შოვი
შოვი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. შოვის ნოტიო ჰავა, ულამაზესი ხედები და გასაოცარი ბუნების ძეგლები, ყოველწლიურად უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. კურორტი იდეალური ადგილია არა მარტო სამკურნალო თვისებების გამო, არამედ ლაშქრობისთვის და სათავგადასავლო ტურიზმისთვის.
შოვის შესახებ
შოვი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ის წარმოადგენს უნიკალურ კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს, რომელიც მდინარე ჭანჭახის ხეობას და ოსეთის სამხედრო გზას მოიცავს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ნოტიო ჰავით, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე. აღსანიშნავია, რომ შოვი არა მარტო ჰავით, არამედ მინერალური წყაროებითაც ეხმარება ვიზიტორებს გაამდიდრონ ორგანიზმი ისეთი სასარგებლო მინერალებით, როგორიცაა ნატრიუმი და კალციუმი.
შოვის ღირსშესანიშნაობები
კურორტული ზონიდან გამომდინარე, შოვში ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილი ბუნების ძეგლია. თუმცა, თუ მისტიური ადგილები და არქიტექტურული ძეგლები გიზიდავთ, ასევე შეგიძლიათ ძველი სანატორიუმების და რეზიდენციის მონახულებაც. ამ ყოველივეზე, დეტალებს გაეცანით ქვემოთ:
სასტუმროები შოვში
შოვში სასტუმროების არც ისე დიდი არჩევანია. აქ უფრო მეტად კერძო ტიპის საოჯახო სასტუმროებს შეხვდებით, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ ოთახები. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ დაისვენოთ ცნობილ სასტუმროებში “სანსეტ შოვი” და “შოვი,” სადაც დაგხვდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო, უგემრიელეს ქართულ სამზარეულოსთან ერთად, ორივე სასტუმრო გასაოცარი ბაღითა და ხედებით გამოირჩევა, რაც თქვენს მოგზაურობას, კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
რესტორნები შოვში
შოვში რესტორნების მცირე არჩევანია, თუმცა თითოეული მათგანი, გამოირჩევა განსაკუთრებულად მყუდრო გარემოთი და უგემრიელესი ქართული კერძებით. რაჭულ სტუმართმოყვარეობასთან და ღვინოსთან ერთად, შოვში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გასაოცარი კერძები რესტორნებში “ჩხოჩური,” და “ჩვენი ეზო.”
ტურისტებისთვის ასევე საყვარელი ადგილია “რესტორანი,” რომელიც ტყეში მდებარე კოტეჯებშია მოწყობილი და სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული რაჭული კერძები და ამასთან ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მოვხვდეთ შოვში თბილისიდან?
თბილისიდან მანძილი 258 კილომეტრია და შოვში ჩასასვლელად 4 საათზე მეტი დაგჭირდებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი მიმართულებით დანიშნული სამარშრუტო ტაქსები იშვიათია. ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელია, თუ აირჩევთ თბილისის ავტოსადგურიდან გამავალ ავტობუსს თბილისი-ონის მიმართულებით.
ონიდან კი, შოვის მიმართულებით შეგიძლიათ კვლავ სამარშრუტო ტაქსით იმგზავროთ. ონიდან მანძილი დაახლოებით 30 კმ-ია და მგზავრობისთვის საშუალოდ 40 წუთი დაგჭირდებათ.
რა მანძილზე მდებარეობს შოვი ქუთაისიდან?
კურორტი შოვი ქუთაისიდან 147 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
რამდენადაა დაშორებული კურორტი შოვი, უწერადან?
შოვსა და უწერას შორის მანძილი დაახლოებით 17 კილომეტრია და მანქანით მგზავრობისთვის, დაგჭირდებათ 25 წუთი.
როდის არის საუკეთესო დრო შოვის მოსანახულებლად?
შოვში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი, ივნისი-ოქტომბერია. ამ დროს ბუნება განსაკუთრებით ლამაზი, ხოლო ამინდები მოგზაურობისთვის კომფორტულია.