ქუთაისი

ქუთაისი

  1. საქართველოს კუთხეები

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. მის ისტორიულ წარსულს კოლხეთის სამეფომდე და არგონავტთა ლეგენდამდე მივყავართ.
დასავლეთ საქართველოს ეს უმშვენიერესი ქალაქი თვალწარმტაცი ბუნების ძეგლებითაა ცნობილი, მათ შორის პრომეთეს მღვიმე და ოკაცეს კანიონი. ქუთაისის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეულია ბაგრატისა და გელათის სამონასტრო კომპლექსები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

ქუთაისის შესახებ

ქუთაისი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს და მისი ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი სიდიდით მესამეა საქართველოში. მდინარე რიონი ქუთაისს ორ ნაწილად ჰყოფს. სანაპიროები ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება.
არსებობს მოსაზრება, რომ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არსებული ოქროს საწმისისა და არგონავტების ლეგენდარული ისტორია სწორედ კოლხეთში ვითარდებოდა, ხოლო ქუთაისი კოლხთა მეფის, აიეტის რეზიდენცია იყო.

ქუთაისის ღირსშესანიშნაობები

ქუთაისის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქალაქის ღირსშესანიშნაობების საოცარ მრავალფეროვნებასა და სიუხვეს განაპირობებს. სათაფლიის, პრომეთესა და ნავენახევის მილიონ წლიანი მღვიმეები, ბაგრატის, გელათისა და მოწამეთას საუკუნოვანი ტაძრები, უიშვიათესი წარმოშობის ტბები და კანიონები მნახველს აღაფრთოვანებს.

სასტუმროები ქუთაისში

ქუთაისი ქართული სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო ტრადიციების დამცველია. ქალაქში 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების გვერდით შედარებით დაბალბიუჯეტიან საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც აღმოაჩენთ. კომფორტული ნომრებისა და კეთილგანწყობილი მასპინძლების გარდა, აქ უგემრიელესი ქართული სამზარეულოსა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან კულტურას გაზიარებენ.

Grand Opera Hotel

სასტუმრო გრანდ ოპერა ქალაქის ცენტრში კომფორტული ნომრებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი გიმასპინძლებთ. რესტორნის ტერასიდან ქუთაისის ულამაზესი ხედები იშლება. მიწის ქვეშ მოწყობილია ღვინის მარანი და ღია ღუმელი.  

Sanapiro Hotel

სასტუმრო სანაპიროში მყუდრო გარემო და სტუმართმოყვარე მასპინძლები დაგხვდებიან. სასტუმროს ნომრებიდან მდინარე რიონზე იშლება ხედები. სასტუმროს აქვს გარე ტერასა, სადაც საღამოობით მდინარის პირას ვახშმობაც შეგიძლიათ. 

Kutaisi Inn

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისი ინნი ქალაქის კოლორიტულ ადგილას, ბალახვანში მდებარეობს. სასტუმროს გამწვანებული ეზო შესანიშნავი ადგილია, როგორც ქალაქის ხმაურისგან განსაცალკევებლად და დასასვენებლად, ასევე თანამედროვე ქართული და ევროპული კერძების დასაგემოვნებლად.

Newport Hotel Kutaisi

სასტუმრო ნიუპორტი ქალაქის ცენტრში მდებარე დახვეწილი დიზაინის მქონე სასტუმროა. სასტუმროს შენობა XIX საუკუნის ბოლოს აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ტერასიდან ქალაქისა და ბაგრატის ტაძრის უმშვენიერესი ხედი იშლება. 

Hotel Eurica

სასტუმრო ევრიკა ვიზიტორებს სუფთა და კომფორტული ნომრების გარდა, სხვადასხვა ტიპის ტურებს სთავაზობს, მათ შორის ღვინის, რაფტინგ, სათევზაო და საფრენ ტურებს. 

Hotel 1887

სასტუმრო 1887 მყუდრო და მოწესრიგებულ ნომრებში გიმასპინძლებთ. სასტუმროს გამწვანებული ეზო, ხილის ბაღი და ვაზის ხეივანი აქვს. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სახელგანთქმული იმერული ციცქა და ცოლიკაური. 

Best Western Kutaisi

Best Western Kutaisi ქალაქის ისტორიულ ცენტრში საერთაშორისო დონის მომსახურებით ქმნის სტუმარ-მასპინძლობისა და ადგილობრივი გასტრონომიის საუკეთესო გამოცდილებას. კომფორტული მდებარეობა, გამორჩეული სამზარეულო და მშვიდი ატმოსფერო სასტუმროს სავიზიტო ბარათია.

Solomon

სასტუმრო სოლომონი სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი პერსონალით გამოირჩევა. სასტუმროს იდეალური ლოკაცია, დიდი და ნათელი ოთახები, დახვეწილი ინტერიერი და უგემრიელესი ქართული კერძები გულგრილს არავის დატოვებს. 

რესტორნები ქუთაისში

ქართული ღვინოებისა და კერძების დასაგემოვნებლად ქუთაისში “თომას მარანს”, “ღვინის ბარ საწნახელს” და “სახლში” ესტუმრეთ. კოლხური და ქართული ელემენტებით შექმნილი ინტერიერი საუკეთესოდ ერწყმის აქაური სამზარეულოს თემატიკას. 

ჰოეგარდენში” საყვარელი საფეხბურთო გუნდის საგულშემატკივროდ, ლუდისა და ლუდის დაფებისთვის უნდა შეიაროთ. 

რესტორანი “პალატი” და “ლილესთან” დახვეწილი ქართული და ევროპული კერძებითა და დესერტებით გაგიმასპინძლდებათ. აქვე შეგიძლიათ მოიწყოთ გემრიელი საუზმე და ფინჯანი ყავით დღისთვისთვის საჭირო ენერგიით აივსოთ. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ქუთაისში?

ავტომობილი

თბილისიდან ქუთაისამდე საკუთარი ავტომობილით დაახლოებით სამი საათი დაგჭირდებათ. 

 

მატარებელი

თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველდღიურად გადის მატარებელი რკინიგზის სადგურიდან. 

რიონის რკინიგზის სადგურზე ჩერდება შემდეგი მატარებლები: 

 

მატარებლის # გასვლის დრო ჩასვლის დრო ვაგონის კლასი თანხა
870 08:25 11:57 I კლასი 26₾
870 08:25 11:57 II კლასი 14₾
870 08:25 11:57 ბიზნესკლასი 41₾
874 17:30 21:01 I კლასი 26₾
874 17:30 21:01 II კლასი 14₾
874 17:30 21:01 ბიზნესკლასი 41₾
12 08:50 13:51 საერთო 9₾
18 08:50 13:51 საერთო 9₾
872 08:45 12:17 I კლასი 26₾
872 08:45 12:17 II კლასი 14₾

 

სამარშრუტო ტაქსი

დიდუბის ავტო სადგურიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველ 1 საათში გადის სამარშრუტო ტაქსი. 

ბილეთის ღირებულება: 20 ₾

როდის არის საუკეთესო წასასვლელად?

ქუთაისი წლის ნებისმიერ დროს გულთბილად გიმასპინძლებთ. თუმცა, საუკეთესო დრო მის მოსანახულებლად გვიანი გაზაფხულია. ქუთაისი ყოველთვის აღიქმებოდა მაისის ქალაქად. სწორედ ამ დროს აღინიშნება ქუთაისობა, იგივე 2 მაისობა, ან გვირილობა, როგორც ადგილობრივები ეძახიან. ეწყობა დოღი, ყვავილების ბაზრობა, იმართება კონცერტები და მთელი ქალაქი საზეიმო აღნიშვნისთვის ემზადება.
ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ქალაქია საქართველოში. ივლისსა და აგვისტოში ტემპერატურა პიკს აღწევს, ამიტომ გირჩევთ, შედარებით გრილი სეზონი აირჩიოთ. ქუთაისი შემოდგომითაც საუცხოოდ ლამაზია.

როდის დაარსდა ქუთაისი ?

ქუთაისის ისტორია 3500 წელს ითვლის. ქალაქის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ქუთაისი დაწინაურდა ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. “მინოსის ხანას” (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს.

ქუთაისის უბნების ჩამონათვალი

ქუთაისში 12 ადმინისტრაციული ერთეულია:

ავტოქარხანა;
გამარჯვება;
გუმათი;
ვაკისუბანი;
კახიანოური;
მუხნარი;
ნიკეა;
საფიჩხია;
სულხან-საბა;
უქიმერიონი;
ქალაქ-მუზეუმი;
ძელქვიანი.

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას. აქედან ფრენები ხორციელდება როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით. გამგზავრებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აეროპორტის გვერდზე – https://www.kutaisi.aero/ka/flight/dep 

ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანას თბილისის, ქუთაისის და ბათუმი მიმართულებით, ავტობუსებით/მიკროავტობუსებით ახორციელებს ორი კომპანია – Georgian Bus და Omnibus Express.

ბილეთების დაჯავშნა/შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით, კომპანიის ვებ გვერდზე –  georgianbus.com ან https://omnibusexpress.ge/    ან აეროპორტში.

ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს Wizz Air, როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ რეისებზე. Wizz Air Kutaisi -ს მიერ განხორციელებული მიმართულებები კი მოიცავს ისეთ მოთხოვნად ქალაქებს, როგორიცაა: ვენა, პრაღა, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, მილანი, ბუქარესტი, ათენი, სალონიკი და ბევრი სხვა ევროპული ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქთა ჩამონათვალი ხშირად იზრდება. რაც შეეხება Wizzair.ge -ის ავიაბილეთების ფასებს, ის მერყეობს და დამოკიდებულია რამდენად ადრე ხდება მათი დაჯავშნა. კომპანია საკუთარ მომხმარებელს სპეც შეთავაზებებსაც სთავაზობს ხოლმე.