ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ბაღი

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

  1. სანახაობები

ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი წინანდალში, კახეთის მხარეში, თელავიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დღეს აქ ფუნქციონირებს მუზეუმი და სასტუმრო, რომელიც სტილისტურად გვიანი შუა საუკუნეების კახეთის არქიტექტურას წააგავს. მუზეუმის მონახულებასთან ერთად, ადგილზე შეგიძლიათ მოაწყოთ წინანდლის ღვინოების დეგუსტაცია, გაეცნოთ ადგილობრივ სამზარეულოს და დატკბეთ კავკასიონის უმშვენიერესი ხედებით.

ისტორია

ალექსანდრე ჭავჭავაძეს წინანდლის მამული მემკვიდრეობით ერგო და 1818 წელს ახალი სასახლის მშენებლობა წამოიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილს უამრავი ვიზიტორი სტუმრობდა, ჭავჭავაძეებმა იმ დროისთვის საკმაოდ გრანდიოზული მშნებებლობა წამოიწყეს. სასახლე მოიცავდა 28 საძინებელსა და რამდენიმე სალონს. სასახლეს სტუმრობდნენ ქართველი წარჩინებულები, რუსი და ევროპელი დიპლომატები და ხელოვანები. შენობის ინტერიერი ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი, რაც იმ დროისთვის იშვიათობას წარმოადგენდა. 1854 წელს შამილის შემოსევების შედეგად მისი დიდი ნაწილი გაიქურდა და გაანადგურდა. სასახლის რეკონსტურქცია ალექსანდრეს შვილმა, დავითმა წამოიწყო, თუმცა მისი მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა. ფინანსური სირთულეების გამო, ჭავჭავაძეებმა წინანდლის მამული გაყიდეს და იგი რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდში რეზიდენცია ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ გადაკეთდა. 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. მუზეუმს აქვს ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ფონდი, ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი. აქ ინახება საგვარეულო საბუთები, საქმიანი ქაღალდები, ავეჯი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ოჯახის წევრთა და შთამომავალთა პირადი საბუთები.

ჭავჭავაძეების სასახლე აივნებით

ჭავჭავაძეების სასახლე

18 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში მთავარი ადგილი სასახლის შენობას უჭირავს. 1886-87 წლებში, წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის დამწვარი სასახლის ნაცვლად, არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აშენდა ახალი სასახლე. დღევანდელი სასახლის შენობა ორსართულიანია, აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით ნაგები. არქიტექტორმა ალ. ოზეროვმა სასახლის ფასადების მხატვრული გაფორმებისთვის, ისევე როგორც წინანდლის მამულის სხვა ნაგებობების შემთხვევაში, მხატვრულად გადაამუშავა კახეთის რეგიონისთვის დამახასითებელი სამშენებლო ტრადიცია – რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობით შექმნილი კედლის წყობა. აივანს აღმოსავლური სტილის ულამაზესი მოაჯირები ამშვენებს.

ჭავჭავაძეების მუზეუმის კოლექცია და ინტერიერი

მუზეუმის კოლექცია

ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში დაცულია უნიკალური კოლექცია, რომლის დათვალიერებისასაც XIX საუკუნის არისტოკრატთა საქართველოში აღმოჩნდებით. მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის სხვადასხვა სახის გამოცემები (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, პოლონური, სომხური), XVIII ს-ის ხელნაწერები, დ. ერმაკოვის ფოტოები, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ქართული, რუსული, ფრანგული ავეჯი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული, რუსული), მუსიკალური ინსტრუმენტები.

წინანდლის ბაღი და ვარდების ხეივანი

წინანდლის ბაღი

წინანდლის პარკში 1500-ზე მეტი ხე-მცენარეა. პარკის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეებს შეხვდებით. უმშვენიერესი სანახავია ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი და ნატვრის ხე, რომელთანაც ვიზიტორები სურვილს იფიქრებენ და მის ასასრულებლად ხეს ნიშანს აბამენ. უნიკალური ჯიშები წინანდალში პირველად ალესანდრე ჭავჭავაძის დროს შემოვიდა. თავდაპირველად აქ ხეხილის ბაღები, სასეირნო ბილიკები, ხეივნები და ვენახები იყო. ალექსანდრემ ბაღში მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა მოაწყო და პარკის დასაგეგმარებლად ევროპელი დეკორატორები მოიწვია. 2008 წლიდან წინანდლის პარკში ახალი ეტაპი დაიწყო. გაიწმინდა ბილიკები, გაიხსნა ხედები და სივრცეები, აღდგა და მოწესრიგდა მე-19 საუკუნის თარგები, რაც ბაღში რეგელის კონცეფციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

წინანდლის ღვინის საცავი და მარანი

წინანდლის ღვინის საცავი

ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძემ მა­მი­სე­ულ კარ-მი­და­მო­ზე უზარ­მა­ზა­რი მი­წის­ქ­ვე­შა ღვი­ნის მა­რა­ნი ააშე­ნა. Სწორედ აქ, წინანდლის ბოთლში ჩამოისხა პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი. ეს ბოთ­ლი დღე­საც ინა­ხე­ბა მა­რან­ში. დღეს სა­ცავ­ში 16 500 ბოთ­ლი ინა­ხე­ბა. თა­ვი­სი­ვე წარ­მო­ე­ბულ ღვი­ნო­ებ­თან ერ­თად ალექსანდრემ უნი­კა­ლუ­რი ევ­რო­პუ­ლი ღვი­ნის კო­ლექ­ცი­აც შე­აგ­რო­ვა. მარ­ნის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა მას­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­მა­ტი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის იდე­ა­ლუ­რი შე­ხა­მე­ბაა. სწო­რედ ეს მიკ­როკ­ლი­მა­ტია იდე­ა­ლუ­რი ღვი­ნის დაძ­ვე­ლე­ბა-შე­ნახ­ვი­სათ­ვის. XIX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს წი­ნან­დ­ლის მა­მუ­ლის სა­უფ­ლის­წუ­ლო მა­მუ­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ აქ­ვე დი­დი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა აშენ­და და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ცა­ვი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და.

მარნის უნიკალურ კოლექციაშია მათ 1814 წლის “პო­ლო­ნუ­რი თაფ­ლი­სა” და 1861 წლის Cha­teau D’Yquem-ის უნი­კა­ლუ­რი ბოთ­ლე­ბი. კო­ლექ­ცი­ა­ში ასე­ვე ინა­ხე­ბა 1841 წელს ალექ­სან­დ­რეს მი­ერ ბოთ­ლ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მოს­ხ­მუ­ლი “სა­ფე­რა­ვი”.

Საინტერესო ფაქტი: რო­დე­საც ნი­ნო ჭავ­ჭა­ვა­ძე და­ი­ბა­და, ალექ­სან­დ­რემ ერთ-ერთ დიდ ქვევ­რ­ში ჩა­ას­ხ­მე­ვი­ნა ღვი­ნო და თქვა, ეს ქვევ­რი მი­სი ქორ­წი­ნე­ბის დღეს გა­იხ­ს­ნე­ბაო. და ასეც მოხ­და – ქვევ­რი 16 წლის მე­რე გახ­ს­ნეს, რო­დე­საც მშვე­ნი­ერ­მა ნი­ნომ ალექ­სან­დ­რე გრი­ბო­ე­დოვ­ზე იქორ­წი­ნა.

პრაქტიკული ინფორმაცია

Მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10.00 სთ-დან – 18.00-მდე.

Ბილეთის ტიპიᲑილეთის ფასი
Სკოლის მოსწავლე5 ₾
ზრდასრული10 ₾
პაკეტი ერთი ჭიქა ღვინის დაგემოვნებით12 ₾
სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებით 35 ₾