david gareji - დავით გარეჯი

დავით გარეჯი

  1. სანახაობები

დავით გარეჯი ერთ-ერთი გამორჩეული სამონასტრო კომპლექსია. გარე კახეთის ნახევრად უდაბნოში დაარსებული მონასტრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება და ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის სახელს უკავშირდება. გარეჯს უდიდესი რელიგიური დატვირთვა აქვს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ამიტომაც მორწმუნეების მიერ არაერთი ლეგენდა შეიქმნა მის გარშემო.
თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ უნიკალური მონასტერისს შესახებ, გაეცანით მეტ ინფორმაციას ქვემოთ:

პრაქტიკული ინფორმაცია

სამუშაო საათები

დავით გარეჯის მთავარი ღირსშესანიშნაობა გარეჯის მუზეუმ ნაკრძალი და დავითის ლავრაა. ბუნების ძეგლების მონახულება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. 

დავითის ლავრის, საბერეების, ტბისა და ფერადი მთების ნახვა 1 დღიანი ტურის ფარგლებში შეგიძლიათ და დაახლოებით 10-12 საათი დაგჭირდებათ.  თბილისიდან 09:00 საათზე გასვლის შემთხვევაში დღის ბოლომდე შეძლებთ უკან დაბრუნებას. 

11:00 – მოინახულებთ მრავალწყაროს ფერად მთებსა და ტბას. 

13:00 – გზად შეგხვდებათ ნათლისმცემლის ლავრა 

14:00 – აქედან 15 კმ-ში კი დავითის ლავრა მდებარეობს. 

15:00 – 16:00 – დავითის ლავრის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ბუნებაში დაბანაკდეთ, პიკნიკი მოაწყოთ და დაისვენოთ. 

16:30 – აქედან იწყება მარშრუტის მეორე ნაწილი საბერეების კლდეში ნაკვეთი კომპლექსისკენ.  

18:00 – გამომგზავრება

ძეგლებივიზიტის საათები
მუზეუმ-ნაკრძალი10:00 – 18:00
ბუნების ძეგლები24/7

ბილეთების ფასები

ტურისტებისათვის სამონასტრო კომპლექსის მონახულება უფასოა, ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა საჭირო არ არის. მუზეუმ ნაკრძალში შესასვლელად ბილეთების შეძენა მოგიწევთ. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ გიდის მომსახურებით. 

ძეგლივიზიტის ღირებულება
დავითის ლავრაუფასო
მუზეუმ-ნაკრძალი10₾ – მოზრდილებისთვის1 ლარი –  მოსწავლეები/სტუდენტები/ პენსიონრები
გიდის მომსახურებაღირებულება
ქართულ ენოვანი15₾
ინგლისურ ენოვანი30₾

მდებარეობა

თუკი გსურთ გარეჯის ყველა ღირსშესანიშნაობა მოიაროთ, გაემგზავრეთ საკუთარი მანქანით, ან იქირავეთ მძღოლი, უმჯობესია ჯიპის ტიპის ავტომობილით. 

დავით გარეჯის ლავრა საგარეჯოს რაიონში, სოფელ უდაბნოშია გაშენებული. თბილისიდან საგარეჯომდე დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ მანქანით. საგარეჯოდან კიდევ 50 კილომეტრის გავლა მოგიწევთ კომპლექსამდე მისასვლელად.  

ფერადი მთების და მრავალწყაროს ტბა გარეჯიდან 22 კილომეტრში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ ტბამდე მისასვლელად გარკვეული მანძილის ფეხით გავლა მოგიწევთ, ამიტომ ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული სპორტული ფესაცმელი. 

სერვისები

უდაბნოს ტერიტორიაზე კაფეებსა და რესტორნებს ვერ შეხვდებით, ამიტომ უმჯობესია თან იქონიოთ საკვები. აქ მრავლადაა საპიკნიკე ადგილები, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ და წაიხემსოთ. 

გარეჯიდან დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ საგარეჯოში ივახშმოთ. რესტორანი “ანას ლანჩი” ტრადიციული ქართული სამზარეულოთი და ცნობილი კახური მწვადით გაგიმასპინძლდებათ. 

თუკი დარჩენას გადაწყვეტთ, “შატო ხაშმი” იდეალური ვარიანტია, სუფთა და კეთილმოწყობილი ნომრებით, აუზით და უგემრიელესი კუთხური სამზარეულოთი. აუცილებლად დაჯავშნეთ ადგილები წინასწარ, ვინაიდან აქაურობა წლის ნებისმიერ პერიოდში იზიდავს ტურისტებს. 

საგარეჯოში შეგიძლიათ ესტუმროთ საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებს, სადაც ადგილობრივები შინაური სამზარეულოთი და აქაური ღვინით გაგიმასპინძლდებიან. 

საკონტაქტო ინფორმაცია

მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშრებით დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს მუზეუმების ასოციაციას

საუკეთესო დრო სანახავად

გარეჯისა და მიმდებარე ღირსშესანიშნაობების მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, მაგრამ საუკეთესო დრო გაზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდია. უდაბნოს ლანდშაფტისა და აქა-იქ გამწვანებული რელიეფების კონტრასტი კიდევ უფრო გამოკვეთს თითოეულის მშვენიერებას. 

გაზაფხულზე ფერადი მთები კიდევ უფრო ჭრელია, მათი ანარეკლი მრავალწყაროს ტბაში მნახველს მათი უსასრულობის განცდას უქმნის. ტბის ზედაპირი სარკესავით ირეკლავს აფერადებულ ფერდობებსა და ლაჟვარდისფერ ცას. 

ზაფხულობით აქ საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა, მრავლადაა ქვეწარმავლები. ამიტომ მოგზაურობა არც ისე მოსახერხებელია. ზამთარში კლიმატი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ მოგზაურობისთვის ხელსაყრელი პირობები მაინც ოქტომბრიდან მარტის ბოლომდეა. 

საინტერესო ფაქტები

თამარ მეფის ფრესკა გარეჯში

იცოდით, რომ საქართველოში თამარ მეფის გამოსახულების ნახვა 4 მონასტერშია შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

ფერადი მთების შესახებ

სინამდვილეში მთების შეფერილობას მათზე დანალექი სხვადასხვა მინერალები განაპირობებს. 

გარეჯის აღმოჩენები

1939 წლის ექსპედიციის დროს ამ მიდამოებში აღმოაჩინეს პრიმატის ზედა ყბის ფრაგმენტი ორი კბილით, რომელიც უდაბნოპითეკის სახელით გახდა ცნობილი. ნამარხის გეოლოგიური ასაკი და-ახლოებით 8,5 მილიონ წელს ითვლის. 

ლეგენდა “დავითის ცრემლებზე”

დავითგარეჯის სასწაულებზე არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის არის ლეგენდა „დავითის ცრემლებზე”, რომელსაც მორწმუნეები „მადლის წყალსაც” უწოდებენ. წყალი უდაბნოს მთის კალთის ერთ-ერთ გამოქვაბულში წვეთავს.  

ლეგენდის თანახმად, აქ ცხოვრობდა ბერი. კლდის ძირას მწარე წყალი წვეთავდა და ბერს ამ წყლის სმა უწევდა. დავითმა შეიტყო ეს ამბავი, ესტუმრა ბერს და შეავედრა უფალს, რომ წყალი დამტკბარიყო.

ჭურჭელი წყაროს წყალით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა. ბერმა ამ წყალს „დავითის ცრემლები” უწოდა.

ჩვენი რჩევა

რა წავიღოთ?

აუცილებლად მოიმარაგეთ წყალი, საკვები და პირველადი დახმარების რამდენიმე აუცილებელი ატრიბუტი (მზისგან დამცავი კრემი, ანტიალერგიული პრეპარატი, წებოვანი ლენტი, ანტისეპტიკური საშუალებები). 

რა ჩავიცვათ?

ეცადეთ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი ატაროთ, რათა გაგიადვილდეთ რთულ რელიეფზე გადაადგილება. წვიმიან ამინდში თან იქონიეთ წყალგაუმტარი ტანისამოსი. 

მოერიდეთ!

ვიზიტისას მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. თავი შორს დაიჭირეთ უდაბნოს ბინადრებისგან, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს. 

ისტორია 

დავით გარეჯის კომპლექსის ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება. იგი აერთიანებდა სოფლებსა და დასახლებებს. კომპლექსის მშენებლობამ ზენიტს XII-XIII საუკუნეებში მიაღწია, ქართული სახელმწიფოს კულტურული და პოლიტიკური აღმავლობის ხანაში.  

კომპლექსის დიდი ნაწილი კლდეში გამოკვეთეს. ზაფხულობით კლდოვან საცხოვრისებში უფრო გრილოდა, ზამთარში კი შედარებით თბილოდა. 

გარეჯი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ოდითგანვე საზღვრისპირა რეგიონი იყო, ამიტომ გარეჯის მონასტერს ნაწილობრივ თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა. აქ აღმართული საგუშაგო კოშკებიდან მოახლოებული მტრის შემჩნევა და ინფორმაციის გადაცემა შეიძლებოდა. 

ხშირად დასმული კითხვები

რა დროა საჭირო თბილისიდან დავით გარეჯამდე?

თბილისიდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.

როგორია მისასვლელი გზა?

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდა და ვიზიტორებს შეუძლიათ მონასტრამდე მანქანით გადაადგილება.

სად შეიძლება შესვენება?

კომპლექსის მიმდებარედ საკვები ობიექტები არაა. უმჯობესია თან იქონიოთ საგზალი.