სასტუმროები მესტიაში

სასტუმროები მესტიაში – მესტიის 15 საუკეთესო სასტუმრო – 2023

  1. სასტუმროები

მესტია უნიკალური ქალაქია, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. კავკასიონის დიდებული თოვლიანი მწვერვალები, ულამაზესი ბუნება, უძველესი და მისტიური სვანური კოშკები, ძველი ქუჩები და ატმოსფერო რომელსაც სვანების განსხვავებული კულტურა ქმნის, გასაოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს ყოველი ვიზიტისას. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქალაქი ყველა სეზონზე ტურისტულად აქტიურია და მას უამრავი ქართველი თუ უცხოელი მოგზაური სტუმრობს..

ამავე მიზეზით, ქალაქი შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად არის უზრუნველყოფილი. აქ ბევრი საინტერესო ადგილი, კაფე თუ რესტორანია, რაც მოგზაურებს დააინტერესებთ. ფართო არჩევანია სასტუმროების მხრივაც. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ სასტუმროები, მოქცეული მისტიურ სვანურ კოშკებს შორის, თანამედროვე ტიპის ცნობილი ან საოჯახო პატარა სასტუმროები. აქ არჩევანი დიდია და ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორს, მარტივად შეუძლია მისთვის საუკეთესო სასტუმროს არჩევა.

15 საუკეთესო სასტუმრო

  • საუკეთესო კოტეჯის ტიპის სასტუმრო: WinterFell Mestia
  • საუკეთესო სასტუმრო ქართული კერძებით: Chalet Mestia
  • საუკეთესო სასტუმრო ბავშვთა გასართობი მოედნით: Gistola Hotel Mestia
  • საუკეთესო დიზაინის მქონე სასტუმრო: Paliani Hotel
  • საუკეთესო სასტუმრო, ხედით სვანურ კოშკებზე: Hotel Mestia Inn
  • საუკეთესო სასტუმრო ზურულდის საბაგიროსთან ახლოს: Hotel panorama svaneti
  • სასტუმრო ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ახლოს: Hotel Old House Mestia
  • საუკეთესო სასტუმრო დახურული აუზით: Posta Hotel
  • საუკეთესო სასტუმრო ბიუჯეტური დასვენებისთვის: hotel lemi
  • საუკეთესო სასტუმრო ტერასით: suntower hotel
  • საუკეთესო მყუდრო სასტუმრო: hotel elite house
  • სასტუმრო აეროპორტთან ახლოს: hotel banguriani
  • საუკეთესო საოჯახო სასტუმრო: bapsha guesthouse
  • საუკეთესო სასტუმრო ბაღით: heshkili hutsსაუკეთესო სასტუმრო ტყესთან ახლოს: bude mestia
სასტუმრო winterfell mestia ხის კოტეჯები მთის ხედით

1. WinterFell Mestia

თუ თქვენთვის სიმყუდროვე, დასვენებისას მთავარი პრიორიტეტია, მაშინ ამისთვის იდეალური ადგილია WinterFell Mestia. ეს არის სასტუმრო, სადაც კერძო კოტეჯების ქირაობა შეგიძლაით. თითოეული მათგანი სრული კომფორტით არის უზრუნველყოფილი. სასტუმროს მდებარეობა კიდევ უფრო გასაოცარია. მთების პანორამული ხედები, მწვანე, ყვავილებით დაფარული მინდვრები თქვენს დასვენებას კიდევ უფრო მშვიდსა და ჰარმონიულს გახდის. არანაკლებ გასაოცარია აქ დასვენება ზამთრის სეზონზე, რომელიც ნამდვილად გაგრძნობინებთ ზამთრის სიმყუდროვესა და შეგიქმნით უნიკალურ ატმოსფეროს.

ხის კოტეჯებში გაერთიანებულია საძინებელი, სავახშმო და მოსასვენებელი სივრცეები, ინივიდუალური სველი წერტილებით. კოტეჯებს ასევე აქვთ მცირე ტერასა და აივნები. აივნებზე განთავსებულია ჰამაკი და საქანელა, უფრო სასიამოვნო განტვირთვისთვის. WinterFell Mestia-ში შეგიძლიათ აირჩიოთ კოტეჯი ერთი საძინებლით, სამი ადამიანისთვის, ან ორ-საძინებლიანი კოტეჯები, სადაც 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ კვება თქვენ უნდა უზრუნველყოთ.

Booking რეიტინგი: 9.3 wonderful

მისამართი: კახიანის ქუჩა 79

ახლოს მდებარე ობიექტები: წმინდა გიორგის ეკლესია, მესტიის აეროპორტი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

სტანდარტული ფასი: 350₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო chalet mestia მთის ხედით

2. Chalet Mestia

მესტიაში მოგზაურობისას არაფერია იმაზე სასიამოვნო, უფრო ახლოს გაეცნოთ სვანეთის კულტურასა და ტრადიციულ გარემოს. სწორედ მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გაძლევთ სასტუმრო Chalet Mestia, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მესტიაში. სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო ხის ულამაზესი დიზაინით გამოირჩევა, რომელიც ტრადიციულ ქართულ ატმოსფეროს ქმნის და საოჯახო ატმოსფეროს შექმნით, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დროის გატარებას.

სასტუმროს თითოეული ნომერი ლამაზ დიზაინთან ერთად, გასაოცარი მთის ხედებით გამოირჩევა. ვიზიტორებს შეუძლიათ სტანდარტული და საოჯახო ნომრები აირჩიონ. ასევე შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით. ამასთან სასტუმრო გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ, ტრდიციულ კერძებს Chalet Mestia-ს რესტორანში. უფრო მხიარული თავგადასავლებისთვის კი შეგიძლიათ სასტუმროს ბარით ისარგებლოთ, სადაც ძალიან სასიამოვნო გარემოა შექმნილი.

Booking რეიტინგი: 8.3 very good

მისამართი: ბეთლემის 47

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, კაფე-ბარები, რესტორანი, საბაგირო სადგური 

სტანდარტული ფასი: 182₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო gitsola mestia მთის ხედით

3. Gistola Hotel Mestia

თუ მესტიაში მოგზაურობისას გსურთ რომ სრულფასოვნად დაისვენოთ და გქონდეთ იმის შესაძლებლობა რომ რამდენიმე სერვისი ერთ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი, მაშინ ამისთვის იდეალურია თუ დასვენებას Gistola Hotel Mestia-ში გადაწყვეტთ. ცნობილი და პრესტიჟული ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო გთავაზობთ იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ სოლო თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობისას, დაუვიწყარი გამოცდილება მიიღოთ. კომფორტული ნომრები, ხისა და თანამედროვე ელემენტების დიზაინის ნაზავს წარმოადგენს, რაც ესთეტიურად ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის. ამას ემატება კიდევ უფრო ლამაზი ხედები თითოეული ნომრიდან.

Gistola Hotel Mestia იდეალურია თუ მესტიაში ბავშვებთან ერთად ისვენებთ. სასტუმროში გასართობი მოედანია მოწყობილი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა სათამაშოთი და ატრაქციონზე სეირნობით გაერთონ. დამატებით, სასტუმროში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები რესტორანში და საღამოობით გაერთოთ ბარში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და ვიზიტორებს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისსაც სთავაზობს.

Booking რეიტინგი: 9.3 wonderful

მისამართი: ბორის კახიანის 39

ახლოს მდებარე ობიექტები: მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, რესტორანი “ნიკალა,” კაფე-ბარები

სტანდარტული ფასი: 335₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო paliani hotel ბუნების ხედით და ტერასით

4. Paliani Hotel

ვისაც დახვეწილი და ელეგანტური გარემო მოსწონს დასასვენებლად, აუცილებლად ისიამოვნებს Paliani Hotel-ით. ეს არის მესტიის ცნობილი სასტუმრო, სადაც მყუდრო და სასიამოვნო გარემო, მეგობრული პერსონალი, სისუფთავე და რაც მთავარია, კომფორტი დაგხვდებათ. ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში თითოეული ნომერი განსხვავებული და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. სასტუმროში შეგიძლიათ საოჯახო ნომრის არჩევაც, სადაც 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ე.წ King ნომერი, რომელიც ასევე მორგებულია შშმ პირებზე.&

მშვიდ გარემოსთან ერთად, Paliani Hotel გასაოცარ რესტორანში გეპატიჟებათ, სადაც სვანურ სამზარეულოსთან ერთად, ევროპული მენიუს დაგემოვნებაც შეგიძლიათ. საღამოობით შეგიძლიათ ბარში გაერთოთ. სასტუმრო ახლოს მდებარეობს მესტიის ღირსშესანიშნაობებთან, რაც ქალაქის დათვალიერებისთვის იდეალურია. საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისითაც ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 9.5 exceptional

მისამართი: ალექსანდრე ხერგიანის 13

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, კაფე-ბარი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 300₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო mestia inn მთისა და ქალაქის ხედით

5. Hotel Mestia Inn

ეს მესტიის ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც 2021 წელს გაიხსნა და დღემდე არ კარგავს პოპულარობასა და დადებით შეფასებებს მომხმარებლებისგან. აღსანიშნავია სასტუმროს დიზაინში იდეალური შერწყმა სვანური და თანამედროვე არქიტერქუტული ელემენტების, რომელიც დახვეწილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ასევე თუ გსურთ სვანური კოშკების საუკეთესო ხედებით ტკბობა, მაშინ აუცილებლად  Hotel Mestia Inn უნდა აირჩიოთ. სასტუმროს ნომრები კლასიკურ სტილშია მოწყობილი, ხის დიზაინითა და ნათელი ფერებით. თითოეული ნომერი უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი. აქ შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც სტანდარტული ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები, 4-5 ადამიანისთვის. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი მთის ხედებით. თითოეულ ნომერში ასევე დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატები.

დამატებით, სასტუმრო Hotel Mestia Inn გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ მენიუს რესტორანში, რომელიც ასევე ღია სივრცესაც მოიცავს. ტერასიდან გასაოცარი ხედი იშლება მესტიაზე. ასევე შეგიძლია დრო გაატაროთ სასტუმროს ბარში, სადაც ზაფხულში, განსაკუთრებული მხიარულებაა.

Booking რეიტინგი: 9.0 wonderful

მისამართი: სენაკის ქუჩა 4

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რესტორნები, კაფე-ბარი, საბაგირო სადგური

სტანდარტული ფასი: 255₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო panorama svaneti საკუთარი ეზოთი

6. Hotel panorama svaneti

თუ მესტიას ზამთარში სტუმრობთ და გსურთ გასაოცარი სათხილამურო თავგადასავლების ძიება, მაშინ ყველაზე კომფორტული იქნება თუ დასასვენებლად, Hotel panorama svaneti-ს აირჩევთ. ეს სასტუმრო მდებარეობს საბაგირო სადგურ ზურულდთან ახლოს, საიდანაც მარტივად დაუკავშირდებით სათხილამურო კურორტს, მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებითა და ექსტრემალური სპორტის ღონისძიებებით. სასტუმრო იდეალური მდებაროების გარდა, კომფორტული გარემოთი და გულთბილი სტუმართმასპინძლობითაც გამოირჩევა. დიზაინი მინიმალისტურია, რათა მაქსიმალურად მშვიდი გარემო შექმნას და მთავარი აქცენტი უნიკალურ ხედებზე გააკეთოს.

სასტუმროში ხელმისაწვდომია საოჯახო ნომრებიც სადაც  4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეს კი იდეალურია თუ თქვენ ჯგუფთან ერთად მოგზაურობთ. სასტუმროს მეგობრული პერსონალი ასევე გასიამოვნებთ უგემრიელესი კერძებით Hotel panorama svaneti-ს რესტორანში და შესაძლებლობას მოგცემთ, სასიამოვნო დრო გაატაროთ საღამოობით ბარში, სხვავდასხვა ღონისძიებებითა და კარგი მუსიკით.

Booking რეიტინგი: 8.9 excellent

მისამართი: იოსელიანის 12

ახლოს მდებარე ობიექტები: ზურულდის საბაგირო, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რესტორნები, კაფე-ბარი “ეზო”

სტანდარტული ფასი: 100₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო old house ხედით მესტიაზე

7. Hotel Old House Mestia

Hotel Old House Mestia ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და სასიამოვნო გარემოს მქონე სასტუმროა, რომელიც მოგზაურებს ნამდვილ სვანეთში ამოგზაურებს. მდებარეობით სასტუმრო ხელსაყრელია, რადგან მესტიის შუაგულში მდებარეობს და ახლოსაა ქალაქის ცენტრალურ ღირსშესანიშნაობებთან. ეს ასევე იმასაც ნიშნავს, რომ სასტუმროდან გასაოცარი ქალაქის ხედები იშლება. თუმცა სასტუმროს მთავარი გამორჩეულობა დიზაინშია. აქ იდეალურადაა წარმოჩენილი სვანეთისთვის და ზოგადად მთის ხალხისთვის დამახასიათებელი კულტურული ელემენტები, ქვისა და ხის დეკორაციების გამოყენებით.

Hotel Old House Mestia-ის ტრადიციულ და დახვეწილ გარემოში შეგიძლიათ ნომერთა რამდენიმე კატეგორიის არჩევა, მათ შორის ხედის მიხედვით, აივნითა და მის გარეშე. ამასთან სასტუმროში შეგიძლიათ დრო გაატაროთ რესტორანსა და ბარში, სადაც მრავალფეროვანი მენიუ და ნამდვილი ქართული სტუმართმასპინძლობის გამოცდილებაც გელოდებათ. მშვიდი დასვენების მოყვარულებს, კი შეგიძლიათ დრო Hotel Old House Mestia-ს ულამაზეს ტერასაზე გაატაროთ.

Booking რეიტინგი: 9.4 wonderful

მისამართი: ლანჩვალის ქუჩა 1

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, კაფე-ბარი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 255₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო posta შიდა აუზით

8. Posta Hotel

მათ ვისაც გსურთ რომ მესტიაში მოგზაურობისას მრავალფეროვანი მოგონებები დააგროვოთ, ნებისმიერ სეზონზე გაერთოთ და გაატაროთ მხიარული დრო, შეგიძლიათ ცნობილი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Posta Hotel აირჩიოთ. ეს არის ძალიან ცნობილი სასტუმრო, მშვიდი გარემოთი, მეგობრული პერსონალით და მრავალფეროვანი სერვისებით.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა და შიდა ინტერიერი სრულიად ორიენტირებულია, წარმოაჩინოს სვანური კულტურის ელემენტები და შექმნას ქართული ტრადიციული ატმოსფერო. ორიგინალური დიზაინის ნომრები შესაძლებელია აირჩიოთ როგორც სტანდარტული ზომის, 3 ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის. ასევე ხელმისაწვდომია King ნომერი. დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ უფრო ახლოს გაიცნოთ სვანური სამზარეულო, მხიარული დრო გაატაროთ ბარში ან ისარგებლოთ სპა ცენტრითა და შიდა აუზით.

Booking რეიტინგი: 8.1 very good

მისამართი: სეტის მოედანი

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, კაფე-ბარები “მთა,” “ერთი ყავა,” “ეზო”

სტანდარტული ფასი: 450₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო lemi ბაღით

9. hotel lemi

თუ მესტიაში ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ შეგიძლიათ დასასვენებლად, hotel lemi აირჩიოთ. ეს არის მცირე ზომის, კომფორტული სასტუმრო, რომელიც მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. სასტუმროში ნომერთა მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლიათ აირჩიოთ სტადარტული ოთახები ორი ადამიანისთვის, ან საოჯახო ნომრები, სადაც 4-6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი მინიმალისტურ, სადა სტილშია მოწყობილი. ზამთრობით შეგიძლიათ ოთახში ბუხარიც დაანთოთ, რაც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს შექმნის.

ასევე თითოეულ ოთახში დაგხვდებათ უფასო ინტერნეტი, ჩაისა და ყავის აპარატები და ყველა საჭირო ჰიგიენური ნივთი. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა ასევე ადაპტირებულია შშმ პირებზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისითაც ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 8.6 excellent

მისამართი: სეტის მოედანი 5

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, კაფე-ბარები”მთა,” “ეზო,” “დაელი”

სტანდარტული ფასი: 85₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო suntower ხედით მესტიის ცენტრზე

10. suntower hotel

ნათელი ფერები, მშვიდი და კომფორტული გარემო, უგემრიელესი კერძები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და მეგობრული პერსონალი, ის მთავარი ფაქტორებია, რაც სასტუმრო suntower hotel-ის დადებით რეპუტაციასა და მესტიაში პოპულარობას განაპირობებს. თანამედროვე ტიპის სასტუმროში თითოეული ნომერი მასიური სივრცითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული ნომრები, 2 ადამიანისთვის, ასევე საოჯახო, სადაც ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

სასტუმროს შეფ-მზარეულები თქვენს ყველაზე გემრიელ მოგზაურობაზე იზრუნებენ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სვანური სამზარეულოს განთქმული კერძები და ქართული ტრადიციული სხვა კუთხით მენიუც. ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ, ვეგეტარიანელი ვიზიტორებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზე და საჭიროების შემთხვევაში, აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისიც არის ხელმისაწვდომი. თხილამურებზე სრალის მოყვარულებს ასევე შეგიძლიათ საჭირო ინვენტარი სასტუმროში იქირაოთ.

Booking რეიტინგი: 9.0 wonderful

მისამართი: გაბლიანის 14ე

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რესტორნები, კაფე-ბარი

სტანდარტული ფასი: 194₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო elit house საკუთარი ეზოთი

11. hotel elite house

hotel elite house არის მცირე ზომის, მყუდრო და კოხტა სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ ნამდვილი სვანური გარემო, ქვის დეკორაციებითა და ბევრი ტრადიციული ელემენტებით. სასტუმრო იდეალური მდებარეობით გამოირჩევა რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად დაათვალიეროთ ქალაქი და ამასთან სასტუმროდან გასაოცარი მესტიის ხედებით ისიამოვნოთ. hotel elite house გთავაზობთ ნომრების რამდენიმე კატეგორიას, მათ შორის ბიუჯეტურ ნომრებს, სტანდარტულ და საოჯახო ნომრებს აივნით, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

უფრო მეტად სასიამოვნო დროის გატარებისთვის, შეგიძლიათ სასტუმროს რესტორანს ესტუმროთ და უგემრიელესი მენიუ დააგემოვნოთ. ასევე შეგიძლაით მხიარული დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად სასტუმროს ქვის ბარში და დაისვენოთ პატარა ეზო-ბაღში, სადაც მოსასვენებელი სივრცეა განთავსებული.

Booking რეიტინგი: 9.2 wonderful

მისამართი: ავთანდილ იოსელიანის 2

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რესტორნები, კაფე-ბარი

სტანდარტული ფასი: 150₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო banguriani ბაღით

12. hotel banguriani

კლასიკური ხის დიზაინი, გარე მოსასვენებელი სივრცეები, ზღაპრული სვანეთის ხედები მყუდრო და მშვიდ გარემოს ქმნის, რაც hotel banguriani–ს ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სასტუმროდ აქცევს მესტიაში. ეს არის სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო, საინტერესო ინფრასტრუქტურითა და მყუდრო დიზაინით, რომელიც ზაფხულსა თუ ზამთარში, მესტიაში დასვენებას სასიამოვნო მოგონებებს შემატებს. აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში შესაძლებელია როგორც სტანდარტული ნომრების არჩევა, ასევე საოჯახო ოთახების ქირაობა, აივნით, საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება ნებისმიერ სეზონზე.

გამორჩეულია hotel banguriani–ის რესტორანი, მყუდრო გარემოთი, პანორამული ხედებით და კიდევ უფრო გასაოცარი სვანური სამზარეულოთი. მხიარული საღამოები გელოდებათ სასტუმროს ბარში, რომელიც ზაფხულსა თუ ზამთარში თქვენს განწყობაზე იზრუნებს. საჭიროების შემთხვევაში hotel banguriani აეროპორტიდან ტრასნპორტირების სერვისსაც გთავაზობთ.

Booking რეიტინგი: 8.4 very good

მისამართი: მარგიანის ქუჩა 10

ახლოს მდებარე ობიექტები: მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი, რესტორანი “ნიკალა,” კაფე–ბარები, აეროპორტი

სტანდარტული ფასი: 221₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო bapsha მთის ხედით

13. bapsha guesthouse

თუ ეძებთ ბიუჯეტურ სასტუმროს სადაც ამასთანავე მხიარული დროის გატარებას შეძლებთ, კარგი იქნება თუ bapsha guesthouse–ს აირჩევთ. მესტიის ისტორიულ ნაწილში, ლანჩვალში მდებარე ეს საოჯახო სასტუმრო მყუდრო და ოჯახური გარემოთი გამოირჩევა, რომელიც ახალგაზრდა მოგზაურების გარდა იდეალურია მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად სტუმრობს მესტიას. აქ დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, მყუდრო და ფერადი ეზო მოსასვენებელი სივრცეებით, ლამაზი ხედები სვანურ კოშკებსა და ბუნებაზე, უგემრიელესი საუზმე და რაც მთავარია, მეგობრული მასპინძლები.

bapsha guesthouse–ში ნომერთა კატეგორიის დიდი არჩევანია. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები აივნით და მის გარეშე, მთისა და ეზოს ხედებით, ეკონომიური ნომერი, საოჯახო ნომრები და სხვა. თუ საოჯახო სასტუმროს ზაფხულში ეწვევით, საღამო შეგიძლიათ ლამაზად მოწყობილ ბაღში გაატაროთ, სადაც სტუმრები მხიარულ საღამოებს აწყობენ. სასტუმროში შიდა მოსასვენებელი სივრცეცაა განთავსებული.

Booking რეიტინგი: 9.5 exceptional

მისამართი: ბექნუ ხერგიანის 5

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი, რესტორნები

სტანდარტული ფასი: 122₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო hekshili huts ხის კოტეჯებით და ბაღით

14. heshkili huts

უნიკალური და განსხვავებული თავგადასავლების მოყვარულთათვის, heshkili huts იდეალური ადგილია დასასვენებლად. ეს არის არა მხოლოდ კომფორტული სასტუმრო, მეგობრული მასპინძლებით, არამედ გასაოცარი გარემო განსხვავებული თავგადასავლებისთვის. ორიგინალური ინფრასტრუქტურა, კომფორტული პირობები, გასაოცარი მთის ხედები, ღია მოსასვენებელი სივრცეები, ულამაზესი ეზო, საქანელებითა და სასეირნო ბილიკებით, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ტოვებს ნებისმიერ მოგზაურში. სწორედ ამიტომ აქვს heshkili huts–ს საკმაოდ კარგი რეპუტაცია და ვიზიტორებში დადებითი შეფასებები.

აქ შეგიძლიათ იქირაოთ როგორც სტანდარტული ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები, ოთხი ადამიანისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ ოთახები მთის ან ბაღის ხედით. აღსანიშნავია, რომ ასევე ხელმისაწვდომია ბიუჯეტური ნომრები. heshkili huts–ის გუნდი ზაფხულობით ბევრ საინტერესო გარე აქტივობას აწყობს, რაც იდეალურია მათთვის, ვინც მეგობრებთან ერთად მოგზაურობს. თუ მხიარული დასვენება თქვენი ერთ–ერთი მიზანია, მაშინ ამას heshkili huts–ში იპოვით.

Booking რეიტინგი: 0.1 superb

მისამართი: მესტია, 3208, კეშკილი

ახლოს მდებარე ობიექტები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი, რესტორნები, კაფე–ბარი

სტანდარტული ფასი: 150₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

bude mestia ხის კოტეჯები

15. bude mestia

bude mestia მყუდრო, კოტეჯური ტიპის სასტუმროა, რომელიც თქვენს დასვენებას მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს შემატებს. ეს არის უმაღლესი ხარისხის კოტეჯები, ბუნებაში და იდეალურია თუ ხართ ლაშქრობის ან კემპინგის მოყვარული. გასაოცარი მთისა და ტყის ხედები, კომფორტული პირობები, ხის დიზაინი, ტერასა, გარე მოსასვენებელი სივრცეები და მხიარული საღამოები კოცონთან გასაოცარი გამოცდილება იქნება, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის სეზონზე.

bude mestia–ს დიდი უპირატესობა არის ისიც, რომ შეგიძლიათ იქირაოთ კოტეჯი 4–7 ადამიანისთვის, რაც იდეალურია მათთვის, ვინც მეგობრების ჯგუფთან ან ოჯახთან ერთად ისვენებს. ასევე შეგიძლაით სტანდარტული, ორადგილიანი ნომრები იქირაოთ, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული წყვილებისთვისაა. კოტეჯების მდებარეობა იდეალურია და შეგიძლიათ ისიამოვნოთ სუფთა ჰაერით, მოაწყოთ პიკნიკი ან ეძით ახალი თავგადასავლები მესტიის უნიკალურ ბუნებაში.

Booking რეიტინგი: 8.1 very good

მისამართი: მესტია 3200

ახლოს მდებარე ობიექტები: მესტიის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი, საბაგირო სადგური

სტანდარტული ფასი: 191₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

რა ვნახოთ მესტიაში?

ქალაქი მესტია თვითონ წარმოადგენს სვანეთის მთავარ ღირსშესანიშნაობას. ის ამოუცნობია და მასში დაკარგვა დაუვიწყარი გამოცდილებაა, რადგან მესტიის თითოეული კუთხე უნიკალური და უდიდესი ისტორიის მატარებელია. უფრო საინტერესო გამოცდილებისთვის კი შეგიძლიათ ესტუმროთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ. ასევე კარგია თუ მოინახულებთ, ჯვარს მესტიის თავზე გასაოცარი პანორამული ხედებით, მიხეილ ხერგიანის მუზეუმს და ქალაქთან ახლოს მდებარე გასაოცარ  ძეგლებს: ქორულდის ტბებსა და უშგულს. უფრო ექსტრემალური გამოცდილებისთვის კი მესტიასთან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტები – თეთნულდი და ჰაწვალი შეგიძლიათ მოინახულოთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები მესტიაში?

მესტიაში სასტუმროების საფასური სეზონისა და სასტუმროს ტიპის მიხედვით განსხვავდება, და საშუალოდ 100 ლარიდან იწყება, ერთი ღამის ფასი.

რომელია მესტიის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული სასტუმროებია: Gistola Hotel Mestia, Hotel Mestia Inn, და Hotel Old House Mestia.

მესტიის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ასეთი შემთხვევისთვის იდეალურია Chalet Mestia, Paliani Hotel და Gistola Hotel Mestia.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო მესტიაში?

უმაღლესი ხარისხის კომფორტით გამოირჩევა სასტუმროები: Gistola Hotel Mestia, Paliani Hotel, Posta Hotel, suntower hotel.

რომელია მესტიაში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია bude mestia, heshkili huts და WinterFell Mestia.

რა ღირს სასტუმროები მესტიაში შაბათ–კვირას?

ერთი ღამის ფასი მიახლოებით იგივეა რაც კვირის სხვა დღეებში და საშუალოთ 100–150 ლარიდან იწყება. 

მესტიის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ესენია: WinterFell Mestia, Hotel Old House Mestia, suntower hotel, hotel elite house, bapsha guesthouse.

მესტიის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

მესტიის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგის სივრცეს.

მესტიის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

სასტუმრო Posta Hotel–ში ხელმისაწვდომია დახურული ტიპის აუზი.

რომელ სასტუმროებს აქვთ მესტიაში ოთახები არამწეველთათვის?

მესტიის სასტუმროებში, ყველა ოთახი მხოლოდ არამწეველთათვისაა განკუთვნილი.

მესტიის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

მესტიის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო Wi-Fi სერვისს.

მესტიის რომელ სასტუმროებშია სპა ხელმისაწვდომი?

სასტუმრო Posta Hotel–ში შეგიძლიათ ისარგებლოთ სპა სერვისებით.

მესტიის რომელ სასტუმროებს აქვთ სპეციალური მენიუ ვეგეტარიანელებისთვის?

სპეციალური მენიუ ვეგეტარიანელებისთვის ხელმისაწვდომია suntower hotel–ში.

მესტიის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

მესტიის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი, მათ შორის სასტუმროებს suntower hotel და hotel banguriani.