წინანდალი - tsinandali

წინანდალი

  1. საქართველოს კუთხეები

წინანდალს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აკვანს უწოდებენ. წინანდალი ცნობილია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმითა და ღვინის მარნით. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას. სასახლის უნიკალურ ბაღს, მარანსა და ისტორიულ სასტუმროს ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. ყოველწლიურად აქ იმართება წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი.

წინანდალის შესახებ

წინანდალი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარეობს. თელავიდან დაშორებულია 10კმ-ით. სოფელი უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული.
XVIII საუკუნეში აქ ქართველ წარჩინებულთა გვარი, ჭავჭავაძეები დასახლდნენ. სოფელმა განსაკუთრებული ყურადღება XIX საუკუნიდან მიიპყრო, მას შემდეგ რაც 1818 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ ახალი სასახლის მშენებლობა წამოიწყო. სასახლე ევროპული სტილით მოუწყია,

წინანდალის ღირსშესანიშნაობები

წინანდლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ჭავჭავაძისეული მამულია, სახლ-მუზეუმით, წინანდლის პარკითა და ღვინის უნიკალური კოლექციით.

სოფელში მოინახულებთ მეღვინეობა შუმის ვენახებსა და საქართველოში პირველი ვაზისა და ღვინის მუზეუმს – “ვაზიონი”. მუზეუმი მდებარეობს “შუმი”-ს ქარხნის ტერიტორიაზე და მოიცავს საკოლექციო ვენახს, საექსპოზიციო და სადეგუსტაციო დარბაზებს და ეთნოგრაფიულ კუთხეს.

  • წინანდალი - tsinandali

    ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

    ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ნახავთ XIX საუკუნის გამოცემებს, ხელნაწერებს, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს, ევროპულ ავეჯს, ჭურჭელს, სამოსსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს. სასახლემ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. 2007 წლის რეკონსტრუქციისას, შენობა გათავისუფლდა საბჭოთა დროის ჩანართებისაგან, მიუახლოვდა ოზეროვის (სასახლის არქიტექტორი) დროინდელ სასახლეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული აუთენტური კედლების ხილვა.

  • წინანდალის პარკი

    წინანდლის პარკი

    წინანდლის პარკის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეებს შეხვდებით. უმშვენიერესი სანახავია ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი და ნატვრის ხე, რომელთანაც ვიზიტორები სურვილს იფიქრებენ და მის ასასრულებლად ხეს ნიშანს აბამენ.

  • შუმი ღვინის კომპანია

    შუმი ღვინის კომპანია

    მეღვინეობა შუმის ვენახები, ვაზისა და ღვინის მუზეუმი – “ვაზიონი” ტრადიციული ქართული და ევროპული ღვინის კულტურას უწევს პოპულარიზაციას. აქ წარმოდგენილია გადაშენებას გადარჩენილი 325 ქართული და 105 – მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიში. კომპანია ბილოგიურ ღვინოს 2005 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა საფერავის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს.

სასტუმროები წინანდალში

წინანდლის სასტუმროების დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის ადგილობრივ კულტურას, ბუნებასა და ლანდშაფტს. აქ წარმოდგენილია საუკეთესო  4★ და 5★-იანი სატუმროები, საკუთარი ღვინის მარნებითა და ვენახებით, ეკო-ტურებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით. 

წინანდლის მამულის ტერიტორიაზე განთავსებულია წინანდლის მამულისა და პარკ ჰოტელის სასტუმროები. 

შატო შუხმანი საშალებას გაძლევთ სასტუმროს ნომრების გარდა დასვენება ინდივიდუალურ კოტეჯებშიც დაგეგმოთ. 

Radisson Collection, Tsinandali Estate

რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში დიდ ყურადღებას უთმობენ ეკო-ტურიზმის განვითარებას. ამასთან ერთად, სასტუმროს სტუმრებს წინანდალში აქტიური, ჯანსაღ ცხოვრების წესზე მორგებული, გამართული ინფრასტრუქტურა ხვდებათ. სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილია ველო-ბილიკები და ჩოგბურთის კორტები.

Park Hotel, Tsinandali Estate

პარკ ჰოტელის სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ სასტუმროს რესტორნის შიდა სივრცესა და ღია ვერანდაზე ქართველი შეფ-მზარეულის მიერ შექმნილ, მოდერნიზებულ ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, წინანდლის მარნის საუცხოო ღვინო და კოქტეილები დააგემოვნონ და წინანდლის მშვენიერი ხედებით დატკბნენ.

Schumann Wines Chateau

შატო შუხმანი ღვინის მოყვარულებისათვის საუკეთესო ადგილია, რადგან ვენახებიდან,  მარნებიდან და ქვევრებიდან გამოსული თავბრუდამხვევი არომატი ჰაერშიც კი ტრიალებს. ნებისმიერ დამსვენებელს საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ დაესწროს სომელიეების მიერ ჩატარებულ ღვინის ტურს და 3 სახეობის ღვინის დაგემოვნების მასტერკლასს.

რესტორნები წინანდალში

წინანდალში საუკეთესო კერძების დაგემოვნება წინანდლისა და შუხმანის რეტორნებში შეგიძლიათ. 

თუკი კლასიკური, ტრადიციული სამზარეულოს განწყობაზე ხართ, წინანდალში  ესტუმრეთ შოთას მარანს, რესტორან ნათელასა და რესტორან კვესანელს. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ თელავიდან წინანდლამდე?

წინანდალი თელავიდან დაშორებულია 10 კმ-ით. მანქანით მისასვლელად დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ.
თუკი საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას არ გეგმავთ, თელავში შეგიძლიათ იქირაოთ ტაქსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.

როგორ მივიდეთ თბილისიდან წინანდლამდე?

წინანდალი თბილისიდან 168 კილომეტრითაა დაშორებული. საკუთარი ავტომობილით წინანდალში ჩასასვლელად 2-2.5 საათი დაგჭირდებათ.
თუკი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გსურთ სარგებლობა, თელავისკენ მიკროავტობუსები და ტაქსები ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადიან. თელავიდან წინანდალში მისასვლელად კი შეგიძლიათ იქირაოთ ტაქსი.

მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 10₾
ტაქსის მომსახურება 15₾

როდის არის საუკეთესო წასასვლელად?

წინანდალიმთელი წლის მანძილზე მასპინძლობს ვიზიტორებს და სეზონისთვის შესაბამის აქტივობებსა და სანახაობას სთავაზობს. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომით, როცა ბაღები აყვავებულია, ხეები კი მწვანედ შემოსილი. თუკი რთველში მონაწილეობის მიღება გსურთ, ვიზიტი სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში დაგეგმეთ.