შაორის ტბა

შაორის ტბა

  1. სანახაობები

თუ გსურთ გამოსცადოთ ახალი თავგადასავალი ან მოაწყოთ პინკიკი განუმეორებელ ბუნებაში, ამისთვის შაორის ტბა, იგივე შაორის წყალსაცავი იდეალური ადგილია. ფერად შერეულ ტყეში ჩაფლული ტბა, ულამაზეს სანახაობას ქმნის, არამარტო მოლაშქრეებისთვის არამედ, ნებისმიერი დამსვენებლისთვის.

შაორის ტბის შესახებ

შაორის ტბა რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის უდიდესი წყალსაცავია, რომელიც ამასთან ერთად, გამორჩეული სილამაზის მქონე ბუნების ძეგლია. იმისთვის, რომ ბუნებასთან ჰარმონია შეიგრძნოთ და განიტვირთოთ სუფთა ჰაერზე, შაორის წყალსაცავი იდეალური ადგილია. მთავარი მიზეზი ტბის გამორჩეულობისა, სწორედ ის ქვაბულია, რომელშიც წყალსაცავი შეიქმნა. 

აქ შეიგრძნობთ რაჭის ულამაზესი ბუნების ძალას და გასაოცარ სილამაზეს. შერეული ტყე, რომელიც სავსეა ფერადი ფოთლოვანი და მუდამ მწვანე წიწვოვანი ტყეებით, გარს აკრავს ტბას და გასაოცარ პანორამულ ხედებს ქმნის. ტბის ნაპირებთან კი არსებული სივრცე იდეალურია იმისთვის, რომ დაისვენოთ, ისიამოვნოთ ხედებით ან მოაწყოთ პიკნიკი. უფრო მეტი გასაოცარი თავგადასავლისთვის, კი მოლაშქრეები ხშირად სტუმრობენ ტბის ირგვლივ არსებულ ფერად ტყეს ან სეირნობენ ნავით შაორის ტბაში.

პრაქტიკული ინფორმაცია

შაორის ტბის მონახულებით დაუვიწყარ მოგონებებს შეიძენთ. თუმცა არის დეტალები, რომლებიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო ფერადს, მრავალფეროვანს და დაუვიწყარს გახდის. შაორის ტბა ჯერ კიდევ ახლა ხდება პოპულარული დანიშნულება ტურისტებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე, თავგადასავლები შაორზე, კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება.

მდებარეობა და გეოგრაფია

შაორის ტბის უნიკალურობა მის მდებარეობაშია. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ტბაა, იგივე წყალსაცავი, რომელიც მდინარე შაორის დაგუბებითაა შექმნილი. შაორის ქვაბულში მდებარე ტბა, ისტორიულ რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე შექმნილი ტბა, მიწაყრილის კაშხალის მეშვეობით წარმოიქმნა და გადაჭიმულია 9.2 კილომეტრ კვადრატ ფართობზე. სიღრმით, არც ისე ღრმაა და მაქსიმალური ნიშნული, დაახლოებით 15 მეტრია. 

შაორის ქვაბულში ეს არ არის ერთადერთი წარმოქმნილი ტბა. შაორი აქ უდიდესია, რომელიც ნალექებითა და შენაკადებით საზრდოობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და წელიწადში 1500 მმ–ს აჭარბებს. შაორის ქვაბულში ასევე გვხვდება ისეთი მცირე ზომის ტბები, როგორიცაა ხარისთვალი და ძრიხისთვალი. ეს ტბებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. 

რაც შეეხება შაორის ტბის რელიეფს, ულამაზეს ქვაბულში მოქცეული ტბა გამოირჩევა აქტიური კასტრული პროცესებით, რომელთა შედეგიცაა ხარისთვალის და ძრიხისთვალის წარმოქმნაც. შემადგენლობით, კი ტბა ქვედაცარცული კარბონატული ქანებითაა ნაგები. 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ შაორის ტბაზე?

შაორის ტბა ერთი შეხედვით მშვიდი ადგილია და განკუთვნილია მათთვის ვისაც მთაში, პასიურად დასვენება უყვართ. თუმცა ეს ასე არ არის. შაორის ტბა იმაზე ბევრად მრავალფეროვან თავგადასავალს გთავაზობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ტბის ნაპირებთან შესაძლებელია გაშალოთ კარვები, დაისვენოთ და მოაწყოთ პიკნიკი. ვისაც თევზაობა გიყვართ, შაორის ტბა ამისთვის შესანიშნავი არჩევანია, ითევზაოთ ულამაზეს ბუნებაში და თან სიმშვიდეში. 

დაისი შაორის ტბაზე განსაკუთრებით ლამაზია. შეგიძლიათ ისეირნოთ ნავით ან კატერით. თუ ბუნებაში ხეტიალი გიყვართ, ტბის ირგვლივ არსებული ულამაზესი ტყე, დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ. ეს იდალური ადგილია დამწყები მოლაშქრეებისთვისაც, რადგან რელიეფი საკამაოდ მარტივია ფეხით გადაადგილებისთვის.

ტურები შაორის ტბაზე

შაორის ტბა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებში. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე კი, უფრო ხშირად ეწყობა ტურები შაორის ტბაზე, რომელიც იდეალურია იმისთვის, რომ დაისვენოთ ულამაზეს ბუნებაში და ასევე გაეცნოთ, რაჭის უნიკალურ კულტურას. 

ტურების დიდი ნაწილი თბილისიდან ინიშნება და საშუალოდ ორი დღე გრძელდება. მსგავსი ტურების არჩევის შემთხვევაში, თქვენ შაორის ტბასთან ერთად, რაჭის ბევრ სხვა ღირსშესანიშნაობასაც მოინახულებთ, მათ შორის ნიკორწმინდის ეკლესიას, ნაქერალას უღელტეხილს, ცხრაჯვარს და სხვა. ტურების შემადგენლობაში ასევე შედის ტბაზე პიკნიკის მოწყობაც. ტურები შაორის ტბაზე, ნებისმიერ სეზონზეა ხელმისაწვდომი.

საუკეთესო დრო მოსანახულებლად

შაორის ტბას ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ესტუმროთ, რადგან ზამთარსა თუ ზაფხულში, ტბა იდეალურად წარმოაჩენს რაჭის უნიკალურ ბუნებას. თუმცა მოგზაურების უმეტეს ნაწილს, სურთ ფერების ნამდვილი აფეთქება იხილონ ბუნებაში. ამავე მიზეზის გამო უმჯობესია შაორის ტბას შემოდგომაზე ესტუმროთ. მაშინ ნამდვილად გაოცდებით ფერადი ტყის სილამაზით და შაორის ტბაზე მზის ჩასვლის უნიკალური სანახაობით.

საინტერესო ფაქტები

  • შაორის ტბა რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის უდიდესი წყალსაცავია.
  • შაორის ქვაბულში, შაორის ტბასთან ერთად, ასევე მდებარეობს ხარისთვალის და ძრიხისთვალის ტბები.
  • ჰავა შაორის ტერიტორიაზე, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

საინტერესო ადგილები შაორის ტბასთან

შაორის ტბასთან რაჭის ბევრი გასაოცარი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. მათ შორის ყველაზე ახლოს მდებარე ულამაზესი სოფელი ნიკორწმინდაა, სადაც ცნობილი ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს. დახვეწილი არქიტექტურის ძეგლი, საქართველოს ხუროთმოძღვრების გამორჩეული შედევრია, უნიკალური ფრესკებით და საინტერესო ისტორიით. ნიკორწმინდის ტაძართან ახლოს, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ბარაკონის ეკლესია, რომელიც შაორის ტბის მსგავად, ფერადი ტყით დაფარულ მთებშია ჩაფლული და შემოდგომობით, უნიკალურ სანახაობას ქმნის. 

თუ უფრო აქტიური დასვენება გიზიდავთ, მაშინ შეგიძლიათ ნაქერალას უღელტეხილზე მოაწყოთ ლაშქრობა, რომელიც უნიკალური რელიეფით და კიდევ უფრო გასაოცარი ხედებით გამოირჩევა. განსხვავებული გამოცდილებისთვის, კი ესტუმრეთ ცხრაჯვარის სალოცავს, საიდანაც დასავლეთ საქართველოზე პანორამული ხედები იშლება. 

ჩვენი რჩევები

თუ შაორის ტბის მონახულებას გადაწყვეტთ, გირჩევთ არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ისეირნოთ ტბაზე ნავით. ეს სრულიად ახალ გამოციდლებას შეგძენთ და ასევე მოგცემთ საშუალებას უნიკალური ფოტოები გადაიღოთ.

ასევე გირჩევთ შაორის ტბაზე მოგზაურობისას მოაწყოთ ტური რაჭაში. ტბასთან ახლოს ბევრი საინტერესო ადგილია, რომელთა მონახულებით, უფრო კარგად გაიცნობთ რაჭას და ისიამოვნებთ უძველესი კულტურით, ფერადი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და ცნობილი რაჭული სტუმართმოყვარეობით.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად ღრმაა შაორის ტბა?

შაორის ტბის საშუალო სიღრმე 9.8 მეტრია და მისი ყველაზე ღრმა წერტილი დაახლოებით 15 მეტრის სიღრმისაა.

თბილისიდან რა მანძილითაა დაშორებული შაორის ტბა?

შაორის ტბა თბილისიდან 252 კილომეტრითაა დაშორებული და მგზავრობისთვის საშუალოდ 4 საათი დაგჭირდებათ.