სამეგრელო
სამეგრელო საქართველოს ისტორიული კუთხეა, უმშვენიერესი ადმინისტრაციული ცენტრი – ზუგდიდით. საუკუნეების განმავლობაში ოდიშის სამთავროდ წოდებული სამეგრელო მდიდარია კულტურითა და ტრადიციებით, უძველესი ნაქალაქარებით და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ხელუხლებელი ლანდშაფტებითა და ეგზოტიკური მცენარეული საფარით.
სამეგრელოს შესახებ
სამეგრელო მდინარე რიონის, ცხენისწყლის, ენგურსა და შავ ზღვას შორისაა მოქცეული. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, სამეგრელოში შედის: აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები, ქალაქები – ზუგდიდი და ფოთი.
საქართველოს ეს რეგიონი გამორჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით – მთისა და ზღვის ჰავით, კურორტებით, დაბლობებითა და ალპური მდელოებით, კანიონებით და ვულკანური ტბებით.
საქართველოს მასშტაბით, სამეგრელო მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ კულტურულ კერას წარმოადგენს. ოჯალეში სამეგრელოს მთავარი ჯიშია. საუკეთესო ოჯალეში სალხინოსა და თამაკონის ზონაში იკრიფება.
სამეგრელოს გამორჩეული ადგილი უჭირავს ქვეყნის გასტრონომიულ რუკაზე. მეგრული სულგუნი და ხაჭაპური, ხარჩო, ელარჯი, გებჟალია და სხვა უამრავი კერძი ქართული ტრადიციული სუფრის გამორჩეული წარმომადგენლებია.
რა ვნახოთ სამეგრელოში?
ქალაქები და კურორტები სამეგრელოში
სამეგრელოს ქალაქები ძირითადად მის ვაკე ნაწილშია განთავსებული. აქაური ჰავისა და კლიმატის გამო, ქალაქები გამწვანებულია სუბტროპიკული მცენარეებითა და მარადმწვანე ბუჩქებით. მხარის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ზუგდიდში, მარტვილში, ხობში, სენაკსა და ფოთში.
მისი ბუნებრივი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აქ გვხვდება როგორც ზღვისპირა ასევე სამთო კურორტები: ანაკლია, განმუხური, ლებარდე, სქური.
სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები
სამეგრელოს ტერიტორია მდიდარია ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებითა და კანიონებით. მის ტერიტორიაზე მდებარეობს კოლხეთის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, ტობავარჩხილისა და პალიასტომის ტბები.
კულტურული და ისტორილუ ძეგლებიდან არსანიშნავია დადიანების სასახლე, სალხინოს საზაფხულო რეზიდენცია, ნოქალაქევი, რუხის ციხე, მარტვილის მონასტერი და სხვა.
სასტუმროები სამეგრელოში
სამეგრელოში მმოგზაურობისას ადგილობრივი სასტუმროები და გესთ ჰაუსები გიმასპინძლებენ.
თუკი ზუგდიდში დარჩენას გადაწყვეტთ, საუკეთესო მომსახურებასა და კომფორტულ ატმოსფეროს აღმოაჩენთ სასტუმროებში “ლეთო” და “გარდენ პალასი”. გესთ ჰაუსებიდან “კასა დე ხასია” ტრადიციულ მეგრულ ეზოში გიმასპინძლებთ.
თუკი მარტვილს ესტუმრებით, “მარტვილის კანიონის კოტეჯებსა” და “გენაცვალეში” შეგიძლიათ გამოსცადოთ მეგრული სტუმართმოყვარეობა და უგემრიელესი კერძები. ხის კოტეჯები სიმწვანეში ჩაფლულ ეზოებში დგას.
კოლხეთის ეროვნულ პარკთან ახლოს, ფოთში სასტუმრო “Geo Palace Kolkheti National Park” მდებარეობს. კოტეჯები კეთილმოწყობილია, აქვს საკუთარი ეზო და საბავშვო მოედანი.
კომფორტულად დასვენებას შეძლებთ ანაკლიის სასტუმროებში. ზღვასთან ახლოს მდებარეობს “Anaklia Resort by Pratap’s Signature”, “ანაკლია”, “Golden House” და “Twins”.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის სამეგრელოში?
სამეგრელოში მოგზაურობა და მისი ღირსშესანიშნაობების მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა მისი საზღვაო კურორტებისა და სამთო ტურების მოწყობა უმჯობესია წელიწადის თბილ სეზონებზე.
რომელი მხარეები ესაზღვრება სამეგრელოს?
სამეგრელოს ჩრდილოეთით ესაზღვრება აფხაზეთი და სვანეთი, აღმოსავლეთით იმერეთი, ხოლო სამხრეთით – გურია.
როგორია სამეგრელოს ჰავა?
სამეგრელოში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა გავრცელებული. ვაკე-დაბლობი გამოირჩევა ნოტიო, თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. საშუალო და მაღალმთიანი ზოლისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ჰავა თოვლიანი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით.