უშგული
მათთვის, ვისაც მთაში დასვენება უყვარს, შხარას ძირას მდებარე უშგული, უნიკალური ადგილია. თოვლიან მწვერვალებს შორის მოქცეული თემური დასახლება, ყოველწლიურად აქტიურად იზიდავს, როგორც მოლაშქრეებს, ასევე მთამსვლელებს და ზამთრის სპორტის მოყვარულებს. პანორამულ ხედებს, თოვლიან მწვერვალებზე, სვანური კოშკები და უშგულის ულამაზესი ბუნება, კიდევ უფრო მეტ მაგიურობას ანიჭებს.
უშგულის შესახებ
უშგული სვანეთის ისტორიულ მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს თემის ტიპის დასახლებაა, რომელიც აერთიანებს ხუთ სოფელს: ჩვიბიანს, მურყმელს, ლამჯურიშის, ჟიბიანს და ჩაჟაშს, რომელიც თემის ცენტრად ითვლება. აღსანიშნავია, ისიც რომ უშგულის ეს სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
უშგულის ღირსშესანიშნაობები
უშგულში შეხვდებით, როგორც უნიკალურ ისტორიულ თუ არქიტექტურულ, ასევე ბუნების ძეგლებს, რომელიც განსაკუთრებით მოლაშქრეებისთვის არის საინტერესო. მცირე თემურ დასახლებაში შეგიძლიათ მოინახულოთ, შუა საუკუნეების კოშკები, ეკლესიები და ამასთან დატკბეთ ხედებით, საქართველოს უმაღლეს მწვერვალზე.
სასტუმროები უშგულში
უშგულში შეგიძლიათ დაისვენოთ, როგორც საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ასევე შედარებით დიდ სასტუმროებში, რომლებიც სხვადასხვა დასასვენებელ სერვისებს გთავაზობთ.
შედარებით ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, ტურისტები ხშირად ირჩევენ ისეთი მცირე ზომის სასტუმროებს, როგორიცაა “Guesthouse Itin,” “Maxvshi,” “Lamjurishi,” “Guesthouse Solomon” და “Chvibiani Guesthouse & Bar.” თითოეულ სასტუმროში დაგხვდებათ, კეთილმოწყობილი ნომრები და გასაოცარი მთის ხედები, კავკასიონის მწვერვალებზე. ასევე ისიამოვნებთ სვანური სტუმართმოყვარეობით.
რაც შეეხება შედარებით ცნობილ სასტუმროებს, შეგიძლიათ ესტუმროთ “Hotel Panorama Ushguli-ს”, “სვანური სახლს” “Koshki–ს” “Nato–ს” “მშვიდობას” და “Old Tower Ushguli–ს.” კომფორტულ და დახვეწილ, სვანურ ტრადიცულ ინტერიერთან ერთად, შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი სვანური კერძებით და დაესწროთ სხვადასხვა გასართობ საღამოებს, რაც თქვენს დასვენებას უშგულში, კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
რესტორნები უშგულში
უშგულში მეტ წილად მცირე ზომის რესტორნებია, სადაც შეძლებთ ქართული და სვანური ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. თითოეულ რესტორანში მყუდრო, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი გარემო და ულამაზესი მთის ხედები დაგხვდებათ. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “Cafe Koshki,” ‘Lemi” და “Shkhara Glacier Restaurant.” რესტორნები ასევე გარე სივრცეებსაც გთავაზობთ, გასაოცარი პანორამული ხედებით კავკასიონის მწვერვალებზე.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ უშგულში?
თბილისიდან უშუალოდ უშგულის მიმართულებით არ ინიშნება მიკროავტობუსები. საუკეთესო გზა თბილისიდან მესტიის მიმართულებით, ხოლო შემდეგ, მესტიიდან უშგულის მიმართულებით მგზავრობაა. თბილისიდან უშგულამდე მანძილი 390 კილომეტრია. მესტიიდან უშგულამდე კი 47 კილომეტრი. საერთო ჯამში, მგზავრობისთვის დაახლოებით 8 საათი დაგჭირდებათ.
როდის არის საუკეთესო დრო უშგულის მოსანახულებლად?
უშგულში ტურისტული სეზონია ზაფხული, რადგან ამ დროს ამინდები ლაშქრობისთვის ხელსაყრელი და თბილია. შესაბამისად, უშგულში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი მაისი–სექტემბერია.