ურეკი
შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი ურეკი გურიის მზიან მხარეში, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ურეკი ძირითადად იზიდავს მათ, ვისაც დასვენებასა და გართობასთან ერთად გამაჯანსაღებელი და თერაპიული გამოცდილების მიღებაც სურს. აქაური სანაპირო და მაგნიტური ქვიშა ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებით.
ურეკის შესახებ
ურეკი ზღვის დონიდან 4 მეტრზე მდებარეობს. მისი სანაპირო ზოლი 5 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოქცეულია მდინარეების – სეფასა და სუფსის შესართავებს შორის. აღმოსავლეთით კურორტს აკრავს ფიჭვნარისა და ევკალიპტის ტყეები. ზღვის ჰავისა და მცენარეთა თავბრუდამხვევი სურნელის ერთობლიობა საოცარ ბუნებრივ არომათერაპიას ქმნის დამსვენებელთათვის.
ურეკის ღირსშესანიშნაობები
ურეკის სანაპირო, ნიჟარებით მოფენილი ქვიშა, სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეები და მათში ჩამალული კოტეჯები დამსვენებლების საყვარელი ადგილებია მზისა და ქვიშის აბაზანების მიღების შემდეგ. განახლებული ბულვარი იდეალურია საღამოს სეირნობისთვის. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედები და ასევე თავი შეიქციოთ სხვადასხვა გასართობებით.
ურეკიდან 10 წუთის სავალზე შეგიძლიათ ესტუმროთ შეკვეთილს სადაც დენდროლოგიური პარკი გიმასპინძლებთ უფასოდ. ასევე საინტერესოა გრიგოლეთის ქვიშიანი სანაპირო სასეირნოდ და განსატვირთად, ფიჭვნარით დაფარულ ზოლში შესაძლოა პიკნიკის მოწყობაც.
სასტუმროები ურეკში
ურეკში ჩასულ დამსვენებლებს აქაური 4 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები გიმასპინძლებთ. უფრო ბიუჯეტური დასვენებისთვის ურეკი ვიზიტორებს საოჯახო სასტუმროების დიდ არჩევანს სთავაზობს.
სასტუმროები ურეკშიKolkhida Resort & Spa
სასტუმრო კოლხიდა თავისი კომფორტული ნომრებით, საკუთარი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლითა და უგემრიელესი ქართული სამზარეულოთი გიმასპინძლებთ. სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ სპა და ველნეს პროცედურებით, განიტვირთოთ აუზზე, საღამო კი ბარში მუსიკისა და კოქტეილების თანხლებით გაატაროთ.
Ureki magnetiti
ურეკის ფიჭვნარში ჩაფლული “მაგნეტიტი” ზღვიდან 2 წუთის სავალზეა. სასტუმროს ნომრებიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ზღვაზე. ” მაგნეტიტი” ცნობილია მისი სტუმართმოყვარე და მეგობრული პერსონალით. საღამოს მეგობრებთან ერთად ტერასაზე განტვირთვით ისიამოვნებთ. სასტუმროში ფუნქციონირებს ბარიც.
Delta hotel
ზღვიდან 250 მეტრში მდებარე სასტუმრო “დელტა” მშვენიერია ოჯახური დასვენებისთვის. სასტუმროს ტერიტორიაზეა აუზი, საბავშვო მოედანი და ბარი. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სახლში დამზადებული ღვინოების მრავალფეროვნება.
Hotel Inter
სანაპიროს პირველ ზოლში მდებარე ეს სასტუმრო აღჭურვილია სათამაშო მოედნით, აუზით, საკმაოდ დიდი ზომის ნომრებითა და არაჩვეულებრივი ხედებით შავ ზღვაზე. მზის ჩასვლით შეგიძლიათ პირდაპირ საკუთარი აივნიდან დატკბეთ.
რესტორნები ურეკში
ურეკში ძირითადად ახლად დაჭერილი ზღვის პროდუქტებისა და ტრადიციული გურული კერძების დაგემოვნებას გირჩევთ. ფხალეულობის მოყვარულთათვის გურული სამზარეულო ნამდივილი სამოთხეა.
გემრიელი თევზის დაგემოვნებას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად ეწვიეთ რესტორან „წყალწმინდას“. სასურველი ზღვის პროდუქტების შეძენა რესტორნის მიმდებარედაც შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში პერსონალი მას სურვილისამებრ მოგიმზადებთ.
თუ შინაურული კერძები, შინ დამზადებული კომპოტი და ლიმონათი გიყვართ, შეგიძლიათ რესტორან „ივერიას“ ესტუმროთ. რესტორანს აქვს როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში დასაჯდომი მაგიდები.
ბუნგალოს სტილში გადაწყვეტილი რესტორანი “ლიკა” გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ქართული კერძებით. დაგხვდებათ სასიამოვნო მუსიკა და კეთიგანწყობილი მომსახურე პერსონალი.
ხშირად დასმული კითხვები
ურეკი თბილისი მატარებელი
თბილისიდან ურეკამდე დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ მატარებლით. მოიმარაგეთ ფილმები ლეპტოპში ან საყვარელი საკითხავი მასალა და კომფორტულად მოთავსდით სავარძელში. თბილისიდან გასული მატარებელი ქობულეთის რკინიგზის სადგურზე შეჩერდება. ქობულეთიდან ურეკამდე 30 წუთი დაგჭირდებათ მანქანით ან სამარშრუტო ტაქსით.
- თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
- საღამოს – 17:05 საათზე.
- ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს.
- სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე ან მატარებლის სადგურში – https://www.railway.ge/