ილუზიების მუზეუმი - iluziebis muzeumi

ილუზიების მუზეუმი

  1. სანახაობები

ილუზიების მუზეუმი ის ადგილია, რომელიც ყოველი ვიზიტისას განსხვავებულ სამყაროში გამოგზაურებთ. თუ გსურთ დაივიწყოთ რეალობა და გაიმხიარულოთ ყოველდღიურობა, თბილისში მდებარე, ილუზიების მუზეუმში ვიზიტით, დაუვიწყარ მოგონებებს შეაგროვებთ. თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ დეტალები ქვემოთ.

ილუზიების მუზეუმი

ილუზიების მუზეუმი ის ადგილია, რომელიც ყოველი ვიზიტისას განსხვავებულ სამყაროში გამოგზაურებთ. თუ გსურთ დაივიწყოთ რეალობა და გაიმხიარულოთ ყოველდღიურობა, თბილისში მდებარე, ილუზიების მუზეუმში ვიზიტით, დაუვიწყარ მოგონებებს შეაგროვებთ. თუ გსურთ გაიგოთ მეტი, იხილეთ დეტალები ქვემოთ. 

ილუზიების მუზეუმის შესახებ

ილუზიების მუზეუმი 2019 წელს დაარსდა და წარმოადგენს უნიკალურ ადგილს, რომელიც არღვევს ყველა ფიზიკის კანონს და გამოგზაურებთ არარეალურ სამყაროში. გასართობი სივრცე გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. შესაბამისად, თუ ეძებთ განსხვავებულ თავგადასავლებს თქვენს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია. 

ილუზიების მუზეუმი ორიენტირებულია მრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, ყოველ სეზონსა თუ დღესასწაულზე, ის განსხვავებული თემატიკის აქტივობებს და სანახაობას გთავაზობთ. მუზეუმი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სივრცეებს, როგორიცაა ანტი გრავიტაციის ოთახი, უსასრულო და მბრუნავი ოთახები, ორაზროვანი ცილინდრის ექსპონანტი და ჰოლოგრამების ოთახი, სადაც პერიოდულად სხვადასხვა მხატვრისა, თუ თემატიკის სივრცეები იქმნება.

პრაქტიკული ინფორმაცია

ილუზიების მუზეუმი მრავალფეროვანი გასართობი სივრცეა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, სანამ ეწვევით, გარკვეული დეტალების ცოდნაა საჭირო. ეს ინფორმაცია კი, იხილეთ ქვემოთ:

სამუშაო საათები

ილუზიების მუზეუმი თითქმის ყოველთვისაა ღია, ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის. ვიზიტისთვის კონკრეტული დრო არ არის გამოყოფილი, თუმცა საშუალოდ თქვენ 1 საათზე მეტი დაგჭირდებათ, რადგან ილუზიური ფოტოების გადაღება, საკმაო დროს მოითხოვს. დღესასწაულებში ისინი დამატებით ვიზიტებსაც კი გეგმავენ, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ უნიკალურ თავგადასავლში მონაწილეობა. დღესასწაულების გარდა კი მუზეუმის მონახულება შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ პერიოდში:

პერიოდისამუშაო საათები
ყოველდღე11:00 – 21:00

ბილეთის ფასები

ილუზიების მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი ვიზიტორის ასაკის მიხედვით განსხვავდება. გაითვალისწინეთ, რომ პირები, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით დაადასტურებენ, რომ არიან იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველოს ან უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები ან ICOM–ის წევრები, მუზეუმის მონახულებას უფასოდ შეძლებენ. 

დაჯავშნისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს, და აირჩიოთ სამი ოფციიდან ერთ–ერთი. ბილეთის ფასები იხილეთ ქვემოთ:

ვიზიტორის ასაკიბილეთის ფასი
0–დან 5 წლამდე ბავშვებიუფასო
6–დან 17 წლამდე ბავშვები23.5 ლარი
18–დან 24 წლამდე სტუდენტები26.5 ლარი
უფროსები31.5 ლარი

მდებარეობა

ილუზიების მუზეუმი, თბილისში, ბეთლემის ქუჩის, 10 ნომერში მდებარეობს. ფერად შენობას, გასაოცარი დეკორით მარტივად იცნობთ. ბეთლემის ქუჩა მთაწმინდის რაონშია. მეტრო “რუსთაველიდან” 30 წუთის, ხოლო მეტრო “თავისუფლების მოედნიდან” 12 წუთის ფეხით სავალ მანძილზე.

სერვისები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ილუზიების მუზეუმი გასაოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ილუზიების სამყარო მოიცავს ისეთ ექსპონანტებს როგორიცაა: კლონის მაგიდა, სკამის ილუზია, ეიმსის ოთახი, ანტი–გრავიტაციის ოთახი, მბრუნავი და უსასრულო ოთახი, VORTEX გვირაბი, უსასრულო გვირაბი, კალეიდოსკოპი, ორაზროვანი ცილინდრი, ეშმაკის ჯოხი, ცარიელი სახის ილუზია და სხვა. მუზეუმი საკმაოდ ხშირად ამატებს ახალ ექსპონანტებს, რომლებიც პარალელურ სამყაროში გამოგზაურებთ. 

მუზეუმი ასევე მოიცავს ჰოლოგრამულ სივრცეს, სადაც სხვადასხვა თემატიკის სივრცეები იქმნება და სრულიად განსხვავებულ ემოციებს ქმნის მნახველებისთვის. დღესასწაულებზე, თქვენ შეხვდებით სიყვარულის დღის, საშობაო, Halloween და სხვა თემით შთაგონებულ სივრცეებს.

ჯგუფური ღონისძიებები

გარდა პერსონალური ვიზიტებისა, ილუზიების მუზეუმი გთავაზობთ დაგეგმოთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, თუ თქვენ წარმოადგენთ ორგანიზაციას. მნიშვნელობა არ აქვს გჭირდებათ პრეზენტაციის თუ ჯგუფური ვიზიტების განხორციელება. ნებისმიერ თემატურ შეხვედრას, მუზეუმთან წინასწარი ჯავშანით შეძლებთ. ამისათვის საჭიროა, მინიმუმ 14 დღით ადრე, დაჯავშნოთ ვიზიტი და დააზუსტოთ თქვენთვის სასურველი აქტივობები. აღნიშნული ღონისიძიებები ასევე ითვალისწინებს დაბადების დღის თუ სხვა ტიპის წვეულების გამართვასაც, სადაც თქვენ ასევე შეგიძლიათ, ილუზიონისტის მომსახურებაც დაამატოთ.

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, ილუზიების მუზეუმის ადმინისტრაციას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ. ამისთვის შეგიძლიათ დაურეკოთ ნომერზე: +995 596 047 474 ან მიწეროთ მეილზე: info@museumofillusions.ge. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ, მათ ოფიციალურ Facebook გვერდს. 

საუკეთესო დრო სანახავად

ვინაიდან ილუზიების მუზეუმი შიდა გასართობ სივრცეს წარმოადგენს და ყოველ სეზონზე ვიზიტორებისთვის ღიაა, ნებისმიერი დრო იდეალური არჩევანია მის მოსანახულებლად. თუმცა, თუ ვიზიტს კონკრეტული დღესასწაულის პერიოდში გადაწყვეტთ, ბევრად დატვირთულ ემოციებს შეიძენთ, რადგან ამ დროს მუზეუმი განსაკუთრებით გასაოცარია და გამოირჩევა თემატური დეკორაციებით და დამატებითი აქტივობებით.

საინტერესო ფაქტები

  • ილუზიების მუზეუმი არა მარტო განსხვავებულ სამყაროებში მოგზაურობას გთავაზობთ, არამედ გაძლევთ შანსს, გამოიწვიოთ თქვენი გონება და გახდეთ უფრო ჭკვიანი, ვიდრე იქ მივლამდე იყავით. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ გონების თამაშების ოთახს და გამოსცადოთ, საკუთარი პრაქტიკული უნარები და ინტუიცია.
  • ილუზიების მუზეუმში შეძენილი ემოციები შეგიძლიათ უსასრულო მოგონებად აქციოთ. მუზეუმში მდებარეობს მაღაზია, სადაც გასაოცარი სუვენირები და გასართობი სათამაშოები შეგიძლიათ შეიძინოთ. მათ შორის 3D განათება, საგანმანათლებლო თავსატეხები, მასიური ფანქრები და სხვა. 

ჩვენი რჩევა

ილუზიების მუზეუმში მარტო ვიზიტიც სასიამოვნოა, თუმცა მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად, ილუზიებში მოგზაურობა ბევრად უფრო სათავგადასავლო და მხიარული იქნება. მუზეუმი რამდენიმე ექსპონანტს მოიცავს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პირზეა გათვლილი.

ასევე, არ დაგავიწყდეთ ფოტოების გადაღება. თუ გსურთ უნიკალური კადრებით თავი მოიწონოთ, ილუზიების მუზეუმი ამისთვის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია. ფოტოებს, რომლებიც ყოველგვარ ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგება, სხვაგან ნამდვილად ვერ გადაიღებთ.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ილუზიების მუზეუმამდე?

ილუზიების მუზეუმი თბილისში, ბეთლემის 10–ში მდებარეობს. ყველაზე მარტივი მარშრუტი მეტრო “თავისუფლების მოედნიდან” არის, საიდანაც 12 წუთიანი სეირნობით მოხვდებით მუზეუმში.

რა ასაკის პირებზეა ილუზიების მუზეუმი გათვლილი?

ილუზიების მუზეუმი ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვისაა საინტერესო. აქ არსებული ექსპონანტები და სივრცეები გაამხიარულებს და უნიკალურ მოგონებებს შესძენს, როგორც ბავშვებს ასევე უფროსებს.

რა დამატებით სერვისებს გვთავაზობს ილუზიების მუზეუმი?

გარდა ილუზიების ოთახებისა და ექსპონანტებისა, თქვენ შეგიძლიათ ჯგუფური შეხვედრების და დაბადების დღის წვეულების დაჯავშნაც. ამისთვის საჭიროა თქვენი მოთხოვნები მუზეუმის ადმინისტრაციასთან დააზუსტოთ და ვიზიტი 14 დღით ადრე დაჯავშნოთ.