შატილი
შატილი საქართველოს უნიკალური სოფელია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. გამორჩეული არქიტექტურის მქონე სოფელი, ტურისტებს გასაოცარი ბუნებითაც იზიდავს. თუშეთ–ხევსურეთის მთა–გორიანი ხედები, უძველეს ისტორიასთან ერთად, შატილს კიდევ უფრო ბრწყინვალე ძელგად აქცევს.
შატილის შესახებ
ქართული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლი, სოფელი შატილი, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე არღუნის ნაპირებზე გაშენებული სოფელი, სავარაუდოდ შუა საუკუნეებით თარიღდება. ტერასული განლაგების სოფელში აქტიური ცხოვრება სავარაუდოდ მე–18 საუკუნემდე მიმდინარეობდა, თუმცა დღეს სოფელი დაცარიელებულია, და ტურისტებისთვის ერთ–ერთ პოპულარულ დანიშნულებას წარმოადგენს.
შატილის ღირსშესანიშნაობები
შატილში მოსანახულებელი ბევრია. უნიკალურ ნაგებობებთან ერთად, შატილი საინტერესოა მათთვის, ვისაც მთაში დასვენება ან ლაშქრობა იზიდავს. გასასთვალისწინებელია, რომ შატილში მოსახლეობის, საკვები და გასართობი ობიექტების სიმცირეა. სიმშივიდის მოყვარულთათვის კი, ეს იდეალური არჩევანი იქნება.
სასტუმროები შატილში
შატილში მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეხვდებით. ასეთი ტიპის სასტუმროები ბიუჯეტური ფასებით, კომფორტული პირობებით და გასაოცარი, მყუდრო გარემოთი ხასიათდება.
თითოეული სასტუმრო გამორჩეულია ინტერიერით და იმეორებს შატილისთვის და ზოგადად, მთისთვის დამახასიათებელ დიზაინს – ქვისა და ხის დეკორაციებს, ქართული ელემენტების თანხლებით. შატილში შეგიძლიათ დაისვენოთ ისეთი მცირე ზომის სასტუმროებში, როგორიცაა, “ნიკა,” “ვაჟა ჭინჭარაულის საოჯახო სასტუმრო,” “ჯალაბაური,” “მზიანი” და “წინა ციხე,” რომელიც შატილის ერთ–ერთ კოშკშია გახსნილი.
რესტორნები შატილში
შატილში კვების ობიექტები სასტუმროებშია გაერთიანებული, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ მთის ხალხის სტუმართმოყვარეობით და ტრადიციული კერძებით. ცალკეული რესტორნები შატილში არაა ხელმისაწვდომი. წასახემსებლად, კი ვიზიტორებში პოპულარულია კაფე “მზესუმზირა,” რომელიც შატილის ერთ–ერთ კოშკშია გახსნილი და სოფლის ცენტრში მდებარეობს. აქ, იდეალურად შეიგრძნობთ შატილის კულტურას, უგემრიელეს მთის კერძებთან ერთად.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ შატილში?
თბილისიდან შატილი 147 კილომეტრში მდებარეობს და კერძო მანქანით მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. თბილისის ავტოსადგურებიდან შატილის მიმართულებით, კერძო მიკროავტობუსები არარეგულარული გრაფიკით ინიშნება. დიდუბის ისევე როგორც ნავთლუღის ავტოსადგურიდან შატილის მიმართულებით კვირაში საშუალოდ 2–ჯერ ინიშნება სამარშრუტო ტაქსები და მგზავრობის დრო დაახლოებთ 3 საათია.
როდის არის საუკეთესო პერიოდი შატილის მოსანახულებლად?
შატილი მთიან რეგიონში მდებარეობს. იმისთვის, რომ იმოგზაუროთ კომფორტულად, ისიამოვნოთ შატილის ღირსშესანიშნაობებით და ულამაზესი ბუნებით, საუკეთესო პერიოდი მოსანაუხლებლად ზაფხულია.
ზღვის დონიდან, რა სიმაღლეზე მდებარეობს შატილი?
შატილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.