guria - გურია

გურია

  1. საქართველოს კუთხეები

გურია დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, ფოლკლორითა და ტრადიციებით. აქ შეხვდებით ქვიშიან სანაპიროებსაც და ალპურ მდელოებსაც, იმოგზაურებთ წარსულში და გაიცნობთ ყველაზე მხიარულ ხალხს საქართველოში. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ პატარა, მაგრამ უნიკალური კუთხის შესახებ, გაეცანით მეტ ინფორმაციას ქვემოთ.

გურიის შესახებ

გურია დასავლეთ საქართველოს, ერთ–ერთი ისტორიული მხარეა, რომლის ცენტრია ოზურგეთი. გურია ხუთ მუნიციპალიტეტს მოიცავს. გურიის მთავარი სავიზიტო ბარათი მის უნიკალურ კულტურასა და ბუნების ძეგლებშია.

კურორტები და ქალაქები გურიაში

გურია ნაკლებად ურბანული კუთხეა. აქ მეტ წილად სოფლებსა და სამკურნალო კურორტებს შეხვდებით, თუმცა თითოეული ქალაქი თუ კურორტი გამოირჩევა ბუნების უნიკალური ძეგლებით და მრავალფეროვნებით, რაც მათ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. ვიზიტორებისთვის კი უმეტესად შემდეგი ქალაქებია პოპულარული:

გურიის ღირსშესანიშნაობები

გურია გამოირჩევა როგორც ისტორიული, ასევე უნიკალური ბუნების ძეგლებით, რომელთაგან თითოეული მათგანი სამკურნალო თვისებების მქონეა და ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. უძველეს მონასტრებთან ერთად, გურიაში თანამედროვე ღირსშესანიშნაობებსაც ნახავთ. 

  • shekvetilis dendrologiuri parki

    შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

    კურორტ შეკვეთილში შეგიძლიათ მოინახულოთ უახლესი და უნიკალური ბუნების ძეგლი, რომელიც მცენარეთა გასაოცარი კოლექციით გამოირჩევა. პარკი აერთიანებს, როგორც ეგზოტიკური, ასევე ალპური წარმოშობის მცენარეებს და ვიზიტორებს 2020 წლიდან მასპინძლობს.

  • Black Sea Arena - ბლექ სი არენა

    Black Sea Arena

    Black Sea Arena შეკვეთილში მდებარეობს და წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც ზაფხულობით მსოფლიოსა თუ საქართველოს ვარკვლავების მეგა კონცერტებს მასპინძლობს.

  • urekis sanapiro

    ურეკის სანაპირო

    ურეკის ცნობილი შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროები გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო მინერალებით და შესაბამისად, ზაფხულობით მას ათასობით ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

  • ჭინჭაოს ტბა

    ჭინჭაოს ტბა გომისმთიდან 11 კმ–ში მდებარეობს და წარმოადგენს მცირე ზომის კრატერულ ტბას, რომელიც მთებს შორისაა მოქცეული. წყალმცენარეების გამო, ტბას გასაოცარი სარკისებული ეფექტი აქვს, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

სასტუმროები გურიაში

გამომდინარე იქიდან, რომ გურია კურორტების სიმრავლით გამოირჩევა, აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ათეულობით საოჯახო თუ თანამედროვე ტიპის სასტუმროებში. მათგან ყველაზე ცნობილი სასტუმროებია:

პარაგრაფი შეკვეთილი

ეს არის უნივერსალური სასტუმრო შეკვეთილში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების რიცხვს მიეკუთვნება. პარაგრაფი შეკვეთილი მოიცავს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, უნიკალურ ინტერიერს, და უამრავ გასართობ ცენტრს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

Komli Farmstay

ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო სოფელ გონებისკარში, სადაც დაგხვდებათ თბილი და მყუდრო გარემო, მეგობრულ მასპინძლებთან, ულამაზეს ბაღთან და უგემრიელეს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.

Menabde Winery

Menabde Winery ქართულ კულტურულ ელემენტებზე შექმნილი საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც ოზურგეთში მდებარეობს. ტრადიციულ ოდასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მშვიდი გარემოთი და უგემრიელესი გურული კერძებით ისიამოვნოთ.

Misha’s Place

ეს არის ოზურგეთში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ თანამედროვე ინტერიერი, კლასიკური ქართული ბაღი, ვენახითა და ულამაზესი მცენარეებით. ტურისტებისთვის ეს ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, სადაც გურული ხალხის სტუმართმოყვარეობას სრულიად შეიგრძნობთ.

Chamo

Chamo–ს კომფორტული კოტეჯები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც იზიდავს ლაშქრობა და ისვენებს ბახმაროში. უმაღლესი ხარისხის კოტეჯები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობით და კომფორტით, რაც თქვენს მოგზაურობას თოვლიან მთებში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. 

Gina Shekvetili

Gina Shekvetili შეკვეთილში მდებარე ცნობილი სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა იდეალური მდებარეობით და თანამედროვე, მინიმალისტური ინტერიერით. სასტუმროში მეგორბული პერსონალი თქვენს კომფორტულ დასვენებას სრულებით უზრუნველყოფს. 

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საუკეთესო დრო გურიაში მოგზაურობისთვის?

გურიაში შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც საზახულო, ასევე ზამთრის კურორტებზე. თუ გიზიდავთ ექსტრემალური სპორტი, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ გომისმთა და ბახმარო ზამთრის პერიოდში.
თუმცა ტურისტების დიდი ნაწილი გურიას ზაფხულში სტუმრობს. ამ დროს ამინდი მეტად სასიამოვნოა და ამასთან, იმართება უამრავი გასართობი ღონისძიება. ასე რომ, გურიას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ, თუმცა საუკეთესო პერიოდი მაისი–სექტემბერია.

როგორ მოვხვდეთ გურიაში?

თბილისიდან მანძილი 228 კმ–ია და კერძო მანქანით მგზავრობისთვის 4 საათი დაგჭირდებათ. თბილისიდან გურიის კურორტების მიმართულებით აქტიურად ინიშნება კერძო მიკროავტობუსები. შესაბამისად, თუ გსურთ ურეკის, შეკვეთილის, ან გრიგოლეთის მონახულება, შეგიძლიათ მიკროავტობუსით იმგზავროთ.
თბილისიდან ოზურგეთის მიმართულებით, კი მატარებელი ყოველდღიურად ინიშნება და მარშრუტის პერიოდ დაახლოებთ 7 საათს შეადგენს. თუ გსურთ გურიის სამთო კურორტებს, ბახმაროსა და გომისმთას ეწვიოთ, ამისთვის საჭიროა ესტუმროთ ოზურგეთს, საიდანაც აქტიურად ინიშნება მიკროავტობუსები ორივე კურორტის მიმართულებით.