სასტუმროები კახეთში

სასტუმროები კახეთში – კახეთის 17 საუკეთესო სასტუმრო – 2023

  1. სასტუმროები

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა. მდიდარი ისტორია, უნიკალური ბუნება, სახელგანთქმული კახური ღვინო და გასაოცარი სტუმართმოყვარეობა წლიურად ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს. კახეთში მოსანახულებელი ბევრია. ეს მხარე იდეალურია ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, მოლაშქრეებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც ბუნებაში მშვიდად განტვირთვა სურს.

კახეთში ბევრი საინტერესო ქალაქი და კურორტია. ისინი სრულიად არიან შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით მოწყობილნი. კახეთში დასვენების უპირატესობა ასევე არის ისიც, რომ აქ ძალიან ბევრი კურორტის ტიპის სასტუმროა, სადაც ძალიან მრავალფეროვანი სერვისებია ხელმისაწვდომი. ასევე კახეთის ზოგიერთ სასტუმროში გაქვთ შესაძლებლობა გამოსცადოთ როგორია ფრანგული ტიპის შატოებში დასვენება, უნიკალური არქიტექტურით და გასაოცარი ატმოსფეროთი. აქ სასტუმროების, რესტორნებისა თუ გასართობი ადგილების დიდი არჩევანია, და არ გაგიჭირდებათ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი.

17 საუკეთესო სასტუმრო კახეთში

  • საუკეთესო სასტუმრო ბავშვთა გასართობი სერვისებით: zuzumbo resort and spa
  • საუკეთესო დიზაინის მქონე სასტუმრო: Esquisse Design Hotel
  • საუკეთესო სასტუმრო თელავის ცენტრთან ახლოს: Holiday Inn Telavi, an IHG Hotel
  • საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო: Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel
  • სასტუმრო წინანდლის სასახლესთან ახლოს: Park Hotel tsinandali
  • საუკეთესო სასტუმრო საკუთარი ვენახით: Vazisubani Estate
  • საუკეთესო სასტუმრო ღია აუზით: Ampelo Resort
  • საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო: Ambassadori Kachreti Golf Resort
  • საუკეთესო სასტუმრო სიღნაღში: Kabadoni Boutique Hotel
  • საუკეთესო სასტუმრო ბუნებაში: Babaneuris Marani
  • საუკეთესო სასტუმრო ცოცხალი მუსიკალური საღამოებით: Akhasheni Wine Resort & Spa
  • საუკეთესო შატოს ტიპის სასტუმრო: Chateau Artwine
  • საუკეთესო სასტუმრო ლოპოტას ტბასთან ახლოს: Lopota Lake Resort & Spa
  • სასტუმრო ყვარლის ტბასთან ახლოს: kvareli lake resort
  • საუკეთესო კოტეჯის ტიპის სასტუმრო: Duende Hotels
  • სასტუმრო ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს: Resort lagodekhi reserveსაუკეთესო სასტუმრო ეგზოტიკური გარემოთი: Wald hotel
სასტუმრო zuzumbo resort ღია აუზით, თელავთან ახლოს

1. zuzumbo resort and spa

თელავთან ახლოს, შუაგულ ტყეში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გასაოცარ სიმშვიდეს და მხიარულებას მოგანიჭებთ ერთდროულად. zuzumbo resort and spa არის ცნობილი, პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნის. სტანდარტული და საოჯახო ნომრების კატეგორიათა არჩევანი საკმაოდ დიდია და ნომრის არჩევა სხვადასხვა მახასიათებლებით შეგიძლიათ.

zuzumbo resort and spa ბევრ სერვისს აერთიანებს. მათ ვინც თელავს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობთ, შეგიძლიათ სასტუმროს კონფერენციის დარბაზი გამოიყენოთ. ხოლო მათ ვინც დასვენებისთვის და გართობისთვის მოგზაურობს, სასტუმროში შეუძლიათ ისარგებლონ სათამაშო ოთახებით, სამი ღია და დახურული ტიპის აუზებით, ფიტნეს დარბაზით, სპა და საუნა სერვისებით. ბავშვებისთვის სასტუმრო სპეციალურ სათამაშო ოთახს, გასართობ მოედანს და დროებითი ძიძის სერვისსაც კი გთავაზობთ. აქ ყველა პირობა დაგხვდებათ, იდეალური დასვენებისთვის.

Booking რეიტინგი: 8.2 very good

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტის ქუჩა, ზუზუმბო, თელავი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორნები, კაფე–ბარი, კადორის პარკი, ერეკლე მეორეს სასახლე, ნადიკვარი

სტანდარტული ფასი: 359₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო esquisse design ღია აუზით

2. Esquisse Design Hotel

Esquisse Design Hotel ცნობილი პრემიუმ კლასის სასტუმროა თელავში, რომელიც დახვეწილი და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ელეგანტური და მშვიდი გარემო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ყველა დამსვენებლისთვის, რის ფონზეც სასტუმროს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს მოგზაურებში. ევროპულ კლასიკურ სტილში მოწყობილ სასტუმოში შეგიძლიათ დაისვენოთ სტანდარტულ ნომრებში, ორი ადამიანისთვის ან აიღოთ საოჯახო ნომერი, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომრიდან საუცხოო ხედი იშლება თელავზე, ბაღსა და მთებზე.

სასტუმროში განთავსებულია რესტორნები და ბარი, სადაც ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ. უფრო მხიარული საღამოებისთვის კი შეგიძლიათ გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებებს დაესწროთ, სადაც ტარდება ბარბექიუ საღამოები და სხვადასხვა აქტივობები. განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ სასტუმროს ღია და დახურულ აუზებს, ან ისიამოვნოთ სპა–სერვისებით, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის მასაჟისა და აბაზანების სერვისის არჩევა.

Booking რეიტინგი: 8.9 fabulous

მისამართი: კურდღელაურის ქუჩა 19, თელავი

ახლოს მდებარე ობიექტები: ერეკლე მეორეს სასახლე, რესტორნები, ნადიკვარი, კადორის პარკი

სტანდარტული ფასი: 345₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო holiday inn telavi აუზით, თელავის ცენტრთან ახლოს

3. Holiday Inn Telavi, an IHG Hotel

თუ თელავში მოგზაურობთ და გსურთ რომ ქალაქის ცენტრთან ახლოს აარჩიოთ სასტუმრო, რათა გაგიმარტივდეთ ისტორიული თელავის დათვალიერება, მაშინ საუკეთესო არჩევანი იქნება Holiday Inn Telavi, an IHG Hotel–ის არჩევა. ეს არის თელავის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ სუფთა, მშვიდი და დახვეწილი გარემო, მეგობრული პერსონალითა და უმაღლესი დონის კომფორტით. სასტუმროს მინიმალისტურ სტილში იდეალურადაა ჩართული ქართული ტრადიციული ელემენტები, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

Holiday Inn Telavi, an IHG Hotel–ში საოჯახო ნომრების დიდი არჩევანია. შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან შეგიძლიათ ნომრის არჩევა მთისა და ქალაქის ხედებით, ტერასითა და მის გარეშე. Holiday Inn Telavi–ში ასევე დაგხვდებათ დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის, კლასიკური რესტორანი ულამაზესი ხედებით, თემატური ვახშმები, დახურული ტიპის აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრები და ბარი, დროის მხიარულად გატარებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.2 superb

მისამართი: რუსთაველის გამზირი 2, თელავი

ახლოს მდებარე ობიექტები: ერეკლე მეორეს სასახლე, ნადიკვარი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 198₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

4. Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel

კახეთის კულტურის გასაცნობად, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel იდეალური ადგილია. პრემიუმ კლასის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ორიგინალური ინფრასტქუტურით, დახვეწილი დიზაინითა და საუცხოო გარემოთი გამოირჩევა. სასტუმრო სრულიად ორიენტირებულია წარმოაჩინოს კახეთის კულტურა და გააცნოს თითოეულ ვიზიტორს ღვინის, სტუმართმასპინძლობისა და სხვა ტრადიციები. ქართული სუფრა, სახელგანთქმული ღვინო და გასაოცარი მუსიკალური საღამოები სასიამოვნო მოგონებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას კახეთში.

კულტურულ ტურებთან ერთად, სასტუმრო დროის მხიარულად გატარებისთვის გთავაზობთ ტენისის კორტს, გასართობ კლუბს ბავშვებისთვის, ბილიარდის სათამაშო სივრცეს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს და ბევრ სხვა დამატებით გასართობ ღონისძიებას. განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel–ის სპა ცენტრს, სადაც პროფესიონალები იზრუნებენ თქვენზე.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: სოფელი წინანდალი

ახლოს მდებარე ობიექტები: წინანდლის სასახლე, ნადიკვარი, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 413₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო park tsinandali დახურული აუზით და ხედით წინანდალზე

5. Park Hotel tsinandali

წინანდლის სასახლესთან ახლოს მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Park Hotel tsinandali მხიარულ ატმოსფეროს შეგიქმნით დასვენებისას. სასტუმროს თანამედროვე და ფერადი ინტერიერი, მეგობრულ პერსონალთან და გასართობ სერვისებთან ერთად, კიდევ უფრო გააფერადებს თქვენს მოგზაურობას. ეს არის იდეალური ადგილი თუ საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ შიდა დახურული აუზით და გასაოცარი ბაღის ხედებით ისიამოვნოთ. ასევე მხიარულებისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ სათამაშო ოთახს, ხოლო კახეთის უკეთ გასაცნობად დაეწვიოთ ადგილობრივი კულტურის ტურს, სადაც ძალიან საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ.

რაც შეეხება ნომრების არჩევანს, სასტუმროში მხოლოდ სტანდარტული ნომრებია ხელმისაწვდომი, რომლებიც მაქსიმუმ 3 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. შეგიძლიათ ნომრის არჩევა მთის, ბაღის ან შიდა ეზოს ხედით. სასტუმროს გარე მოსასვნებელ ზონებში ასევე მოწყობილია საპიკნიკე სივრცეები, რათა ბუნებაში უფრო სასიამოვნოდ განიტვირთოთ.

Booking რეიტინგი: 8.9 fabolous

მისამართი: სოფელი წინანდალი

ახლოს მდებარე ობიექტები: წინანდლის სასახლე, ნადიკვარი, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 297₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო vazisubani estate ბაღით

6. Vazisubani Estate

ატმოსფერო რომელსაც Vazisubani Estate ქმნის განუმეორებელი და საუცხოოა. თუ კლასიკური და დახვეწილი ინტერიერის მოყვარული ხართ, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმროს ელეგანტური ექსტერიერი და გასაოცარ სტილში მოწყობილი ნომრები, საოცარი ბაღის ხედებით. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იდეალურია მათთვინც ვინც დასვენებისას სიმყუდროვეს ეძებს ან წყვილებისთვის, ვისაც განტვირთვა სურთ. სასტუმროში მხოლოდ სტანდრტული ნომრებია ხელმისაწვდომი, აივნით და მის გარეშე.

დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, Vazisubani Estate გთავაზობთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ადგილობრივი და ევროპული მენიუ საუცხოო დიზაინის მქონე რესტორანში. ასევე სასტუმროში განთავსებულია სამაგიდო თამაშების სივრცე და ღია სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ ტურებში, დაესწროთ სამხატვრო გამოფენებს, ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით და განიტვირთოთ ღია საცურაო აუზსა და სპა ცენტრში.

Booking რეიტინგი: 9.4 superb

მისამართი: ვაზისუბანი, 1504

ახლოს მდებარე ობიექტები: ბაღი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი,  რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 688₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო ampelo resort ღია აუზით და ბუნების ხედით

7. Ampelo Resort

ზაფხულის მშვიდად გატარებისთვის, Ampelo Resort იდეალური ადგილია. აქ დაგხვდებათ კლასიკური და დახვეწილი გარემო, ულამაზესი ბუნება და უმაღლესი ხარისხის კომფორტი. სოფელ კარდენახში მდებარე ეს სასტუმრო იდეალურად აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე კლასიკურ ინტერიერს და სასტუმროს ნომრებსა თუ მოსასვენებელ სივრცეებში იდეალურად მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ოთხვარსკვლავიან სასტუმროში შეგიძლიათ ნომრების სხვადასხვა კატეგორიის არჩევა, მათ შორის king ნომრები, ოთახები ტყის ან კავკასიონის ხედით, საოჯახო ნომრის ოთახები და სხვა.

მხიარული თავგადასავლებისთვის შეგიძლიათ სასტუმროში კულინარიულ კლასებს დაესწოთ ან საღამოს ღონისძიებებით ისიამოვნოთ. თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ კახეთში, შეგიძლიათ სასტუმროს საბავშვო მოედანიც გამოიყენოთ დროის მხიარულად გატარებისთვის. განტვირთვისთვის, სასტუმრო ღია ტიპის აუზითა და სპა სერვისებით მოგემსახურებათ.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: სოფელი კარდენახი, 1509

ახლოს მდებარე ობიექტები: საბაწმინდის ეკლესია, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი

სტანდარტული ფასი: 320₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო ambassadori kachreti ღია აუზით და პარკით

8. Ambassadori Kachreti Golf Resort

Ambassadori Kachreti Golf Resort ცნობილი სასტუმროა რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან სერვისებს და დაუვიწყარ გარემოს ქმნის. აქ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო სერვისსა და დასვენების საშუალებას. მშვიდი და ელეგანტური გარემო, საუცხოო ბუნება და სრული კომფორტი იდეალურია სოლო მოგზაურებისთვის, წყვილებისთვის და მათთვისაც, ვინც კახეთს ოჯახთან ერთად სტუმრობს.

სასტუმროში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნორმის არჩევა. შეგიძლიათ შეარჩიოთ ხედი, ნომერი ტერასით ან მის გარეშე. ბავშვებისთვის ხელმისწვდომია სპეციალური სათამაშო მოედანი, როგორც ღია ასევე დახურული ტიპის. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, გაირუჯოთ ტერასაზე და ისეირნოთ ულამაზეს ბაღში. მათ კი ვისაც მხიარული თაგადასავლები და აქტიური დასვენება მოსწონს, შეუძლიათ გაერთონ Ambassadori Kachreti Golf Resort-ის ღია და დახურულ აუზებზე, ისიამოვნონ აუზთან მდებარე ბარებით, ითამაშონ გოლფი, ტენისი ან ბილიარდი, დაისვენონ საუნაში ან ესტუმრონ სპას, გამაჯანსაღებელი სერვისებისთვის.

Booking რეიტინგი: 8.9 fabolous

მისამართი: კაჭრეთი, 1510, გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ახლოს მდებარე ობიექტები: გოლფის მოედანი, ბენზინგასამართ სადგუი, მარკეტი, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 408₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო kabadoni boutique ხედით სიღნაღზე

9. Kabadoni Boutique Hotel

კახეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სიყვარულის ქალაქი სიღნაღია. და თუ სიღნაღში მოგზაურობთ, რომანტიული და მყუდრო გარემო სასიამოვნო განტვირთვისთვის აუცილებელია. სწორედ მსგავსად სასიამოვნო ატმოსფეროს გთავაზობთ ცნობილი სასტუმრო Kabadoni Boutique Hotel. კლასიკური არქიტექტურა, დახვეწილი დიზაინი ნათელი ფერებით და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის მომსახურება დადებით შეფასებებს იწვევს ვიზიტორებში. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ნომერთა კატეგორიის არჩევა, ტერასით, მთის ხედით, ხედით ქალაქზე, attic ნომრები და ასევე duplex და imperial ნომრები.

იმისთვის რომ უკეთ დაისვენოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ Kabadoni Boutique Hotel-ის დახურულ აუზს ან ისარგებლოთ სპა ცენტრის სერვისებით. აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის ფიტნეს დარბაზიცაა ხელმისაწვდომი. სასტუმრო ზრუნავს სტუმრების გართობაზე. აქ შეგიძლიათ სასიამოვნო დრო გაატაროთ რესტორანში, დაისვენოთ ტერასაზე ან გაერთოთ ბარში.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: თამარ მეფის ქუჩა 1, სიღნაღი

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, წმ. გიორგის ბაზილიკა

სტანდარტული ფასი: 366₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო babaneuris marani ვენახით და ბაღით

10. Babaneuris Marani

კახეთის კულტურა იდეალურია და მას ბევრი რამ გამოარჩევს, თუმცა მთავარი ასოციაცია ღვინის უნიკალური კულტურაა. მის უფრო ახლოს გასაცნობად კი კახეთში მოგზაურობისას შეგიძლიათ ბაბანეურის მარანს ეწვიოთ. ეს სახელგანთქმული მარანი და სასტუმროა, სადაც საუცხოო გარემო და ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ. ადგილი იდეალურია ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის, მაშინაც კი თუ ბავშვებთან და ოჯახთან ერთად მოგზაუობთ. სოფელ ბაბანეურში, შუაგულ ტყეში განთავსებული სასტუმრო ულამაზესი ხედებითა და უმაღლესი კომფორტით გამოირჩევა. ნომრების კატეგორიების დიდი არჩევანის გარდა, სასტურმოში მრავალფეროვანი სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

გარე რეკრეაციული სივრცეები, ბუხარი, ღია სავახშმო ადგილები, ტერასა, ულამაზესი ბარი და ტყე, რესტორანი და ბარი გასაოცარი მენიუთი, აუზი და სპა ცენტრი იდეალურ გარემოს შეგიქმნით დასვენებისთვის. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი, მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ კლასებში, ისეირნოთ ცხენით და რა თქმა უნდა დააგემოვნოთ უგემრიელესი ბაბანეურის ღვინო.

Booking რეიტინგი: 9.6 exceptional

მისამართი: სოფელი ბაბანეური, 0909

ახლოს მდებარე ობიექტები: ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სამება, ბაბანეურის ფერიცვალობის ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 299₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო akhasheni wine resort აუზით და ვენახით

11. Akhasheni Wine Resort & Spa

Akhasheni Wine Resort Spa-ში ყველაფერია იდეალური დასვენებისთვის. აქაური გარემო განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ გიყვართ დახვეწილი კლასიკური დიზაინი და მშვიდი გარემო. ელეგანტური ნომრები, აივნები, გასაოცარი ხედები და მრავალფეროვანი სერვისები მოგცემთ საშუალებას დაისვენოთ ფიზიკურად და სულიერად. სასტუმრო ასევე იდეალურია მათთვის ვინც ოჯახთან ერთად მოგზაურობს, რადგან აქ ხელმისაწვდომია ნომრები, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

მთის ულამაზესი ხედების ფონზე, შეგიძლიათ ბევრი საინტერესო აქტივობით დაკავდეთ. Akhasheni Wine Resort Spa-ში ხელმისაწვდომია ველო ტურები, საფეხმავლო ტურები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, სპეციალური ტურები მათთვის ვისაც ადგილობრივი კულტურა ან ლაშქრობა იზიდავს. ასევე შეგიძლიათ გაერთოთ კარაოკეში, დაესწროთ ლაივ სპორტულ ჩვენებებს, ითამაშოთ მაგიდის ტენისი ან დაისვენოთ სასტუმროს აუზებზე და სპა ცენტრში.

Booking რეიტინგი: 8.8 fabolous

მისამართი: ჩიხი 42, გურჯაანი

ახლოს მდებარე ობიექტები: ახაშენის ყვავის საყდარი, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 525₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო  chateau artwine ართანაში, ვენახით

12. Chateau Artwine

Chateau Artwine იდეალური ადგილია თუ კახეთში თქვენი მოგზაურობის მიზეზი კახური ღვინის კულტურის გაცნობაა. რომ არ ავღნიშნოთ, სასტუმროს გასაოცარი არქიტექტურა, ქართული ელემენტების ჩართულობა და გემოვნებიანი დიზაინი, Chateau Artwine კვლავ ორიგინალურ ადგილად რჩება. სასტუმროს გარს აკრავს ვენახი სადაც ცნობილი კახური ღვინო იქმნება. თუმცა ამას გარდა, სასტუმროში ბევრი საშუალებაა იმისთვის რომ სრულფასოვნად დაისვენოთ.

გასაოცარი ბაღი, ტერასები, აივნიანი ნომრები, მთის უნიკალური ხედები, სპა ცენტრი მრავალფეროვანი სერვისებით და ღია საცურაო აუზი ბართან ერთად, იდეალურია ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის. უფრო უნიკალური თავგადასავლებისთვის, შეგიძლიათ ბედი სცადოთ ადგილობრივ კულინარიულ კლასებში ან გაერთო სათამაშო ოთახში. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.4 exceptional

მისამართი: სოფელი ართანა, 4704

ახლოს მდებარე ობიექტები: ართანის ღვთისმშობლის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 400₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო lopota lake resort, ლოპოტის ტბის პირას

13. Lopota Lake Resort & Spa

Lopota Lake Resort Spa კახეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროა, რომელიც ბუნებაში დასვენების მოყარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ლოპოტის ტბასთან მდებარე სასტუმრო გარშემორტმყულია საუცხოო ბუნებით რაც ძალიან მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, და იდეალურია განტვირთვისთვის. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დახვეწილი ინტერიერითა და ულამაზესი დეკორების ჩანართებით გამოირჩევა. ამას ემატება გასაოცარი ხედი თითოეული ნომრიდან და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი როგორც ჯგუფურად მოგზაურებისთვის, ასევე სოლო ვიზიტორებისთვის.

აღსანიშნავია საოჯახო ნომრების დიდი არჩევანი, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია დელუქს ნომრები. სასტუმროში განთავსებულია 6 საცურაო აუზი, მათგან მხოლოდ ერთია დახურული ტიპის, ხოლო დანარჩენი სეზონური. Lopota Lake Resort Spa-ში ვიზიტორებს შეუძლიათ იქირაონ ველოსიპედი, დაესწრნონ კულინარიულ კლასს, ისიამოვნონ კულტურული ტურებით ან გაერთონ ბარში, ცოცხალი მუსიკის საღამოებით, კარაოკე შოუებით და DJ წარმოდგენებით. ასევე შეგიძლიათ ითევზაოთ და ისეირნოთ ცხენით.

Booking რეიტინგი: 9.2 superb

მისამართი: ლოპოტა, 2200, ნაფარეული

ახლოს მდებარე ობიექტები: ლოპოტას ტბა, ნაფარეულის წმ. გიორგის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 675₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო kvareli lake resort, ყვარლის ტბასთან, მთის ხედებით

14. kvareli lake resort

ყვარლის ტბა კახეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა. ულამაზეს მწვანე მთებს შორის მოქცეული ტბა გასაოცარ გარემოს ქმნის. თუ კახეთში ყვარლის ტბის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოგეწონებათ ტბის გვერდით მდებარე გასაოცარ, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ხის დახვეწილი ინტერიერით, მრავალფეოვანი სერვისებით და მეგობრული პერსონალით. სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის, რადგან აქ ძალიან რომანტიული გარემოა შექმნილი. ამასთან სასტუმროს ნომრები ორადგილიანია და შეგიძლიათ აირჩიოთ ბიუჯეტური და ე.წ king ნომრები, ტბის საუცხოო ხედებით.

თუ ფიქრობთ რომ ბუნებაში დასვენება მოსაწყენია, kvareli lake resort ამ შთაბეჭდილებას ნამდვილად შეგიცვლით. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ბადმინტონი, პონკ-პონგი, იცურაოთ აუზში ან სცადოთ ბედი თევზაობაში. ამასთან, თუ სამაგიდო თამაშების მოყვარული ხართ, სასტუმროში მსგავსი თამაშების დიდი არჩევანია. ულამაზეს ბაღთან და საპიკნიკე ზონებთან ერთად, სასტუმრო უგემრიელესი მენიუთი რესტორანში გაგიმასპინძლდებათ, ხოლო მხიარულ საღამოებს შემოგთავაზებთ kvareli lake resort-ის ბარში.

Booking რეიტინგი: 8.9 excellent

მისამართი: ყვარლის ტბა, ყვარელი, 4800

ახლოს მდებარე ობიექტები: ყვარლის ტბა, კვარის ციხე

სტანდარტული ფასი: 490₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო duende hotels ტყეში, ღია ჯაკუზით

15. Duende Hotels

თუ ეგზოტიკა და თავგადასავლები გიზიდავთ, ან უბრალოდ გსურთ ყველასგან და ყველაფრისგან განტვირთვა, მაშინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე Duende Hotels იდეალურია თქვენთვის. შუაგულ ტყეში განთავსებული კოტეჯები, უნიკალური მწვანე ხედებით, ხის ინტერიერით და ძალიან მყუდრო ატმოსფეროთი, იდეალურ ადგილს ქმნის ლაშქრობის მოყვარულთათვის, წყვილებისთვის და მათთვის, ვინც მეგობრებთან ერთად საინტერესო თაგადასავლებს ეძებს. არ დაგავიწყდეთ ცხელი ჯაკუზი შუაგულ ტყეში და გასაოცარი ტერასები განტვირთვისთვის. კოტეჯების ქირაობა შესაძლებელი როგორც ორი ასევე 5 ადამიანისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ კოტეჯები მდინარის, მთისა და ტყის ხედებით.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო მშვიდ ბუნებაში მდებარეობს, აქ ბევრი გასართობია. სასტუმრო ატარებს კულინარიულ კურსებს, ადგილობრივი კულტურის ტურებს, გთავაზობთ საცხენოსნო ტურებს, ლაშქრობის საინტერესო მარშრუტებს და მხიარულ საღამოებს კოცონთან და მწვადებთან ერთად. ასე რომ თუ საინტერესო თავგადასავლებს ეძებთ, მას Duende Hotels-ში აუცილებლად იპოვით.

Booking რეიტინგი: 9.6 exceptional

მისამართი: ხიზა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, 2708

ახლოს მდებარე ობიექტები: ლაგოდეხის აღკვეთილი, ნინოსხევის ჩანჩქერი, ნინოსხევის მდინარე

სტანდარტული ფასი: 529₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო resort lagodekhi reserve ხის კოტეჯებით

16. Resort lagodekhi reserve

Resort lagodekhi reserve თქვენს თავგადასავლებს კახეთში კიდევ უფრო მხიარულს და სასიამოვნოს გახდის. სასტუმრო რომელიც ლაგოდეხის ულამაზეს სოფელში მდებარეობს სხვადასხვა ტიპის კოტეჯებს მოიცავს. მყუდრო ეზოთი, ღია ტიპის აუზითა და ულამაზესი ხედებით Resort lagodekhi reserve შესანიშნავი ადგილია როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში დასვენებისთვის. ვიზიტორებს შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ერთსაძინებლიანი ასევე ორსაძინებლიანი კოტეჯები, რომლებიც იდეალურია თუ ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმრო ასევე გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი და რაც მთავარია, ჯანსაღი მენიუთი და ასევე სპეციალური მენიუთი ბავშვებისთვის. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ სახელგანთქმული კახურის ღვინის დაგემოვნებაც.

ღია ტიპის საცურაო აუზი, გამწვანებული ბაღით გასაოცარია თუ ამ ადგილს ზაფხულობით ეწვევით. მზის აბაზანების მიღებასთან ერთად, შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკები, ისარგებლოთ საფეხმავლო ტურების სერვისით და გაატაროთ მხიარული საღამოები ღია ცისქვეშ.

Booking რეიტინგი: 9.3 wonderful

მისამართი: სოფელი ხიზაბავრა, ლაგოდეხი, 2701

ახლოს მდებარე ობიექტები: ნინოსხევის ჩანჩქერი, მდინარე ნინოსხევი, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

სტანდარტული ფასი: 315₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო wald hoteli ლაგოდეხში, ბაღით

17. Wald hotel

თუ ლაგოდეხში გსურთ მოგზაურობა და პატარა, მყუდრო ადგილს ეძებთ დასასვენებლად, Wald hotel იდეალური არჩევანია. ეს სასტუმრო გასაოცრად მყუდრო ატმოსფეროს ქმნის რაც ნებისმიერ სეზონზე დასვენებისთვის იდეალურია. ულამაზესი ბაღი, ღია ტიპის საცურაო აუზი, მშვიდი გარემო, მეგობრული მომსახურება, და თანამედროვე ინტერიერთან იდალურ შესაბამისობაში მოსული ტრადიციული ქართული ელემენტები სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. სწორედ ამიტომ გამოირჩევა სასტუმრო მაღალი რეიტინგითა და მომხმარებლების დადებითი შეფასებებით. აქ შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული ნომრები და საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის.

თუ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად ისვენებთ, განტვირთვა და გართობა ბავშვების საცურაო აუზშიც შეიძლება. სასტუმროში ბევრი დამატებითი სერვისია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ კულინარიული კლასებით, თემატური ვახშმებით, ფილმის საღამოებით, ველო ტურებით, მოაწყოთ ლაშქრობა, ითევზაოთ და დატკბეთ უგემრიელესი და ჯანსაღი კერძებით სასტუმროს რესტორანში.

Booking რეიტინგი: 9.4 wonderful

მისამართი: ვაშლოვანი 197, ლაგოდეხი 2700

ახლოს მდებარე ობიექტები: ლაგოდეხის აღკვეთილი, ლაგოდეხის მონასტერი, პარკი, სტადიონი

სტანდარტული ფასი: 220₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

რა ვნახოთ კახეთში?

კახეთის სრულად დათვალიერება თუ თქვენი მიზანია, მაშინ ამისთვის დიდი დრო დაგჭირდებათ, რადგან ეს საქართველოს უმდიდრესი მხარეა, გასაოცარი ისტორიული შენობებით, ულამაზესი ტაძრებით, უნიკალური ბუნების ძეგლებით და სპეციფიური და საუცხოო ატმოსფეროს მქონე ქალაქებით.

კახეთში, მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ერეკლე მეორეს სასახლე, გრემის მონასტერი, ალავერდისა და ბოდბეს მონასტრები, წმინდა ნინოს საფლავით. რომანტიკის მოყვარულებს შეგიძლიათ სიყვარულის ქალაქ სიღნაღს და წინანდლის სასახლეს ესტუმროთ, ხოლო აქტიური თავგადასავლების მაძიებლებს შეგიძლიათ დალაშქროთ შავი კლდეების ტბა, ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერები.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები კახეთში?

კახეთში სასტუმროების ფასი საშუალოდ 300-350 ლარიდან იწყება.

რომელია კახეთის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

კახეთში ყველაზე პოპულარული სასტუმროებია, Holiday Inn Telavi, an IHG Hotel, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Ambassadori Kachreti Golf Resort.

კახეთის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

კახეთის თითქმის ყველა სასტუმროშია შესაძლებელი ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, მათ შორის სასტუმროებში Resort lagodekhi reserve, Chateau Artwine და Babaneuris Marani.

კახეთის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ოჯახთან და ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია  zuzumbo resort and spa, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Ampelo Resort.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო კახეთში?

პრემიუმ კლასის სასტუმროებია: zuzumbo resort and spa, Esquisse Design Hotel, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel და Lopota Lake Resort & Spa.

რომელია კახეთში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია სასტუმროები Vazisubani Estate, Ambassadori Kachreti Golf Resort და Duende Hotels.

რა ღირს სასტუმროები კახეთში შაბათ–კვირას?

შაბათ-კვირას ერთი ღამის ფასი კახეთის სასტუმროებში მიახლოებულია სხვა დღის ფასებთან და საშუალოდ 300₾-დან იწყება.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს Vazisubani Estate,  Babaneuris Marani, Chateau Artwine, Duende Hotels.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

კახეთის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზი ხელმისაწვდომია სასტუმროებში Park Hotel tsinandali, Ampelo Resort, Ambassadori Kachreti Golf Resort, Babaneuris Marani და სხვა.

რომელ სასტუმროებს აქვთ კახეთში ოთახები არამწეველთათვის?

კახეთის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი.

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

კახეთის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

კახეთის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

დამატებით სხვადასხვა სახის ტური კახეთის ბევრ სასტუმროშია ხელმისაწვდომი, მათ შორის სასტუმროებში Akhasheni Wine Resort & Spa, Lopota Lake Resort & Spa, Duende Hotels და Resort lagodekhi reserve.

კახეთის რომელ სასტუმროებია შატოს ტიპის სასტუმროები საკუთარი მარნით?

შატოს ტიპის სასტუმროები და სასტუმროები სადაც მათივე დაწურული ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ, არის Babaneuris Marani, Vazisubani Estate და Chateau Artwine

კახეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

კახეთის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი მათ შორის სასტუმროებს, Lopota Lake Resort & Spa და Ambassadori Kachreti Golf Resort.