ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

  1. სანახაობები

რთულია იპოვნო ადგილი, სადაც ერთდროულად შეგიძლია გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელ ბუნებას. თუმცა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტით, ამის შესაძლებლობა გვაქვს. თუ ამ უნიკალური შესაძლებლობის შესახებ გსურთ მეტი გაიგოთ, არ გამოტოვოთ საჭირო დეტალები, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესახებ

ბათუმის ბოტანიკურ ბაღი აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 1892 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 111 ჰექტარია. ბაღი ანდრეი კრასნოვმა დაარსა და დღეს, ის ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს, ქართველი თუ უცხოელი ტურისტებისთვის. მთაგორიანი რელიეფის მქონე ბუნების ძეგლი ერთროულად აერთიანებს კოლხეთისთვის, ჩრდილოეთ ამერიკისთვის, აზიისთვის, ავსტრალიისთვის და სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელ ბაღის მცენარეებს. აქ შეხვდებით 5000–ზე მეტ უნიკალურ მცენარეს.

ბოტანიკურ ბაღში ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია მწვანე კონცხი, საიდანაც გასაოცარი ხედით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ბაღი ასევე მოიცავს კოლხეთის ტყის ნაკრძალსაც. ჯამში, თქვენ 9 ფლორისტული განყოფილების მონახულება შეგიძლიათ.

პრაქტიკული ინფორმაცია

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საკმაოდ დიდი ბუნების ძეგლია და იმისთვის, რომ სრულიად ისიამოვნოთ მისი მონახულებით, საჭიროა გარკვეული ინფორმაციის ცოდნა. ამ ყველაფრის გასაგებად, კი გაეცანით დეტალებს ქვემოთ:

სამუშაო საათები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის ნებისმიერ სეზონსა და ამინდში არის ღია. სამუშაო საათები სტანდარტულია კვირის ნებისმიერ დღეს, თუმცა გრაფიკი ხშირად იცვლება ზაფხულის პერიოდში, როცა ბაღს შედარებით მეტი ვიზიტორი ჰყავს. ბაღის სრულად დათვალიერებისთვის მინიმუმ 3 საათი გჭირდებათ. ბოტანიკური ბაღი შეგიძლიათ მოინახულოთ შემდეგ პერიოდში:

სამუშაო პერიოდისამუშაო საათი
ორშაბათი  – კვირა09:00 – 19:00

ბილეთების ფასები

ბაღში შესასვლელად მოქმედებს სტანდარტული ბილეთის საფასური მაგრამ თუ გსურთ დამატებითი სერვისებით სარგებლობა, ამისთვის ცალკე გადახდა მოგიწევთ. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ბილეთის საფასური განსხვავებულია. ხშირი სტუმრობისთვის, თქვენ ასევე სააბონენტო ტარიფების გამოყენებაც შეგიძლიათ. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ადგილზე. 

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტულ სადღესასწაულო დღეებში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბაღის უფასოდ დათვალიერება. ეს დღეებია:

  • 1–2 იანვარი
  • 1 ივნისი
  • 26 მაისი
  • ბათუმობა
  • გირჩების გამოფენა
  • ვარდების გამოფენა
  • ხილისა და ციტრუსის გამოფენა
  • ბამბუკების გამოფენა
  • კამელიების გამოფენა
კატეგორიაბილეთის ფასი
საქართველოს მოქალაქე10 ლარი
უცხოეთის მოქალაქე20 ლარი
სტუდენტები5 ლარი
პენსიონერები5 ლარი
სკოლის მოსწავლეები2 ლარი
სააბონენტო ტარიფები
ერთთვიანი აბონიმენტი საქართველოს მოქალაქისთვის40 ლარი
ერთთვიანი აბონიმენტი საქართველოს მოქალაქისთვის 1+160 ლარი
ერთთვიანი აბონიმენტი საქართველოს მოქალაქისთვის 1+270 ლარი

მდებარეობა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქი ბათუმიდან, 9 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. ტერიტორია მოიცავს ერთ კილომეტრიან შავი ზღვის სანაპიროს, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხის ტერიტორიას. 

ბაღის ტერიტორიაზე მოხვედრა მარტივია და ამისთვის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს. მაგალითად, ბათუმიდან ბაღის მიმართულებით მოძრაობს N31 და N10 ავტობუსები.  თბილისიდან მანძილი კი  დაახლოებით 380 კმ–ია და ვიზიტისთვის 5 საათი დაგჭირდებათ.

ბაღს სამი შესასვლელი აქვს. ესენია: მთავარი შესასვლელი მწვანე კონცხიდან, უღელტეხილის მხრიდან და ჩაქვის მხრიდან. 

სერვისები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე დამატებით სერვისს გთავაზობთ. იმისთვის, რომ ბაღის ისტორიას უფრო დეტალურად გაეცნოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსკურსიამძღოლის სერვისით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.  თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ ელექტროავტობუსის სერვისით, რომელიც მწვანე კონცხიდან ზღვისპირა პარკამდე მარშრუტს მოიცავს. ასევე შეგიძლიათ იქირავოთ ავტობუსი ერთი საათით. გაითვალისწინეთ, სერვისის გამოყენება მაქსიმუმ 5 ადამიანს შეუძლია. 

ბაღში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოაწყოთ პიკნიკი, ხოლო კემპინგისთვის კონკრეტული პერიოდია გამოყოფილი. კერძოდ, სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიაზე, თქვენ შეგიძლიათ დაბანაკდეთ 18:00–დან მეორე დღის 10:00–მდე. 

მორიგი პოპულარული სერვისი ბათუმის ბოტანიკურ ბარში, საქორწინო ცერემონიის ჩატარებაა. ცერემონიისთვის სპეციალურად მოწყობილი ტერიტორია ზღვისპირა პარკშია განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ როგორც ტერიტორიის ქირავნობა, ასევე ხელმოწერის სერვისით სარგებლობაც.

თუ გიყვართ მცენარეები, თქვენ შეგიძლიათ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სათბურების მონახულებაც და სხვადასხვა ტიპის მცენარის შეძენა. სათბურში 275–მდე სხვადასხვა ბაღის მცენარეა ხელმისაწვდომი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მთავარ შესასვლელთან თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ კაფეს, სადაც დაგხვდებათ ღია სივრცეები და მაღალი ხარისხის მომსახურება.

აღნიშნული დამატებითი სერვისების საფასური კი, იხილეთ ქვემოთ:

დამატებითი მომსახურებამომსახურების საფასური
ექსკურსიამძღოლი (1.5 საათით)80 ლარი
ექსკურსიამძღოლი ავტობუსით (40 წუთი)50 ლარი
ელექტროავტობუსით მგზავრობა5 ლარი
ელექტროავტობუსის ქირავნობა (1 საათი)100 ლარი
პიკნიკის მოწყობა საქართველოს მოქალაქისთვის15 ლარი
პიკნიკის მოწყობა უცხოეთის მოქალაქისთვის20 ლარი
კემპინგი საქართველოს მოქალაქისთვის25 ლარი
კემპინგი უცხოეთის მოქალაქისთვის50 ლარი
საქორწინო მაყრიონის დაშვება150 ლარი
ხელმოწერის ცერემონიის მომსახურება200 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია საჭირო დეტალებთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს გიპასუხებთ. ამისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე +995 422 270 033 ან მიწეროთ მეილზე: info@bbg.ge. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებ გვერდს.

საუკეთესო დრო სანახავად

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბაღი ვიზიტორთათვის ნებისმიერ სეზონზე არის ღია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოტანიკური ბაღი მეტ წილად სუბტროპიკულ მცენარეებს მოიცავს, საუკეთესო დრო სანახავად ზაფხულის პერიოდია. ამ დროს თითოეული ლანდშაპტური განყოფილება განსაკუთრებით ლამაზია და ასევე გეძლევათ საშუალება ისიამოვნოთ მწვანე კონცხის საოცარი პლიაჟით და ზღვით.

საინტერესო ფაქტები

  • ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ მცენარეები, როგორც სუბტროპიკებისთვის, ასევე ჰიმალაის და აზიისთვის დამახასიათებელი ფლორიდან.
  • ბაღში თქვენ შეხვდებით 80–ზე მეტი პალმის, 20–ზე მეტი ნეკერჩხლის და 15–ზე მეტი მაგნოლიის სახეობას.
  • აქ, შეგიძლიათ იხილოთ ისეთი უნიკალური ბაღის მცენარეები, როგორიცაა მამონტის და საპნის ხეები.
  • ბამბუკების გამოფენაზე, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბამბუკისგან დამზადებული კერძები.

ჩვენი რჩევა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებით გამორჩეულია მაისი–ოქტომბრის პერიოდში, რადგან ეს არის პერიოდი, როცა მცენარეების უმეტესობა ყვავილობის პერიოდშია და ამ დროს ბაღი გამორჩეულად ფერადია. შესაბამისად, გირჩევთ, რომ ეცადოთ ბაღი თბილ ამინდებში მოინახულოთ.

ასევე გირჩევთ, რომ თქვენი ვიზიტი სადღესასწაულო დღეებს დაამთხვიოთ. ამ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ გასართობი ღონისძიებებით და სახალისო აქტივობებით, დააგემოვნოთ უნიკალური კერძები და შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები. არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ რუკა და ჩაიცვათ კომფორტულად, რადგან თქვენ ეგზოტიკურ ბუნებაში ფიზიკურად აქტიური თავგადასავალი გელით.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში?

ბაღს სამი შესასვლელი აქვს, მწვანე კონცხის, უღელტეხილისა და ჩაქვის მხრიდან. ბათუმიდან შეგიძლიათ იმგზავროთ სპეციალურად დანიშნული მიკროავტობუსებით.

მწვანე კონცხი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთიდაიგივეა?

მწვანე კონცხი, ბაღის ერთ–ერთი ტერიტორიული ნაწილია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მოიცავს პლიაჟს, გადასახედ პლატფორმასთან ერთად.

შეიძლება თუ არა დავბანაკდე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში?

დიახ, შეიძლება. ამისთვის უნდა გადაიხადოთ შესაბამისი საფასური და დაბანაკდეთ, სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიებზე.