სასტუმროები სიღნაღში

სასტუმროები სიღნაღში – 12 საუკეთესო სასტუმრო, სიღნაღში დასვენებისთვის

  1. სასტუმროები

დასვენება სიყვარულის ქალაქ სიღნაღში, იდეალურია მათთვის, ვინც ახალ თავგადასავლებს ეძებს. ულამაზესი, ქართული ტრადიციული არქიტექტურით ნაგები ქალაქი, გასაოცარი მდებარეობით და ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა. სიღნაღი მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ადრეული შემოდგომის სეზონზე, როდესაც ქალაქი და მის ირგვლივ არსებული ბუნება, სრულიად ოქროსფერი ხდება და კახეთში უდიდესი დღესასწაული – რთველი იწყება. სიღნაღის ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩები, მოჩუქურთმებული აივნები და კლასიკური ქართული დარაბები, ქალაქს გასაოცარ იერს ანიჭებს. აქ ბევრი გასართობიცაა. დამსვენებლებს უგემრიელესი ქართული სამზარეულოს დაგემოვნება და ბევრი საინტერესო ტურის დაგეგმვა შეუძლიათ.

სიღნაღი მოგზაურებს კეთილმოწყობილ და მყუდრო სასტუმროებში დასვენებას სთავაზობს. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ guest house–ები სადაც შეგიძლიათ ქართული სტუმართმოყვარეობით და ოჯახური გარემოთი ისიამოვნოთ. აქ, არჩევანი დიდია, შესაბამისად მარტივია იპოვოთ თქვენს სურვილებზე მორგებული სასტუმრო, უფრო სასიამოვნო დასვენებისთვის.

სიღნაღის 12 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი l 2023

სასტუმრო ცენტრთან ახლოს: ფავორიტი

საუკეთესო სასტუმრო საოჯახო ნომრებით: Boutique Hotel BelleVue

საუკეთესო მდებარეობის მქონე სასტუმრო: ისტორია

საუკეთესო მყუდრო სასტუმრო: Guest House Loza

ქართული გარემოს მქონე სასტუმრო: Philias guest house

სასტუმრო ღია აუზით: Traveler

საუკეთესო მთის ხედის სასტუმრო: პანორამა

საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო: Kabadoni Boutique

საუკეთესო ბიუჯეტური სასტუმრო: ლუკა ლილი

სასტუმრო მუზეუმთან ახლოს: Pirosmani 60

საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო: ლალი

სასტუმრო ბოდბეს მონასტერთან ახლოს: Lost Ridge Inn, Brewery & Ranch

სასტუმრო favourite, პანორამული ხედებით, ცენტრთან ახლოს

1. ფავორიტი 

ფავორიტი საკმაოდ ცნობილი საოჯახო სასტუმროა სიღნაღში, რომელიც ქალაქის ეროვნული მუზეუმიდან 1.1 კილომეტრითაა დაშორებული. სასტუმრომ ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სიღნაღში მოგზაურებისთვის. გამოირჩევა მშვიდი გარემოთი და დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით, რომელიც დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. სასტუმრო ფავორიტი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით, იმისთვის რომ დამსვენებელს შეეძლოს სასიამოვნოდ დროის გატარება. თითოეული ნომერი მოიცავს ყველა საჭირო ავეჯს და ინვენტარს, მათ შორის ინდივიდუალურ აბაზანას, ჰიგიენის საშუალებებს, ჩუსტებს, თმის საშრობს და სხვა საჭირო ნივთებს. 

სასტუმრო უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi-ით და ვიზიტორებს უფასო კერძო პარკინგის სერვისსაც სთავაზობს. სასტუმრო ფავორიტი გამორჩეული ხედებით გასიამოვნებთ. ვერანდაზე, პანორამულ ხედებთან ერთად, საუზმის მირთმევაც არის შესაძლებელი. ფავორიტში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული, ასევე შედარებით დიდი ნომრები, ტერასასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხელმისაწვდომია, აეროპორტიდან ტრანსპორტირების ფასიანი სერვისი. 

Booking რეიტინგი: 9.4 Superb

მისამართი: გზიშვილის ქუჩა #17

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, კაფე, რესტორანი

სტანდარტული ფასი: 80₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო bellevue პანორამული ხედებით და ღია აუზით

2. Boutique Hotel BelleVue

Boutique Hotel BelleVue ერთ-ერთი პოპულარული სასტუმროა სიღნაღში, კარგი მდებარეობით, მშვიდი გარემოთი და მეგობრული პერსონალით. მდებარეობს სიღნაღის ეროვნულ მუზეუმთან და ქალაქის გალავანთან ახლოს. სასტუმრო კარგი რეპუტაციის მქონეა და ვიზიტორებს კომფორტულ ნომრებს და დამატებით სერვისებს სთავაზობს, რათა ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე დამსვენებლისთვის, შექმნას სასიამოვნო გარემო. სასტუმროს ნომრები მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის მქონეა. ხელმისაწვდომია როგორც მცირე, ასევე მასიური ნომრები, რომლებიც 4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ საოჯახო ნომრის არჩევა. ასევე შესაძლებელია ნომრის არჩევა ხედის მიხედვით. შეგიძლიათ ისიამოვნოთ ხედით მთებზე, სიღნაღის ცენტრალურ ნაწილზე და ასევე დაიქირავოთ ნომერი, აივნით.

Boutique Hotel BelleVue-ში ასევე შეგიძლიათ უფასო პარკინგისა და ინტერნეტის სერვისით ისარგებლოთ. ხელმისაწვდომია ტრანსპორტირება აეროპორტიდან. სასტუმროში შეგიძლიათ გაერთოთ ღია აუზზე და დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო Boutique Hotel BelleVue-ს რესტორანში.

Booking რეიტინგი: 9.3 Superb

მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა, 23

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, რესტორანი,

სტანდარტული ფასი: 160₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო istoria სიღნაღის ცენტრში

3. ისტორია

ისტორია სიღნაღის ისტორიულ უბანსა და შენობაში მდებარეობს, და სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს ორიგინალური სახელი. ისტორია საკმაოდ მაღალი შეფასებითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. სასტუმროს დიზაინში ჭარბობს ხის ელემენტები და ქართული ტრადიციული დეკორაციები. ნომრები სრულად კეთილმოწყობილია და გამოირჩევა მზიანი და ულამაზესი ხედებით. ვიზიტორებს რამდენიმე ტიპის ნომრის დაქირავება შეუძლიათ. მათ შორის სტანდარტული ნომრების მაქსიმუმ 3 პირისთვის და შედარებით მასიური ნომრების, რომლებიც 4-5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია ე.წ King ნომერი, რომელიც ყველაზე მასიურია. აღსანიშნავია, რომ ნომრების კატეგორიაში ასევე გვხვდება ბიუჯეტური ოთახის კატეგორიაც.

სასტუმროს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა გააჩნია, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ვიზიტორებისთვის ასევე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, დამატებითი სერვისი აეროპორტიდან ტრანსპორტირებისთვის, ბარი, რესტორანი, ოთახის სერვისი და დამატებითი საუზმის სერვისი.

Booking რეიტინგი: 9.1 Superb

მისამართი: ცოტნე დადიანის ქუჩა 9

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, ისტორიული უბანი, რესტორნები.

სტანდარტული ფასი: 133₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო loza ბაღით

4.Guest House Loza

Guest House Loza სიღნაღში მოგზაურებისთვის გამორჩეული ადგილია. სტუმრები მას ახასიათებენ როგორც მყუდრო, ფერად და მეგობრულ გარემოს. ლოზას სასტუმრო ვიზიტორებს ქართულ კულტურულ გარემოში ამოგზაურებს, ხის ტრადიციული ინტერიერით, ქართული ფარდაგებით, გასაოცარი კერძებით, და კიდევ უფრო გასაოცარი ბაღით. მდებარეობს ისტორიული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მუზეუმთან საკმაოდ ახლოს.

სასტუმროში დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, რომლებიც განკუთვნილია 3-4 დამსვენებლისთვის. თითოეული ნომერი კლასიკურ სტილშია გაფორმებული და ქმნის საოჯახო, კომფორტულ გარემოს. სასტუმრო ლოზაში ასევე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი და პარკინგი. თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ, ასევე შეგიძლიათ საოჯახო ნომრის არჩევა. საოჯახო სასტუმროში საღამოობით შეგიძლიათ ულამაზეს ვერანდაზე ივახშმოთ და ისიამოვნოთ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით.

Booking რეიტინგი: 9.6 Exceptional

მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა 2

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, რესტორანი, კაფე-ბარი

სტანდარტული ფასი: 60₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Philias guest house ბაღით და ბუნების ხედით

5. Philias guest house

Philias guest house სიღნაღის ცნობილი საოჯხო სასტუმროა, რომელიც ვიზიტორებს კომფორტულ ნომრებთან და სერვისებთან ერთად, სთავაზობს ქართულ ტრადიციულ გარემოს, იმისთვის რომ სიღნაღში დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს და მოგზაურებმა უკეთ შეიგრძნონ ქართული კულტურის თავისებურებები და გარემო. საოჯახო სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით, ინდივიდუალური აბაზანით და ინტერნეტით. ნომრებში დიზაინი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ამასთან, თითოეული ოთახი უფასო ჩაისა და ყავის აპარატებით არის უზრუნველყოფილი.

Philias guest house მეტ წილად ხის და ქვის ულამაზესი ინტერიერითაა გაფორმებული და სტუმრებს სთავაზობს ხედს როგორც ულამაზეს ბაღზე, ასევე ქალაქზე. ვიზიტორებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ტრანსპორტირება აეროპორტიდან, უფასო პარკინგი, და ბარი. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო და მხიარული დასვენებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.5 Exceptional

მისამართი: ფიროსმანის ქუჩა 45

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, ბარი, რესტორანი, კაფე

სტანდარტული ფასი: 60₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო traveler ღია აუზით, ხედით სიღნაღზე

6. Traveler

Traveler სიღნაღის ცნობილი სასტუმროა, მაღალი რეიტინგით, დადებითი რეპუტაციით და დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობით. დამსვენებლებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის ნომრები, რომლებიც 2-3 პირისთვის არის განკუთვნილი. ნომრები კეთილმოწყობილია და დიზაინი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილსა და ნათელ ფერებში. ოთახში დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატები, ტელევიზორი, ყველა საჭირო ნივთი და ინდივიდუალური აბაზანა. ამასთან, თითოეული ოთახიდან ულამაზესი ხედი იშლება ისტორიულ ქალაქსა და სიღნაღის პარკზე.

სასტუმრო ვიზიტორებს ასევე გაუმასპინძლდება უგემრიელესი საუზმით, ოთახის მომსახურებით, ბარით და გარე, ღია აუზით, რაც იდეალურია მათთვის, ვინც სიღნაღში დასვენებას ზაფხულში გეგმავს. ასევე Traveler-ის უპირატესობაა აეროპორტიდან ტრანსფერის დამატებითი სერვისი და უფასო პარკინგი.

Booking რეიტინგი: 8.9 Fabulous

მისამართი:  ბარათაშვლის 26

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, რესტორანი

სტანდარტული ფასი: 140₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო panorama ღია აუზით და მთის ხედებით

7. პანორამა

პანორამა სიღნაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც მრავალფეროვან სერვისებს და იდეალურ გარემოს გთავაზობთ კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. სასტუმრო პანორამა იდეალურია მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად აპირებს სიღნაღის მონახულებას და სურს მშვიდ და კომფორტულ გარემოში დროის გატარება. პანორამას დიზაინი თანამედროვე და კლასიკული ელემენტების ნაზავს წარმოადგენს. ნომრების ინტერიერი ნათელ ფერებშია და თითოეული ოთახი ყველა საჭირო ავეჯით, უმაღლეს ხარისხზეა მოწყობილი. კონკრეტულად, ნომრები აღჭურვილია გათბობის და გაგრილების სისტემებით, ჰიგიენისთვის საჭირო ყველა ნივთით, ტელევიზორით, უფასო ინტერნეტით, და სხვა საჭირო ინვენტარით. პანორამას ვიზიტორებს შეუძლიათ აირჩიონ მთის, ტბის, აუზის, ხედები.

დამატებით, სასტუმროში შესაძლებელია ბარით სარგებლობა, და ტერასაზე, ულამაზესი პანორამული ხედებით სიამოვნების მიღება. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ღია ტიპის გარე აუზს და უგემრიელეს საუზმეს, მეგობრულ მომსახურებასთან ერთად.

Booking რეიტინგი: 9.3 Superb

მისამართი: თამარ მეფის 55

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 150₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო kabadoni boutique ხედით სიღნაღზე

8. Kabadoni Boutique

Kabadoni Boutique სიღნაღში მდებარე ცნობილი სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, დახვეწილი ინტერიერით და მრავალფეროვანი სერვისებით. ელეგანტურ გარემოსთან და მეგობრულ პერსონალთან ერთად, Kabadoni Boutique-ში დაგხვდებათ უფასო პარკინგი და ინტერნეტი, აეროპორტიდან ტრანსფერის სერვისი, რესტორანი და ბარი, უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებით და ოთახის მომსახურების სერვისი. თუ აქტიური დასვენება გიყვართ, შეგიძლიათ Kabadoni Boutique-ს შიდა დახურული აუზითა და ფიტნეს დარბაზით ისარგებლოთ და შეინარჩუნოთ ყოველდღიური ჯანსაღი რუტინა. საღამოობით შეგიძლიათ გარე ბარში დაისვენოთ და მიირთვათ კლასიკური კახური ღვინო.

რაც შეეხება Kabadoni Boutique-ს ნომრებს, თითოეული ოთახი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი და უზრუნველყოფილი დამატებითი ინვენტარით. სასტუმროში ხელმისაწვდომია ნომრები როგორც ერთი ადამიანისთვის, ასევე შედარებით მასიური ნომრები სამი ადამიანისთვის.

Booking რეიტინგი: 8.8 Fabulous

მისამართი: თამარ მეფის 1

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, რესტორანი, კაფე-ბარი

სტანდარტული ფასი: 366₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო luka lili ხედით, სიღნაღზე

9. ლუკა ლილი

თუ საოჯახო გარემოში დასვენება გირჩევნიათ, ლუკა ლილი ამისთვის შესანიშნავი ადგილია. მყუდრო გარემო, ულამაზესი ხედები ისტორიულ ქალაქზე, მეგობრული მასპინძლები და კომფორტული ნომრები, ის ყველაფერია რაც ამ საოჯახო სასტუმროს დამსვენებლებში პოპულარულ ადგილად აქცევს. ლუკა ლილის საკამოდ მაღალი რეიტინგი აქვს და მდებარეობს ხელსაყრელ ადგილზე. სასტუმრო ბოდბის მონასტრიდან 2.2 კილომეტრითაა დაშორებული. მოიცავს ორ ადგილიან ნომრებს, რომლებიც სრულად უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთითა და ინვენტარით. ამასთან თითოეულ ნომერში არის ჩაისა და ყავის აპარატები. საოჯახო სასტუმროში ვიზიტორებს ასევე დახვდებათ საერთო მოსასვენებელი სივრცე, სავახშმო ადგილით, სამზარეულოთი და აივნით, ქალაქის ხედზე. მასპინძლები ვიზიტორებს საუზმით და გემრიელი დესერტებით გაუმასპინძლდებიან. აღსანიშნავია, რომ მენიუში ვეგეტარიანული საუზმეც შედის.

ამასთან საოჯახო სასტუმრო დამსვენებლებს უფასო პარკინგითა და ინტერნეტის სერვისებით უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აეროპორტიდან ტრანსპორტირებაც.

Booking რეიტინგი: 9.3 Superb

მისამართი: აბრამიშვილის 10

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 68₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო pirosmani 60 ტერასით და ბუნების ხედით

10. Pirosmani 60

საოჯახო სასტუმრო ფიროსმანი 60 დახვეწილი დიზაინისა და მშვიდი გარემოს მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. ის დიდი პოპულარობთ სარგებლობს დამსვენებლებში და დადებით შეფასებებსაც იმსახურებს. სასტუმროს მდებარეობა მისივე სახელწოდებით აიხსნება. ფიროსმანის ქუჩა, ნომერ 60–ში მდებარე სასტუმრო საკმაოდ ახლოსაა ეროვნულ მუზეუმთან და სიღნაღის სხვა ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან. საოჯახო სასტუმრო მოიცავს როგორც სტანდარტულ ნომრებს 2 ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომერს, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი მოწყობილია კომფორტული ავეჯით, კლასიკური დიზაინით, ინდივიდუალური აბაზანით და ყველა საჭირო დამატებითი ნივთით.

მეგობრულ მასპინძლებთან ერთად, რომლებიც უგემრიელესი საუზმით გაგიმასპინძლდებიან, საოჯახო სასტუმრო ფიროსმან 60–ში ვიზიტორებს ასევე აქვთ უფასო პარკინგი და წვდომა ინტერნეტზე. ამასთან შესაძლებელია აეროპორტიდან პირდაპირი ტრანსპორტირებაც.

Booking რეიტინგი: 9.6 Exceptional

მისამართი: ფიროსმანის 60

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, კაფე–ბარი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 54₾

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო lali მთის ხედებით

11. ლალი

საოჯახო სასტუმრო ლალი გამორჩეულ გარემოს უქმნის თითოეულ ვიზიტორს და სიღნაღში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს და ესთეტიურს ხდის. სასტუმრო ქართული ტრადიციული სტილის მქონე შენობაშია გახსნილი, რომელიც ციხესიმაგრის ვიზუალს იმეორებს. ეზოს კი ულამაზესი ბაღი ამშვენებს, სადაც ასევე განთავსებულია მოსასვენებელი სივრცეები. საოჯახო სასტუმრო ლალი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სიმშვიდეში დასვენება უყვარს ან სიღნაღს ოჯახთან ერთად სტუმრობს. ბავშვებისთვის ასევე მოწყობილია სათამაშო მოედანი. აქ ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დასვენებისთვის.

სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ვიზიტორებს სთავაზობს როგორც ორადგილიან ნომრებს ასევე საოჯახო ნომრებს, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ნომერს ასევე აქვს აივანზე ან ტერასაზე გასასვლელი. საოჯახო სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომრები. რაც შეეხება დამატებით სერვისებს, პარკინგისა და უფასო ინტერნეტის გარდა, საოჯახო სასტუმრო ვიზიტორებს ქართული სამზარეულოთი უმასპინძლდება.

Booking რეიტინგი: 9.2 Superb 

მისამართი: ფიროსმანის 5

ახლოს მდებარე ობიექტები: სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, პარკი, კაფე, ბარი, რესტორანი

სტანდარტული ფასი: 80₾

დაჯავშნე Booking-ზე 

სასტუმრო Lost Ridge Inn, Brewery & Ranch ბაღით

12. Lost Ridge Inn, Brewery & Ranch

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch სიღნაღის პოპულარული სასტუმროა, რომელიც ვიზიტორებს კომფორტულ ნომრებთან და სერვისებთან ერთად, ქართული კულტურის კიდევ უფრო ახლოს გაცნობას სთავაზობს. სასტუმრო ბოდბეს მონასტერთან ახლოს მდებარეობს და მოიცავს როგორც სტანდარტულ ნომრებს, ასევე საოჯაო ნომრებს, სადაც შესაძლებელია 4 ადამიანის განთავსება. აღსანიშნავია, რომ თითოეული ნომერი არის აივნით, საიდანაც გასაოცარი მთის ხედები იშლება. ოთახები ყველა საჭირო ინვენტარითა და ჰიგიენური საშუალებებით არის უზრუნველყოფილი. დიზაინი სადა და დახვეწილია, სადაც ფოკუსი ხის ელემენტებზე კეთდება.

თუ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch–ში დასვენებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ველო ან საცხენოსნო ტურის სერვისით ისიამოვნოთ, რომელიც ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასტუმრო ასევე გთავაზობთ უგემრიელეს მენიუს, ქართული და ვეგანური კერძებით, ტრადიციულ კახურ ღვინოსა და ღია და დახურულ სავახშმო სივრცეებს.

Booking რეიტინგი: 9.3 Superb 

მისამართი: ნონეშვილის 8

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, კაფე, ბარი, მატარებლის სადგური

სტანდარტული ფასი: 234₾

ვებ-გვერდი 

დაჯავშნე Booking-ზე

რა ვნახოთ სიღნაღში?

სიღნაღი, ცნობილი როგორც სიყვარულის ქალაქი ბევრ საინტერესო ღირსშესანიშნაობას სთავაზობს მოგზაურებს. მიუხედავად იმისა რომ ქალაქში ბევრია სანახავი, თვით სიღნაღის არქიტექტურაა ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. უნიკალური, ქართული ტრადიციული ელემენტების მქონე სახლები, აივნებითა და ვიწრო ქუჩებით უნიკალურ სილამაზეს ანიჭებს ქალაქს.
რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებას სიღნაღში ეს, ქალაქთან ახლოს მდებარე ბოდბის მონასტერია, სადაც წმინდა ნინოს საფლავი მდებარეობს. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ სიღნაღის ულამაზესი ციხე–გალავანი, ხირსის წმინდა სტეფანეს მონასტერი და სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, სადაც ბევრ უცნობ ფაქტსა და საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები სიღნაღში?

სიღნაღის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 60 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს.

რომელია სიღნაღის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Kabadoni Boutique, Philias guest house, ისტორია, და ლალი.

სიღნაღის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული ტრადიციული სამზარეულო შეგიძლიათ დააგემოვნოთ სასტუმროებში: Boutique Hotel BelleVue, Lost Ridge Inn, Brewery & Ranch,  და Kabadoni Boutique

სიღნაღის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ასეთ შემთხვევაში იდეალურია დასვენება სიღნაღის ისეთ სასტუმროებში, როგორიცაა Guest House Loza, პანორამა, და ლალი.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო სიღნაღში?

საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო სიღნაღში Kabadoni Boutique–ა.

რომელია სიღნაღში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია ლუკა ლილი, Traveler და პანორამა.

რა ღირს სასტუმროები სიღნაღში შაბათ–კვირას?

საოჯახო სასტუმროებში საშუალო ფასი 70 ლარია, ხოლო ცნობილ სასტუმროებში ერთი ღამის ფასი იწყება 130 ლარიდან.

სიღნაღის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სასტუმროებია Boutique Hotel BelleVue, Guest House Loza, და Pirosmani 60.

სიღნაღის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

სიღნაღის ყველა სასტუმრო მომხმარებლებს უფასო პარკინგის სერვისს სთავაზობს.

სიღნაღის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმროებში: Traveler, პანორამა,  და Kabadoni Boutique.

რომელ სასტუმროებს აქვთ სიღნაღში ოთახები არამწეველთათვის?

სიღნაღის სასტურმოებში მხოლოდ არამწეველთათვის არის ოთახები ხელმისაწვდომი.

სიღნაღის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

სიღნაღის ყველა სასტუმროს აქვს უფასო წვდომა ინტერნეტთან.

სიღნაღის რომელ სასტუმროებშია ხელმისაწვდომი სასპორტო დარბაზი?

ფიტნეს დარბაზით სარგებლობა შეგიძლიათ Kabadoni Boutique–ში.

სიღნაღის რომელი სასტუმროები მდებარეობს ცენტრთან ახლოს?

სიღნაღის ცენტრთან ახლოს მდებარეობს სასტუმროები ლალი, ისტორია, ფავორიტი.

სიღნაღის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

სიღნაღის ყველა სასტუმროს აქვს ფასიანი დამატებთი სერვისი აეროპორტში ტრანსპორტირებისთვის.