სასტუმროები ყვარელში: 6 გამორჩეული ადგილი დასვენებისთვის
ყვარელში უძველესი ღვინის კულტურა, ქართული ტრადიციული სამზარეულო და ბუნება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ბუნებასთან სიახლოვე და კომფორტი საუკეთესოდ ერთიანდება ყვარლის სასტუმროებში. კავკასიონის ხედები და ალაზნის ვაკის პეიზაჟები აქაური სასტუმროების მთავარი ღირსებაა.
ადგილზე დააგემოვნებთ კახურ ტრადიციულ კერძებს ქართული ღვინოების თანხლებით, დაესწრებით კულინარიულ მასტერკლასებს და სურვილის შემთხვევაში რთველშიც მიიღებთ მონაწილეობას.
ყვარლის საუკეთესო სასტუმროების რეიტინგი
სასტუმრო ტბასთან: Kvareli Lake Resort
სასტუმრო ქალაქის ცენტრში: Chateau Kvareli
სასტუმრო საკუთარი მეღვინეობით: Nekresi Estate
საასტუმრო გრემთან: Chateau Gremiso
ბიუჯეტური სასტუმრო ყვარელში: Villa Vitis
სასტუმრო აუზით: Tilia Kvareli
სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.
1. Kvareli Lake Resort
სასტუმრო ყვარლის ტბა იდეალური ადგილია ვიქენდზე ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. სასტუმროს ტერასიდან და მყუდრო, ნათელი ოთახებიდან გასაოცარი ხედები იშლება მთებითა და ტყეებით გარშემორტყმულ ტბაზე, რომელიც ბუნების ანარეკლით ივსება. მის გარშემო გაშენებული ბაღები კი განტვირთვისა და დასვენების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. სასტუმროსა და მის გარშემო ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი აქტივობების გამოცდა შეიძლება: საფეხმავლო და ველო ბილიკი ტბის გარშემო, წყლის ველოსიპედი და თხილამურები, თევზაობა, გასტრონომიული მასტერკლასები და ა.შ. სასტუმროს ღია აუზი და გასარუჯი ტერასაც აქვს, რაც ზაფხულობით სტუმრებს ყველაზე მეტად იზიდავს. თანამედროვე რესტორანი ვიზიტორებს ქართულ ტრადიციულ კერძებს, ქვევრის ღვინოების მრავალფეროვნებასა და სომელიეების მომსახურებას სთავაზობს. საკვები ადგილობრივების მიერაა წარმოებული, შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და გამორჩეულია.
Booking რეიტინგი: 8.9
მისამართი: ყვარლის ტბა
ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი ყვარლის ტბა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ილიას მთა.
სტანდარტული ფასი: 490 ₾
ვებ-გვერდი: https://kvarelilakeresort.ge/geo/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/opxbg
2. Chateau Kvareli
შატო ყვარელი ქალაქის ცენტრში, ისტორიული გალავნის გვერდით მდებარეობს. სასტუმროში ქართული და ევროპული ინტერიერი, კერძები და ატმოსფერო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმროს დიზაინი ტოსკანურ ვილას მოგაგონებთ, რიყის ქვის, აგურისა და ხის ელემენტებით. შატოს საკუთარი ღვინის მარანი აქვს, სადაც უიშვიათესი და უნიკალური ჯიშის ღვინოს, ქინძმარაულს დააგემოვნებთ. დასვენებასთან ერთად შეგიძლიათ დაჯავშნოთ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები: კახური შოთის, ჩურჩხელისა და ხინკლის. შემოდგომით, სექტემბერსა და ოქტომბერში კახური რთველის ტურსაც შეგიძლიათ დაესწროთ. სასტუმროს ორი რესტორანი და ბარი აქვს, სადაც ტრადიციული ქართული კერძებისა და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ.
Booking რეიტინგი: 9.0
მისამართი: Kudigora Street 1A
ახლოს მდებარე ობიექტები: ილია ჭავჭავაძის მუზეული, ბოგირი, რესტორანი შუა ქალაქში, ილიას მთა.
სტანდარტული ფასი: 280 ₾
ვებ-გვერდი: http://www.chateaukvareli.ge/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/5gi6c
3. Nekresi Estate
ნეკრსის მამული ყვარლის ცენტრიდან 10 კილომეტრში, ჭადრებით დაფარულ ულამაზეს ბაღში მდებარეობს. სასტუმრო იდეალურია ვიქენდზე ქალაქიდან გასასვლელად, ბუნებაში დასვენებისთვის, ოჯახთან ან მეგობართან ერთად. აღმოსავლური ექსტერიერისა და დიზაინის მქონე 3 ვარსკვლავიან სასტუმროს საკუთარი მეღვინეობა აქვს. ყოველ ოთახს საკუთარი აივანი აქვს, ხედით ბაღზე. აგურისა და ხის ორნამენტებიანი ელემენტები განსაკუთრებით კარგად ერწყმის აქაურ ატმოსფეროს. სასტუმროს რესტორანი პირველ სართულზე მდებარეობს. მინის ვიტრაჟებიდან გამწვანებული ეზო მოსჩანს და დღისით სივრცე მზის სინათლით ივსება. გარდა ვიზუალური ეფექტისა, რესტორანში უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, მათ შორის ქართული ტრადიციული სამზარეულოდან. აქვე შეგირჩევენ თქვენი კერძებისთვის შესაფერის ადგილობრივ ღვინოს.
Booking რეიტინგი: 9.0
მისამართი: სოფელი შილდა
ახლოს მდებარე ობიექტები: ილია ჭავჭავაძის მუზეული, ბოგირი, გრემი
სტანდარტული ფასი: 196 ₾
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/nekresiestate/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/ctacb
4. Chateau Gremisio
შატო გრემისიო გრემის სამონასტრო კომპლექსიდან 600 მეტრში მდებარეობს. მცირე ზომის მყუდრო, წყნარი შატო იდეალურია მეგობრების ჯგუფთან ერთად დასასვენებლად. ოთახებიდან დათოვლილი კავკასიონის, გრემის მონასტრისა და თელავის შთამბეჭდავი ხედები იშლება. ინტერიერში გამოყენებული ბუნებრივი მასალა და ხის დამახასიათებელი სურნელი განსაკუთრებით მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. შატოს პირველ სართულზე მოწყობილია ბუხრის ოთახი, სადაც საღამოობით შეგიძლიათ შეიკრიბოთ და ჭიქა ღვინის თანხლებით დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. შატოს მასპინძლები ვიზიტორებს ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან. შატოს საკუთარი წარმოების ღვინოც აქვს.
Booking რეიტინგი: 9.9
მისამართი: სოფელი ენისელი
ახლოს მდებარე ობიექტები: გრემის მონასტერი, „Temi Community Restaurant”
სტანდარტული ფასი: 150 ₾
ვებ-გვერდი: https://m.facebook.com/people/Chateau-Gremisio/100063859520954/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/9f6ld
5. Villa Vitis
Villa Vitis ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან 1.2 კილომეტრში მდებარეობს. მყუდრო და მშვიდი სასტუმრო გამწვანებული ბაღით, ეზოთი და საზაფხულო ღია აუზით მასპინძლობს ვიზიტორებს. ზაფხულში აუზით სარგებლობა და გარუჯვა დამსვენებლების საყვარელი გასართობია. ოთახები მინიმალისტურია, ხედით შიდა ეზოსა და აუზზე. სასტუმროს აქვს საერთო ტერასა-აივანი, ლობი და კეთილმოწყობილი ეზო შესაბამისი ავეჯითა და ბაღის სავარძლებით. საღამოობით ბაღში, ბუნებასა და სიგრილეში განტვირთვა დასვენების სასიამოვნო გამოცდილებაა. ვილას საკუთარი ღვინის მარანიც აქვს. აუცლებლად დააგემოვნეთ აქაური ღვინო, მდიდარი და არომატული ტონებით. სასტუმროს ღირებულებაში შედის საუზმის ღირებულებაც.
Booking რეიტინგი: 9.7
მისამართი: გიორგი ბრწყინვალე
ახლოს მდებარე ობიექტები: ილიას მთა, ბოგირი, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი, გიგლოს ღვინის სახლი, რესტორანი „შუა ქალაქში“
სტანდარტული ფასი: 170 ₾
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/p/Villa-Vitis-Kvareli-100085678684963/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/g6njf
6. Tilia Kvareli Resort
თილია ყვარელი მთლიანად სიმწვანეში ჩაფლული 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა გარე აუზით. სასტუმრო 2023 წლის აპრილში გაიხსნა და ყველაფერს ჯერ კიდევ სიახლის სურნელი დაჰყვება. ნომრები მინიმალისტურია, თუმცა კომფორტული, ხედით მთსიკენ, აუზზე ან ეზოში. ადგილი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ ღია აუზზე, და საბავშვო სივრცეში, ან ითამაშონ ეზოში. ზაფხულობით ხეებით გარშემორტყმულ აუზში ცურვა და გარუჯვა კიდევ უფრო სასიამოვნოა. სასტუმროს საკუთარი რესტორანი და ბარი აქვს. საუზმე ნახევრად ღია ტერასაზე, აუზისა და ბუნების ხედით შეგიძლიათ მიირთვათ.
Booking რეიტინგი: 9.6
მისამართი: St. Arikhauli
ახლოს მდებარე ობიექტები: ილიას მთა, ბოგირი, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი, გიგლოს ღვინის სახლი, რესტორანი „შუა ქალაქში“
სტანდარტული ფასი: 240 ₾
ვებ-გვერდი: https://tiliakvareliresort.com/
დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/r2cwu
რა ვნახოთ ყვარელში?
ყვარელში სტუმრობისას შეგიძლიათ ესტუმროთ ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანს, ნეკრესისა და გრემის მონასტრებს და დოლოჭოპის ბაზილიკას. მუზეუმებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის საგვარეულო სახლები. ქალაქის ცენტრში ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მდებარეობს, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მონეტებია გამოფენილი. ქალაქის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა: ყვარლისა და ილიას ტბების პირას ტყით გარშემორტყმული სასტუმროებია, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და რაც მთავარია, ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანით. ყვარლის ღვინის გვირაბი აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიტანეთ. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. სტუმრებს შეუძლიათ მოაწყონ ღვინის დეგუსტაციაც.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს სასტუმროები ყვარელში?
ყვარელში სასტუმროების ფასები საშუალოდ 250-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.
რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ციხისძირში?
სასტუმროები ყვარლის ტბა, შატო ყვარელი და ნეკრესის მამული ყველაზე პოპულარული სასტუმროებია.
რომელი სასტუმროები მდებარეობს ტბასთან ახლოს?
ტბის პირას მდებარეობს სასტუმრო ყვარლის ტბა.
რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?
საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა ყვარლის ტბა, ნეკრესის მამული, თილია ყვარელი და ვილა ვიტის.
რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო?
ყვარლის ტბა ყველაზე მრავალფეროვან დასვენებასა და სერვისებს სთავაზობს ვიზიტორებს.
რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?
ნეკრესის მამულში, ყვარლის ტბაში და შატო ყვარელში გამორჩეულად გემრიელი სამზარეულო დაგხვდებათ.
რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?
ყვარლის ტბა, ნეკრესის მამული და შატო ყვარელი.
რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?
სტატიაში განხილული ყველა სასტუმროს რეიტინგი 8.9-ზე მაღალია, რაც ძალიან კარგი შეფასებაა.
რომელ სასტუმროებს აქვს პარკინგი?
ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.
რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?
ყვარლის ტბა, თილია ყვარელი და ვილა ვიტის.
სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?
სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.
რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?
ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.