ხის კოტეჯები – საუკეთესო 19 კოტეჯი
ხის კოტეჯები იდეალურია მშვიდი და სრულფასოვანი განტვირთვისთვის. კომფორტული და მყუდრო გარემო შესანიშნავია ნებისმიერი სეზონისთვის, რადგან ქმნის ბუნებასთან მეტი სიახლოვის ასოციაციას. სწორედ ამიტომ ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად და კომფორტული დასვენებისთვის, გთავაზობთ საუკეთესო კოტეჯებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
19 საუკეთესო ხის კოტეჯების ტიპის სასტუმრო
1. Bude mestia
მესტიაში მყუდრო და რომანტიული დასვენებისთვის იდეალურია თუ აირჩევთ Bude mestia კოტეჯებს. სასტუმრო გამოირჩევა ადგილმდებარეობით. მარადმწვანე ტყეში მოქცეული კომფორტული კოტეჯები გასაოცარი ხედებით გასიამოვნებთ. ამასთან თითოეულ კოტეჯში დაგხვდებათ უმაღლესი დონის კომფორტი, რაც ზაფხულსა თუ ზამთარში დასვენებისთვის, სასიამოვნო ატმოსფეროს შეგიქმნით. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორადგილიანი კოტეჯები, ასევე შედარებით დიდი კოტეჯი ოჯახისთვის. ასეთ კოტეჯებში 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
კოტეჯების წინ მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე, სადაც საღამოობით იმართება ფილმის და მუსიკალური საღამოები, ინთება კოცონი და იქმნება სასიამოვნო გარემო, რომელიც თან გაგართობთ და თან განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. ასევე სასტუმროს გუნდი უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ, სადაც ასევე გათვალისწინებულია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის.
Booking რეიტინგი: 8.2 very good
მისამართი: (43.04043, 42.75429) მესტია
ახლოს მდებარე ობიექტები: თეთნულდის საბაგირო, მდინარე მულხრა, კაფე მესტ-თიი
სტანდარტული ფასი: 196₾
2. Heskhili huts
თუ სვანეთში დასვენებისას მხიარულ გარემოს ეძებთ, მოგეწონებათ ცნობილი სასტუმრო Heskhili huts. სასტუმროს მდებარეობა უნიკალურია. მწვანე ტყეების ჰორიზონტი რომელიც თოვლიანი კავკასიონის მწერვალებით ბოლოვდება უნიკალურ სანახაობას ქმნის. ველზე განლაგებული კოტეჯები ასევე გამორჩეულია დიზაინის კუთხითაც. აქ ძალიან მყუდრო ატმოსფეროა შექმნილი, რათა უკეთ იგრძნოთ სვანური კულტურის უნიკალურობა და სიდიადე. შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორადგილიანი კოტეჯები, რომლებიც იდეალურია წყვილებისთვის, ასევე საოჯახო კოტეჯები, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეულ კოტეჯში დაგხვდებათ უმაღლესი დონის კომფორტი და სასიამოვნო გარემო.
იმისთვის რომ უფრო მრავალფეროვანი მოგონებები დააგროვოთ სვანეთში მოგზაურობისას, Heskhili huts სასტუმრო სხვადასხვა დამატებით აქტივობას გთავაზობთ. მათ შორის ველო ტურებს, აერობიკის კლასებს, მხიარულ საღამოებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით, თემატურ ვახშმებს და კარაოკეს. უფრო აქტიური დასვენებისთვის კი შეგიძლიათ გაერთოთ ბადმინტონით, ტენისით ან მოაწყოთ საფეხმავლო ტური.
Booking რეიტინგი: 9.3 wonderful
მისამართი: ჰეკშილი, მესტიის მუნიციპალიტეტი, 3208
ახლოს მდებარე ობიექტები: ელიას ეკლესიის ნანგრევი, წმ. გიორგის ეკლესია, წმ ბარბარეს ეკლესია
სტანდარტული ფასი: 100₾
3. Ushguli Cabins
უშგულში დასვენებისას, სასტუმრო Ushguli Cabins განსაკუთრებით მყუდრო გარემოს შეგიქმნით. ხის ინტერიერი ტრადიციულ დეკორთან ერთად გასაოცრად წარმოაჩენს უშგულის უნიკალურ მთის ხედებს. ასევე ეს ადგილი იდეალურია თუ ოჯახთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან ერთად ისვენებთ სვანეთში. Ushguli Cabins-ში შეგიძლიათ იქირაოთ საოჯახო ბიუჯეტური ნომრები სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯების ნაწილში განთავსებულია ორსართულიანი საწოლებიც.
ამასთან სასტუმროს გუნდი უგემრიელესი ადგილობრივი და ჯანსაღი საუზმით გაგიმასპინძლდებათ. აქ შეგიძლიათ დიეტური მენიუც დააგემოვნოთ ან ისარგებლოთ საუზმე ოთახში-ს სერვისით. დამატებით კი შეგიძლიათ გაერთოთ საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებით, რაც სვანეთის ბუნებაში ნამდვილად უნიკალური გამოცდილება იქნება. სასტუმრო თევზაობის მოყვარულებს საჭირო ინვენტარითაც დაგეხმარებათ.
Booking რეიტინგი: 8.7 exceptional
მისამართი: ჟიბიანი, 3214, უშგული
ახლოს მდებარე ობიექტები: უშგულის მუზეუმი, წმ. გიორგის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია
სტანდარტული ფასი: 120₾
4. Villa Edemi
კურორტზე დასვენებისას, განსაკუთრებით სასიამოვნოა ტრადიციულ კოტეჯებში დასვენება. ასე უფრო მეტად მყუდრო ატმოსფერო იქმნება, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებს. სწორედ ასე გაალამაზებს თქვენს დასვენებას წყალტუბოში მდებარე სასტუმრო Villa Edemi. ფერადი დიზაინი, ულამაზესი ეზო და გულთბილი მომსახურება სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროში ხელმისაწვდომია 3 ადგილიანი ნომრები, ე.წ სტუდიო ტიპის კოტეჯები, რომლებიც უმაღლესი დონის კომფორტითაა მოწყობილი.
ამასთან სასტუმროში შეგიძლიათ ჯანსაღი საუზმე დააგემოვნოთ, გაისერინოთ ულამაზეს ეზოში და დაისვენოთ სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. უფრო მხიარული დროის გატარებისთვის შეგიძლიათ ღია ტიპის აუზით ისარგებლოთ ან განიტვირთოთ ე.წ თურქულ აბანოში.
Booking რეიტინგი: 8.9 exceptional
მისამართი: ვაჟა ფშაველას მეორე შესახვევი 11ა, წყალტუბო
ახლოს მდებარე ობიექტები: სტადიონი, ცივი ტბა, თეთრი მღვიმე,
სტანდარტული ფასი: 150₾
5. Ardoti Guest house
თუ მთის საუკეთესო ხედებთან ერთად გსურთ დაისვენოთ, მაშინ ამისთვის იდეალურია თუ აირჩევთ Ardoti Guest house-ს. ეს არის არდოტში მდებარე უნიკალური სასტუმრო, მთის პანორამული ხედებით, თანამედორვე და მყუდრო დიაინით და მრავალფეროვანი სერვისებით. აქ თითოეული ნომერი ნათელი და ამასთან მყუდროა. ხელმისაწვდომია როგორც ორადგილიანი ასევე კოტეჯი, სამი საწოლით. ეს ადგილი იდეალურია თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში განტვირთვა გსურთ.
სასტუმრო უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ. აღსანიშნავია რომ საუზმის მირთმევა ღია ცისქვეშ განთავსებულ ორიგინალურ სივრცეებში შეგიძლიათ, საიდანაც უნიკალური მთის ხედები იშლება. დამატებით შეგიძლიათ იქირაოთ ცხენი და უფრო ახლოს გაიცნოთ არდოტის საუცხოო ბუნება.
Booking რეიტინგი: 9.6 exceptional
მისამართი: არდოტი, შატო-მუცო, 1618
ახლოს მდებარე ობიექტები: არდოტის ჩანჩქერი
სტანდარტული ფასი: 90₾
6. Ushba Cottages
უშბის გასაოცარი ხედებისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ სასტუმრო Ushba Cottages-ს, სადაც მყდურო და ოჯახური გარემო დაგხვდებათ, ხის ინტერიერით, ფერადი დეკორითა და გულთბილი მასპინძლებით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი ტიპის, ორადგილიანი ნომრები. სასტუმრო იდეალურია თუ სვანეთს ზამთარში სტუმრობთ და ამასთან გსურთ თხილამურებით სრიალი. Ushba Cottages-ში შეგიძლიათ იქირაოთ საჭირო ინვენტარი და გამოსცადოთ სვანეთის უნიკალური სათხილამურო ტრასები.
უფრო მეტი გართობა კი შეგიძლიათ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებით. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ კანოე და ისიამოვნოთ ექსტრემალური თავგადასავლებით მთის მდინარეში. დამატებით სასტუმრო უგემრიელეს საუზმეს გთავაზობთ, ბარ-რესტორანთან ერთად.
Booking რეიტინგი: 9.8 exceptional
მისამართი: ბეჩო, 3210
ახლოს მდებარე ობიექტები: მარკეტი, მაცხოვრის ეკლესია
სტანდარტული ფასი: 150₾
7. Haeri Utsera
რაჭაში დასვენებისას განსაკუთრებით სასიამოვნოა მყუდრო გარემოში დასვენება. ამიტომ კოტეჯის ქირაობა საუკეთესო ალტერნატივაა. ცნობილი სასტუმრო Haeri utsera ამ მხრივ ძალიან კომფორტულ გარემოსა და სერვისებს გთავაზობთ. თანამედროვე ტიპის კოტეჯებიდან გასაოცარი ხედები იშლება, უწერას საუცხოო ბუნებაზე.
აქ შესაძლებელია სტანდარტული, ერთ-საძინებლიანი კოტეჯების ქირაობა რაც იდეალურია, თუ რაჭას საყვარელ ადამიანთან ერთად სტუმრობთ. კოტეჯებში სასიამოვნო ინტერიერი, ფერადი დეკორი და მყუდრო ატმოსფერო დაგხვდებათ. თითოეული კოტეჯი ტერასასთან ერთადაა, რაც მშვიდად განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.
Booking რეიტინგი: 9.2 wonderful
მისამართი: უწერა, 3600
ახლოს მდებარე ობიექტები: რიონი, მინერალური წყაროები
სტანდარტული ფასი: 240₾
8. Landhaus
ბორჯომში დასვენებას არაფერი გახდის ისე კომფორტულს და მყუდროს როგორც დასვენება სასტუმრო Landhaus-ში. ეს არის სასტუმრო, რომელიც უნიკალურ ატმოსფეროს შეგიქმნით, ბორჯომის გასაოცარ ბუნებასთან ერთად. თანამედროვე და უმაღლესი დონის კომფორტით უზრუნველყოფილი კოტეჯების დაქირავება შესაძლებელია, როგორც 2 ასევე 4-6 ადამიანისთვის. შეგიძლიათ მყუდრო კოტეჯები აირჩიოთ, ერთი საძინებლით, ან იქირაოთ ორსაძინებლიანი კოტეჯი, რაც იდეალურია თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ.
არანაკლებ მყუდროა სასტუმროს გარე მოსასვენებელი სივრცეებიც. ბუხარი, ბარბექიუ საღამოები, ლამაზი ბაღი და დეკორატიული განათებები ძალიან მყუდრო და რომანტიულ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მეგობრულია შინაური ცხოველების მიმართ. ასე რომ თუ ბორჯომში დასვენებას თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად გადაწყვეტთ, Landhaus-ში თავისუფლად შეძლებთ დასვენებას.
Booking რეიტინგი: 9.5 exceptional
მისამართი: ბორჯომი, 1208
ახლოს მდებარე ობიექტები: ჩანჩქერი, ეკლესია, ბარი
სტანდარტული ფასი: 459₾
9. Datviani ranch
თუ განმარტოება და მშვიდი დასვენება გსურთ, ამისთვის იდეალურია ცხვარიჭამიაში მდებარე სასტუმრო Datviani ranch. იდეალურია თუ თბილისთან ახლოს ეძებთ განტვირთვის საშუალებას. სასტუმროს კოტეჯები შუაგულ ტყეშია განთავსებული და უმაღლესი დონის კომფორტთან ერთად, სასიამოვნო და მყუდრო გარემოთი გამოირჩევა. თითოეული კოტეჯი ერთი საძინებლისგან შედგება. ასე რომ თუ საყვარელ ადამიანთან ერთად გსურთ დასვენება, ამისთვის Datviani ranch შესანიშნავი არჩევანია.
კოტეჯში ყველა საჭირო პირობა დაგხვდებათ სრულყოფილი დასვენებისთვის. მათ შორის სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა კვება მარტივად უზრუნველყოთ. დამატებით, სასტუმროს ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე ღია ცისქვეშ დასვენებისთვის. შეგიძლიათ მოაწყოთ ბარბექიუ საღამოები ან ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებით კოტეჯების ტერასაზე.
Booking რეიტინგი: 9.2 superb
მისამართი: ჩირაღდნის ქუჩა, 3314, ცხვარიჭამია
ახლოს მდებარე ობიექტები: თბილისის ეროვნული პარკი, საბადურის ტყე, ზოოლოგიური ცენტრი
სტანდარტული ფასი: 261₾
10. Jvarisa glamping
Jvarisa glamping-ში დასვენება თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ. ამბროლაურში მდებარე ეს სასტუმრო უნიკალური ინფრასტრუქტურით, დიზაინით და საუცხოო მდებარეობით გამოირჩევა. პატარა მყუდრო კოტეჯი ტყის ზღაპრის პერსონაჟების სახლს მოგაგონებთ, თუმცა რეალურად ეს საკმაოდ მოცულობითი კოტეჯია, სადაც ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეს იდეალური ადგილია წყვილებისთვის და ასევე მათთვის, ვინც მშვიდი დასვენების ალტენრატივას ეძებს.
სასტუმროში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სრულყოფილი დასვენებისთვის. არ შეიძლება არ აღინიშნოს სასტუმრო ულამაზესი ეზო, განათებებით და ჭრელი ჰამაკებით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასტუმრო ნებას გრთავთ, დაისვენოთ შინაურ ცხოველთან ერთად.
Booking რეიტინგი: 10 exceptional
მისამართი: პირველის ქუჩა, ჯვარისა, ამბროლაური 0400
ახლოს მდებარე ობიექტები: კახაბერის მარანი, ჯვარისას მაცხოვრის საყდარი, ზნაკვას დიდი ჩანჩქერი
სტანდარტული ფასი: 270₾
11. Reserve resort lagodekhi
თუ ზაფხულის მხიარულად გატარება გსურთ და ამასთან ბუნებაში განტვირთვაც თქვენი დასვენების მიზანია, მაშინ აუცილებლად ისიამოვნებთ ლაგოდეხში მდებარე სასტუმრო Reserve resort lagodekhi-ით. ხის მყუდრო კოტეჯები, კომფორტი, ულამაზესი ბუნება, ღია აუზი, გასართობი აქტივობები იდეალურ გარემოს ქმნის ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის. ასე რომ მოგზაურობთ მარტო, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად, Reserve resort lagodekhi სასიამოვნო დასვენებას გთავაზობთ.
სასტუმროში ხელმისაწვდომია როგორც ერთსაძინებლიანი კოტეჯები, ასევე კოტეჯები ორი საძინებლით, რომელიც იდეალურია თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ. თითოეული კოტეჯი უმაღლესი კომფორტითაა მოწყობილი. სასტუმრო გემრიელ მენიუს გთავაზობთ მყუდრო რესტორანში და დამატებით საფეხმავლო ტურებს ლაგოდეხში, იმისთვის რომ ეს ულამაზესი ადგილი უკეთ გაიცნოთ.
Booking რეიტინგი: 9.3 superb
მისამართი: ხიზაბავრა, ლაგოდეხი 2701
ახლოს მდებარე ობიექტები: ნინოსხევის ჩანჩქერი, ლაგოდეხის ნაკრძალი
სტანდარტული ფასი: 312₾
12. Sno cottage
სასტუმრო Sno cottage სასიამოვნო გარემოს გთავაზობთ, რაც სნოში დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს და დაუვიწყარს გახდის. გასაოცარი მთის ხედები, თანამედროვე კლასიკური დიზაინი და უმაღლესი დონის კომფორტი ის მთავარი ფაქტორებია, რაც Sno cottage-ის სტუმრებში დადებით შეფასებებს იწვევს.
სასტუმროს კოტეჯი ერთი საძინებლისგან შედგება და შესაბამისად, აქ ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ადგილი იდეალურია მათთვის ვინც სნოში დასვენებას საყვარელ ადამიანთან ერთად გეგმავს. არ შეიძლება არ აღინიშნოს სასტუმროს მყუდრო ეზო და ბაღი, რომელიც ყველა სეზონზე გამორჩეულად ლამაზია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასტუმრო მეგობრულია შინაური ცხოველების მიმართაც და არ გააჩნია კონკრეტული შეზღუდვა.
Booking რეიტინგი: 9.0 superb
მისამართი: სნო, ყაზბეგი, 4704
ახლოს მდებარე ობიექტები: წმ. ნინოს დედათა მონასტერი, სნოს ციხე
სტანდარტული ფასი: 200₾
13. Cottage sataplia superior chalet
იმისთვის რომ სათაფლიის საუცხოო ბუნებით კიდევ უფრო ისიამოვნოთ, იდეალური არჩევანი იქნება დასვენება Cottage sataplia superior chalet-ში. ულამაზეს ბუნებაში განთავსებული ნახევრად გამჭირვალე კოტეჯი საოცარი ტყისა და მთის ხედებით კიდევ უფრო ფერად და ლამაზ გარემოს ქმნის. კოტეჯი უმაღლესი დონის კომფორტითაა მოწყობილი და აქ ყველაფერი დაგხვდებათ იდეალური და სრულფასოვანი დასვენებისთვის.
ადგილი იდეალურია თუ ბუნებაში განტვირთვა გსურთ ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად. კოტეჯი ორ საძინებელს მოიცავს და საკმაოდ მასიურია. ამასთან კოტეჯის ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე, სააც შეგიძლიათ ბარბექიუ საღამოები მოაწყოთ და ბუნების სილამაზით ისიამოვნოთ.
Booking რეიტინგი: 10 exceptional
მისამართი: სათაფლია, ქუთაისი
ახლოს მდებარე ობიექტები: სათაფლიის ნაკრძალი, რესტორნები “პიკნიკის ადგილი,” “კვალი”
სტანდარტული ფასი: 360₾
14. Cozy cottage FellFree Continental Didi ateni
როგორც სასტუმრო Cozy cottage FellFree Continental Didi ateni სახელშივე გამოკვეთს, იგი გამოირჩვა კომფორტული და მყუდრო ატმოსფეროთი. დიდი ატენის ულამაზესი ბუნების ხედებთან ერთად, ეს სასტუმრო შეგიქმნით იდეალურ გარემოს რათა განიტვრითოთ მშვიდად, სუფთა ჰაერზე და შეიქმნათ საუკეთესო მოგონებები. მყუდრო კოტეჯი ამასთან ნათელია, რათა ისიამოვნოთ საუცხოო ხედებით. კოტეჯი ერთ დიდ საძინებელს მოიცავს სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარის მქონე სამზარეულო სივრცით და მოსასვენებელი ოთახით.
თუ დიდ ატენს ზამთარში ესტუმრებით, კოტეჯში შეგიძლიათ ბუხარი დაანთოთ რაც უფრო მყუდრო გარემოს შექმნის. ზაფხულში კი სეზონური ღია ტიპის აუზით ისარგებლოთ და ასე განიტვრითოთ ულამაზეს ბუნებაში.
Booking რეიტინგი: 9.8 exceptional
მისამართი: დიდი ატენი
ახლოს მდებარე ობიექტები: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, კვირაცხოვლის ეკლესია, მდინარე ტანა
სტანდარტული ფასი: 264₾
15. Kazbegi Cabin
თუ ყაზბეგში დასვენებისას საუკეთესო მთის ხედებით გსურთ დატკბეთ, მაშინ სასტუმრო Kazbegi Cabin-ის ნომრები ამისთვის საუკეთესო არჩევანია. გარდა იმისა, რომ თითოეული ნომერი აქ განსაკუთრებულად მყუდრო და კომფორტულია, გამორჩეულია გასაოცარი და ნათელი მთის ხედებით, რაც საუცხოო გარემოს ქმნის დასვენებისთვის. აღსანიშნავია თანამედროვე ინტერიერის მქონე კოტეჯებიც, რომელიც უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი. აქ დაგხვდებათ კოტეჯები, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, რაც იდეალური შესაძლებლობაა თუ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მოგზაურობთ ყაზბეგში.
ამასთან სასტუმროს გუნდი გაგიმასპინძლდებათ ჯანსაღი მენიუთი და საუზმით. განტვირთვისთვის მოწყობილია გარე მოსასვენებელი სივრცეები ხის ავეჯით და გარე ბუხარით, უფრო მყუდრო საღამოებისთვის. ამასთან შეგიძლიათ ისარგებლოთ ტურების სერვისით ყაზბეგში, საღამოს ისიამოვნოთ ფილმის საღამოებით ან გაისეირნოთ ცხენით.
Booking რეიტინგი: 8.9 fabulous
მისამართი: ბეთლემის ქუჩა 18, სოფელი გერგეტი, სტეფანწმინდა, 0108
ახლოს მდებარე ობიექტები: ზიპლაინი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, კაფე,
სტანდარტული ფასი: 350₾
16. Woodpecker
ბათუმში, მთის მოყვარულებისთვის დასასვენებლად იდეალური ადგილია ქალაქთან ახლოს მდებარე სასტუმრო Woodpecker, სადაც ზღვისა და ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევაა შესაძლებელი. აქ დაგხვდებათ ულამაზესი მწვანე ტყეებით დაფარული მთის ხედები და გასაოცარი ბუნება, მყუდრო კოტეჯებთან ერთად. სასტუმრო უმაღლესი დონის კომფორტულ ნომრებს გთავაზობთ, საუცხოო პანორამული ხედებით, ღია ჯაკუზითა და მეგობრული პერსონალით. ეს იდეალური ადგილია თუ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად და რომანტიულად გსურთ დასვენება.
Woodpecker-ის კოტეჯები ორსაძინებლიანია და მათში 6-ზე მეტი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯებში ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი დასვენებისთვის. აქ დაგხვდებათ სამზარეულო საჭირო აღჭურვილობით, ბარი, ცხელი ჯაკუზი ღია ცისქვეშ და ტერასა მშვიდი დასვენებისთვის.
Booking რეიტინგი: 9.2 superb
მისამართი: ბათუმი, 6400
ახლოს მდებარე ობიექტები: ჭოროხი, გვარას ციხე, თამარ მეფის ციხე
სტანდარტული ფასი: 670₾
17. Sioni Lake house
ხის მყუდრო ინტერიერი, ორიგინალური დეკორაციები, ნათელი ოთახები და გასაოცარი ღია ჰორიზონტი, ულამაზეს ბუნებასთან სწორედ ისაა რაც Sioni Lake house-ში დაგხვდებათ. ეს კოტეჯი საუკეთესო საშუალებაა გაექცე დატვირთულ რუტინას და მშვიდად დაისვენო ბუნებაში. კოტეჯი ერთსაძინებლიანია და მაქსიმუმ 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეს იდეალური ადგილია თუ საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებას გეგმავთ, რადგან Sioni Lake house-ის ინტერიერი ძალიან მყუდრო და რომანტიულია. არ შეიძლება გამოვტოვოთ კოტეჯის ტერასა, სადაც შეგიძლიათ საუცხოო ბუნებით ისიამოვნოთ.
თუმცა თუ უფრო მეტ თაგადასავალს ეძებთ, შეგიძლიათ სასტუმროს გუნდისგან შემოთავაზებული ტურებით ისარგებლოთ. კონკრეტულად შეგიძლიათ იქირაოთ თევზაობისთვის საჭირო აღჭურვილობა, გაისერინოთ ცხენით ან მოაწყოთ ლაშქრობა, სიონის გასაოცარ ბუნებაში.
Booking რეიტინგი: 8.7 fabolous
მისამართი: სიონის ტბა, 2507, სიონი
ახლოს მდებარე ობიექტები: სიონის ტბა, კაფე, სიონის კაშხალი
სტანდარტული ფასი: 225₾
18. Dumbo eco camp
გურიაში დასვენება იდეალურია მაშინ თუ სრულად გაქვს შესაძლებლობა შეიგრძნოთ ამ კუთხის გასაოცარი ბუნება, რომელიც ერთდროულად აერთანებს ტროპიკულ და მთის ფლორას. სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევთ ცნობილი სასტუმრო Dumbo eco camp. ულამაზესი მთის ხედები, ფერადი ეზო მრავალფეროვანი მოსასვენებელი სივრცეებით და კომფორტული კოტეჯი გასაოცარ გარემოს ქმნის და გაძლევთ შესაძლებლობას დაისვენოთ სრულფასოვნად. Dumbo eco camp იდეალურია წყვილებისთვის, მათთვის ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს და მათთვისაც ვისაც სამეგობროსთან ერთად მხიარული დროის გატარება სურს.
აუცილებელია აღინიშნოს სასტუმროს უთბილესი და მეგობრული გუნდი, რომელიც სახელგანთქმული გურული სტუმართასპინძლობით მიგიღებენ. აქ შეგიძლიათ იქირაოთ ორადგილიანი კარავი, ნომერი ორი ადამიანისთვის ან სრული კოტეჯი, სადაც განთავსებულია ერთი საძინებელი. მხიარულ განწყობას კი ეზოში მდებარე ფერადი ბარი და სხვადასხვა თემატიკის წვეულება შეგიქმნით.
Booking რეიტინგი: 9.3 superb
მისამართი: სოფელი გომი, 3908
ახლოს მდებარე ობიექტები: სუპერმარკეტი, მდინარე ბჟუჟი, რესტორანი
სტანდარტული ფასი: 140₾
19. Best House Merisi
ერთი სიტყვით რომ ავღწეროთ გარემო, რომელიც აჭარაში მდებარე Best House Merisi
სასტუმროში დაგხვდებათ არის რომანტიული. ეს არის გასაოცარი კოტეჯის ტიპის სასტუმრო, რომელიც იდეალურია წყვილებისთვის. ხის მყუდრო ინტერიერი, ორიგინალური დეკორი, რომანტიული გაფორმება და საუცხოო მთის ხედები საუცხოო გარემოს ქმნის იმისთვის რომ მშვიდად დაისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ნახევრად გამჭირვალე ნომრები გაძლევთ შესაძლებლობას უკეთ ისიამოვნოთ საუცხოო ხედებით, რომელიც ნებისმიერ სეზონზე შთამბეჭდავია.
აქ ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი განტვირთვისთვის, საუზმე ნომერში, აივანი პანორამული ხედებით და კოტეჯი ყველა საჭირო ინვენტარით და უმაღლესი დონის კომფორტით დადებით შეფასებებს იმსახურებს ვიზიტორებისგან. კოტეჯი ორი საძინებლისგან შედგება. აუცილებელია აღინიშნოს ის რომ კოტეჯში განთავსებულია ჯაკუზი, რაც განტვირთვისთვის იდეალურია.
Booking რეიტინგი:
მისამართი: მერისი
ახლოს მდებარე ობიექტები: მერისის ჩანჩქერი
სტანდარტული ფასი: 400₾
რატომ ხის კოტეჯები?
ხის კოტეჯებში დასვენება შეიძლება ასოცირდებოდეს ნაკლებ კომფორტთან, თუმცა ეს ასე არაა. პირიქით ხის კოტეჯებში დასვენება უნიკალურ და საუცხოო ატმოსფეროს ქმნის, რომელიც თითქოს აახლოვებს ბუნებასთან და განტვირთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ხის ინტერიერი, ფერადი დეკორები, საუცხოო ხედები ბუნებაზე, ბუხარი, ხის ტერასები, თბილ ჩაისთან ერთად იდეალურია ზაფხულის და ზამთრის სეზონისთვის.
კოტეჯების უპირატესობაა ასევე ის რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებელს შეესაბამება. ეს იდეალური ალტერნატივაა სამეგობროსთან ერთად გასართობად, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის და ასევე საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიული მოგზაურობის მოსაწყობად. ამიტომ გარემო რომელსაც ხის კოტეჯების ტიპის სასტუმროები ქმნის ნამდვილად ღირს ცდად.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ხის კოტეჯის ქირაობა?
ხის კოტეჯების ქირაობის ფასი მათი პირობებისა და მდებარეობის მიხედვით განსხვავდება და საშუალოდ 100 ლარიდან იწყება და იზრდება 500 ლარამდე.
რომელია ორსაძინებლიანი ხის კოტეჯები?
ორსაძინებლიანი ხის კოტეჯებია Landhaus და Woodpecker.
რომელ ხის კოტეჯებშია ნებადართული შინაური ცხოველის შეყვანა?
შინაურ ცხოველთან ერთად დასვენების ნებას ბევრი ხის კოტეჯის ტიპის სასტუმრო რთავს, მათ შორის Jvarisa glamping და Sno cottage.
რომელი ხის კოტეჯები მდებარეობს ტყესთან ახლოს?
ტყესთან ახლოს მდებარეობს ხის კოტეჯები Woodpecker, Datviani ranch და Bude mestia.
რომელია ცნობილი ხის კოტეჯების ტიპის სასტუმროები?
ცნობილი ხის კოტეჯების ტიპის სასტუმროებია: Bude mestia, Ardoti Guest house და Best House Merisi.
რომელ ხის კოტეჯებს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?
ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ ხის კოტეჯებს Jvarisa glamping და Cottage sataplia superior chalet.
რომელ ხის კოტეჯებშია ხელმისაწვდომი უფასო ინტერნეტი?
ყველა ხის კოტეჯის ტიპის სასტუმროშია წვდომა უფასო ინტერნეტზე.
რომელი ხის კოტეჯების ტიპის სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს უფასო პარკინგ სივრცეს?
ყველა ხის კოტეჯის ტიპის სასტუმრო უზრუნველყოფს ვიზიტორებს უფასო პარკინგ სივრცით.
რომელი ხის კოტეჯების სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორს დამატებით ტურებს?
დამატებითი ტურები ხელმისაწვდომია შემდეგ ხის კოტეჯებში: Reserve resort lagodekhi, Heskhili huts, Ushguli Cabins, Ushba Cottages და Kazbegi Cabin.
რომელია იდეალური ხის კოტეჯები წყვილებისთვის?
წყვილებისთვის იდეალურია ხის კოტეჯები Best House Merisi, Ardoti Guest house და Haeri utsera.
რომელია იდეალური ხის კოტეჯების სასტუმრო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის?
ოჯახთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია ხის კოტეჯები: Landhaus, Reserve resort lagodekhi და Dumbo eco camp.