ბახმარო - bakhmaro

ბახმარო

  1. საქართველოს კუთხეები

ბახმარო საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული კურორტია, რომელიც გურიაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. იგი გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე კლიმატით, რომელსაც ბახმაროს ირგვლივ არსებული ნაძვნარი ქმნის.

სპეციფიური არქიტექტურის, ულამაზესი ბუნებისა და საოცარი კლიმატური თვისებების გამო, ზაფხულსა თუ ზამთარში, კურორტი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. თუ გსურთ გაიგოთ მეტი დეტალი ამ უნიკალური ადგილის შესახებ, გაეცანით საჭირო ინფორმაციას ქვემოთ.

ბახმაროს შესახებ

კურორტი ბახმარო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მთისა და ზღვის შერეული კლიმატი, ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე დადებითად აისახება. სწორედ კლიმატის უნიკალური თვისებების გამო, ბახმარო ადრე მოიხსენიებოდა, როგორც დედათა და ბავშვთა კურორტი.

ბახმაროს ღირსშესანიშნაობები

ბახმაროში ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილი ბუნების ძეგლია. მათ შორისაა მთა  “დიდი ფაფარა” საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება. პიონერის ქუჩაზე ყოველწლიურად, ფერიცვალების დღესასწაულზე დოღი ტარდება. ბახმაროს ერთ–ერთი უახლესი ღირსშესანიშნაობა ბახმაროს ეკლესიაა, რომელიც კურორტისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. 

ამას გარდა ბახმაროში საღამოობით კოცონის დანთება და პიკნიკის მოწყობა ერთგვარი ტრადიციაა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დასვენებას. 

  • მთა გადრეკილი

    ბახმაროს ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გადრეკილის მთაა, რომელსაც მზის ამოსვლის გორასაც უწოდებენ. ეს ადგილი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ იხილოთ მზის ამოსვლა ღრუბლების ზღვაში. მთასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც მანქანით ასევე ფეხით, თუმცა უმჯობესია თუ მოინახულებთ ფეხით, რადგან ასე ბევრად უსაფრთხოა.

სასტუმროები ბახმაროში

ბახმაროში უმეტესად კერძო საკუთრებაში მყოფილი კოტეჯების ქირაობა შეგიძლიათ. მათი ფასები პირობების მიხედვით განსხვავებულია და დღიურად 120–დან 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზამთრის პერიოდში, არჩევანის სიმცირის გამო, ერთი ღამის ღირებულება საშუალოდ 600 ლარია

კოტეჯი “ჩამო”

ეს არის მცირე ზომის, მყუდრო კოტეჯი, უზრუნველყოფილი კომფორტით და საჭირო ავეჯით, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის. ამ კოტეჯებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ასე რომ დაჯავშნა დიდი ხნით ადრეა საჭირო. “Ჩამო” საკმაოდ ბიუჯეტურია და ერთი ღამის ღირებულება 163 ლარს შეადგენს.

სასტუმრო “პანორამა ბახმარო”

ეს ერთ–ერთი ცნობილი კერძო სასტუმროა ბახმაროში, რომელიც მყუდრო გარემოთი გამოირჩევა. ოთხსართულიან ხის კოტეჯში თითოეული ნომერი უზრუნველყოფილია გათბობის სისტემით, სველი წერტილებით და საჭირო ინვენტარით. ერთი ღამის ღირებულება 235 ლარია

სასტუმრო “ბახმარო”

ეს არის თანამედროვე ტიპის სასტუმრო ბახმაროს ცენტრში, რომელიც გამოირჩევა მოდერნისტული ინტერიერით, გასაოცარი ხედებით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. იქვეა გასართობი პარკი და სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის.

რესტორნები ბახმაროში

სასტუმროებთან შედარებით, ბახმაროში რესტორნების მცირე არჩევანია. დამსვენებლები ძირითადად ინდივიდუალურად უზრუნველყოფენ კვებას კურორტზე მდებარე ბაზრობასა და მარკეტებში. თუმცა კურორტზე რამდნეიმე ქართული ტრადიციული რესტორანია.

ფურნე N1

ეს ყველაზე ცნობილი რესტორანია ბახმაროში, სადაც დაგხვდებათ გასაოცარი, მყუდრო გარემო, უგემრიელესი ქართული სამზარეული, ცოცხალი ტრადიციული მუსიკა და ხედი კურორტის ცენტრალურ ნაწილზე.

“ბახმარო”

რესტორანი “ბახმარო” ამავე სახელწოდების მქონე სასტუმროს ნაწილია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერითა და მშვიდი გარემოთი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ბახმაროში?

თბილისიდან გურიაში ჩასვლა კერძო მიკროავტობუსით და მატარებლით შეგიძლიათ. ფასები 10–35 ლარის ფარგლებშია და საშუალოდ საჭიროა 5 საათი. მატარებლის შემთხვევაში კი 7 საათი დაგჭირდებათ. ოზურგეთის ცენტრალური სადგურიდან დღის ნებისმიერ მონაკვეთში ინიშნება მიკროავტობუსი ჩოხატაურის მიმართულებით. ჩოხატაურის ავტოსადგურიდან კი აქტიურად ინიშნება მიკროავტობუსები კურორტის მიმართულებით. მანძილი ჩოხატაურიდან 52 კმ–ია და ბახმაროში დაახლოებით 2 საათში იქნებით. კერძო ავტომობილით, თბილისიდან ბახმარომდე დაახლოებთ 8 საათი დაგჭირდებათ და ამ შემთხვევაშიც ჩოხატაურში მოხვედრაა საჭირო.

როდის არის საუკეთესო პერიოდი ბახმაროში დასასვენებლად?

საუკეთესო დრო ბახმაროს მოსანახულებლად ზაფხულია. ამ დროს კურორტი განსაკუთრებით აქტიურია, ამინდები თბილი და კლიმატიც გამორჩეულად სასარგებლო. ამ პერიოდშივე იმართება ტრადიციული დოღი და დამატებითი გასართობი ღონისძიებები.

რა განსხვავებაა ბახმაროსა და გომისმთას შორის?

ბახმარო, ისევე როგორც გომისმთა გურიაში მდებარე კურორტული ზონებია, მსგავსი კლიმატური თვისებებით, რელიეფით და დამახასიათებელი არქიტექტურით. თუმცა გომისმთა ჯერ კიდევ არაა უზრუნველყოფილი გამართული სამანქანო გზით, ელექტრო გაყვანილობისა და წყლის სისტემებით. ასევე მცირეა მოსახლეობის რაოდენობა და დაბინავების ერთადერთი საშუალება კემპინგია.