ბორჯომი

ბორჯომი

  1. საქართველოს კუთხეები

ბორჯომი ცნობილია მისი ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლებით, მარადმწვანე ტყეებითა და პარკებით. ნაძვისა და ჭადრის ხეივნებში გახვეული ქუჩები, მყუდრო ატმოსფერო და მთებით გარშემორტყმული ქალაქი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ეკო-ტურიზმის მოყვარულებს მის მშვენიერ ბუნებაში მასპინძლობს.
ბორჯომში დასვენების შესახებ ყველაფერს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ბორჯომის შესახებ

ქალაქი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ, უმეტესად წიწვოვან კალთებზე მდებარეობს.
გამორჩეული ჰავა, ბუნება, სამკურნალო წყლები და კლიმატი განაპირობებს ბორჯომის, როგორც ბალნეოლოგიური, კლიმატური და ეკოლოგიური კურორტის პოპულარობას.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი უდიდესია ევროპაში,

ბორჯომის ღირსშესანიშნაობები

ბორჯომის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცენტრალური პარკია. აქ მოწყობილია გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, კაბე-ბარები, მინერალური წყლის ონკანები და გოგირდის აუზები. 

ეკო-ტურიზმით გატაცებულ ვიზიტორებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გიმასპინძლებთ. ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან აღსანიშნავია ბორჯომის მუზეუმი, რომანოვების სასახლე, პეტრეს ციხე და მწვანე მონასტერი.

  • ბორჯომის ცენტრალური პარკი

    ბორჯომის ცენტრალური პარკი

    მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ცენტრალური პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.

  • ბორჯომის გოგირდის აუზები

    ბორჯომის გოგირდის აუზები

    გოგირდის აუზამდე, ბორჯომის პარკის გავლით, მდ. ბორომულას გასწვრივ, ბილიკი მიგიყვანთ. აუზის საშუალო ტემპერატურა 32-38° გრადუსია.გოგირდის აუზს სტუმრობენ როგორც მკურნალობის მიზნით, ასევე დასასვენებლად. აქვეა გასახდელები და საშხაპეები. სტუმრებისთვის ტერიტორია კეთილმოწყობილია.

  • პეტრეს ციხე

    პეტრეს ციხე

    პეტრეს ციხე ბორჯომში, ლიკანის მოპირდაპირე მხარეს, კლდოვან ფერდობზე მდებარეობს. ნაგებობა შუა საუკუნეებით თარიღდება. შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების ნაშთები – ხაროებისა და მარნის ნაშთი, გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები.

  • ბორჯომის ეროვნული პარკი

    ბორჯომის ეროვნული პარკი

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

  • ბორჯომის მუზეუმი

    ბორჯომის მუზეუმი

    ბორჯომის მუზეუმი განათავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, კანცელარიის შენობაში. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალა, მზის ღვთაებასთან დაკავშირებული დისკოები, ბრინჯაოს ბალთები, და სხვ.; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის პირადი ნივთები – გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

  • მწვანე მონასტერი

    მწვანე მონასტერი

    მწვანე მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდებარეობს. მონასტრამდე ტყით დაფარულ გზასა და კამკამა მთის მდინარის სანაპიროს მიუყვებით. მონასტრამდე მიდის სამანქანო გზაც.

  • ლიკანი

    რომანოვების სასახლე

    რომანოვების სასახლე მეცხრამეტე საუკუნეში, ლიკანში ააგეს. სასახლეში დაცულია ნაპოლეონის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი და სხვა ანტიკვარული ნივთები. მოწყობილია ბილიარდისა და ე.წ. პეპლების ოთახი, რომანოვის კაბინეტი და სხვა.

  • პრომეთეს ძეგლი და ჩანჩქერი

    პრომეთეს ძეგლი და ჩანჩქერი

    პრომეთეს ძეგლი ბორჯომის პარკში, კლდოვანი ფერდობის ძირში მდებარეობს, საიდანაც ქანდაკების ორივე მხარეს ჩანჩქერი ჩამოედინება. ჩანჩქერებთან მოწყობილია სკამები, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, დაისვენოთ და ფოტოები გადაიღოთ.

  • წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი

    წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი

    ბორჯომის პლატოზე, ტყეში წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი და მისი კელიის ასლია აშენებული. იგი სწორედ აქ მოღვაწეობდა და აღესრულა. მონასტერი დღემდე მომლოცველთა სიმრავლით გამოირჩევა. პლატოდან ქალაქისა და პარკის უმშვენიერესი ხედი იშლება.

  • კუკუშკა მატარებელი

    კუკუშკა მატარებელი

    “კუკუშკა” ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშრებელ სარკინიგზო ხაზს მიუყვება. მატარებელი გაივლის მარადმწვანე წიწვოვან ტყეებს, გადაივლის მდინარე ცემისწყალსა და ეიფელის ხიდს, რომელიც ცნობილმა გუსტავ ეიფელმა მიხეილ რომანოვის შეკვეთით დააპროექტა.

  • ბაკურიანი

    სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

    ბორჯომიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი. ზამთარში ბაკურიანში ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებითა და ატრაქციონებით დაკავდნენ, გაზაფხულსა და ზაფხულში კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენონ.

სასტუმროები ბორჯომში

ბორჯომის სასტუმროები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, წიწვოვანი ტყეების ჩრდილქვეშაა აშენებული. ნომრებიდან მდინარის ხეობებისა და მარადმწვანე ხეების თვალისმომჭრელი ხედები იშლება. 

სასტუმრო ქრაუნ პლაზა საუკეთესო ადგილას, ცენტრალური პარკის შესასვლელთან მდებარეობს. სუფთა ჰაერზე გასეირნების შემდეგ სასტუმროს კომფორტულ ნომრებში დაისვენებთ, ივახშმებთ და ღვინის ბარსაც ესტუმრებით. 

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი ქალაქ ბორჯომში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. ბორჯომი ლიკანი ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

რომანოვების ცნობილი საზაფხულო სასახლე, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს, კიდევ ერთი მიზეზია ბორჯომი ლიკანში სტუმრობისათვის. 

სასტუმრო Golden Tulip Borjomi ქალაქის სიმბოლოდ აღიარებულ შენობაში გაიხსნა. ეგზოტიკური ინტერიერი, ირანული დეკორის ელემენტები, ბროლის სარკეები და ფერადი ვიტრაჟები თავს ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარში გაგრძნობინებთ. 

ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.

სასტუმროები ბორჯომში

რესტორნები ბორჯომში

ბორჯომში რესტორნები ტრადიციული ქართული ქართული და ევროპული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან. 

ბორჯომის სილამაზის ხიდთან, კაფე იგგიში განსაკუთრებულად გემრიელი კერძები და სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ. 

რესტორანი ბორჯომი ლიკანი გამორჩეულია საერთაშორისო სამზარეულოს მდიდარი არჩევანით, ქართული, ევროპული და აზიური კერძებით. რესტორანს აქვს ღია ტერასა, რომელიც სტუმრებისათვის ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით მიმზიდველია.

ხშირად დასმული კითხვები

თბილისი ბორჯომი მატარებელი

თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე, თბილისის ცენტრალური სადგურის მოედნიდან. 

 

მატარებლის # დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
685/686 თბილისი- ბორჯომი 18:20 22:37 5:50 10:11

 

ბილეთის ღირებულება: 2₾

როდის არის საუკეთესო წასასვლელად?

ბორჯომში დასვენება გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე შეგიძლიათ. ბორჯომის პარკი და ატრაქციონები ტრადიციულად 1 ივნისს იხსნება. 

თუკი მთისა და თოვლის კურორტების მოყვარული ხართ, ბორჯომს ზამთარში შეგიძლიათ ესტუმროთ. აქედან 7 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი.