სვანეთი

სვანეთი

  1. საქართველოს კუთხეები

სვანეთი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი მხარეა, რომელიც გასაოცარი ბუნებით, უნიკალური არქიტექტურითა და უძველესი ისტორიით გამოირჩევა. სვანური კოშკები, კავკასიონის მწვერვალები და ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება, ნებისმიერ ადამიანში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

სვანეთის შესახებ

სვანეთი დასავლეთ საქართველოს, ერთ–ერთი ისტორიული მხარეა, რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მხარის რელიეფი მთაგორიანი და კლდოვანია, რაც იმითაც აიხსნება, რომ სვანეთში კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს. მათ შორისაა თეთნულდი, უშბა და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი – შხარა.

ქალაქები და კურორტები სვანეთში

სვანეთში შეგიძლიათ მოინახულოთ, როგორც ისტორიული ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქალაქები და დასახლებები, ასავე გასაოცარი ზამთრის კურორტები, რომლებიც იდეალურია ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის. ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით კი შემდეგი ქალაქები და კურორტები სარგებლობს:

სვანეთის ღირსშესანიშნაობები

სვანეთი გამორჩეული მხარეა როგორც ბუნების ძეგლებით, ასევე არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. აქ მოსანახულებელი ბევრია, თუმცა ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით შემდეგი ღირსშესანიშნაობები სარგებლობს:

სასტუმროები სვანეთში

ვინაიდან სვანეთი ტურისტულად აქტიური მხარეა, აქ სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანია. ვიზიტორებს შეუძლიათ დაისვენონ როგორც უმაღლესი დონის სასტუმროებში, ასევე მცირე ზომის, საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც. 

მესტიაში

მესტიაში ბევრი ცნობილი და მცირე ზომის სასტუმროა. მათთვის ვინც შედარებით მყუდრო, მცირე საოჯახო ტიპისა და ბიუჯეტურ სასტუმროებს ეძებს, შეუძლია აირჩიოს “ჰეშკილის ქოხები,” და “Guest House Nikala.” თუ უფრო კომფორტულ სასტუმროსა და მაღალი დონის მომსახურებას ეძებთ, მაშინ მესტიაში შეგიძლიათ დაისვენოთ “Hotel Mestia Inn–ში,” “Old House-სა” და “Gistola–ში.” თითოეული სასტუმრო უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, ქართულ, ევროპულ სამზარეულოსა და გამაჯანსაღებელ სერვისებს გთავაზობთ.

უშგულში

თუ უშგულში დასვენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მეტად ფართო არჩევანი საოჯახო ტიპის მცირე სასტუმროებშია. აქ ფასები შედარებით ბიუჯეტური, გარემო კი მყუდრო და ოჯახურია. ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს სასტუმროები “Vila Lileo.” “Koshki,” და “Panorama Ushguli.” თითოეული სასტუმროს დიზაინი სვანური კულტურული ელემენტებითაა გაფორმებული და გარემოს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს.

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საუკეთესო დრო სვანეთის მოსანახულებლად?

სვანეთის მრავალფეროვანი რელიეფი და კურორტები ზაფხულისა და ზამთრის სეზონსაც ვიზიტისთვის იდეალურ პერიოდად აქცევს. თუ გიყვართ თოვლი, ზამთრის სპორტი და გსურთ თხილამურებით სრიალი, უმჯობესია სვანეთს იანვარი–თებერვლის პერიოდში ესტურმოთ. თუ დასვენება მზიან ამინდებში გირჩევნიათ და ამასთან გიყვართ ლაშქრობა, უმჯობესია სვანეთში მაისი–სექტემბრის პერიოდში იმოგზაუროთ.

როგორ მივიდეთ სვანეთში?

სვანეთი თბილისიდან 525 კმ–ითაა დაშორებული. კერძო მანქანით მგზავრობის შემთხვევაში, თბილისიდან სვანეთამდე დაახლოებით 10 საათი დაგჭირდებათ. გადაადგილების სხვა ალტერნატივებს რაც შეეხება, შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი–მესტიის მიმართულებით დანიშნული მიკროავტობუსებით, რომლებიც თბილისის ავტოსადგურებიდან ყოველდღიურად ინიშნება, ან აირჩიოთ პირდაპირი ფრენა თბილისი–მესტიის მიმართულებით. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ფრენების გრაფიკი არასტანდარტულია და მასზე მოთხოვნა მაღალია. შესაბამისად, საჭიროა ბილეთის დიდი ხნით ადრე დაჯავშნა. ფრენები ასევე სრულდება ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით, და მგზავრობის დრო დაახლოებით 30 წუთია.

რომელია 5 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში?

უმაღლესი მწვერვალია შხარა (5 201), შემდგომში თეთნულდი (4 974მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ) და აილამა (4 525 მ).