სასტუმროები გონიოში

სასტუმროები გონიოში

  1. სასტუმროები

გონიოს სანაპირო ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის სანაპიროებს შორის. სანაპირო მუდმივად მოვლილი, სუფთა და კეთილმოწყობილია. გონიოს პლაჟი აღჭურვილია გამოსაცვლელი და საშხაპე კაბინებით. სანაპიროზე მზის საწოლებისა და ქოლგების დაქირავება შეგიძლიათ. გონიოში ძირითადად 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების დაქირავებას შეძლებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ პირველი ზოლი, ზღვასთან ახლოს ან ბუნებასთან და ტყესთან ახლოს, სიმწვანეში. სტატიაში მიმოვიხილავთ გონიოს 6 საუკეთესო სასტუმროს, რომლებშიც შერწყმულია კომფორტი, მომსახურების მაღალი ხარისხი და რაც მთავარია – ადგილმდებარეობა.

6 რჩეული სასტუმრო გონიოში

სასტუმრო სანაპიროს პირველ ზოლში: Gonio Inn

სახლი მთებში: Villa Space 

9 ნომრიანი სასტუმრო: Citro Villa

სასტუმრო ორი ღია აუზით: Bude

სასტუმრო მთის ხედით: Orange Hotel 

აპარტამენტები გონიოში: Mgzavrebi gonio

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო Gonio Inn ბულვართან და ზღვასთან ახლოს

Gonio Inn

დიდი ზომის სუფთა და ნათელი ოთახები, ხედი ზღვაზე, კომფორტული საძინებლები – ეს იმ კრიტერიუმების ჩამონათვალია, რის გამოც სასტუმრო გონიო ინნ-ს უნდა ესტუმროთ. სასტუმროს იდეალური ადგილმდებარეობა აქვს სანაპიროს პირველ ზოლში, საიდანაც ტალღების ხმა პირდაპირ ღია ფანჯრებში იჭრება. დამსვენებლებისთვის მოწყობილია კერძო პლაჟი. სასტუმროს საკუთარი რესტორანი აქვს, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და ისიამოვნოთ ზღვის ხედით მყუდრო გარემოში. სასტუმროდან გამოსვლისთანავე გონიოს ბულვარში აღმოჩნდებით, სადაც შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედები, გაერთოთ ბავშვებთან ერთად, ისეირნოთ და ესტუმროთ ზღვის ნაპირზე განლაგებულ ბარებს.

Booking რეიტინგი: 9.1

მისამართი: Andria Pirveltsodebuli Str. 5

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “Gonio seaside”, “Regae”, “Gunes”

სტანდარტული ფასი: 489 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/gonioinn.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/uzcuf 

სასტუმრო Villa Space გონიოს მთებში

Villa Space

Villa Space ზღვიდან შედარებით მოშორებით მდებარეობს, შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება ზღვის სანაპიროზე. სახლს 5 საძინებელი აქვს, რომელშიც 10-მდე სტუმრის განთავსება შეიძლება. ვილადან სანაპიროზე ავტომობილით 5 წუთის სავალია. ეზოში მოწყობილია აუზი, ჰამაკები და საქანელები. სახლში ყველაფერია, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, აბაზანა, ბუხარი, საუნას ოთახი, Xbox 360-იც კი! ინტერიერი ხის ბუნებრივი მასალისაა, ქვით მოპირკეთებული ტერასებიდან კი მზის ჩასვლის საუკეთესო ხედებით დატკბებით. ვილა საუკეთესო ვარიანტია მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის და წვეულებების მოსაწყობად. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მასში დასვენებისას თვითმომსახურებით ისარგებლებთ.

Booking რეიტინგი: 9.3

მისამართი: Petre Iberis Street 65

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “დედანი”, “კაპიტანი”

სტანდარტული ფასი: 1200 ₾

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/80dhe 

სასტუმრო Citro Villa საკუთარი ეზოთი

Citro Villa

Citro Villa იდეალური არჩევანია, თუ გსურთ რომ ზღვაზე დასვენებას სიმწვანეში განტვირთვაც შეუთავსოთ. მოვლილი, გამწვანებული ეზო ბაღის კომფორტული ავეჯით, ნათელი, სუფთა და დიდი ზომის ოთახები, მშვიდი გარემო – ყველა ეს უპირატესობა Citro ვილაშია გაერთიანებული. სასტუმროს სულ 9 ნომერი აქვს – 2 აპარტამენტი, 4 სტანდარტული და 3 საოჯახო. გადახურულ საზაფხულო სივრცეში მოწყობილია BBQ-ს კუთხე. გაითვალისწინეთ, ვილას საკუთარი რესტორანი არ აქვს, ამიტომ კვებას თავად უზრუნველყოფთ. რაც მთავარია, ვილადან ზღვამდე სულ რაღაც 200 მეტრია და ფეხით გონიოს სანაპიროზე 3 წუთში აღმოჩნდებით.

Booking რეიტინგი: 9.4

მისამართი: Svimon Kananeli 65B

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “დედანი”, “კაპიტანი” “გონიოს სანაპირო”

სტანდარტული ფასი: 180 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/CitroVillaGonio/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/nmqpi 

სასტუმრო Bude გარე აუზით

Bude

სასტუმრო ბუდე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია გონიოში დასვენებისთვის. ფასთან შედარებით, სასტუმრო ნამდვილად გამორჩეულ მომსახურებასა და ატმოსფეროს შემოგთავაზებთ. გამწვანებულ ეზოში მოწყობილია ორი ღია საცურაო აუზი. სასტუმრო ზღვის სანაპიროდან ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარეობს. მის უკან კი გონიოს ბუნება, ტყე და სასეირნო ადგილებია, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, ან უბრალოდ გააერთიანოთ ზღვასა და მთაში დასვენება. ეზოში მოწყობილია საქანელები და საზაფხულო ფანჩატურები. ნომრები აღჭურვილია კონდიციონერით, მაცივრებითა და ყავა/ჩაის ინვენტარით. სასტუმროს საკუთარი რესტორანიც აქვს, ამიტომ ლანჩსა თუ ვახშამზე გასვლა სხვაგან არ მოგიწევთ.

Booking რეიტინგი: 9.9

მისამართი: Svimon Kananeli str. N7

ახლოს მდებარე ობიექტები: გონიოს ციხე, რესტორანი “Deniz”, “Istanbul”, “Bialem”

სტანდარტული ფასი: 140 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/GonioBudeHotel/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/tgxs3 

სასტუმრო Orange Hotel კლასიკური დიზაინით

Orange Hotel

Orange Hotel სანაპიროდან ფეხით 7 წუთის სავალზე მდებარეობს. ადგილი მშვიდი, მყუდრო და წყნარია. სასტუმროს კეთილმოწყობილი ეზო აქვს, საზაფხულო სივრცეებითა და ბაღის ავეჯით, სადაც შეგიძლიათ ისაუზმოთ სუფთა ჰაერზე, ან შეიკრიბოთ საღამოს მეგობრებთან ერთად. სასტუმროს BBQ-ს აღჭურვილობაც აქვს. ამ შემთხვევაში დამატებითი ღირებულების გადახდა მოგიწევთ. ოთახები მოწესრიგებული, სუფთა და კომფორტულია, ახალი თეთრეულით, ჰიგიენის ნივთებითა და კონდიციონერით. სასტუმროს მასპინძლები დილით უგემრიელესი საუზმითა და კერძებით გაგიმასპინძლდებიან. სასტუმროს რესტორანი არ აქვს, თუმცა აქედან 10 წუთის გზაზე რამდენიმე საკვები ობიექტის აღმოჩენა შეგიძლიათ.

Booking რეიტინგი: 9.8

მისამართი: Svimon Kananeli Str 53A

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “დედანი”, “კაპიტანი” “გონიოს სანაპირო”

სტანდარტული ფასი: 150 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/www.lifetime.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/cnxk7 

სასტუმრო Mgzavrebi Gonio-ს აპარტამენტები ზღვასთან ახლოს აუზით

Mgzavrebi Gonio

სასტუმრო მგზავრებში აპარტამენტის ტიპის ნომრების დაჯავშნა შეგიძლიათ. სსასტუმროს ტერიტორიაზეა ღია საცურაო აუზი, კვების რამდენიმე ობიექტი, სათამაშო მოედანი, დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი და საბავშვო ოთახი. აუზის გარშემო კომფორტული მზის სავარძლებია. აქვეა მოწყობილი ბარი, სადაც სხვადასხვა სახის გამაგრილებელი სასმელები შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ისიამოვნოთ სანამ ირუჯებით. თუ ზღვაზე ხანგრძლივ დასვენებას გეგმავთ, მგზავრების აპარტამენტები შესაფერისი ვარიანტია. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია სამზარეულოსა და აბაზანის ინვენტარით. ზოგიერთ მათგანში არის სარეცხის მანქანა, მიკროტალღური, ელექტრო ქურა და მაცივარი. კომპლექსი ზღვასთან ახლოს , სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმროდან გასვლისას მაშინვე გონიოს პლაჟზე და ბულვარში აღმოჩნდებით.

Booking რეიტინგი: 8.4

მისამართი: Andria Pirveltsodebuli Highway III Deadlock N.15

ახლოს მდებარე ობიექტები: ბარი “Reggae”, რესტორანი “Bialem”, “Gunes”

სტანდარტული ფასი: 240 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/goniomgzavrebi 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/5wxrv 

რა ვნახოთ გონიოში?

გონიოდან 5 კილომეტრში, ერთ-ერთი მთის წვერზე აღმართულია გონიოს ჯვარი. აქედან აჭარის სოფლების, ჭოროხის ხეობისა და ბათუმის საოცარი პანორამული ხედები იშლება. ჯვრამდე მიდის სამანქანო გზა. გონიო საკუთარ ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ თუკი მის მთავარ ღირსშესანიშნაობას, გონიოს ციხეს ეწვევით. გონიოდან 2 კილომეტრში კვარიათისა და სარფის მონახულებას შეძლებთ, სადაც მთა კიდევ უფრო უახლოვდება ზღვას. აქ გაშლილ პლაჟებთან ერთად ზღვაში შეჭრილ კლდოვანი ნაპირებსაც შეხვდებით.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები გონიოში?

შეკვეთილის სასტუმროების ფასები საშუალოდ 150-დან-დან 300 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები გონიოში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო გონიო ინნ, მგზავრები და ბუდე

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

სასტუმრო გონიო ინნ და მგზავრები სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა მგზავრები და ბუდე.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ბუდე, გონიო ინნ, სასტუმრო Orange, მგზავრები.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

ბუდე, ციტრო ვილა, გონიო ინნ.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია ბუდე, ციტრო ვილა და გონიო ინნ.

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

მგზავრები, ბუდე, Space Villa

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.