სასტუმროები ყაზბეგში
ყაზბეგი საქართველოს გამორჩეული ადგილია, განთქმული უნიკალური ბუნებითა და საუცხოო ხედებით, კავკასიონის მთებზე. სწორედ გერგეტის სამება და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, განსაკუთრებით კი მყინვარწვერია ის პირველი ასოციაციები, რომლებიც ყაზბეგის ხსენებისას გვახსენდება. ყაზბეგი იგივე სტეფანწმინდა ტურისტების ნაკლებობას არც ზაფხულში და არც ზამთარში უჩივის, რადგან გიყვართ სიმშვიდე, ლაშქრობა, ექსტრემალური ზამთრის სპორტი თუ ძველი ისტორიული ნაგებობების დათვალიერება, ყაზბეგში ამ ყოველივეთი ერთდროულად სიამოვნების შესაძლებლობა გაქვთ.
გამომდინარე დიდი ინტერესიდან, ყაზბეგში სასტუმროების თუ რესტორნების დიდი არჩევანია. აქ შეხვდებით როგორც პრემიუმ კლასის სასტუმროებს, ასევე მყუდრო კოტეჯური ტიპის სასტუმროებს. ასევე, ხელმისაწვდომია ბიუჯეტური, საოჯახო სასტუმროებიც. ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურისთვის, აქ მარტივადაა შესაძლებელი საუკეთესო სასტუმროს პოვნა.
17 საუკეთესო სასტუმრო ყაზბეგში
საუკეთესო სასტუმრო დელუქს ნომრებით: Intourist kazbegi
საუკეთესო სასტუმრო საუკეთესო მარნით: porta caucasia kazbegi
საუკეთესო სასტუმრო მთის პანორამული ხედებით: Hotel Memoir Kazbegi
საუკეთესო მყუდრო სასტუმრო: Graf Kazbegi
საუკეთესო კოტეჯური ტიპის სასტუმრო: Kazbegi View cottages
საუკეთესო სასტუმრო მრავალფეროვანი ტურების სერვისით: Capra Hotel Kazbegi
სასტუმრო სათხილამურო ინვენტარის გაქირავების სერვისით: Vache Hotel
საუკეთესო სასტუმრო საოჯახო კოტეჯებით: Kazbegi Targmani Cottages
სასტუმრო ბავშვთა სათამაშო მოედნით: Suatis Resort Kazbegi
საუკეთესო სასტუმრო აუზით: Rooms Hotel Kazbegi
საუკეთესო სასტუმრო წყვილებისთვის: Hotel Darchi Kazbegi
საუკეთესო ინტერიერის მქონე სასტუმრო: Wooden Hotel Kazbegi
საუკეთესო სასტუმრო ცენტრთან ახლოს: Hotel Stancia Kazbegi
სასტუმრო ფილმის საღამოების სერვისით: Landscapes Hotel
საუკეთესო გლემპინგ სასტუმრო: Kazbegi Glamping
სასტუმრო კანოეთი გასეირნების სერვისით: Northgate Hotel Kazbegi
საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო: Green Sheep Boutique Hotel
სტატიაში მიმოხილული სასტუმროები შერჩეულია ექსპერტების მიერ და პირად გამოცდილებასთან ერთად, ემყარება საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე, სასტუმროების რეიტინგსა და მომხმარებელთა შეფასებებს.
წინამდებარე სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.
1. Intourist kazbegi
Intourist kazbegi ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა ყაზბეგში, რომელიც დახვეწილი ინტერიერით და მრავალფეროვანი სერვისებით კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის მთაში დასვენებას. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, საუცხოო მთის ხედებით და მეგობრული პერსონალით. მოგზაურობთ საყვარელ ადამიანთან თუ ოჯახთან ერთად, Intourist kazbegi-ში შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული, დელუქს და ასევე საოჯახო ნომრები. შესაძლებელია ნომრის არჩევა ხედის მიხედვით, ტერასით და მის გარეშე.
იმისთვის, რომ არ მოიწყინოთ და უფრო საინტერესოდ დაისვენოთ, სასტუმრო სხვადასხვა გასართობ აქტივობას გთავაზობთ. მაგალიად შეგიძლიათ სამაგიდო თამაშებით გაერთოთ, ისარგებლოთ საფეხმავლო ტურების სერვისით ყაზბეგში, ისიამოვნოთ საცხენოსნო ტურებით, ითამაშოთ პინკ-პონგი და სხვა.
Booking რეიტინგი: 8.8 exceptional
მისამართი: ილია მეორეს 18, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
სტანდარტული ფასი: 284₾
2. Porta Caucasia Kazbegi
მათ ვისაც დახვეწილი და ელეგანტური გარემო გიზიდავთ, აუცილებლად მოგეწონებათ porta caucasia kazbegi-ის გამორჩეული და მშვიდი ინტერიერი, სადაც იდეალურადაა ჩართული ქართული კულტურული ელემენტები. ეს არის ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული და საოჯახო ნომრები, მათ შორის ორსაძინებლიანი ნომერი, 5 ადამიანისთვის. სასტუმრო უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი.
აქედან გასაოცარი ხედები იშლება კავკასიონის მთებზე. განსაკუთრებით კი porta caucasia kazbegi-ის რესტორნიდან, რომელიც სრულიად გამჭირვალეა. რესტორანში შეგიძლიათ ადგილობრივი სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნოთ. მეტი მხიარულებისთვის კი დაესწროთ კულინარიულ კლასებს, ისარგებლოთ ტურის სერვისით ყაზბეგში, გაერთოთ კარაოკე ბარში ან ისეირნოთ ველოსიპედით.
Booking რეიტინგი: 8.3 very good
მისამართი: თერგდალეულების 2, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია, მდინარე, მუზეუმი
სტანდარტული ფასი: 423₾
3. Hotel Memoir Kazbegi
კავკასიონის დიდებულ მთებს შორის მოქცეული ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Memoir Kazbegi უნიკალურ პანორამულ ხედებთან ერთად, კომფორტულ და ფერად გარემოს დაგახვედრებთ. სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის, რადგან ატმოსფერო ძალიან რომანტიულია. თუმცა თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ ყაზბეგში, შეგიძლიათ Hotel Memoir Kazbegi-ის საოჯახო ნომერიც აიღოთ, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომერიც.
გარდა იმისა, რომ სასტუმროს თითოეული ნომრიდან ულამაზესი ხედები იშლება, მთის პეიზაჟით სიამოვნება ტერასიდან, გარე რეკრეაციული სივრცეებიდან და პიკნიკისთვის გამოყოფილი სივრცეებიდანაც შეგიძლიათ. ამასთან სასტუმრო უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ რესტორანში და მხიარულ საღამოებს შემოგთავაზებთ ბარში. სასტუმროში ხელმისაწვდომია შიდა გასართობი სივრცე, სამაგიდო თამაშების ოთახი და სპას სერვისები, უფრო სასიამოვნო განტვირთვისთვის.
Booking რეიტინგი: 9.3 wonderful
მისამართი: 9 აპრილის ქუჩა 10, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია, ისტორიული მუზეუმი
სტანდარტული ფასი: 350₾
4. Graf Kazbegi
თუ დასვენებისას სიმყუდროვეს ეძებთ, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო Graf Kazbegi. ქართული ქვის ტრადიციული ექსტერიერი, კლასიკური ინტერიერი ხის ელემენტებთან ერთად, ე.წ attic ნომრები და ელეგანტური გარემო, მთის ახლო ხედებთან ერთად გასაოცარ სიმყუდროვეს ქმნის, რაც განსაკუთრებით სუსხიან სეზონებზე დასვენებისთვის საოცარ ატმოსფეროა. ამ სასტუმროში ნომერთა კატეგორიის ფართო არჩევანია. შეგიძლიათ აირჩიოთ deluxe ნომრები, ოთახები აივნით და მის გარეშე. შეგიძლიათ აირჩიოთ ოთახი ხედის და აბაზანის ტიპის მიხედვით (შხაპი, აბაზანა). ასევე ხელმისაწვდომია ნომრები ორსართულიანი საწოლებით.
სასტუმროში გასაოცარ გარემოსთან ერთად გასართობი სივრცეებიც დაგხვდებათ, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც ყაზბეგს ბავშვებთან ერთად სტუმრობს. Graf Kazbegi-ში ასევე ხელმისაწვდომია ცხენებით გასეირნების სერვისი.
Booking რეიტინგი: 9.7 exceptional
მისამართი: კოსტავას 4, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ამაღლების ხატი, მუზეუმი
სტანდარტული ფასი: 195₾
5. Kazbegi View cottages
ყაზბეგი სიმშვიდესთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება. კოტეჯური ტიპის სასტუმროები კი კიდევ უფრო შესაბამის გარემოს ქმნის ყაზბეგისთვის. Kazbegi View cottages ცნობილია სტეფანწმინდაში და გამოირჩევა კომფორტული კოტეჯებით, საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება, კავკასიონის მთებზე. აქ ხელმისაწვდომია ორი ტიპის კოტეჯი. კონკრეტულად სტანდარტული ერთსაძინებლიანი, რომელიც იდეალურია წყვილებისთვის და ორსაძინებლიანი, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და იდეალურია მათთვის, ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ისვენებს.
გარდა იმისა, რომ თითოეული კოტეჯი უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი, ყველა კოტეჯი მოიცავს აივანს და ტერასას რათა მშვიდად დაისვენოთ და ხედებით ისიამოვნოთ. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მეგობრულია ცხოველების მიმართ და ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე, ნებას გრთავთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დაისვენოთ.
Booking რეიტინგი: 9.2 wonderful
მისამართი: მარჯანიშვილის 22, 4704
ახლოს მდებარე ობიექტები: სალოცავი, პარკი, კაზალიკეთ ხატი
სტანდარტული ფასი: 240₾
6. Capra Hotel Kazbegi
თუ ქართული ტრადიციული გარემოს მოყვარული ხართ, მაშინ Capra Hotel Kazbegi იდეალური არჩევანი იქნება თქვენთვის. ქვის ტრადიციული არქიტექტურა, ხის დეკორაციები, მთის კულტურით შთგონებული ინტერიერი, კავკასიონის მთების ფონზე ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. თუმცა გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ უმაღლესი დონის კომფორტი და მეგობრული პერსონალი. სასტუმროში ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ასევე საოჯახო ტიპის ნომრები, სადაც 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
აქ, დამატებითი აქტივობების მრავალფეროვნებაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ კულინარიული კლასებით, ისიამოვნოთ ტურით ადგილობრივ კულტურაზე, დააგემოვნოთ ტრადიციული მთის სამზარეულო, მონაწილეობა მიიღოთ ველო და საფეხმავლო ტურებში და სხვა. ამასთან სასტუმროში ხელმისაწვდომია სპეციალური ინვენტარის ქირაობა ლაშქრობისთვის და ზამთრის სპორტისთვის.
Booking რეიტინგი: 9.6 exceptional
მისამართი: კოსტავას 1, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: მთავარგანგელოზის ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
სტანდარტული ფასი: 190₾
7. Vache Hotel
Vache Hotel მყუდრო და ორიგინალური ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროა ყაზბეგში, სადაც დაგხვდებათ მშვიდი ატმოსფერო, უგემრიელესი და ჯანსაღი მენიუ და მეგობრული პერსონალი. ქვისა და ხის ექსტერიერი ყაზბეგისთვის დამახასიათებელ გარემოს ქმნის. სასტუმროს ნომრები კი მინიმალისტურ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ ხელმისაწვდომია ნომრები მთისა და ბაღის ხედით, ასევე deluxe და საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის.
სასტუმრო იდეალურია თუ ზამთარში ეწვევით ყაზბეგს და ამასთან თხილამურებით სრიალი გიყვართ. Vache Hotel გთავაზობთ ყველა საჭირო ინვენტარს რათა კომფორტულად ისრიალოთ. ზაფხულში კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ მშვიდი საღამოებით ტერასაზე ან გაერთოთ ბარში.
Booking რეიტინგი: 9.3 wonderful
მისამართი: ილია მეორეს 60, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: პატარა სალოცავი, სამედიცინო ცენტრი,
სტანდარტული ფასი: 162₾
8. Kazbegi Targmani Cottages
Kazbegi Targmani Cottages ცნობილი კოტეჯური ტიპის სასტუმროა ყაზბეგში, რომელიც უმაღლესი დონის კომფორტითა და მთის საუცხოო ხედებით გამოირჩევა. კოტეჯების ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან სასიამოვნო, ნათელ გარემოს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო იდეალურია მათთვის ვინც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სტუმრობს ყაზბეგს, რადგან ხელმისაწვდომია მხოლოდ ორსაძინებლიანი კოტეჯები, სადაც 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
თითოეული კოტეჯი არის ტერასით სადაც შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ და ხედებით ისიამოვნოთ. სასტუმრო გემრიელი და ჯანსაღი საკვებით რესტორანში გაგიმასპინძლდებათ. გასართობად კი Kazbegi Targmani Cottages-ის ბარს შეგიძლიათ ესტუმროთ.
Booking რეიტინგი: 8.4 very good
მისამართი: 4700, ყაზბეგი
ახლოს მდებარე ობიექტები: პატარა სალოცავი, ათენგენობის ნიში, რესტორანი
სტანდარტული ფასი: 347₾
9. Suatis Resort Kazbegi
მათ ვისაც მხიარულება და მრავალფეროვანი გარემო გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებათ მეგობრული და ფერადი ატმოსფერო, რაც Suatis Resort Kazbegi-ში დაგხვდებათ. ეს არის ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გასაოცარი ადგილმდებარეობითაც გამირჩევა. ვრცელი ეზო, გასაოცარი პანორამული მთის ხედებით იდეალურია თუ გიყვართ პიკნიკი, ბუნებაში მშვიდი დასვენება ან ყაზბეგს ბავშვებთან ერთად სტუმრობთ. ამასთან სასტუმროს ეზოში მოწყობილია ბავშვთა გასართობი მოედანიც.
რაც შეეხება სასტუმროს ნომრებსა და სერვისებს, ნომრები მყუდრო და ფერადი ინტერიერით გამოირჩევა, სადაც ხელმისაწვდომია საოჯახო და სტანდარტული ნომრები. სასტუმროში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ევროპული და ტრადიციული სამზარეულო და ამასთან გაერთოთ ბარში. თუ აქტიური დასვენება გიყვართ, შეგიძლიათ ფიტნეს დარბაზს ესტუმროთ, ან დაისვენოთ სპასა და საუნაში.
Booking რეიტინგი: 9.5 exceptional
მისამართი: აჩხოტი, 4704
ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე, მარკეტი, აჩხოტის კოშკი, ბენზინგასამართ სადგური
სტანდარტული ფასი: 320₾
10. Rooms Hotel Kazbegi
Rooms Hotel Kazbegi ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა ყაზბეგში. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, გამორჩეული სადა, დახვეწილი დიზაინით და მრავალფეროვანი სერვისებით. სასტუმროში თითოეული ნომერი ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა. აქ ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები, ოთახები ტერსით, king ნომერი და საოჯახო ნომრები, მთის უნიკალური ხედებით.
სასტუმრო მრავალფეროვანი სერვისებით გაგიმასპინძლდებათ. არ შეიძლება არ აღინიშნოს განტვირთვისთვის იდეალური დახურული აუზი მთის პანორამული ხედებით, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ტურებს ყაზბეგში, გასართობ ოთახს, მოსასვენებელ სივრცეებს, სპა ცენტრს, მრავალფეროვანი მასაჟის სერვისებით, და რესტორანს უგემრიელეს კერძებთან ერთად, სადაც ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური დიეტური და საბავშვო მენიუც.
Booking რეიტინგი: 8.8 exceptional
მისამართი: გორგასალის 1, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ამაღლების ხატი,
სტანდარტული ფასი: 649₾
11. Hotel Darchi Kazbegi
Hotel Darchi Kazbegi არის თანამედროვე ტიპის სასტუმრო ყაზბეგში, რომელიც დადებითი რეპუტაციით სარგებლობს ვიზიტორებში. თანამედროვე და ფერადი ინტერიერი, სასტუმროში ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის. აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი – ხელისაწვდომია მხოლოდ ორადგილიანი ნომრები. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით ან ტერასით. სასტუმრო იდეალურია თუ ყაზბეგში დასვენებას თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად აპირებთ.
Hotel Darchi Kazbegi-ის რესტორანში მეგობრული პერსონალი უგემრიელესი ადგილობრივი და ევროპული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ. აქ გარემო მყუდრო და რომანტიულია. თუმცა იმისთვის, რომ დრო უფრო მხიარულად გაატაროთ, შეგიძლიათ სასტუმროს ბარსაც ეწვიოთ.
Booking რეიტინგი: 9.2 wonderful
მისამართი: ჭავჭავაძის 53, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: კაზალიკეთ ხატი, პარკი, ბენზინგასამართ სადგური, ავტოსამცრეცხაო,
სტანდარტული ფასი: 317₾
12. Wooden Hotel Kazbegi
ხის ინტერიერი მთაში დასვენებისას განსაკუთრებულ და საუცხოო ატმოსფეროს ქმნის. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ მთის სიდიადით და მასთან ასოცირებული ატმოსფეროთი ისიამოვნოთ, დასასვენებლად აირჩიეთ სასტუმრო Wooden Hotel Kazbegi. სასტუმროს სახელიც კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ექსტერიერსა თუ ინტერიერში მთავარი მასალა ხეა. აქ საოცრად მყუდრო ნომრები და თბილი გარემო დაგხვდებათ, რომელიც ზამთარში მთის სუსხს სრულიად დაგავიწყებთ. ეს ადგილი იდეალურია თუ ყაზბეგში საყვარელ ადამიანთან ერთად ისვენებთ. გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროში მხოლოდ ხელმისაწვდომია ორადგილიანი ნომრები, მთის ხედით.
სასტუმროს მეგობრული პერსონალი სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ, რათა დრო სასიამოვნოდ და მხიარულად გატაროთ. უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, ღია და დახურული ტიპის რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ. დამატებით შეგიძლიათ მოაწყოთ ველო ტური ყაზბეგში, ისეირნოთ ცხენით, იქირაოთ სათხილამურო აღჭურვილობა და გამოსცადოთ ყაზბეგის უნიკალური რელიეფი სრიალისთვის.
Booking რეიტინგი: 9.4 wonderful
მისამართი: ტაბიძის 56, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია
სტანდარტული ფასი: 144₾
13. Hotel Stancia Kazbegi
Hotel Stancia Kazbegi-ს მთავარი ხიბლი ორიგინალურ ინტერიერსა და გასაოცარ პანორამულ ხედებშია, რომელიც თითოეული ნომრიდან იშლება. სამვარსკვლავიან სასტუმროში გამორჩეული ადგილია ტერასა, საიდანაც ნებისმიერ სეზონზე გასაოცარი მთის ხედები იშლება. ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო მეგობრული მომსაუხრებითაც გამოირჩევა, რის გამოც ხშირია Hotel Stancia Kazbegi-ს მიმართ დადებითი შეფასებები.
სასტუმრო იდეალურია როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის ვინც ჯგუფთან ერთად სტუმრობს ყაზბეგს, რადგან აქ ხელმისაწვდომია საოჯახო ნომრებიც, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ნომრის არჩევისას შეგიძლიათ აირჩიოთ ხედით ქალაქზე ან მთებზე. სასტუმროში უგემრიელესი მენიუს გარდა, ასევე შეგიძლიათ საცხენოსნო ტურებით ისარგებლოთ. ასევე შეგიძლიათ დაიქირაოთ სათხილამურო და სალაშქრო ინვენტარი და გამოსცადოთ ახალი თავგადასავლები ყაზბეგის უნიკალურ ბუნებაში.
Booking რეიტინგი: 8.9 excellent
მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის მოედანი 23ა, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: მთავარანგელოზის ეკლესია, სამედიცინო ცენტრი, კაფეები, რესტორნები, მარკეტი
სტანდარტული ფასი: 180₾
14. Landscapes Hotel
თუ კავკასიონის საუკეთესო ხედებით სიამოვნების მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა აირჩიოთ სასტუმრო Landscapes Hotel. ეს არის უნიკალური და ძალიან მყუდრო სასტუმრო, რომელიც ორიგინალური ინფრასტრუქტურით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. პატარა სასტუმრო ორ ცალკეულ ნომერს მოიცავს. თითოეული ნომერი არის აივნით. მარტივად რომ ითქვას, სასტუმრო თანამედორვე კოტეჯის ტიპისაა. აქ შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასე, რომ თუ სამეგობროსთან ერთად მოგზაურობთ, Landscapes Hotel იდეალური არჩევანი იქნება.
სასტუმროს გუნდი უფრო მრავალფეროვანი თავგადასავლებისთვის გთავაზობთ სხვადასხვა დამატებით აქტივობას, მათ შორის ველოტურებს, საფეხმავლო ტურებს, ფილმის საღამოებს, სპეციალურ აღჭურვილობას მოლაშქრეებისთვის და მოთხილამურეებისთვის.
Booking რეიტინგი: 9.3 wonderful
მისამართი: მარჯანიშვილის 12/14, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
სტანდარტული ფასი: 377₾
15. Kazbegi Glamping
გლემპინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დამსვენებლებში. მსგავსი სასტუმროები იდეალურია ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის. და თუ თქვენც გლემპინგი მოგწონთ, მაშინ ყაზბეგში დასვენებისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ Kazbegi Glamping-ს. ორიგინალური ინფრასტრუქტურა, ფერადი და მყუდრო ინტერიერი, საოცარი მთის ხედები, განმარტოების საშუალება და ყველაფერი კომფორტული დასვენებისთვის, არის ის რაც Kazbegi Glamping-ში დაგხვდებათ. კოტეჯში შესაძლებელია 7 ადამიანამდე განთავსება.
კოტეჯი ყველა საჭირო პირობითაა უზრუნველყოფილი, რომ შეძლოთ სრულფასოვნად კვება და დასვენება. არის სრილიად დაცული და ხელმისაწვდომია ინტერნეტიც. თუმცა გაითვალისწინეთ, მოთხოვნა დიდია, ამიტომ დასვენებამდე ეცადეთ შედარებით ადრეული ვადით დაჯავშნოთ.
Booking რეიტინგი: 9.4 wonderful
მისამართი: თარგმანის ქუჩა 2, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, ეკლესია
სტანდარტული ფასი: 300₾
16. Northgate Hotel Kazbegi
Northgate Hotel Kazbegi ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა ყაზბეგში, სადაც დახვეწილი და ელეგანტური გარემო დაგხვდებათ. თანამედროვე დიზაინის მქონე ნომრები, გასაოცარი სიმყუდროვით გამოირჩევა, რასაც თან უნიკალური მთის ხედები ემატება. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები აივნით და მის გარეშე. ამასთან, ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი ოთხი ადამიანისთვის.
უგემრიელეს ადგილობრივ მენიუსთან და ღვინოსთან ერთად, სასტუმროში ხელმისაწვდომია დამატებითი ველო და საფეხმავლო ტურები. ასევე საცხენოსნო ტურებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. გამორჩეული სერვისია კანოეს დაქირავება და უნიკალური გამოცდილებების მიღება.
Booking რეიტინგი: 9.5 exceptional
მისამართი: თბილისის ქუჩა 8, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: ბარი, ტანსაცმლის მაღაზია
სტანდარტული ფასი: 240₾
17. Green Sheep Boutique Hotel
Green Sheep Boutique Hotel-ს ატმოსფერო დაუვიწყარია. ქვის ექსტერიერი, მყუდრო და ქართული ტრადიციული გარემო, მშვიდი ატმოსფერო და გასაოცარი ხედები ნამდვილად მოგეწონებათ მათ, ვისაც ყაზბეგში მშვიდი და კომფორტული დასვენება გსურთ. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვინც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობს ყაზბეგს, რადგან შესაძლებელია საოჯახო ნომრების არჩევა, სადაც 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით, ტერასით, ან მათ გარეშე.
სასტუმროში გართობის მთავარი ადგილი ბარია, სადაც ყოველთვის მხიარული გარემო დაგხვდებათ. უფრო საინტერესო გამოცდილებებისთვის, კი შეგიძლიათ ისარგებლოთ ველო და საცხენოსნო ტურებით. ასევე ხელმისაწვდომია ლაშქრობისთვის და თხილამურებით სრიალისთვის საჭირო ინვენტარი. ბავშვებისთვის კი მოწყობილია გარე სათამაშო სივრცე.
Booking რეიტინგი: 9.1 wonderful
მისამართი: ჭავჭავაძის 72, 4700
ახლოს მდებარე ობიექტები: ავტოსამრეცხაო, რესტორანი, მაღაზია
სტანდარტული ფასი: 180₾
რა ვნახოთ ყაზბეგში?
ყაზბეგის მთავარი ღირსშესანიშნაობა და დიდებულება კავკასიონის მწვერვალებშია. უდიდესი მყინვარები და პანორამული ხედები კლდოვან და მწვანე მთებზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის სტეფანწმინდაში. აქ, ყველაზე ცნობილი ბუნების ძეგლია ყაზბეგის მთა იგივე მყინვარწვერი, რომლის საუკეთესო ხედი ყაზბეგის მორიგი ცნობილი ღირსშესანიშნაობიდან, გერგეტის სამების ტაძრიდან მოჩანს.
თუმცა გერგეტის გარდა ყაზბეგში ბევრი საინტერესო და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლია მათ შორის ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი და დარიალის სამონასტრო კომპლექსი. ლაშქრობის მოყვარულებს კი შეგიძლიათ მოინახულოთ გველეთის დიდი ჩანჩქერი და უმშვენიერესი ფანშეტის აუზი
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს სასტუმროები ყაზბეგში?
ყაზბეგის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 160 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს.
რომელია ყაზბეგის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?
ყაზბეგის ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Intourist kazbegi, porta caucasia kazbegi და Rooms Hotel Kazbegi.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?
ქართული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ სასტუმროებში porta caucasia kazbegi, Capra Hotel Kazbegi და Hotel Darchi Kazbegi.
ყაზბეგის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?
ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის იდეალურია Graf Kazbegi, Suatis Resort Kazbegi და Green Sheep Boutique Hotel.
რომელია კოტეჯური ტიპის სასტუმრო ყაზბეგში?
კოტეჯების ქირაობა შესაძლებელია სასტუმროებში Kazbegi View cottages, Kazbegi Targmani Cottages, Landscapes Hotel, Kazbegi Glamping.
რომელია ყაზბეგში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?
წყვილებისთვის იდეალურია Hotel Memoir Kazbegi, Kazbegi View cottages და Hotel Darchi Kazbegi.
რა ღირს სასტუმროები ყაზბეგში შაბათ–კვირას?
შაბათ-კვირას ყაზბეგის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი დაახლოებით 180 ლარიდან იწყება და 350-400₾-მდე იზრდება.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?
ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სასტუმროებია: Graf Kazbegi, Capra Hotel Kazbegi.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?
ყაზბეგის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?
აუზით სარგებლობა შეგიძლიათ ყაზბეგის ისეთ სასტუმროში როგორიცაა Rooms Hotel Kazbegi.
რომელ სასტუმროებს აქვთ ყაზბეგში ოთახები არამწეველთათვის?
ყაზბეგის სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი
ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?
ყაზბეგის ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?
დამატებით ტურები ხელმისაწვდომია ბევრ სასტუმროში, მათ შორის სასტუმროებში Intourist kazbegi, Wooden Hotel Kazbegi და Hotel Stancia Kazbegi.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებშია სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობის ქირაობა?
სრიალისთვის საჭირო ინვენტარის ქირაობა და გამოყენება შეგიძლიათ სასტუმროებში Vache Hotel, Wooden Hotel Kazbegi და Green Sheep Boutique Hotel.
ყაზბეგის რომელ სასტუმროებს აქვთ დამატებითი სპა სერვისები?
სპას სერვისებით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმროებში Suatis Resort Kazbegi და Rooms Hotel Kazbegi.