ვარძია - vardzia

ვარძია

  1. სანახაობები

ვარძია უძველესი და უნიკალური კულტურის ძეგლია, რომელიც ჯავახეთში მდებარეობს. მისი ისტორია მეთორმეტე საუკუნის დიდებულ პერიოდს უკავშირდება. ეს არის უნიკალური კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც სამონასტრო ნაგებობებსაც აერთიანებს. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ უნიკალური ქალაქის შესახებ, გაეცანით მეტ ინფორმაციას ქვემოთ:

ვარძიის შესახებ

ვარძია მეთორმეტე საუკუნის კლდეში ნაკვეთ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ასევე სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს.  ზღვის დონიდან 1300 მეტრზე შექმნილი ქალაქის სახელი უკავშირდება თამარ მეფესა და მის მამას, გიორგი III–ს. 

ლეგენდა “აქ ვარ ძიას” თანახმად, მეფე გიორგის პატარა თამარი სანადიროდ წაუყვანია. თამაშით გართული პატარა თამარი, კი გამოქვაბულებში დაკარგულა. როდესაც მეფე და მონადირეები ეძებდნენ და ეძახდნენ “სად ხარ თამარ?” პატარა თამარმა უპასუხა: “აქ ვარ ძია!.” როდესაც ქალაქის გამოკვეთა დაიწყეს, სწორედ ამ ფრაზის ფონზე დაერქვა ადგილს ვარძია.

ქალაქის სრული მშენებლობა დაახლოებით 50 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ჯამში, 365 ოთახს მოიცავდა. ვარძიას რამდენიმე ისტორიული პირი და მოვლენა უკავშირდება. მათ შორისაა იოანე შავთელის მოღვაწეობა და ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ქართულ საგანძეულთან ერთად. სამწუხაროდ, ისტორიულმა ექსპონანტებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს თუმცა დღეს UNESCO–ს მიერ დაცული ძეგლი, მაინც აკვირვებს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს. 

პრაქტიკული ინფორმაცია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი აქტიური ტურისტული ადგილია თუმცა, სრული შთაბეჭდილებებისთვის საჭიროა გარკვეული დეტალების ცოდნა. ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

სამუშაო საათები

მათთვის, ვისაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მონახულება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპლექსის ადმინისტრაცია ორშაბათობით არ მუშაობს. სხვა დღეებში, სეზონის მიუხედავად, თქვენ დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ უძველესი ძეგლის მონახულება. აქვე გაითვალისწინეთ, რომ კომპლექსის მოსანახულებლად, საკმაოდ დიდი დრო გჭირდებათ რადგან აქ 10–ზე მეტი მონასტერი და ბევრი საინტერესო კულტურული ექსპონანტია. სავარაუდო მონახულების დრო 4–5 საათია. 

პერიოდიბილეთის ფასი
სამშაბათი – კვირა10:00 – 19:00

ბილეთის ფასები

სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი განსხვავებულია ვიზიტორთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.ამასთან კონკრეტული ჯგუფებისთვის ვიზიტი უფასოა. კერძოდ, 6 წლამდე ბავშვებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლებისთვის, სპეციალური საჭიროებებისა და შშმ პირთათვის, ისევე როგორც ICOM–ის წევრებისთვის. ბილეთის შეძენა ადგილზე შეგიძლიათ. სხვა კატეგორიის შემთხვევაში, ბილეთის ფასები არის შემდეგი:

კატეგორიაბილეთის ფასი
სკოლის მოსწავლეები / სტუდენტები1 ლარი
უფროსები5 ლარი
გიდის მომსახურება25 ლარი
მიკროავტობუსით მომსახურება 1 ადამიანისთვის1 ლარი

მდებარეობა

მე–12 საუკუნეში აგებული კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ისტორიულ ძეგლთან ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტი ქალაქი ასპინძაა, რომელიც კომპლექსიდან 30 კმ–ში მდებარეობს. არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალი ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა, ხოლო მანძილი თბილისიდან დაახლოებით 300 კმ–ია. მანქანით, დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ. 

ვარძიამდე მისასვლელად რამდენიმე მარშრუტია ხელმისაწვდომი. თბილისიდან ასპინძის მიმართულებით ხშირად ინიშნება მიკროავტობუსები და ავტობუსები, ხოლო ქალაქი ასპინძიდან, სპეციალური მიკროავტობუსები მოძრაობს ვარძიის სამონასტრო კომპლექსამდე.

სერვისები

უშუალოდ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ბევრი სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობაა მათ შორის გიორგი III-სა და თამარ მეფის ცნობილი ფრესკები, დავით აღმაშენებლის ცნობილი პორტრეტი, ბერისხევის, მირაშქნის, მარგასტანის, ქორისხევის და გელსუდნის გამოქვაბულები და ცნობილი “თოფიანი კლდე.”

იმისთვის რომ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, შეგიძლიათ გიდის მომსახურებით ისარგებლოთ. ასევე თუ დროში შეზღუდული ხართ, შეგიძლიათ მიკროავტობუსის სერვისი გამოიყენოთ, რომლითაც ბევრად სწრაფად მოახერხებთ სრული კომპლექსის დათვალიერებას. 

რაც შეეხება სასტუმროებს, ვარძიასთან ახლოს რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო მდებარეობს. ამისათვ ს თქვენ უნდა ეწვიოთ სოფელ გოგაშენს ან ქალაქ ასპინძას, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ისეთ სასტუმროებში როგორიცაა “ვარძია,” “ვარძია ქეივი” და “ვარძია რეზორტი.” თითოეული მათგანი კომფორტულ გარემოსა და სერვისებს გთავაზობთ. 

განსხვავებით სასტუმროებისაგან, კვებითი ობიექტები ვარძიის კომპლექსთან შედარებით ახლოს მდებარეობს. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ რესტორნებს “ვარძია,” “მასპინძელი,” და “სადა.” თითოეული მათგანი გამოირჩევა ქართულ ელემენტებზე შექმნილი გარემოთი და მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოთი. 

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დააზუსტოთ დეტალები ვარძიის კომპლექსთან დაკავშირებით. ამისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე +995 599 084 010 ან დაუკავშირდეთ ელ–ფოსტაზე, vardzia@heritagesites.ge 

საუკეთესო დრო სანახავად

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ისევე როგორც მასთან ახლოს მდებარე სხვა ისტორიული ძეგლები: ვანის ქვაბები, ახალციხის ღირსშესანიშნაობები და ხერთვისის ციხე, ვიზიტორთათვის ნებისმიერ სეზონზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ავდარში სამონასტრო კომპლექსი არ იღებს ვიზიტორებს რადგან გადაადგილება არ არის უსაფრთხო. შესაბამისად გაითვალისწინეთ, რომ კულტურულ ძეგლს მშრალ ამინდში ესტუმროთ, რომლისთვისაც საუკეთესო სეზონი არის მაისი–სექტემბრის პერიოდი. 

საინტერესო ფაქტები

  • ვარძიის სამონასტრო კომპლექსი 15 ეკლესიას აერთიანებს, მათ შორისაა ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესია.
  • დღეს ვარძიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქალაქში არსებული წყალგაყვანილობის სისტემა და საიდუმლო გვირაბები თუ ოთახები.
  • ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ისეთი დანიშნულების გამოქვაბულებს, როგორიცაა სატრაპეზო, საჯინიბო, სალხინო, აფთიაქი და სხვა.
  • ვარძიის ქვაში ნაკვეთი ქალაქი 13 სართულს მოიცავს.
  • ქალაქ ვარძიის მშენებლობა 4 ეტაპს მოიცავდა, სადაც ბოლო ეტაპი დაეთმო 1283 წელს მომხდარი მიწისძვრის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას.
  • ლეგენდის თანახმად, ვარძია 1 წელში აშენდა და დღეში თითო გამოქვაბულის გამოკვეთა ხდებოდა, თუმცა რეალურად მშენებლობა 47 წელი გაგრძელდა.

ჩვენი რჩევები

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მასიურია და ბევრ უნიკალურ ღირსშესანიშნაობას მოიცავს. შესაბამისად, გირჩევთ, რომ კომპლექსის სანახავად შედარებით მეტი დრო გამოყოთ, რადგან თითოეული სანახაობა განსხვავებულ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

ასევე გირჩევთ, რომ ისარგებლოთ გიდის სერვისით, რადგან, ასე უკეთ გაიცნობთ ქალაქის ისტორიას, ყოფას, და მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს.

და ბოლოს, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან რამდენიმე შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლია, როგორიცაა, თმოღვისა და ხერთვისის ციხეები, ვანის ქვაბები. სამივე ძეგლი გამორჩეულია არქიტექტურული ელემენტებით და ისტორიით. მათი თუნდაც ერთ დღიან ტურში დამატებით, თქვენ იმოგზაურებთ შუა საუკუნეების საქართველოში.  

ისტორია

როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქი ვარძია და სამონასტრო კომპლექსი მეფე გიორგი III–ის სახელს უკავშირდება. მისი მშენებლობა 1156–1203 წლებში მიმდინარეობდა თუმცა, კურთხევა 1185 წელს მოხდა. ქალაქი 13 სართულს მოიცავს და ყოფით საცხოვრებელ გამოქვებულებლთან ერთად, აერთიანებს 15 ეკლესიას.

ისტორიულად, ვარძიისთვის ერთ–ერთი რთული პერიოდი 1551 წელი იყო, როდესაც ირანის შაჰმა, თამაზ I–მა ქალაქი დაარბია და გაიტაცა როგორც განძი, ასევე გაძარცვა ეკლესიები, ცნობილ ღვისმშობლის ხატთან და ოქროს კარებთან ერთად. 

ასეთივე პერიოდი იყო 1578 წელი, როდესაც თურქებმა დაარბიეს ვარძიის მოქალაქეები და ბერები დახოცეს. სწორედ ამ პერიოდიდან, ვარძია გაუკაცრიელდა. კომპლექსი არ ფუნქციონირებდა 1983 წლამდე, როდესაც საბჭოთა მთავრობის მიერ, მასში ტურისტული ბაზა განთავსდა. სამონასტრო ცხოვრება კი, 1999 წლიდან  გააქტიურდა. 

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ვარძიის სამონასტრო კომპლექსი?

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი 13 სართულზეა განლაგებული და მოიცავს 365 გამოქვაბულს, მათ შორის ყოფით საცხოვრებლებს და 15 ეკლესიას.

როგორ მოვხვდეთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი?

თბილისიდან ვარძიამდე მანძილი დაახლოებით 330 კმ–ია. უახლოესი დასახლებული ადგილი კი ქალაქი ასპინძაა. შესაბამისად, კომპლექსამდე მისასვლელად აუცილებელია ჩახვიდეთ ასპინძაში.

არის თუ არა დღეს ვარძიაში სასულიერო ცხოვრება აქტიური?

დიახ, არის. ვარძიაში დღეს ათეულობით სასულიერო პირი ცხოვრობს და კომპლექსის ეკლესიებში აქტიურად აღესრულება წირვა–ლოცვა.