სასტუმროები ბაკურიანში

სასტუმროები ბაკურიანში – 13 საუკეთესო  სასტუმრო ბაკურიანში დასვენებისთვის

  1. სასტუმროები

ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტია საქართველოში. ზამთრის სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის მოწყობილია სხვადასხვა სირთულის სასრიალო ბილიკები, ყინულის მოედანი, ტობოგანი და სხვა. იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეებია. 
გაზაფხულსა და ზაფხულში დამსვენებლებს აქაური ჰაერი, მარადმწვანე წიწვოვან ტყეში გახვეული მთები და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იზიდავს.
ბაკურიანის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში. აშენდა არაერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომლებიც დამსვენებლებს კომფორტული ნომრების გარდა საოჯახო, გართობის, ველნესისა და თავის მოვლის სერვისებსაც სთავაზობენ. 

ბაკურიანის 13 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი | 2023

საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმრო: ბაკურიანი ინნ

საუკეთესო დიზაინის მქონე სასტუმრო: Rooms Hotel Kokhta

საუკეთესო ინფრასტრუქტურა: კრისტალი

ყველაზე მყუდრო სასტუმრო: საფირი

საუკეთესო ბიუჯეტური სასტუმრო: ორბი

სასტუმრო სასრიალო სკოლით: Genesis

სასტუმრო ჯოილენდთან ახლოს: ბაკურიანი პლაზა

სასტუმრო დახურული აუზით: AuRoom Bakuriani Resort

სასტუმრო კოხტა გორასთან: BM Plaza Bakuriani

სასტუმრო ტერასით: Dialog Kokhta

სასტუმრო ორ სართულიანი ნომრებით: Hotel 1700 

ბინები გასაქირავებლად: Didveli Residence

სასტუმროს ნომრები სამზარეულოს აღჭურვილობით: Hotel Panorama Mgzavrebi

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო Bakuriani Inn ტყის პირას

1. Bakuriani Inn

ბაკურიანი ინნ 5 ★-იანი სასტუმროა საუკეთესო ადგილმდებარეობით – სასრიალო ტრასებთან და პარკთან ახლოს. სასტუმრო აღჭურვილია 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით (კლასიკი, სტანდარტი, საოჯახო და დელუქსის ტიპის ნომრები). ნომრების ინტერიერი თბილ, პასტელურ ტონებშია გადაწყვეტილი, რაც სიმყუდროვის განცდას შეგიქმნით და სრიალის შემდეგ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. რაც მთავარია, დასვენება და განტვირთვა სასტუმროს ტერიტორიაზეც შეგიძლიათ, რაც ბაკურიანის სასტუმროებისთვის გამორჩეული უპირატესობაა. შეგიძლიათ დაკავდეთ ცურვით, ესტუმროთ სპა და მასაჟის ოთახებს, ივარჯიშოთ ფიტნეს დარბაზში ან მოემზადოთ რომანტიკული ვახშმისთვის სალონში. სასტუმრო იდეალურია, თუკი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენებას გეგმავთ. აქ დაგხვდებათ სამაგიდო თამაშები – ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ა.შ. ასევე არის ბავშვების გასართობი სივრცე. თუ კომფორტის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და “ყველაფერი ერთ სივრცეში” გამოცდილების მოყვარული ხართ, ბაკურიანი ინნ საუკეთესო არჩევანია კურორტზე.

Booking რეიტინგი: 7.9 Good

მისამართი: კობა წაქაძის ქუჩა, #12

ახლოს მდებარე ობიექტები: ბაკურიანის პარკი, რესტორანი, სუპერმარკეტი, სამედიცინო ცენტრი, ბენზინ გასამართი სადგური

სტანდარტული ფასი: 215 ₾

ვებ-გვერდი: https://bakurianiinn.ge/main/modules/1

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/1mohv

 სასტუმრო Rooms Hotel Kokhta ვინტაჟური დიზაინით

2. Rooms Hotel Kokhta

სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გამორჩეული დიზაინის, დახვეწილი ინტერიერისა და სრულიად განსხვავებული კონცეფციის მატარებელია ბაკურიანის სასტუმროებს შორის. კომპლექსი აჭარა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ასევე ფლობს სასტუმროებს Rooms Kazbegi და Rooms Tbilisi. სასტუმროს დიზაინი თანამედროვე ქართველი ინტერიერის დიზაინერების, ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას ნამუშევარია. ინსპირაცია სასტუმროს ადგილმდებარეობა, მთებთან და ბუნებასთან სიახლოვე და ადგილობრივი კულტურის ელემენტები გახდა. თიხის, მატყლის, ხისა და სხვა ბუნებრივი მასალებით დამზადებული ელემენტები სასტუმროს ატმოსფეროს სიმყუდროვესა და დახვეწილ მინიმალიზმს სძენს. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა სამზარეულო. იყენებენ ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსა და ღია ცეცხლზე მომზადების პრინციპს, რაც საკვებს საუკეთესო ტექსტურასა და არომატებს უნარჩუნებს.

Booking რეიტინგი: 8.8 Fabulous

მისამართი: Rooms Hotel Kokhta, ბაკურიანი 1204

ახლოს მდებარე ობიექტები: საბაგირო გზა

სტანდარტული ნომრის ფასი: 253 ₾

ვებ-გვერდი: https://roomshotels.com/hotel/kokhta/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/tsb5q 

სასტუმრო Crystal Hotel & Spa, Bakuriani კეთილმოწყობილი ეზოთი

3. Crystal Hotel & Spa, Bakuriani

კრისტალში დასვენება ძალიან კომფორტულია მისი ინფრასტრუქტურის გამო. ფაქტობრივად არ გიწევთ სასტუმროს ტერიტორიის დატოვება და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად ისვენებს, საუკეთესო საბავშვო ატრაქციები სწორედ კრისტალს აქვს. თქვენს განკარგულებაშია საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო, პანორამული გადმოსახედი, 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავები ცენტრი, კეთიმლოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.

Booking რეიტინგი: 8.6

მისამართი: Didveli Funicular Railway, 1204 Bakuriani

ახლოს მდებარე ობიექტები: კოხტასა და დიდველის სასრიალო ტრასები, კრისტალ ლაუნჯ ბარი, ასპენი

სტანდარტული ნომრის ფასი: 283 ₾

ვებ-გვერდი: https://hotelcrystal.ge/chvens-shesaxeb/ 

დაჯავშნე Booking-ზე:https://rb.gy/ckpo4

სასტუმრო Sapphire Hotel & Spa Bakuriani ცენტრთან ახლოს აუზით

4. Sapphire Hotel & Spa Bakuriani

თუ მყუდრო, შედარებით პატარა და მშვიდ სასტუმროს ეძებთ, საფირი ძალიან კარგი არჩევანია – ქალაქის ცენტრალურ უბანში, სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასასთან ახლოს: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. Hotel Sapphire Bakuriani აქვს 27 სასტუმროს ნომერი, მათ შორის: Deluxe twin room 2 სტუმრისთვის, Deluxe king room 2+1 სტუმრისთვის, Superior suite 2+1 სტუმრისთვის და Family suite 4+1 სტუმრისთვის. ყველაზე მეტად, რამაც Sapphire-ში მოგვხიბლა, მასპინძლებისა და პერსონალის ყურადღებაა. ნებისმიერ თქვენს თხოვნას ძალიან სწრაფად მოაგვარებენ და გაითვალისწინებენ. უნდა აღვნიშნოთ დიეტური მენიუები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და გემრიელია. შვებულების დროს ხშირად გვიწევს ჩვენი კვების რეჟიმის დარღვევა. Sapphire-ში შეგიძლიათ თქვენზე მორგებული კერძები შეუკვეთოთ და არ ამოვარდეთ ფორმიდან.

Booking რეიტინგი: 8.4 

მისამართი: Borjomi Street N 2

ახლოს მდებარე ობიექტები: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი, კაფე-ბარი “ტავერნა”, “ჩავა”, რკინიგზის სადგური. 

სტანდარტული ნომრის ფასი: 315 ₾

ვებ-გვერდი: https://sapphire.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე:https://rb.gy/0u1me

სასტუმრო Orbi Palace Hotel-ის აპარტამენტები მთის ხედით

5. Orbi Palace Hotel

ორბი აპარტამენტების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე დამსვენებლებს: ბიუჯეტური, სტანდარტული და საოჯახო. ნომრები მუდმივად სუფთა და მოვლილია, ხედი შეგიძლიათ აირჩიოთ მთისა და ეზოს ხედებით. კომპლექსის შიგნით არის დახურული საცურაო აუზი და სრიალის შემდეგ შეგიძლიათ ცურვით ისიამოვნოთ. კომპლექსს საკუთარი სპა ცენტრიც აქვს, სადაც მასაჟითა და ველნეს პროცედურებით განიტვირთებით. გამონაკლისი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, საუზმეა, რომელიც ნომრის სტანდარტულ ღირებულებაში არ შედის. ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე გაითვალისწინეთ, სასტუმროს ტერიტორიაზე შინაური ცხოველები არ დაიშვებიან. თუკი თან თქვენი ოთხფეხა მეგობარი გახლავთ, უმჯობესია სხვა ალტერნატივები განიხილოთ.

Booking რეიტინგი: 8.1 

მისამართი: Didveli, Bakuriani, 7410 Bakuriani,

ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე “მიმინო”, “დენოვო”, “ლე პონჩიკ დიდველი”, 

სტანდარტული ნომრის ფასი: 91 ₾

ვებ-გვერდი: http://orbihotels.com/hotel/orbi-palace?fbclid=IwAR2FLivvSr5TdNDiau8dG_P6x2ljbAnw9TJ9HyDfpponaPUfVI31FV8UpOI 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/o9pie

სასტუმრო Genesis ტყესთან ახლოს

6. Genesis

გენეზისი 4 სართულიანი მყუდრო და კომფორტული სასტუმროა. პირველ სართულზე განთავსებულია ლობი, დანარჩენ სამ სართულზე – ნომრები სტუმრებისთვის. ოთახებიდან ნაძვნარისა და მთების ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს ინტერიერი გადაწყვეტილია ლოფტის სტილში, გამოყენებულია მინის ტიხრები, ბეტონის ჭერი და სვეტები, მეტალის ჩარჩოს განათება და ფერადი ავეჯი, რომელსაც სადა ინტერიერში გლამურის ელემენტები შეაქვს. თუკი თან თქვენი შინაური ცხოველი მიგყავთ, აუცილებლად გააფრთხილეთ ამის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაცია. სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოველები დაშვებულია მხოლოდ წინასწარი მოთხოვნის შემდეგ.

Booking რეიტინგი: 9.2

მისამართი:  Aghmashenebli Street 96,

ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე “მიმინო”, “დენოვო”, “თევზის და ლუდის სახლი”

სტანდარტული ნომრის ფასი: 203

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/GenesisBakuriani/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/uu5o5 

სასტუმრო Bakuriani Plaza-ს  აპარტამენტები ეზოთი

7. Bakuriani Plaza

ბაკურიანი პლაზა 4 სართულიანი კომპლექსია, სადაც აპარტამენტების ქირაობა შეგიძლიათ. წარმოდგენილია 150 აპარტამენტი – სტუდიო, 1 და 2 საძინებლიანი აპარტამენტები. სტუდიოს ტიპის აპარტამენტები იდეალური ვარიანტია, როგორ ინდივიდუალური დასვენებისთვის, ისე წყვილებისთვის. 1 და 2 საძინებლიან ნომრებში ოჯახით შეგიძლიათ განთავსდეთ. ოთახებში სამზარეულოს აღჭურვილობაც დაგხვდებათ, თუკი კერძების მომხადებას თავად მოისურვებთ. ყველა ნომერს აქვს ასევე აივანი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ეზოში მოწყობილია საბავშვო მოედანი. გაითვალისწინეთ, შინაური ცხოველები არც ბაკურიანი პლაზაში დაიშვებიან. ფასთან მიმართებით, ლოკაციისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით, აპარტამენტები ნამდვილად მშვენიერი ვარიანტია.

Booking რეიტინგი: 9.3

მისამართი: კობა წაქაძის ქუჩა #118

ახლოს მდებარე ობიექტები: ამირანის პარკი, ჯოილენდი

სტანდარტული ნომრის ფასი: 90 ₾

ვებ-გვერდი: https://rb.gy/hnang 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/u2yty 

სასტუმრო AuRoom Bakuriani Resort ტყის პირას

8. AuRoom Bakuriani Resort

AuRoom Bakuriani Resort 50 კომფორტული ნომრით მოგემსახურებათ. ყველაზე მეტად აურუმში ნათელმა ოთახებმა, დიდმა და ფართო ფანჯრებმა მოგვხიბლა, რომლებიც სინათლითა მზის სხივებით ავსებს აქაურობას. რაც მთავარია, სასტუმროში დახურული აუზითა და საუნითაც შეძლებთ განტვირთვას დღის ბოლოს. სასტუმროს აქვს ორი საკვები სივრცე, რესტორანი და ტერასა-ბარი. რაც ძალიან იშვიათია, სასტუმროში ვეგეტარიანული კერძებისა და დესერტებისთვის მოწვეული შეფი და კონდიტერიც ყავთ. ამიტომ, თუკი კვებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვები გაქვთ, აურუმის შეფებს შეგიძლიათ ანდოთ ეს საკითხი. საღამოს შეგიძლიათ დაესწროთ ფილმის ჩვენებას, რომელიც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში იმართება, ან შეუერთდეთ კარაოკეს მეგობრებთან ერთად.

Booking რეიტინგი: 8.5

მისამართი: Mitarbi Rd, Bakuriani 1204

ახლოს მდებარე ობიექტები: კოხტა, კაფე “მიმინო”

სტანდარტული ნომრის ფასი: 208 ₾

ვებ-გვერდი: https://auroom.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/nueuk 

სასტუმრო BM Plaza Bakuriani ნათელი ოთახებით და ავეჯით

9. BM Plaza Bakuriani

BM Plaza საუკეთესო ადგილზე, კოხტა გორადან 100 მეტრში მდებარეობს. ოთახები ნათელია, ინტერიერი სასიამოვნო, თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. ფანჯრებიდან კოხტა გორისა და ნაძვნარის საუცხოო ხედები იშლება და ეს უმშვენიერესი პეიზაჟები დილიდან არაჩვეულებრივ განწყობას გიქმნით. სასტუმროს დაჯავშნისას აუცილებლად დააზუსტეთ, შედის თუ არა თქვენ მიერ არჩეულ ჯავშანში საუზმე, რადგან ნომრების ღირებულება განსხვავებულია ამ შემთხვევაში. საღამოს სასტუმროში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად სათამაშო ოთახში შეგიძლიათ გაერთოთ. ითამაშოთ ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ტენისი, ან უბრალოდ განიტვირთოთ აუზში.

Booking რეიტინგი: 8.2

მისამართი: Kokhta Gora, Bakuriani 1204

ახლოს მდებარე ობიექტები: კოხტა გორა, კაფე “მიმინო”, “დენოვო”

სტანდარტული ნომრის ფასი: 197 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/bmplazaofficial/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/ci105 

სასტუმრო Dialog kokhta-ს ტერასა

10. Dialog Kokhta

დიალოგი კოხტა 5 სართულიანი სასტუმროა, ბუნებასთან ახლოს, წიწვოვანი ტყეების პირას. ყველაზე მეტად სასტუმროს ინტერიერში ხის ფაქტურისა და ნეიტრალური, ღია ფერების კონტრასტმა მოგვხიბლა. ხის აქსესუარებისა და დიზაინის ელემენტების გამოყენება ყველაზე მეტად უხდება ზამთრის კურორტის სასტუმროებს და დიალოგი კოხტას მოწყობისას ეს ნიუანსი ნამდვილად გაითვალისწინეს. არის სტანდარტული, სტუდიოსა და საოჯახო ტიპის ნომრები, მთის, ეზოსა და ქალაქის ხედებით. საუკეთესო შეკრების ადგილი საღამოობით ტერასაა, რომლის ცენტრშიც შუაცეცხლი ინთება. მის გარშემო სასიამოვნო მუსიკისა და კოქტეილების თანხლებით არაჩვეულებრივი საღამოს გატარება შეგიძლიათ.

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: 9 April Street, Bakuriani 1204

ახლოს მდებარე ობიექტები: კოხტა-პლატო, კაფე “მიმინო”, “დენოვო” “Coffee”

სტანდარტული ნომრის ფასი: 176 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/DialogKokhta/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/murxy 

სასტუმრო Hotel 1700  ქალაქის ცენტრში

11. Hotel 1700

სასტუმრო 1700 ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. კომფორტული და სუფთა ნომრები პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ სტუდიოს, დელუქს და დუპლექსის ტიპის ნომერიც კი, რომელიც იდეალური ვარიანტია ოჯახის, ან მეგობრების ჯგუფისთვის. ნომრებიდან ქუჩის, შიდა ეზოსა და მთის ხედები იშლება. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი შედარებით მაღალ ფასიანია, თუმცა საკუთარი გამოცდილებით, ამაზე თანხის დაზოგვა არ ღირს. რაც მთავარია, ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და ვახშამი. სტანდარტული საუზმე და ვახშამი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ამიტომ თუკი რაიმე გამორჩეული გსურთ, ჯობს სასტუმროს რესტორანსა და ბარს მიმართოთ.

Booking რეიტინგი: 9.5

მისამართი:  Agmashenebeli Street 17 a 

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “რეტრო”, “თევზის და ლუდის სახლი” კაფე “Coffe”

სტანდარტული ნომრის ფასი: 220 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/Hotel1700/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/wqc8o 

სასტუმრო Didveli Residence-ის აპარტამენტები დიდველთან ახლოს

12.  Didveli Residence

დიდველი რეზიდენსი აღმაშენებლის ქუჩაზე, დიდველის სასრიალო ტრასებთან ახლოს მდებარეობს. დიდველში გასაქირავებელი ბინები აღჭურვილია სამზარეულოსა და აბაზანის ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. იქიდან გამომდინარე, რომ ბინებს ინდივიდუალური მფლობელები ყავს, რა თქმა უნდა, კოფორტისა და მოწყობის თვალსაზრისით აპარტამენტები შესაძლოა განსხვავებული იყოს და ეს ფასშიც აისახება. დიდველის აპარტამენტები იდეალური ოჯახებისთვის, ან მეგობრების ჯგუფისთვის. ბინები სასტუმროს კარგი ალტერნატივაა და უფრო ბიუჯეტური ვარიანტი. დიდველთან ახლოს მდებარეობს კრისტალის საბაგირო და სასრიალო ტრასებიც, რომლითაც შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ქ. 

ახლოს მდებარე ობიექტები: დიდველი, კრისტალი, სუპერმარკეტი

სტანდარტული ნომრის ფასი: 280 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/bakurianiDidveliResidens/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/5nh45 

სასტუმრო Hotel Panorama Mgzavrebi  ტყის პირას

13. Hotel Panorama Mgzavrebi

სასტუმრო პანორამა მგზავრები კომფროტული და მყუდრო ნომრებითაა აღჭურვილი, რომელიც იდეალურია ინდივიდუალური დასვენებისთვის, ან წყვილებისთვის. რაც მთავარია, ოთახში დაგხვდებათ ყველა საჭირო აღჭურვილობა. ზოგიერთ მათგანში მიკროტალღურ ღუმელსა და სარეცხის მანქანასაც კი აღმოაჩენთ. სასტუმროს არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს. ერთი მხრივ, მისი გაშლილი და ფართო ტერასა ქალაქს გადაჰყურებს. სასტუმროს უკან კი, ფეხით სულ რაღაც ორ წუთში წიწვოვან ტყეში ამოყოფთ თავს. ზამთარში თოვლით დაფარული ნაძვების ხედი საოცარი სიმყუდროვის განცდას მოგგვრით. ზაფხულობით ამ ტყეში სუფთა ჰაერზე სეირნობა განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

Booking რეიტინგი: 8.1

მისამართი: Koba Tsakadze str. N. 6

ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე ბარი “ჩავა”, “ტავერნა”, სუპერმარკეტი

სტანდარტული ნომრის ფასი: 150 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/PanoramabyMgzavrebi/?locale=ka_GE 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/mgb0u 

რა ვნახოთ ბაკურიანში?

ბაკურიანში გასართობ ადგილებს აღმოაჩენთ როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები მდებარეობს ბაკურიანის ცენტრსა და ამირანის პარკის გვერდით – 26 არენა, ჯოილენდი, ოცდახუთიანებისა და კრისტალის პარკები. სრიალის მოყვარულთათვის რამდენიმე პროფესიონალური ტრასაა მოწყობილი დიდველსა და მიტარბიზე. დიდველიდან შეგიძლიათ ტობოგანითაც დაეშვათ და ადრენალინის “დღიური დოზა” მიიღოთ. ბაკურიანის შემოგარენში ექსკურსიის დაგეგმვაც არაჩვეულებრივი იდეაა, მათ შორის მიტარბის ჩანჩქერზე და ტიმოთესუბანში. ზამთარში თოვლმავლებით გასეირნების გარდა, შეგიძლიათ უფრო სანახაობრივი და ეგზოტიკური ტური დაგეგმოთ ბაკურიანის ტყეებში და ჰასკებთან ერთად მარხილით დაათვალიეროთ ბუნება. ტურის დასაგეგმად ეწვიეთ საიტს.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ბაკურიანში სასტუმროები?

ბაკურიანში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონისა და კვირის დღეების მიხედვით. ზამთარში საშუალოდ ფასი 200-დან-დან 300 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ბაკურიანში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო ბაკურიანი ინნ, კრისტალი და რუმს კოხტა.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ამირანის პარკთან?

ამირანის პარკთან მდებარე საუკეთესო სასტუმროებია “Hilltop Bakuriani”, “Area Park Hotel Resorts”, “Villa Palace”.

რომელი სასტუმროები მდებარეობს დიდველთან?

დიდველთან ახლოსაა დიველი რეზიდენსის აპარტამენტები, კრისტალი და მგზავრები.

სასტუმროები მატარბისთან ახლოს

მიტარბისთან მდებარეობს რუმს კოხტა და BM Plaza Bakuriani.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა ბაკურიანი ინნ, კრისტალ რეზორტი და ორბი პალასი.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

ბაკურიანი ინნ და რუმს კოხტა გამორჩეულია პრემიუმ კლასის სასტუმროებში.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

ადგილობრივი კერძებით ბაკურიანის ნებისმიერ სასტუმროში გაგიმასპინძლდებიან. გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა საფირში, დიალოგი კოხტაში, რუმსში და AuRoom-ში.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

კრისტალ რეზორტი და რუმს კოხტა საუკეთესოა წყვილებისთვის.

რა ღირს ბაკურიანში სასტუმროები შაბათ-კვირას?

შაბათსა და კვირას სასტუმროს ნომრების ღირებულება იმატებს. საშუალოდ, ერთი ღამის ფასი 150 ლარამდეა.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია კრისტალ რეზორტი, საფირი და დიალოგი კოხტა

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

აუზით აღჭურვილია ბაკურიანი ინნ, კრისტალ რეზორტი, ორბი და AuRoom

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

ბაკურიანის სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ბაკურიანის ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

კრისტალ რეზორტი და ბაკურიანი ინნ აღჭურვილია სავარჯიშო დარბაზებით.