სასტუმროები ბათუმში

სასტუმროები ბათუმში – 15 საუკეთესო  სასტუმრო ბათუმში დასვენებისთვის

  1. სასტუმროები

ბათუმი შავი ზღვის სანაპიროსა გამორჩეული ტურისტული ცენტრია. ქალაქი აერთიანებს ისტორიულ უბნებს და არქიტექტურას, ისევე როგორც განახლებულ ბათუმს, თანამედროვე შენობებითა და ბულვარით. ზღვიანი სანაპირო, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ბუნებასთან სიახლოვე ბათუმის ტურისტული პოტენციალის მთავარი უპირატესობაა.
ბათუმი წლის ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ტურისტებს. ზღვის სეზონზე ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს და ბათუმი 24/7-ზე ცხოვრების რეჟიმზე გადადის.
ქალაქში არაერთი ცნობილი ბრენდული სასტუმროა, რომლებიც დამსვენებლებს მაღალი დონის მომსახურებასა და დასვენების საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობენ.

ბათუმის საუკეთესო სასტუმროების თხუთმეტეული

საუკეთესო ახლად განხსნილი სასტუმრო: Le Meridien Batumi

საუკეთესო ოთახის მომსახურება: Radisson Blu Hotel Batumi

საუკეთესო ღია აუზის მქონე სასტუმრო: Sheraton Batumi Hotel

საუკეთესო მდებარეობის სასტუმრო: Hilton Batumi

სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ნაწილში: Wyndham Batumi

სასტუმრო საუკეთესო სპა ცენტრით: Courtyard by Marriott Batumi

სასტუმრო თურქული საუნით: Divan Suites Batumi

ბინები გასაქირავებლად: Orbi City Central Aparthotel

საუკეთესო ბუტიკ სასტუმრო: Tapis Rouge Design Boutique Hotel

აპარტამენტები გასაქირავებლად: MiraMar Luxury Residences

სასტუმრო ქალაქგარეთ: Hilltop Batumi

სასტუმრო კორპორატიული წვეულებებისთვის: Best Western Premier Batumi 

სასტუმრო ორი რესტორნით: King Solomon Kosher Hotel

სასტუმრო მოლთან ახლოს: Euphoria Hotel

საუკეთესო ბიუჯეტური სასტუმრო: Hotel London 

 

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო ლე მერიდიენ, ზღვის ხედით, აუზით, რესტორნით ბარით და სპა ცენტრით

Le Meridien Batumi

“ლე მერიდიენ” ბათუმი კავკასიის ყველაზე მაღალ, 205 მეტრიან შენობაშია განთავსებული. სასტუმრო გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. დახვეწილი, ევროპული დიზაინის სასტუმრო სწორედ ისაა, რაც თქვენს ბათუმურ დასვენებას აბსოლუტურად უნაკლოს გახდის. სპა, ფიტნესი, ღია და დახურული აუზები, სილამაზის სალონი, ქართულ-ფრანგული რესტორანი და ბარი სრულად თქვენს განკარგულებაშია. 

დახვეწილი ატმოსფერო ყოველ ნიუანსში იგრძნობა – კომფორტული ავეჯი, ნათელი ოთახები, უმშვენიერესი ხედები ზღვასა და ქალაქზე, უგემრიელესი საზარეულო, კოქტეილები და რაც მთავარია – მაღალი დონის მომსახურება. სწორედ “ლე მერიდიენში” შეგიძლიათ ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული ნომრის დაქირავება – საპრეზიდენტო ნომერი, სადაც უზარმაზარი სივრცე და კომფორტზე გათვლილი უამრავი დეტალი დაგხვდებათ. 

Booking რეიტინგი: 9.0

მისამართი: Ninoshvili / Zhgenti Street, 6112 Batumi

ახლოს მდებარე ობიექტები: ანბანის კოშკი, ევროპის მოედანი, ალი და ნინო, კაზინო ივერია ბათუმი, პიაცა

სტანდარტული ნომრის ფასი: 939 ₾

ვებ-გვერდი: https://www.lemeridienbatumi.ge/ დაჯავშნე

სასტუმრო რედისონი, აუზით, ფიტნეს ცენტრით, კომფორტული ოთახებით და ხედით ქალაქზე, ბულვართან ახლოს

Radisson Blu Hotel Batumi

რადისონის სასტუმროებში კარის შეღების მომენტიდან გრძნობთ, რომ აქ თქვენს კომფორტზე ზრუნავენ. ჩვენი ბოლო ვიზიტისას ნომერში უგემრიელესი სნექების დაფა დაგვხვდა, უზარმაზარი ნომერი სამუშაო სივრცით, ორი აბაზანითა და საკუთარი ორთქლის ოთახით. რადისონს ორი აუზი აქვს – ღია და დახურული. 

სასტუმროში გამორჩეულად გემრიელი საუზმე აქვთ, ყოველი პროდუქტი დიდი ყურადღებითაა შერჩეული და მომზადებული. სასტუმროს ბოლო სართულზე რესტორანი და ბარია განთავსებული. 

ერთადერთი ნიუანსი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ – აივანია. შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე არცერთ ოთახს აივანი არ აქვს და ვერც ფანჯრის გაღებას შეძლებთ. თუმცა სასტუმროში ძალიან კარგი საჰაერო და ვენტილაციის სისტემაა. 

Booking რეიტინგი: 8.5

მისამართი: Ninoshvili Street 1

ახლოს მდებარე ობიექტები: პიაცა, ანბანის კოშკი, Iveria Beach, ევროპის მოედანი, კაზინო ივერია

სტანდარტული ნომრის ფასი: 903 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/RadissonBluHotelBatumi/ დაჯავშნე

სასტუმრო შერატონ ბათუმი მდებარეობს ბულვართან და ზღვასთან ახლოს, აქვს გამწვანებული ეზო

Sheraton Batumi Hotel

შერატონს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. ერთი მხრივ ბათუმის ბულვარში აღმოჩნდებით, ხოლო რუსთაველის მხარეს ნურის ტბა და გამწვანებული ბაღი აკრავს, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ, იქირაოთ წყლის ველოსიპედები და ა.შ. 

სასტუმროში ყველა გემოვნების ადამიანისთვის დაგხვდებათ რესტორანი. ბოლო სართულზე მოწყობილია 360 Sky Bar and Restaurant, სადაც გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ სუში და აზიური კერძები. გარდა ამისა, სასტუმროში კიდევ ორი რესტორანია, სადაც ადგილობრივი დდა ევროპული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. 

ჩვენი გამოცდილებით, შერატონის ღია აუზი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში. გარშემო პალმის ხეებით, სიმწვანეში ჩაფლული, მშვიდი და წყნარი გარემო, კომფორტული ავეჯით. რაც მთავარია, აუზთან მოწყობილია ბარი, საიდანაც ბარმენი თქვენს საყვარელ კოქტეილს პირდაპირ მზის ქვეშ მოგართმევთ. 

Booking რეიტინგი: 8.3

მისამართი: Rustaveli Street N 28

ახლოს მდებარე ობიექტები: ბათუმის დელფინარიუმი, ნურის ტბა, პიაცა, ანბანის კოშკი, Iveria Beach, ევროპის მოედანი, კაზინო ივერია

სტანდარტული ნომრის ფასი: 819 ₾

ვებ-გვერდი: https://www.marriott.com/en-us/hotels/bussi-sheraton-batumi-hotel/overview/ 

სასტუმრო ჰილტონი ბულვართან ახლოს, ხედით ზღვაზე და 26 მაისის პარკზე, ნურის ტბასთან

Hilton Batumi

ჰილტონის ნომრებიდან ხედი ზღვისკენ ან ქალაქისა და ნურის ტბისკენ იშლება. სასტუმროს ძალიან მოსახერხებელი მდებარეობა აქვს. ზუსტად 2 წუთში ბათუმის ბულვარში ან 26 მაისის ბაღში აღმოჩნდებით. 

ბოლო სართულზე მოწყობილია Sky Bar პანორამული ხედებით ქალაქზე. წვიმიან ამინდში (რაც ბათუმში არც თუ იშვიათობაა) Sky Bar-ის სტუმრობა და აპეროლის თანხლებით ქალაქის ხედების დათვალიერება განტვირთვისა და დროის გაყვანის მშვენიერი ხერხია. 

გემრიელი ვახშმის მოწყობა ჰილტონშიც შეგიძლიათ, მაგრამ მის გვერდით, სულ რაღაც 50 მეტრში მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი “ასკანელი”. ჩვენი რეკომენდაციით, იგი ბათუმის ტოპ 5 საუკეთესო რესტორანს შორის ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ სასტუმროდან გასვლას. 

ჩვენთვის აღმოჩენა იყო, რომ სასტუმროს აუზი ზღვის წყლითაა სავსე. ამიტომ დილით ან საღამოს აუცილებლად ესტუმრეთ და განიტვირთეთ წყალში. 

Booking რეიტინგი: 8.4

მისამართი: Rustaveli Street #40 

ახლოს მდებარე ობიექტები: ნურის ტბა, 26 მაისის ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი, პიაცა, ევროპის მოედანი, ბათუმის ბულვარი

სტანდარტული ნომრის ფასი: 612 ₾

ვებ-გვერდი: https://www.hilton.com/en/hotels/busbthi-hilton-batumi/ 

სასტუმრო ვინდამი, კლასიკური დიზაინი, ძველ ბათუმში

Wyndham Batumi

ვინდამ ბათუმი ქალაქის ცენტრში, ევროპისა და პიაცას მოედნებთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, მოჩუქურთმებული ავეჯითა და ბზინვარე ელემენტებით. დიზაინის ამგვარი გადაწყვეტა საოცრად მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის, თქვენ კი მის განსაკუთრებულ სტუმრად გაგრძნობინებთ თავს. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სასტუმროს მრავალფეროვანი საუზმე. მრავალგვარი სახეობის პროდუქტებითა და კერძებით, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ბათუმში. 

ვინდამს ულამზესი შიდა აუზი აქვს, რომელსაც გარს ოქროსფერ თაღებიანი მინის ვიტრაჟები აკრავს, საიდანაც ქალაქის ურბანული ხედი იშლება. 

Booking რეიტინგი: 8.6

მისამართი: 33 Memed Abashidze Avenue

ახლოს მდებარე ობიექტები: 

სტანდარტული ნომრის ფასი: 402 ₾

ვებ-გვერდი: https://www.wyndhamhotels.com/en-uk/wyndham/batumi-georgia/wyndham-batumi/overview?cid=PS:vu05e66ugkpypy2&gad=1&gclid=CjwKCAjwjYKjBhB5EiwAiFdSfo-FNBsFo6aAvRO15oBHPX7WoDyFfYOLRNCmVYa_eV9xbMMEjr5wRRoCFXQQAvD_BwE&gclsrc=aw.ds 

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ბათუმი, თანამედროვე სასტუმრო, ახალ ბათუმში

Courtyard by Marriott Batumi

სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi თანამედროვე სტილის, მინიმალისტური დიზაინით გადაწყვეტილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ნომრები მაქსიმალურად მორგებული ვიზიტორთა კომფორტზე და ყოველი კუთხე ფუნქციურად მაქსიმალურად ათვისებულია. 

აქაურმა სპამ ჩვენი რეკომენდაცია ნამდვილად დაიმსახურა. ჰამამის პროცედურა, რომელსაც თბილ მარმარილოზე, სპეციალური საპნის ქაფით და ქისის გამოყენებით ჩაგიტარებენ, სრულიად განაახლებს და გამოაცოცხლებს თქვენს კანს. 

მარიოტის აუზიდან გამორჩეულად მშვენიერი ხედი იშლება ზღვაზე. 

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მდებარეობს მხრივ სასტუმროს ლოკაცია სხვა აქამდე განხილულ სასტუმროებს ჩამოუვარდება, რადგან შედარებით მოშორებულია ქალაქის ცენტრალური და ისტორიული ნაწილიდან. 

Booking რეიტინგი: 9.3

მისამართი: 5 Sherif Khimshiashvili Street

ახლოს მდებარე ობიექტები: ბათუმის ბულვარი, უკრაინული რესტორანი, ბათუმის აკვა პარკი

სტანდარტული ნომრის ფასი: 477 ₾

ვებ-გვერდი: https://www.marriott.com/en-us/hotels/buscy-courtyard-batumi/overview/?utm_source=Search&utm_medium=Google&utm_campaign=Batumi&gclid=CjwKCAjwjYKjBhB5EiwAiFdSfrJdnvYSnrHENjq-ptvFX7KqKUDFoIGaN1AJMnEhG5XFfbKJ5YlLJRoC91YQAvD_BwE 

სასტუმრო დივან სუითს, ძველ ბათუმში, ქალაქის ხედით, თანამედროვე დიზაინით

Divan Suites Batumi

Divan Suites Batumi 4 სართულიანი სასტუმროა ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ნომრებიდან ბათუმის ქუჩების ხედი იშლება, თუმცა ამის მიუხედავად ნომრები საკმაოდ მყუდრო და მშვიდია. სასტუმროს დახვეწილი, კლასიკური ინტერიერი აქვს. 

რაც მთავარია, სასტუმროს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. მის გარშემო ბათუმის ყველაზე ხალხმრავალი და ტურისტების საყვარელი კაფე-ბარები მდებარეობს. 

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი, სადაც ნამდვილად გამორჩეული რომანტიკული ვახშმის მოწყობა შეგიძლიათ. 

სასტუმროში სპა და ფიტნეს ცენტრიცაა მოწყობილი. გამონაკლისია აუზი – სასტუმრო ამ სერვისს სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ. თუმცა განტვირთვისთვის იდეალური საშუალებებია – თურქული აბაზანა, საუნა, მასაჟის ოთახები და სხვა. 

Booking რეიტინგი: 8.0

მისამართი: Zhordania/Z. Gamsakhurdia Str 8/15

ახლოს მდებარე ობიექტები: პიაცა, ევროპის მოედანი, კაფე-ბარები

სტანდარტული ნომრის ფასი: 378 ₾

ვებ-გვერდი: https://www.divan.com.tr/hotel/divan-suites-batumi-hotel 

ორბის აპარტამენტები ზღვასთან და პარკთან ახლოს, ზღვის და ქალაქის ხედით, სამზარეულოს და აბაზანის ავეჯით

Orbi City Central Aparthotel

ორბი სითის აპარტამენტები იდეალურია ხანგრძლივი დასვენებისთვის. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა და ა.შ. რაც მთავარია, ოთახებიდან ზღვისა და ქალაქის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ოთახებს საკუთარი საზაფხულო აივნებიც აქვს, საიდანაც საღამოობით მზის ჩასვლის ყურებით დატკბებით. მდებარეობის მხრივ კომპლექსი სუპერ მოსახერხებელია. ახლოს გაქვთ ბულვარი, რესტორნები, კაფეები და სუპერმარკეტები. 

მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდია, ორბის საკმაო რაოდენობის სწრაფი ლიფტები ემსახურება. ამ მხრივ გადაადგილება სრულიად კომფორტულია. 

შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. არჩევანი შედარებით მოკრძალებულია, ვიდრე სხვა ბრენდულ სასტუმროებში, მაგრამ გემრიელად წახემსებასა და არომატული ყავის დალევას ნამდვილად შეძლებთ. 

Booking რეიტინგი: 9.3

მისამართი: Sherif Khimshiashvili street 7b

ახლოს მდებარე ობიექტები: ბათუმის აკვა პარკი, კარფური, რესტორანი “Grand Grill”, უკრაინული რესტორანი, რესტორანი “სანსეტი”

სტანდარტული ნომრის ფასი: 365 ₾

სასტუმრო ტაპის რუჟი, ბუტიკ სასტუმრო, უნიკალური დიზაინით, ქალაქის ცენტრში, ნურის ტბასთან ახლოს

Tapis Rouge Design Boutique Hotel

Tapis Rouge გამორჩეული დიზაინისა და ინტერიერის მქონე 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმროა. კლასიციზმის სტილში გადაწყვეტილი უნიკალური ნომრები და ბაუჰაუს და ინდუსტრიალიზმის სტილის ავეჯის კომბინაცია სასტუმროს ნამდვილად გამოარჩევს ყველასგან. თეთრ სვეტებიანი აივნები განსაკუთრებით უხდება ბათუმს და საზღვაო სეზონს. დილის ყავა აივანზე, რომელიც გამწვანებულ ქუჩებსა და ზღვას გადაჰყურებს, დღის საუკეთესო დასაწყისია. 

სასტუმრო იდეალურია წყვილებისთვის. ნომრების მორთულობა, განათება, ფერები – საოცრად რომანტიკულ გარემოს ქმნის და განწყობას გიმაღლებთ. 

სასტუმროს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს. ახლოსაა ბულვართან, ნურის ტბასა და 26 მაისის პარკთან. 

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: 19 Rustaveli Avenue 

ახლოს მდებარე ობიექტები: პიაცა, ევროპის მოედანი, საოცრებათა პარკი, ანბანის კოშკი, რესტორანი ბერნი, რესტორანი გრილ თაუნი, რესტორანი ასკანელი

სტანდარტული ნომრის ფასი: 387 ₾

ვებ-გვერდი: https://tapis-rouge.ge/#about-hotel 

მირამარ რეზიდენსის აპარტამენტები, ზღვის და ქალაქის ხედით, ქალაქის ცენტრში, ნურის ტბასთან ახლოს, ნათელი აპარტამენტები, სამზარეულოთი

MiraMar Luxury Residences

MiraMar Luxury Residences ერთი მხრივ ბულვარსა და ზღვას, ხოლო მეორე მხრივ რუსთაველის ქუჩას, პალმების ხეივანსა და ნურის ტბას გადაჰყურებს. ნომრების ინტერიერი მინიმალისტური და დახვეწილია. სრულიად შემინული ფასადიდან მზის სხივები პირდაპირ თქვენს საძინებელში იჭრება. იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ როგორც ერთ, ისე სამ ოთახიანი აპარტამენტები, აქ დასვენება მოხერხებულია როგორც წყვილებისთვის, ასევე ოჯახებისთვის. 

ერთი გამონაკლისი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საუზმეა – ეს სერვისი MiraMar-ში ხელმისაწვდომი არაა. თუმცა შენობაშია რესტორანი და “ასკანელი ტერასა” – ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო ბათუმში. 

Booking რეიტინგი: 8.8

მისამართი: 40 Rustaveli Street

ახლოს მდებარე ობიექტები: ნურის ტბა, 26 მაისის ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი, პიაცა, ევროპის მოედანი, ბათუმის ბულვარი

სტანდარტული ნომრის ფასი: 382 ₾

ვებ-გვერდი: https://www.miramar.ge/ 

ჰილტოპ ბათუმი, კოტეჯები მთაზე, სიმწვანეში

Hilltop Batumi

Hilltop Batumi იდეალურია, თუ ზღვაზე დასვენებასთან ერთად მთასთან და ბუნებასთან სიახლოვეც გსურთ. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც განმარტოება და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნა ურჩევნია. იდეალურია წყვილებისთვის, რომანტიკული თავგადასავლების მოსაწყობად. 

ხის კოტეჯები შემაღლებულ გორაზე მდებარეობს, საიდანაც ქალაქისა და ზღვის ხედები იშლება. დილით სუფთა ჰაერზე გაღვიძება და აივნიდან ბათუმის გამოღვიძების ყურება ჭიქა ყავასთან ერთად ნამდვილად არაჩვეულებრივ განწყობას შეგიქმნით. 

კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოსა და აბაზანის ყველა საჭირო ინვენტარით. საუზმის სერვისი ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, უმჯობესია პროდუქტები თავად მოიმარაგოთ, ან ქალაქის კაფე-რესტორნებს ეწვიოთ მანქანით. 

Booking რეიტინგი: 9.7

მისამართი: Shervashidze Ascent

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “ფიროსმანი’, “ხინკლის სახლი”

სტანდარტული ნომრის ფასი: 550 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/HilltopBatumi 

სასტუმრო ბესთ უესთერნ ბათუმი, ზღვასთან ახლოს, ტერასებით, აუზით, ფიტნეს დარბაზით, თანამედროვე დიზაინით

Best Western Premier Batumi 

Best Western Premier Batumi ბულვართან ახლოს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ოთახები საკმაოდ დიდი, ფართო და ნათელია. მომსახურე პერსონალი მუდმივად ყურადღებიანია და სტუმრების ნებისმიერ მოთხოვნაზე ძალიან სწრაფად რეაგირებენ, რაც საკმაოდ კომფორტულია. 

სასტუმრო იდეალურია ბიზნეს ვიზიტებისთვის, თიმბილდინგებისა და კორპორატიული საღამოებისთვის. თანამედროვედ აღჭურვილი საკონფერენციო ოთახები 150 სტუმარზეა გათვლილი. 

სასტუმროს საკმაოდ მრავალფეროვანი საუზმე აქვს. ასევე რესტორანი ტერასით მე-13 სართულზე. ვახშამი ტერასაზე ქალაქის ხედით საღამოს გატარების და განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა. 

Booking რეიტინგი: 8.2

მისამართი: 111 Zurab Gorgiladze Street

ახლოს მდებარე ობიექტები: აკვა-პარკი, ბულვარი, რესტორნები

სტანდარტული ნომრის ფასი: 357 ₾

ვებ-გვერდი: https://www.bwpremierbatumi.ge/ge/ 

სასტუმრო სოლომონი

King Solomon Kosher Hotel

სასტუმრო King Solomon Kosher 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა  ზღვასთან ახლოს. ნომრები მყუდრო, კომფორტული და კეთილმოწყობილია. ინტერიერში თბილი ფერები და ხის ფაქტურა ჭარბობს. 

სასტუმროს ორი გამორჩეული რესტორნის გამო უნდა ესტუმროთ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დააგემოვნებთ. განსაკუთრებით გემრიელია ზღვის პროდუქტების კერძები, რომლებიც ახლად დაჭერილი პროდუქტებით მზადდება. 

სასტუმრო მშვიდი და მყუდროა, მომსახურე პერსონალი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. 

სასტუმროს საკუთარი პარკინგი აქვს სტუმრებისთვის, რაც ზაფხულობით ბათუმში ნამდვილად კომფორტულია. 

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: 19 Pirosmani Street

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორნები, ბათუმის ბულვარი, ჰიპერმარკეტი

სტანდარტული ნომრის ფასი: 516 ₾

ვებ-გვერდი: https://en.kingsolomon.com.ge/ 

სასტუმრო ეიფორია ბათუმი, სავაჭრო ცენტრთან ახლოს

Euphoria Hotel

სასტუმრო ეიფორია ერთნაირად კომფორტულია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე ბიზნეს ვიზიტებისთვის. სასტუმროს ტერიტორიაზეა ფიტნეს დარბაზი, ღია და დახურული აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცე და საკონფერენციო დარბაზი. 

სასტუმრო ბათუმის ერთ-ერთ მთავარ მოლთან ახლოს მდებარეობს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია, თუკი შოპინგის მოყვარული ხართ. აქვეა მრავალფეროვანი კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები. 

ეიფორია ფაქტობრივად პატარა ქალაქია ქალაქში. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, გალამაზდეთ, ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, ეწვიოთ საყვარელ ბრენდებს და სხვა. 

ხედი თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ – ლურჯი ზღვა ან აჭარის მთიანეთი. 

Booking რეიტინგი: 8.5

მისამართი: 1 Lech and Maria Kaczynski Street

ახლოს მდებარე ობიექტები: სავაჭრო ცენტრი, ბულვარი, რესტორანი “ეკლიფსი”, კაზინო

სტანდარტული ნომრის ფასი: 444 ₾ 

ვებ-გვერდი: https://www.euphoriahotel.ge/en 

სასტუმრო ლონდონი ბათუმში, ქალაქის ხედით, ძველ ბათუმში

Hotel London 

სასტუმრო ლონდონი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა. გარშემო არაერთი კაფე და ბარია, რომელიც საღამოობით ტურსტებით ივსება. 

სასტუმროს თანამედროვე, მყუდრო და დახვეწილი ინტერიერი აქვს. ნომრებიდან ქალაქისა და ქუჩის ხედები იშლება. მაგრამ სასტუმრო საკმაოდ მშვიდი და წყნარია. ქუჩის ხმაური საღამოობით არ შეგაწუხებთ. 

სასტუმროს მომსახურება, კომფორტი, საუზმე და ადგილმდებარეობა ნამდვილად აღემატება მის ფასს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიუჯეტური სასტუმროებიდან, “ლონდონი” ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საფასო კატეგორიაში.  

Booking რეიტინგი: 8.9

მისამართი: Giorgi Mazniashvili Street 52

ახლოს მდებარე ობიექტები: პიაცა, ევროპის მოედანი, მედეას ქანდაკება, ბარ-რესტორნები

სტანდარტული ნომრის ფასი: 230 ₾

ვებ-გვერდი: https://londonhotelbatumi.com/ka/about/ 

რა ვნახოთ ბათუმში?

ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები მის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. პიაცასა და ევროპის მოედნები გამორჩეული ტურისტული ადგილებია, რომლის გარშემოც კაფე-ბარები, მაღაზიები და სხვადასხვა ტურისტული ობიექტებია. ვიწრო ქუჩები ქვაფენილებითაა დაფარული.  შენობების უმეტესობა XIX საუკუნეშია აგებული.  ფასადები მოჩუქურთმებული და გაფორმებული წყლის ბინადართა და მითიური არსებების გამოსახულებებით. აქაური არქიტექტურა ქალაქის ხასიათსა და სულს ირეკლავს. 

ბათუმის ბულვარი სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრზე გრძელდება და  მოწყობილია საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. ბულვარის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონებსა და სხვადასხვა თემატიკის გასართობ პარკებს აღმოაჩენთ. 

აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შეიტანეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ბათუმში?

1 ღამის ღირებულება სეზონზე ბიუჯეტურ სასტუმროებში 200 ლარიდან იწყება. საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში კი 1000 ლარამდე აღწევს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბათუმში?

“შერატონი”, “რადისონი”, “ჰილტონი” და “ლე მერიდიენ” ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ბათუმის ბულვართან?

ბულვართან ახლოს მდებარეობს “ჰილტონი”, “ეიფორია”, “Best Western”, “შერატონი”, “MiraMar Luxury Residences”, “რადისონი”, “ლე მერიდიენ”, “ორბი”

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

“ეიფორია”, “MiraMar Luxury Residences”, და “შერატონი” იდეალურია ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“ლე მერიდიენ”, “Tapis Rouge”, “რადისონი”

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ბათუმის სასტუმროების ყველა რესტორანში აქვთ ქართული კერძების მენიუ.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

წყვილებისთვის იდეალურია “Tapis Rouge”, “Hilltop Batumi”, “Courtyard by Marriott”

რა ღირს ბათუმში სასტუმროები შაბათ-კვირას?

ვიქენდზე სასტუმროების ფასები საშუალოდ 500-600 ლარის ფარგლებშია.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “Courtyard by Marriott” , “ლე მერიდიენი”, “ორბი”, “Hilltop Batumi”.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Divan Suites Batumi, Orbi City Central Aparthotel, Tapis Rouge Design Boutique Hotel, Hilltop Batumi, Best Western Premier Batumi , King Solomon Kosher Hotel, Euphoria Hotel

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Best Western Premier Batumi, Euphoria Hotel

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბათუმის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბათუმის სასტუმროები სტანდარტულად სთავაზობენ ვიზიტორებს უფასო WIFI-ს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Le Meridien Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Wyndham Batumi, Courtyard by Marriott Batumi, Best Western Premier Batumi, Euphoria Hotel