წყალტუბო

წყალტუბო

  1. საქართველოს კუთხეები

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო ცნობილია თავისი ბუნებრივად თბილი, სამკურნალო მინერალური წყლებით. ქალაქის სპა და ველნეს ცენტრები ერთ-ერთი პოპულარული დანიშნულების ადგილი იყო მთელს საბჭოთა კავშირში, სადაც ფუნქციონირებდა სანატორიუმები და სასტუმროები.
წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება. შენდება და რემონტდება სასტუმროები და სპა ცენტრები, რითაც ქალაქი თავის ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს.

წყალტუბოს შესახებ

წყალტუბო დასავლეთ საქართველოში, მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 95-120 მ სიმაღლეზე.
წყალტუბო მრავალფუნქციური, მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, უნიკალური რადონის შემცველობის წყლებით, რომელიც კანის, საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა და მრავალი სხვა ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
წყალტუბოს სამკურნალო პოტენციალი მხოლოდ მისი უნიკალური წყლებით არ შემოიფარგლება. სამოცდაათიან წლებში წყალტუბოში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი წარმატებით გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

წყალტუბოს ღირსშესანიშნაობები

წყალტუბოში უამრავ საინტერესო ბუნების, კულტურულ და ისტორიულ ძეგლს აღმოაჩენთ. თუ წყალტუბოს უძველეს ისტორიას გსურთ გადაავლოთ თვალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრეთ. 

ტურისტების საყვარელი სანახაობა გაბზარული ტბაა, რომელიც ნაპრალს შორის მოქცეული ფირუზისფერი ტბაა. 

წყალტუბოს ყველაზე გასაოცარი და შთამბეჭდავი სანახაობა მაინც ააქაური მღვიმეებია. პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები მილიონობით წლის ისტორიას ინახავს.

  • პრომეთეს მღვიმე

    პრომეთეს მღვიმე

    პრომეთეს მღვიმის სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი. მისი დათვალიერება სურვილისამებრ ფეხით ან სანაოსნო გზით შეგიძლიათ. მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ “გაქვავებული ჩანჩქერები”, “ჩამოკიდებული ქვის ფარდები”, ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.

  • ოკაცეს კანიონი

    ოკაცეს კანიონი

    ოკაცეს კანიონის სიგრძე 2 კილომეტრია. კანიონის თავზე დაკიდებულია 780 მეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი, საიდანაც მდინარე ოკაცეს ხეობისა და კლდეებიდან დაშვებული ჩანჩქერების თვალწარმტაცი ხედები იშლება.

  • მარტვილის კანიონი

    მარტვილის კანიონი

    მარტვილის კანიონის 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა და ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი კიბე. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

  • ნაკენახევის მღვიმე

    ნაკენახევის მღვიმე

    ნავენახევის მღვიმის ისტორია 27 მილიონ წელს ითვლის. მღვიმეს სამკურნალო თვისება აქვს. შიგნით არსებული კლიმატი დადებითად მოქმედებს ასთმით დაავადებულებზე. მღვიმე ორი სართულისა და ოთხი დარბაზისგან შედგება.

  • გაბზარული ტბა

    გაბზარული ტბა

    ფერდობებს შორის, ფართო ნაპრალის ფსკერზე მდებარე ზურმუხტისფერი გაბზარული ტბა ბუნების ნამდვილი საოცრებაა. იგი სიფონური ტბების რიცხვს მიეკუთვნება. ტბამდე კლდოვანი ბილიკი ჩადის და მის გასავლელად სპეციალური აღჭურვილობა დაგჭირდებათ.

სასტუმროები წყალტუბოში

წყალტუბოს სასტუმროები მშვიდი, მყუდრო და კომფორტული დასვენების გარდა სამკურნალო და გამაჯანსაღებელ სერვისებსაც გვთავაზობენ. 

სასტუმრო წყალტუბო პლაზა სპა და ველნეს პროცედურების გარდა სასიამოვნო გარემოსა და ატმოსფეროს შეგიქმნით. სასტუმროს ეზოში ყვავილების ბაღი, შადრევანი და ღია აუზია მოწყობილი. სტუმრებისთვის ცოცხალი მუსიკის საღამოები იმართება. რესტორანში დღეში სამჯერ წარმოდგენილია ბუფეტის სტილის კვება. აქ შესაძლებელია მიირთვათ, როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული სამზარეულოს კერძებიც. 

წყალტუბო სპა რეზორტის ტერიტორია მოიცავს პარკს, ბილიკს ფეხითა და ველოსიპედით გასეირნებისათვის, ფანტანებს, ჩაიხანას, ბილიარდის მაგიდებს და სხვა უამრავ გასართობს. სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ მიიღოთ სრული სასანატორიუმე მომსახურეობა პროცედურებით. 

პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა დამსვენებლებს კომფორტულ ნომრებს, ღვინის მუზეუმის ტურსა და ადგილობრივი ქვევრის ღვინოების დეგუსტაციას სთავაზობს. შეგიძლიათ დაგეგმოთ და ნავით გაისერნოთ პრომეთეს ხეობაში. 

რესტორნები წყალტუბოში

თუ ბუნებასთან სიახლოვე და გემრიელი კერძების დაგემოვნება გსურთ, წყალტუბოში რესტორან “lake side”-ს ეკუთვნის. რესტორანი ტბის პირას დგას, ფართო მინებიანი ფანჯრებიდან კი ტბის გარშემო გაშენებული პარკის ხედი იშლება. 

რესტორანი “მაგნოლია” წყალტუბოს ცენტრალური პარკის გვერდით მდებარეობს. პარკის სუფთა ჰაერზე სეირნობის შემდეგ რესტორნის კერძები განსაკუთრებით გემრიელი დასაგემოვნებელია. 

რესტორანი სტალაქტიდა სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმესთან ახლოს მდებარეობს. გამწვანებული ეზოში მოწყობილია ინდივიდუალური ხის ფანჩატურები. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ წყალტუბოში?

თბილისიდან წყალტუბომდე ავტომობილით დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.

თუკი მატარებლით გამგზავრებას გეგმავთ, შეგიძლიათ ქუთაისის მატარებელს გაყვეთ. ქუთაისიდან წყალტუბოში სამარშრუტო ტაქსით სულ რაღაც 15 წუთში მოხვდებით. ქუთაისის წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წყალტუბოს მიმართულების #30 მარშუტკა გადის. ბილეთის ფასი 1.2 ლარია.

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

წყალტუბოს სამკურნალო წყაროები და სანატორიუმები წლის ოთხივე სეზონზე ღიაა და ემსახურება დასვენებისა და მკურნალობის მიზნით ჩამოსულ სტუმრებს.
სანატორიუმების ბაღები და პარკები განსაკუთრებით ლამაზია მწვანე სეზონზე, გასაფხულსა და ზაფხულში.