უწერა
უწერა რაჭის ულამაზესი სოფელია, რომელიც ნებისმიერ სეზონზე, ტურისტულად აქტიურია. უწერის მთავარი ხიბლი, სუბალპური ბუნება და ულამაზესი ტყეებია, რომელიც განსაკუთრებით ფერადი, შემოდგომობითაა. ტყეებით დაფარულ მთებთან ერთად, უწერა გასაოცარი მწვერვალების ხედებითა და სამკურნალო თვისებების მქონე ჰავით გამოირჩევა.
უწერას შესახებ
უწერა რაჭა–ლეჩხუმის ისტორიულ მხარეში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. ის ონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მინიჭებული აქვს კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი. ჰავასთან ერთად, უწერაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ რკინის შემცველი მინერალური წყალი, რომელიც ასევე სასარგებლოა იმუნიტეტისთვის და სხვადასხვა დაავადებების პრევენცირებისთვის.
უწერას ღირსშესანიშნაობები
უწერა და მიდი მიმდებარე ტერიტორიები მდიდარია ბუნების ძეგლებით და სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობით. დამსვენებელს შეუძლია მოინახულოს ულამაზესი ტბები, მყინვარები ან ეწვიოს სხვადასხვა ისტორიულ ძეგლს.
სასტუმროები უწერაში
უწერაში სასტუმროების მცირე არჩევანია. ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე კერძო ტიპის საოჯხო სასტუმრო, სადაც მოგზაურებს ნომრების ქირაობა შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ვიზიტებისთვის. თითოეული სასტუმრო კომფორტული პირობებით და მყუდრო, ოჯახური გარემოთი გამოირჩევა.
მოგზაურებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო “Manino Utsera,” რომელიც უწერაში, ფოთლოვან ტყეში მდებარეობს. უნიკალური გარემო, დახვეწილი ინტერიერი და გასაოცარი ტყის ხედები, გამჭვირვალე ვერანდითა და ბარით, უწერაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
რესტორნები უწერაში
უშუალოდ უწერაში რესტორნები ხელმისაწვდომი არაა. აქ კვება ინდივიდუალურად უნდა უზრუნველყოთ, კურორტზე არსებული მინიმარკეტების საშუალებით. რაც შეეხება უწერასთან ახლოს მდებარე რესტორნებს, ამისთვის ონს უნდა ესტუმროთ. ონი უწერადან დაახლოებთ 13 კილომეტრითაა დაშორებული. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ რესტორნებს როგორიცაა “მთის რაჭა,” და “ქვე ჭამე და ქვე წადი.” რესტორნები გამოირჩევა მყუდრო, ტრადიცული გარემოთი და უგემრიელესი ქართული თუ რაჭული ტრადიციული კერძებით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ უწერაში?
თბილისიდან უწერამდე მანძილი 243 კილომეტრია და კერძო მანქანით, ამ მანძილს დაახლოებით 3 საათში გაივლით. თბილისიდან უწერას მიმართულებით არ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი, თუმცა შეგიძლიათ ბიუჯეტური მგზავრობისთვის, გამოიყენოთ თბილისი-ონის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც თბილისის ავტოსადგურიდან ინიშნება. ონიდან კი ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო სამარშრუტო ტაქსებით უწერის მიმართულებით.
როდის არის საუკეთესო დრო უწერას მოსანახულებლად?
უწერა ნებისმიერ სეზონზე ულამაზესია სამოგზაუროდ, თუმცა კლიმატოთერაპიის და ამინდების კუთხით, საუკეთესო პერიოდი მოგზაურობისთვის მაისი-ოქტომბერია. ამ დროს ბუნება განსაკუთრებულად ფერადია, ხოლო ამინდები პიკნიკისთვის თუ სეირნობისთვის, ხელსაყრელი.