ხევსურეთი
ხევსურეთი საქართველოს ულამაზესი ისტორიული მხარეა, გამორჩეული ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით და გასაოცარი კულტურით. კავკასიონის ქედთან ახლოს მდებარე მთიანი რეგიონი გამოგზაურებთ წარსულში, დიდებულ კოშკებთან, მთის ადათებთან და უნიკალურ ძეგლებთან ერთად. ხევსურეთის სიმტკიცე, სიდიადე და გულთბილი სტუმართმოყვარეობა, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
ხევსურეთის შესახებ
ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკკასიონის ქედთან მდებარეობს. ქვეყნის ეს ისტორიული მხარე, ფართობით მცირეა, თუმცა კულტურით და ღირსშესანიშნაობებით მრავალფეროვანი. ხევსურეთი ორ ნაწილად: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად იყოფა. კუთხისთვის დამახასიათებელია მთიანი რელიეფი, ალპური ბუნება, ნათალი ქვით აშენებული კოშკები და უნიკალური კულტურა, მრავალხმიან მუსიკასთან და საბრძოლო ცეკვებთან ერთად. ხევსურული სამოსი და სამზარეულო კი ცალკე ღირსშესანიშნაობაა, რომლითაც მხარე წლიურად, სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.
კურორტები და ქალაქები ხევსურეთში
ხევსურეთის ქალაქები განსხვავებული სილამაზის მატარებელია. აქ შეხვდებით ქალაქებს, რომლებიც წარსულში გამოგზაურებთ, გაგაცნობთ ხევსურების უძველეს ყოფით ცხოვრებას, ადათებსა და კულტურას. თუ სიმშვიდე გიყვართ, ხევსურეთის სოფლები და ქალაქები იდეალურია, რადგან ისინი ნაკლებადაა დასახლებული და უმეტესად აღიარებულია როგორც არქიტექტურული, ისტორიული ძეგლები.
ხევსურეთის ღირსშესანიშნაობები
ხევსურეთი გამოირჩევა როგორც ბუნების ძეგლების სიმრავლით, ასევე უნიკალური არქიტექტურული ნიმუშებით, რომლებიც იდეალურად აჩვენებს წინაპარი ხევსურების ყოფას და საქართველოს მთის ხალხის ისტორიას. ხევსურეთის ღირსშესანიშნაობები დაუვიწყარი თავგადასავალია ლაშქრობის მოყვარულთათვის.
სასტუმროები ხევსურეთში
ხევსურეთში უფრო ხშირად საოჯახო სასტუმროებს შეხვდებით, რომელთა დიდი ნაწილი გამოირჩევა ხევსურეთისთვის დამახასიათებელი ინტერიერით და ულამაზესი მთის ხედებით. ხევსურეთის ცნობილი სასტუმროების დიდი ნაწილი, შატილში მდებარეობს. აქ შუა საუკუნეებში აშენებულ კოშკებში, ტრადიციული ინტერიერის მქონე რამდენიმე სასტუმროა გახსნილი. მათ შორის პოპულარულია “წინა ციხე” და “ჯალაბაური.” სასტუმროებში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს წარსულში მოგზაურობდეთ. ამათ გარდა შატილში შეგიძლიათ დაისვენოთ საოჯახო სასტუმრო “სულფონსა” და “მზიანში.”
რაც შეეხება ხევსურეთის სხვა სოფლებს, აქაც არჩევანი მხოლოდ საოჯახო სასტუმროებზე შეგიძლიათ გააკეთოთ, სადაც დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, უგემრიელესი ტრადიციული კერძები და ბიუჯეტური ფასები. ზოგიერთი სასტუმროს სერვისებში უცხოენოვანი გიდის მომსახურებაც შედის. ასეთი სასტურმოებიდან გამორჩეულად პოპულარულია სასტუმრო “არდოტი” რომელიც მშვიდი გარემოთი და ულამაზესი მთის ხედებით გამოირჩევა.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის საუკეთესო პერიოდი ხევსურეთის მოსანახულებლად?
ხევსურეთი ალპურ ზონაშია და შესაბამისად, აქ ამინდები სუსხიანია. ტურისტების დიდი ნაწილი, კომფორტული მგზავრობისთვის და ლაშქრობისთვის ხევსურეთის მონახულებას ივნისი–სექტემბრის პერიოდში ამჯობინებს.
როგორ მივიდეთ ხევსურეთში?
თბილისიდან ხევსურეთამდე მანძილი 147 კილომეტრია და მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. თბილისის დიდუბისა თუ ნავთლუღის ავტოსადგურებიდან კვირაში საშუალოდ 2–ჯერ, შუადღისას ინიშნება კერძო მიკროავტობუსები ხევსურეთის სოფლების მიმართულებით. ძირითადად, მარშრუტები შატილის მიმართულებით ხორციელდება.