შეკვეთილი
შეკვეთილის მზიანი პლაჟები, მაგნიტური ქვიშა და ფიჭვნარით დაფარული სანაპირო ზოლი ზღვაზე დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. კურორტზე დაგხვდებათ მშვიდი ატმოსფერო, კომფორტული სასტუმროები და მრავალფეროვანი ტურისტული ადგილები.
შეკვეთილს გასართობ-დასასვენებელი კურორტის გარდა, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალიც გააჩნია.
შეკვეთილის შესახებ
შეკვეთილი ცნობილია თავისი სამკურნალო პლაჟებითა და გამწვანებული სანაპირო ზოლით. კურორტი გურიის გამორჩეული ტურისტული ლოკაციაა. შეკვეთილი ოზურგეთიდან 21 კილომეტრში, ხოლო ბათუმიდან 50 კმ-ში მდებარეობს. შეკვეთილის სანაპირო ზოლი 5 კმ სიგრძისაა. პლაჟი დაფარული შავი მაგნიტური ქვიშით და მის გასწვრივ გაშენებული ფიჭვნარით.
შეკვეთილის ღირსშესანიშნაობები
შეკვეთილს ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს აქაური ჰავის, პლაჟებისა და ზღვის გამო. გარდა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა, შეკვეთილის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გასართობი პარკებისა და პოპულარული ტურისტული ადგილების მრავალფეროვნებაა.
სასტუმროები შეკვეთილში
შეკვეთილში დასვენება ნამდვილ დღესასწაულად იქცევა აქაური სასტუმროების მეშვეობით. მათი უმეტესობა ზღვასთან ახლოს, ფიჭვნარშია ჩაფლული და გასასვლელი პირდაპირ სანაპიროზე აქვთ. მათგან საუკეთესოებზე ქვემოთ მოგიყვებით.
პარაგრაფი
პარაგრაფი სასტუმრო შეკვეთილში ვიზიტორებს დასვენების სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. რეგიონში ყველაზე დიდი აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით, ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია.„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ყველა ტიპის დამსვენებელზეა ორიენტირებული და გთავაზობთ როგორც მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის.
სასტუმროები შეკვეთილშიშეკვეთილი
საოჯახო სასტუმრო შეკვეთილი ზღვასთან ახლოს მდებარეობს. სუფთა და კომფორტული ნომრები, საკუთარი გამწვანებული ეზო და მასში მოწყობილი საზაფხულო სივრცეები მშვიდი დასვენებისთვის იდეალურია.
Resort Mirage
სასტუმრო მირაჟის ყოველი ნომრიდან ხედი ზღვის სანაპიროზე იშლება. საუკეთესო მდებარეობა, საკუთარი პლაჟი და საბავშვო მოედნები – იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის.
რესტორნები შეკვეთილში
შეკვეთილში სანაპიროს გასწვრივ რესტორნებში ქართულ კერძებს, ღვინოსა და ახლად დაჭერილ ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ. აქ სასტუმროების უმეტესობას საკუთარი რესტორანი აქვს, სადაც სტუმართმოყვარედ გიმასპინძლებენ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ შეკვეთილში?
თბილისიდან შეკვეთილამდე მანქანით დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ.
მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მატარებლით. თბილისიდან ქობულეთის სადგურამდე დაახლოებით 5.5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით.
- თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
- საღამოს – 17:05 საათზე.
- ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს.
- სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე – https://www.railway.ge/
როდის არის საუკეთესო წასასვლელად?
საუკეთესო სეზონი შეკვეთილში დასასვენებლად ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდეა. ივლისსა და აგვისტოში აქ სეზონი პიკს აღწევს.
სექტემბერში შეკვეთილში ტურისტების რაოდენობა იკლებს, ამიტომ თუ მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, ეს პერიოდი იდეალურია.