სასტუმროები კვარიათში

სასტუმროები კვარიათში –  8 სასტუმრო კვარიათში – 2023

  1. სასტუმროები

კვარიათი ცნობილი საზღვაო კურორტია, რომელიც არაერთ დამსვენებელს იზიდავს წლიურად. ეს არის იდეალური ადგილი თუ ზაფხულის სიშვიდეში და ტროპიკულ ბუნებაში გატარება გსურთ. ამასთან აღსანიშნავია, რომ კვარიათი ცნობილია ქვიანი სანაპიროებით და იდეალური ზღვის რელიეფით, დაივინგისთვის. ამასთან მისი უპირატესობაა გეოგრაფიული სიახლოვე ბათუმთან და გონიოსთან.

კვარიათში სასტუმროების დიდი არჩევანია. აქ მეტ წილად საოჯახო ტიპის სასტუმროები სარგებლობს დიდი პოპულარობით, თუმცა შეხვდებით პრემიუმ კლასის სასტუმროებსაც. აღსანიშნავია, რომ კვარიათში მარტივია იპოვოთ სასტუმრო პანორამული ხედებით ზღვაზე, რაც უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის დასვენებას. აქ საკმაოდ დიდია არჩევანი და არ გაგიჭირდებათ თქვენს სურვილებზე მორგებული სასტუმროს არჩევა, თუნდაც მოგზაურობდეთ ოჯახთან ან ბავშვებთან ერთად.

კვარიათის საუკეთესო 8 სასტუმრო

  • საუკეთესო ზღვის ხედის მქონე სასტუმრო: black sea hotel
  • სასტუმრო ზღვისა და მთის ხედებით: hotel hills kvariati
  • საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო: casa del mar
  • საუკეთესო სასტუმრო ღია აუზით: era palace kvariati
  • საუკეთესო დიზაინის მქონე სასტუმრო: panorama kvariati
  • საუკეთესო ვილა ტიპის სასტუმრო: villa deluxe
  • საუკეთესო სასტუმრო ღია ბარით: neptun kvariati
  • საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო: litz resort
black sea სასტუმრო კვარიათის სანაპიროზე

1. Black sea hotel

მათ ვისაც სადა დიზაინი და ზღვის ფერები იზიდავთ, აუცილებლად მოეწონებათ დასვენება black sea hotel-ში. ეს არის კვარიათის ცნობილ სანაპიროსთან ახლოს მდებარე სასტუმრო, რომლის მთავარი უნიკალური თვისება, ზღვის პანორამულ ხედებშია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ნომრის დიზაინი ზღვის ფერებთან შესაბამისობაშია და ძალიან მშვიდ, ზაფხულისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის. რაც შეეხება უშუალოდ ნომრებს, თითოეული ოთახი კომფორტულად არის მოწყობილი, ყველა საჭირო ინვენტარითა და ნივთით.

აქ შეგიძლიათ დაიქირაოთ სტანდარტული ნომრები და საოჯახო ოთახები, სადაც 5-დან 7 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროს აქვს პირადი სანაპირო, რომელიც სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზეა black sea hotel-დან. დამატებით, მასპინძლები უგემრიელესი ქართული და აჭარული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან. საღამო კი პანორამული ხედების ფონზე, მხიარულ ბარში შეგიძლიათ გაატაროთ, ბევრი მუსიკითა და უგემრიელესი მენიუთი.

Booking რეიტინგი: 8.6 excellent

მისამართი: ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი, 78

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, შინდისის გმირების სახელობის პარკი, რესტორნები, კაფე-ბარები, კვარიათის სანაპირო, გონიოს სანაპირო

სტანდარტული ფასი: 200₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო hills კვარიათის მთის ხედებით და აუზით

2. Hotel hills kvariati

ეს არის მყუდრო სასტუმრო, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ეგზოტიკურ ზღვის ხედებთან ერთად, ასევე გასიამოვნებთ ულამაზესი მთის ხედებით, რომელიც სავსეა გასაოცარი ტროპიკული მცენარეებითა და ხეებით. შესაბამისად, გიყვართ ზღვა თუ ტროპიკული გარემო, hotel hills kvariati-ში დასვენებით, ერთდროულად შეძლებთ ამ გამოცდილების მიღებას. სასტუმროში ნომერთა კატეგორიის დიდი არჩევანია. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი ზღვისა და მის ხედებით, სტანდარტული ნომერი, საოჯახო და Luxury ნომერი, რომელიც განსაკუთრებული დიზაინითა და უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი.

hotel hills kvariati ვიზიტორებს ქართულ რესტორანში უმასპინძლდება, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ. მხიარული საღამოებისთვის, შეგიძლიათ ბარს ესტუმროთ ან გარე საცურაო აუზში დაისვენოთ. სასტუმრო ასევე უგზრუნველყოფთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისით.

Booking რეიტინგი: 8.6 excellent

მისამართი: ლაზის ქუჩა 43

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კაფე-ბარები, რესტორანი, კვარიათის პლიაჟი, გონიოს სანაპირო, ბათუმის აეროპორტი

სტანდარტული ფასი: 420₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო casa del mar ღია აუზით და ბაღით

3. Casa del mar

თუ კვარიათში ოჯახთან ერთად დასვენებას გადაწყვეტთ, მაშინ ამისთვის იდეალური არჩევანი იქნება სასტუმრო casa del mar. ეს არის თანამედროვე და უჩვეულო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო რომელიც კვარიათის პლიაჟთან ახლოს მდებარეობს. ულამაზეს, პანორამულ ზღვის ხედებთან ერთად, სასტუმრო გთავაზობთ საოჯახო ნომრების სხვადასხვა კატეგორიებს, სადაც სამიდან ექვს ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი თანამედროვე დიზაინითაა მოწყობილი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით.

სასტუმრო ახლოს მდებარეობს სანაპიროსთან, შესაბამისად, ზღვაში ცურვის და გარუჯვის მოყვარულებს შეგიძლიათ მარტივად აისრულოთ სურვილი. თუ უფრო მეტად აუზის მოყვარული ხართ, ან ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, შეგიძლიათ casa del mar-ის ღია აუზით ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 9.2 wonderful

მისამართი: სიმონ კანანელის 72

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კაფე ბარი “კაპიტანი,” რესტორნები, გონიოს სანაპირო, კვარიათის სანაპირო, სარფის სანაპირო

სტანდარტული ფასი: 350₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო era palace kvariati ღია აუზით

4. Era palace kvariati

თუ დახვეწილი და კლასიკური დიზაინი გიზიდავთ, აუცილებლად ისიამოვნებთ თუ კვარიათში დასვენებისას, არჩევანს era palace kvariati-ზე გააკეთებთ. ეს არის ცნობილი სასტუმრო, რომელიც სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა კომფორტული ნომრებით, მეგობრული პერსონალითა და მრავალფეროვანი სერვისით, რაც თქვენს დასვენებას კვარიათში, კიდევ უფრო მხიარულს გახდის. ელეგანტური დიზაინით მოწყობილი ნომრები era palace kvariati-ში შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც სტანდარტული კატეგორიიდან, ასევე ოჯახისთვის, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველა ნომრიდან გასაოცარი ზღვის ხედები იშლება.

დილაობით შეგიძლიათ სასტუმროს უგემრიელესი მენიუ დააგემოვნოთ, საღამოს კი ბარში გაერთოთ. აღსანიშნავია, რომ era palace kvariati-ს კერძო პლიაჟი აქვს კვარიათის სანაპიროზე, მაგრამ თუ ქვიანი პლიაჟი დიდად არ მოგწონთ, სასტუმროში ორი ღია ტიპის აუზია, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მზეზე გაირუჯოთ.

Booking რეიტინგი: 8.3 very good

მისამართი: კვარიათი 6000

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კაფე ბარები, კვარიათის სანაპირო, შინდისის გმირების სახელობის პარკი

სტანდარტული ფასი: 200₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო panorama kvariati ზღვის ხედით

5. Panorama kvariati

თუ თქვენთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და კომფორტი დასვენებისას პრიორიტეტულია, მაშინ კვარიათში დასვენებისას, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო panorama kvariati. ეს არის კვარიათის ცნობილი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით, უნიკალური ხედებითა და უმაღლესი დონის მომსახურებით გამოირჩევა.

panorama kvariati-ის ნომრები კლასიკურ და მდიდრულ სტილშია მოწყობილი, რაც უფრო სასიამოვნო გარემოს ქმნის. აქ შესაძლებელია იქირაოთ სტუდიოს ტიპის აპარტამენტი ზღვის ხედით, რომელიც 2 ადამიანზეა განკუთვნილი. ასევე ერთ საძინებლიანი ნომერი, სამი ადამიანისთვის და საოჯახო ნომერი 4 ადამიანისთვის, სადაც ორი საძინებელია განთავსებული. დამატებით სასტუმრო კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეებსა და ბარ-რესტორანს გთავაზობთ, სადაც უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ პროფესიონალი შეფ-მზარეულები. ზღვის დაღლილობას სპა ცენტრში შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, სადაც სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებიცაა ხელმისაწვდომი. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია აუზით, ან იქვე სანაპიროზე ჩაისეირნოთ და ზღვაში იცურაოთ.

Booking რეიტინგი: 7.8 good

მისამართი: ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი, მე-9 ჩიხი 

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კაფე-ბარი “საკალმახე,” რესტორანი “ნეპტუნი,” კვარიათის სანაპირო, გონიოს სანაპირო

სტანდარტული ფასი: 338₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო villa deluxe ბაღით, კვარიათში

6. Villa deluxe

თუ კვარიათში მშვიდად დასვენება გსურთ, მაშინ ამისთვის იდეალურია აირჩიოთ villa deluxe. ადგილი ასევე იდალურია მათთვის, ვისაც ზღვასთან ერთად მთაში სურს დასვენება. ვილა სასტუმრო განსაკუთრებით მოეწონებათ მათ ვინც ოჯახთან ან მეგობრების ჯგუფთან ერთად სტუმრობს კვარიათს, რადგან აქ ნომრები 10-ზე მეტი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ყველა საჭირო პირობაა იდეალური დასვენებისთვის.

villa deluxe-ზე თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საოჯახო სტუდიოს ტიპის ნომერი, იდეალური წყვილებისთვის, საოჯახო ნომრები აივნით, ტერასით ან ზღვის ხედით, რომლებიც 4-5 ადამიანზეა გათვლილი, ან იქირაოთ კერძო ვილა. მასში განლაგებულია 9 საძინებელი, სადაც 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ვილას თან მოჰყვება კერძო აუზი და გასაოცარი მთისა და ზღვის ხედები. ვილაში კვება შეგიძლიათ უზრუნველყოთ თავად ან ისიამოვნოთ მასპინძლების მიერ შემოთავაზებული უგემრიელესი და ჯანსაღი მენიუთი.

Booking რეიტინგი: 9.9 exceptional

მისამართი: იოანე ლაზი, კვარიათი

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კაფე-ბარები, რესტორანი “ნეპტუნი,” კვარიათის სანაპირო, გონიოს სანაპირო

სტანდარტული ფასი: 235₾

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო neptun კვარიათის სანაპიროსთან, ღია აუზით

7. Neptun kvariati

თუ გსურთ რომ კვარიათში მხიარულად დაისვენოთ, მაშინ გართობის უამრავ საშუალებას ცნობილ სასტუმრო neptun kvariati-ში იპოვით. სასტუმროს დიზაინი თუ სერვისები სრულიად იზიარებს ზაფხულის რიტმს, სიფერადესა და მხიარულებას, რაც ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. hotel neptun kvariati ვიზიტორებს სთავაზობს კომფორტულ და თანამედორვე დიზაინით მოწყობილ ნომრებს, საიდანაც ზღვის პანორამული ხედები იშლება. ასევე დიდი უპირატესობაა ის, რომ შეგიძლიათ რამდენიმე ტიპის საოჯახო ნომრის ქირაობა, რომლებიც 4-6 ადამიანისვისაა გათვლილი. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი ზღვის ან აუზის ხედით.

გართობისთვის კი სასტუმროს ღია ბარით ისარგებლოთ, სადაც ზაფხულობით უამრავი საინტერესო და სახალისო ღონისძიება ტარდება. ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი სერვისები სპა ცენტრში, ზღვასთან ერთად დაისვენოთ აუზზე და ისიამოვნოთ ქართული და ევროპული კერძებით, hotel neptun kvariati-ის რესტორანში.

Booking რეიტინგი: 8.4 very good

მისამართი: ანდრია პირველწოდებულის 90

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კვარიათის სანაპირო, გონიოს სანაპირო, კაფე-ბარები, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 323₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო litz resrt კვარიათის სანაპიროსთან, ტერასით და აუზით

8. Litz resort

თუ გსურთ რომ კვარიათში დასვენებისას უნიკალური თავგადასავლები და გართობა გამოსცადოთ, მაშინ აუცილებლად უნდა აირჩიოთ პრემიუმ კლასის სასტუმრო litz resort. ეს არის იდეალური ადგილი თუ მეგობრებთან ან ოჯახთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ კვარიათში. აქ გართობის უამრავი საშუალება დაგხვდებათ.

უნიკალური დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო სავსეა ფერადი მოსასვენებელი სივრცეებითა და მრავალფეროვანი სერვისებით. litz resort გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი მენიუთი რესტორანში და უგზრუნველყოფთ უმაღლესი დონის კომფორტული სტანდარტული თუ საოჯახო ნომრებით. ამასთან შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს სამი სხვადასხვა აუზით, დაისვენოთ სპა-ცენტრში და გაატაროთ დაუვიწყარი საღამოები litz resort-ის ბარში, სადაც უამრავი გასართობი ღონისძიება და ცოცხალი მუსიკა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. რაც მთავარია, სასტუმროს ინფრასტრუქტურა, სრულად მორგებულია შშმ პირებზე.

Booking რეიტინგი: 8.1 very good

მისამართი: კვარიათი, 6000

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, კაფე-ბარები, კვარიათის სანაპირო, სარფის სანაპირო

სტანდარტული ფასი: 422₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

რა ვნახოთ კვარიათში?

კვარიათი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ისიამოვნოთ მთისა და ზღვის ბუნებით ერთდროულად. ქვიანი სანაპიროები, ტროპიკული მწვანე მთები და გასაოცარი ზღვის ხედები, კვარიათს ზღაპრულ ადგილად აქცევს.
კვარიათის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი სანაპიროებია, ულამაზესი ნაირნაირი ქვებითა და კამკამა ზღვით, სადაც გამორჩეული მზის ჩასვლის პეიზაჟები შეგიძლიათ იხილოთ. კვარიათთან ახლოს, ასევე შეგიძლიათ გონიოს ცნობილ სანაპიროზე დაისვენოთ, მოინახულოთ უძველესი გონიოს ციხე ან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჩანჩქერს ესტუმროთ. მეტი ეგზოტიკური თავგადასავლისთვის, კი მაჭახელას ეროვნულ პარკს ესტუმროთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები კვარიათში?

კვარიათის სასტუმროებში ფასი სეზონის მიხედვით განსხვავდება. ზაფხულში საშუალოდ ფასი იწყება 200 ლარიდან.

რომელია კვარიათის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია: litz resort, neptun kvariati და era palace kvariati.

კვარიათის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული კერძების დაგემოვნება კვარიათის ყველა სასტუმროში შეგიძლიათ, მათ შორის სასტუმროებში casa del mar, black sea hotel და სხვა.

კვარიათის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან ერთან დასვენებისთვის იდეალურია, litz resort და villa deluxe.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო კვარიათში?

კვარიათში პრემიუმ კლასის სასტუმროა litz resort.

რომელია კვარიათში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია, litz resort, villa deluxe და panorama kvariati.

რა ღირს სასტუმროები კვარიათში შაბათ–კვირას?

შაბათ-კვირას კვარიათის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 300 ლარიდან იწყება.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს: villa deluxe და casa del mar

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

კვარიათის ყველა სასტუმროს აქვს უფასო პარკინგ სივრცე.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

კვარიათის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს ღია ტიპის აუზი, მათ შორის hotel hills kvariati, era palace kvariati და neptun kvariati სასტუმროებს.

რომელ სასტუმროებს აქვთ კვარიათში ოთახები არამწეველთათვის?

კვარიათის სასტუმროებში ნომრები მხოლოდ არამწეველთათვისაა განკუთვნილი.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

კვარიათის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო წვდომას ინტერნეტთან.

კვარიათის რომელ სასტუმროებშია სპა ხელმისაწვდომი?

სპაში დასვენება შეგიძლიათ სასტუმროებში panorama kvariati, litz resort და neptun kvariati.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ კერძო პლიაჟი ზღვაზე?

კერძო სანაპირო ზოლი აქვთ სასტუმროებს: era palace kvariati,  და black sea hotel.

კვარიათის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

კვარიათის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრასნპორტირების სერვისი, მათ შორის სასტუმროებს, hotel hills kvariati და neptun kvariati.