კოშკი, Iveria Beach, ევროპის მოედანი, კაზინო ივერია

სტანდარტული ფასი: 819₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Radisson Blue Hotel Batumi ბულვარის ხედით

5. Radisson Blue Hotel Batumi

თუ ბათუმში კომფორტული და ამასთანავე მდიდრული დასვენება გსურთ, მაშინ აუცილებლად ისიამოვნებთ იმ დახვეწილი და პოზიტიური გარემოთი, რომელსაც Radisson Blue Hotel Batumi გთავაზობთ. ეს არის ბათუმის ცნობილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ორიგინალური ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი მომსახურებით და შექმნილი უმაღლესი დონის კომფორტით. სასტუმროს თითოეული ნომერი მყუდრო და თანამედროვე დიზაინთან ერთად უნიკალური და პანორამული ხედებით გამოირჩევა ქალაქზე და ზღვაზე.

აქ შეგიძლიათ როგორც სტანდარტული, ასევე საოჯახო და პრემიუმი ნომრების არჩევა. სასტუმრო სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ასე რომ შეგიძლიათ ისეირნოთ ბულვარში ან დაისვენოთ შავი ზღვის სანაპიროზე. აუზის მოყვარულებს კი შეგიძლიათ რედისონის ღია და დახურული აუზით ისარგებლოთ, დაისვენოთ სპა ცენტრში და სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებით ისიამოვნოთ სასტუმროს ბარ–რესტორანში.

Booking რეიტინგი: 8.5 very good

მისამართი: ნინოშვილის 1, ბათუმი

ახლოს მდებარე ობიექტები: პიაცა, ანბანის კოშკი, Iveria Beach, ევროპის მოედანი, კაზინო ივერია

სტანდარტული ფასი: 903₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Hilton Batumi ტბის ხედით

6. Hilton Batumi

თუ შავი ზღვის საუკეთესო ხედებით გინდათ ისიამოვნოთ, მაშინ უნდა ესტუმროთ Hilton Batumi–ს. ეს არის პრემიუმ კლასის ცნობილი სასტუმრო, რომელიც იდეალური მდებარეობით გამოირჩევა. ცნობილი 26 მაისის პარკი, ნურის ტბა, ბულვარი და შავი ზღვის სანაპირო გასაოცარ პანორამულ ხედებს ქმნის ჰილტონის ნებისმიერი ნომრიდან. აქ დაგხვდებათ თანამედროვე და ფერადი ინტერიერი, საუკეთესო მომსახურება და მრავალფეროვნება რათა ერთდროულად დაისვენოთ და თან განიტვირთოთ. ზღვიდან 200 მეტრში მდებარე სასტუმროში ნომერთა კატეგორიის დიდი არჩევანია მათ შორის პრემიუმი, საოჯახო და სტანდარტული ნომრები.

დროის მხიარულად გატარებისთვის სასტუმროს გუნდი ხშირად მართავს სხვადასხვა სახის მუსიკალურ და გასართობ ღონისძიებებს. სასტუმროში განთავსებულია სპა ცენტრიც სადაც უმაღლესი დონის მომსახურებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ასევე შეგიძლაით განიტვირთოთ ჰილტონის აუზზე, ესტუმროთ ბარს ან აქტიური რუტინისთვის, ესტუმროთ ფიტნეს ცენტრს.

Booking რეიტინგი: 8.5 very good

მისამართი: რუსთაველის 40, ბათუმი

ახლოს მდებარე ობიექტები: ნურის ტბა, 26 მაისის ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი, პიაცა, ევროპის მოედანი, ბათუმის ბულვარი

სტანდარტული ფასი: 624₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Le meridien Batumi ზღვის ხედით

7. Le meridien Batumi

პრემიუმ კლასის სასტუმრო Le meridien Batumi გამოირჩევა ადგილმდებარეობით და საუცხოო ინტერიერით, რომელიც კლასიკური სტილის მოყვარულებს მოგხიბლავთ. აქ დაგხვდებათ მშვიდი და დახვეწილი გარემო, მეგობრული მომსახურება და უმაღლესი დონის კომფორტი. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, რაც ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობების მარტივად დათვალიერების შესაძლებლობას გაძლევთ. არ შეიძლება არ აღინიშნოს გასაოცარი ხედები ქალაქსა და შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროში შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ნომრის არჩევა, მათ შორის კლასიკური, deluxe, სტანდარტული და სხვა ტიპის ნომრების. თითოეული ნომერი განკუთვნილია 2–3 ადამიანისთვის.

იმისთვის რომ უკეთ განიტვირთოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ Le meridien Batumi–ის ღია და დახურული აუზებით ან ისიამოვნოთ მრავალფეროვანი სერვისებით სასტუმროს სპა ცენტრში. აქტიური რუტინის მოყვარულებს კი შეგიძლიათ დრო ფიტნეს დარბაზში გაატაროთ. მხიარული საღამოებისთვის Le meridien Batumi–ის ბარში დაგხვდებათ მრავალფეროვანი მენიუ და მუსიკალური საღამოები.

Booking რეიტინგი: 9.0 superb

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა, ბათუმი

ახლოს მდებარე ობიექტები: ანბანის კოშკი, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, კაზინო ივერია ბათუმი, პიაცა

სტანდარტული ფასი: 790₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Dreamland oasis chakvi აუზით და ბარით

8. Dreamland oasis chakvi

თუ ზაფხულში ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად საუცხოო დროის გატარება გსურთ, რომელიც სავსე იქნება თავგადასავლებითა და მხიარულებით, უნდა ეწვიოთ ჩაქვში მდებარე ცნობილ სასტუმროს Dreamland oasis chakvi. ეს სასტუმრო პატარა ქალაქის მსგავსია, რომელიც ქმნის ეგოზტიკურ გარემოს, ტროპიკული პარკით, კერძო პლიაჟით, გასართობი სივრცეებით, ატრაქციონების პარკით და სხვა მრავალი სერვისით.

გსურთ სიმშვიდე თუ მხიარული გარემო, ეს Dreamland oasis chakvi–ში ერთდროულადაა შესაძლებელი. აქ დაგხვდებათ სასიამოვნო ინტერიერის მქონე სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, აკვაპარკი, სხვადასხვა ტიპის აუზი, მედიტაციის სივრცე სანაპიროსთან, ულამაზესი პარკი, სანაპირო ეგზოტიკური დეკორითა და ხედით ბათუმზე, ბარი, მხიარული მუსიკალური საღამოები და ბევრი სხვა შესაძლებლობა დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ უნიკალურ სპა ცენტრს, სადაც დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ.

Booking რეიტინგი: 8.3 very good

მისამართი: ბათუმის ქუჩა 16, ჩაქვი

ახლოს მდებარე ობიექტები: სანაპირო, ბოტანიკური ბაღი, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 624₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Kutaisi Inn-ის ეზო

9. Kutaisi Inn

სასტუმრო Kutaisi Inn ერთ–ერთი გამორჩეულია საქართველოს უძველეს ქალაქში, კარგი მდებარეობით, უმაღლესი დონის მომსახურებით და დახვეწილი, ელეგანტური გარემოთი. ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისში, სადაც დაგხვდებათ მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო, ნომრები ნათელი ფერებით და მყუდრო მოსასვენებელი სივრცეები. აქ ყველაფერია იმისთვის რომ მშვიდად დაისვენოთ. სასტუმროში დიდი არჩევანია ნომრების კატეგორიის მხრივ. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული და საოჯახო ნომრები, სადაც 6–7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან შესაძლებელია ბიუჯეტური ნომრების არჩევაც.

სასტუმროს გუნდი უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ ულამაზეს რესტორანში და შემოგთავაზებთ მხიარულ საღამოებს ბარში. თუმცა თუ ფიზიკური განტვირთვა გსურთ, შეგიძლიათ სასტუმროს ფიტნეს ცენტრსა და საუნას ესტუმროთ.

Booking რეიტინგი: 8.7 fabolous

მისამართი: დავით აღმაშენებლის 2, ქუთაისი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, მარკეტი, რკინიგზის სადგური 

სტანდარტული ფასი: 238₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Khedi design hotel ginza project თბილისის ხედით

10. Khedi design hotel ginza project

სასტუმრო Khedi design hotel ginza project თბილისში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. სიმყუდროვე, ფერადი დეკორი და კომფორტული გარემო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სასტუმროს დიზიანის მთავარი ხიბლი არის აქცენტი სიმწვანეზე და გასაოცარი ხედები თბილისზე. ამას ემატება ქართული ტრადიციული ელემენტები დეკორში, რაც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის. სასტუმროში შესაძლებელია მხოლოდ ორადგილიანი ნომრების არჩევა.

სასტუმროს რესტორანი ეგზოტიკურ გარემოში გამოგზაურებთ. თუმცა აქაური მენიუც მსგავსად გამორჩეულია. შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ევროპული სამზარეულო. მხიარული საღამოებისთვის კი შეგიძლიათ სამაგიდო თამაშები ითამაშოთ ან დრო გაატაროთ Khedi design hotel ginza project–ს ბარში. აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის კი ხელმისაწვდომია ფიტნეს დარბაზიც.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: ქეთევან წამებულის 24, თბილისი

ახლოს მდებარე ობიექტები: ბანკი, ფარნავაზ მეფის ბაღი, მაღაზია

სტანდარტული ფასი: 214₾

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Bazzar Boutique hotel ორბელიანის მოედანზე

11. Bazzar Boutique hotel

თბილისში მდებარე Bazzar Boutique hotel ოთხვარკსვლავიანია და გამოირჩევა ხელსაყრელი მდებარეობით და ორიგინალური, სპეციფიური დიზაინით. თანამედროვე და ამასთან მინიმალისტური გარემო მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ამასთანავე პოზიტიურია. ფერად ინტერიერთან და მეგობრულ პერსონალთან ერთად, სასტუმრო Bazzar Boutique hotel–ში დაგხვდებათ მყუდრო რესტორანი, უგემრიელეს მენიუსთან ერთად, ბარი მხიარული საღამოებისთვის და ტერასა, ლამაზი ხედით ქალაქზე. რაც შეეხება ნომერთა კატეგორიას, ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები, რომლებიც ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.5 exceptional

მისამართი: ფხოვის ქუჩა 3, თბილისი

ახლოს მდებარე ობიექტები: ბაზარი ორბელიანი, ორბელიანის მოედანი, რესტორნები, კაფეები, 9 აპრილის ბაღი, ორბელიანების სასახლე

სტანდარტული ფასი: 297₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Bioli Wellness Resort ბუნებაში ტერასით

12. Bioli Wellness resort

თუ გსურთ თბილისთან ახლოს მშვიდად ბუნებაში განიტვირთოთ და დაისვენოთ, ამისთვის იდეალურია სასტუმრო Bioli Wellness resort. ეს არის კოჯორში მდებარე ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, გასაოცარი გარემოთი და უნიკალური ინფრასტრუქტურით, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ბუნებასთან. ეს ადგილი იდეალურია თუ მშვიდი დასვენება და ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა გსურთ. ულამაზესი ბაღი, უმაღლესი დონის კომფორტი, უმაღლესი ხარისხის მომსაუხრება, და საუცხოო ბუნების ხედები ის ყველაფერია რის გამოც სასტუმრო დადებით შეფასებებს იმსახურებს ვიზიტორებისგან.

უფრო სასიამოვნო დასვენებისთვის, სასტუმრო მყუდრო რესტორანში ჯანსაღი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ. ასვეე შეგიძლიათ განიტვირთოთ ბარში და მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას. კარგია თუ სპა ცენტრსაც ეწვევით სადაც პროფესიონალები მოგემსახურებიან.

Booking რეიტინგი: 9.1 superb

მისამართი: ბიოლის ქუჩა 1, კოჯორი, თბილისი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორნები, ბარები

სტანდარტული ფასი: 902₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Mtserlebi resort აუზით

13. Mtserlebi resort

ბუნებაში მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო Mtserlebi resort. ქვიშხეთში მდებარე სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი და ელეგანტური გარემოთი, საუცხოო ბუნებით და კომფორტული სერვისებით, რომლებიც მთლიანად მორგებულია იმაზე, რომ ფიზიკურად და სულიერად განიტვირთოთ. აქ დაგხვდებათ მეგობრული პერსონალი და პროფესიონალები, რომლებიც თქვენს დასვენებაზე იზრუნებენ. სასტუმრო იდეალურია თუ ოჯახთან ერთად გსურთ დასვენება, რადგან ხელმისაწვდომია სხვადასხვა საოჯახო ტიპის ნიმრები, ოთხი ადამიანისთვის.

ამასთან სასტუმროში განთავსებულია ბარ–რესტორანი, ჯანსაღ და გემრიელ მენიუსთან ერთად, შიდა და ღია აუზები, საბავშვო აუზი და დამატებითი სერვისები, როგორიცაა ფიტნეს ცენტრი, სპა, იოგას კლასები, პეროსნალური ტრენერის მომსახურება, სალონის მომსახურება და საუნა.

Booking რეიტინგი: 9.2 superb

მისამართი: მწერლები, ქვიშხეთი, 5707

ახლოს მდებარე ობიექტები: ქვიშხეთის კოშკი, მარკეტი, დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმი, ეკლესია

სტანდარტული ფასი: 645₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Gori Inn ტერასით

14. Gori Inn

სასტუმრო Gori Inn კომფორტული და ელეგანტური ატმოსფეროთი გამოირჩევა. ეს არის პრემიუმ კლასის, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო გორში, თანამედროვე და მყუდრო ინტერიერით, მეგობრული მომსახურებითა და მრავალფეროვანი სერვისებით, რომლებიც იდეალურია თუ გორში მეგობრებთან, ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებას გადაწყვეტთ. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ნომრები, მათ შორის სამ საძინებლიანი ნომერი, საოჯახო ნომრები აივნით და სტანდარტული ნომრები.

იმისთვის რომ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო, შეგიძლიათ სასტუმროს რესტორანს ესტუმროთ სადაც მყუდრო გარემო და პროფესიონალების გუნდი დაგხვდებათ. ასევე მხიარული ატმოსფეროა შექმნილი Gori Inn–ის ბარში. განტვირთვისთვის კი, სასტუმროს შიდა აუზითა და ფიტნეს ცენტრით სარგებლობის შესაძლებლობა გაქვთ.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: გურამიშვილის 1, გორი

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, სტადიონი

სტანდარტული ფასი: 191₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Radisson collection tsinandali estate აუზით

15. Radisson collection Tsinandali estate

წინანდლის სასახლესთან ახლოს მდებარე მრემიუმ კლასის სასტუმრო Radisson collection tsinandali estate საუცხოო გარემოთი გამოირჩევა. ეს არის უმაღლესი კლასის სასტუმრო, ორიგინალური ინფრასტრუქტურით, დახვეწილი, ტრადიციული გარემოთი და გასაოცარი სერვისებით, რომლებიც გაძლევთ შესაძლბლობას კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ კახეთის უნიკალური კულტურა და რაც მთავარია კახეთის სახელგანთქმული მეღვინეობა.

წინანდლის ცნობილი მარანი უგემრიელეს ღვინოსთან ერთად, ქართული ინტერიერის მქონე რესტორანი, ბარი მუსისკალური საღამოებით, ულამაზესი ბაღი და კომფორტული ნომრები ის ყველაფერია რაც Radisson collection tsinandali estate–ში დაგხვდებათ. ეს ადგილი მშვიდი დასვენებისთვის იდეალურია. ხელმისაწვდომია საოჯახო და სტანდარტული ნომრები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის ტური ადგილობრივი კულტურის შესახებ, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სათამაშო ოთახი ბილიარდის მოყვარულთათვის.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: სოფელი წინანდალი

ახლოს მდებარე ობიექტები: წინანდლის სასახლე, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 451₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Kvareli Lake Resort ტბასთან

16. Kvareli lake resort

სასტუმრო Kvareli lake resort უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა და განსაკუთრებით ხიბლავს მათ, ვისაც ბუნებაში მშვიდად დასვენება და განტვირთვა სურს. ეს არის ყვარლის ტბასთან მდებარე ოთხვარსკვლავიანი ცნობილი სასტუმრო, რომელიც გამოირჩევა ელეგანტური დიზაინითა და მრავალფეროვანი სერვისებით. არ შეიძლება არ აღინიშნოს გასაოცარი ხედები კახეთის ტყით დაფარულ მთებსა და ყვარლის ტბაზე, რომელიც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის იდეალური დასვენებისთვის.

სასტუმროში შესაძლებელია საოჯახო და სტანდარტული ნომრების არჩევა. ასევე შეგიძლიათ ბიუჯეტური ნომრის არჩევაც. ბუნებაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ფიზიკური განტვირთვაც, რაზეც Kvareli lake resort პერსონალი იზრუნებს. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ტენისი, ბადმინტონი, ბილიარდი, განიტვრითოთ სპა ცენტრში სხვადასხვა ტიპის მასაჟით ან ითევზაოთ ტბაზე.

Booking რეიტინგი: 8.9 fabolous

მისამართი: ყვარლის ტბა

ახლოს მდებარე ობიექტები: ყვარლის ტბა, კვარის ციხე

სტანდარტული ფასი: 441₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf resort აუზით

17. Ambassadori Kachreti Golf resort

Ambassadori Kachreti Golf resort იდეალურია თუ ოჯახთან ან ბავშვებთან ერთად განტვირთვა და დასვენება გსურთ. ეს არის ცნობილი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში, მრავალფეროვანი მოსასვენებელი სივრცეებითა და სერვისებით. აქ დაგხვდებათ ერთდროულად მშვიდი და პოზიტიური ატმოსფერო რომელიც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული და საოჯახო ნომრები, სადაც 4–8 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

დამატებით სასტუმროს სივრცე მოიცავს სპა ცენტრს მრავალფეროვანი მომსახურებით, სამ სხვადასხვა ტიპის აუზს, ბარსა და რესტორანს, ტენისის კორტებს, გოლფის მინი მოედანს და გასართობ ოთახს, სადაც ბოულინგი და ბილიარდი შეგიძლიათ ითამაშოთ.

Booking რეიტინგი: 9.0 superb

მისამართი: კაჭრეთი, გურჯაანის რეგიონი, კახეთი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, ბენზინგასამართ სადგურები, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 367₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Grand Opera Hotel-ის ტერასა და ქუთაისის ხედი

18. Grand Opera Hotel

ქუთაისის ცენტრთან ახლოს მდებარე სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო Grand Opera Hotel მყუდრო და კლასიკური გარემოთი გამოირჩევა. აქ დაგხვდებათ დახვეწილი, ფერადი ინტერიერის მქონე ნომრები, ხედით ქალაქზე. შესაძლებელია სტანდარტული, ეკონომ და საოჯახო ნომრების დაქირავება.

აუცილებელია აღინიშნოს მყუდრო და ფერადი ბარი, სადაც მხიარული საღამოების გატარება შეგიძლიათ. უფრო მეტი სიმშვიდისთვის კი შეგიძლიათ სასტუმროს ტერასაზე დაისვენოთ და ლამაზი ხედებით ისიამოვნოთ. სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობა კი გაძლევთ საშუალებას მარტივად დაათვალიეროთ ქუთაისის ღირსშესანიშნაობები.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: რუსთაველის 4, ქუთაისი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორნები, ბარები, ტურიზმის ცენტრი, მერია, ისტორიული მუზეუმი, კოლხური შადრევანი

სტანდარტული ფასი: 263₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Litz resort მთაზე ზღვის ხედით

19. Litz resort

კვარიათში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო Litz resort თქვენს დასვენებას კიდევ უფრო მხიარულს და საინტერესოს გახდის. ეს არის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კვარიათის მთებში თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მხიარული ატმსოფეროთი და გასაოცარი ხედებით, კვარიათის ბუნებასა და შავი ზღვის სანაპიროებზე.

აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი სერვისები მათ შორის სამი სხვადასხვა ტიპის საცურაო აუზი, სათამაშო ოთახი სადაც შეგიძლიათ გაერთოთ ბილიარდით, ფილმის საღამოებით, სამაგიდო თამაშებით. ასევე ყოველ საღამოს შეგიძლიათ სასტუმროს ღამის კლუბს ესტუმროთ და ტექნო მუსიკით და კარაოკე ბარით ისიამოვნოთ. ამასთან ერთად Litz resort გთავაზობთ სალონის მომსახურებას, საბავშვო აუზს, ფიტნეს დარბაზსა და სპა ცენტრს, მრავალფეროვანი თერაპიული სერვისებით.

Booking რეიტინგი: 8.1 very good

მისამართი: კვარიათი, აჭარა

ახლოს მდებარე ობიექტები: სპორტული კლუბი, ანდრიას ჩანჩქერი

სტანდარტული ფასი: 703₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti ზღვის ხედით

20. Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti

ვინტაჟური ხის კლასიკური დიზაინი, ნათელი ფერები, უმაღლესი კლასის მომსახურება და მეგობრული პერსონალი ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც ქობულეთში მდებარე სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის პრემიუმ კლასის სასტუმრო რომელიც თავს სრულიად სხვა ქვეყანაში გაგრძნობინებთ. დახვეწილ და ელეგანტურ ატმოსფეროსთან ერთად, სასტუმრო მრავალფეროვანი სერვისებით გასიამოვნებთ.

სპორტული დარბაზი, ცოცხალი მუსიკის საღამოები, ველო ტურები ქობულეთში, ფილმის საღამოები, ბავშთა გასართობი ცენტრი, გოლფის მინი მოედანი, კერძო სანაპირო, ტენისის კორტი, ბილიარდი, სპა ცენტრი მრავალფეროვანი სერვისებით და ოთხი სხვადასხვა ტიპის საცურაო აუზი იდეალურ პირობებს ქმნის სრულფასოვანი დასვენებისთვის.

Booking რეიტინგი: 8.9 fabolous

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 275, ქობულეთი

ახლოს მდებარე ობიექტები: სანაპირო, რესტორნები, კაფეები, ეკლესია

სტანდარტული ფასი: 559₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Hotel Lahili მთებში

21. Hotel Lahili

სასტუმრო Hotel Lahili ერთ–ერთი ცნობილია მესტიაში. აქ დაგხვდებათ გამორჩეულად მყუდრო გარემო ხის ინტერიერითა და ფერადი ქართული სტილის ფარდაგებით, რომელიც მესტიის საუცხოო ხედებთან ერთად კიდევ უფრო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სამვარსკვლავიან სასტუმროში ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული, ასევე საოჯახო ტიპის ნომრები 4 ადამიანისთვის.

იმისთვის რომ თქვენი დასვენება მესტიაში კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს, შეგიძლიათ სასტუმროში გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას დაესწროთ, მათ შორის სპორტული მატჩების ჩვენებებს ბარში, ფილმის საღამოებს და კულინარიულ კლასებს. ასევე შეგიძლით იქირაოთ ცხენი ან მოაწყოთ ლაშქრობა სვანეთის გასაოცარ ბუნებაში.

Booking რეიტინგი: 9.4 superb

მისამართი: ავთანდილ ხერგიანის 3, მესტია

ახლოს მდებარე ობიექტები: მუზეუმი, რესტორნები, ავტოსადგური

სტანდარტული ფასი: 240₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე