კვარიათი
კვარიათში ყველაფერია, რაც დაუვიწყარი საზღვაო დასვენებისთვისაა საჭირო – მთები, კრისტალურად სუფთა წყალი და მოწესრიგებული, კომფორტული პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე. თუკი გსურთ გაექცეთ ქალაქის ხმაურს და ბუნების წიაღში მშვიდი დასვენება მოიწყოთ, კვარიათის მყუდრო ატმოსფერო ისაა, რაც გჭირდებათ.
კურორტის ღირსშესანიშნაობების, სასტუმროებისა და ტურისტული ადგილების შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.
კვარიათის შესახებ
კვარიათის ღირსშესანიშნაობები
კვარიათში ჩასულ სტუმრებს კურორტი ზღვისპირა დასვენების საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი სანაპიროები, მთისა და ზღვის სიახლოვე, ბუნებისა და ისტორიული ძეგლები – ეს ყველაფერი ერთ კურორტშია გაერთიანებული.
სასტუმროები კვარიათში
კვარიათში კეთილმოწყობილი სასტუმროების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მათი უმრავლესობიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ზღვაზე. სასტუმროების ნაწილი ზღვის სანაპიროსთან, ნაწილი კი მთის ფერდობებზე მდებარეობს.
Litz resort
სასტუმრო ლიც რეზორტი ყველაზე შთამბეჭდავია მთის ფერდობზე განლაგებულ სასტუმროებს შორის. სასტუმროდან თვალისმომჭრელი პანორამული ხეები იშლება აჭარის მთებსა და ზღვის სანაპიროზე. ლიც რეზორტში დასვენება მთისა და ზღვის ყველა უპირატესობას აერთიანებს. იდეალურია ოჯახებისთვის. სასტუმროში ბავშვების სათამაშო მოედანია მოწყობილი.
Mountain Villa Kvariati
Mount Villa Kvariati სიმწვანეში ჩაფლული სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმროს გამწვანებული ბაღი და მზის აბაზანებისთვის მოწყობილი ტერასა აქვს. კომფორტული ნომრებიდან ზღვისა და მთის ხედები იშლება.
Neptun Palace Kvariati
ნეპტუნ პალას კვარიათი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. თითოეული ნომერს საკუთარი სამზარეულო და აივანი აქვს. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი და ბარი, საიდანაც ზღვის ხედის ფონზე ადგილობრივი კერძებითა და ცივი სასმელებით ისიამოვნებთ.
Glamping martini Kvariati
Glamping martini Kvariati კვარიათში დასვენების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. ტყეში შემალული კაბინა, შემინული კედლები, ხის იატაკი და ტერასა, რომელიც პირდაპირ ხეებს შორისაა შეჭრილი. მწვანე ფოთლებს მიღმა ზღვის საოცარი ლურჯი ხედი იშლება.
Hotel Martini Kvariati
მარტინი კვარიათი სანაპიროდან 100 მეტრში მდებარეობს. სასტუმროს საუკეთესო მდებარეობა, საკუთარი ეზო, აუზი და კომფორტული ნომრები აქვს. აქვეა რესტორანი, სადაც აჭარული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ.
ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.
სასტუმროები კვარიათშირესტორნები კვარიათში
კვარიათში რესტორნები სანაპიროს გასწვრივ და მთის ფერდობებზეა განლაგებული. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “რაკუშკები ფრიდასთან”. გამორჩეული ინტერიერი, ჭრელი აქსესუარები ფრიდას სტილში იდეალურად ჯდება საზღვაო განწყობაში.
რესტორან “დედანში” არა მხოლოდ გემრიელი კერძებითა და ახალი ზღვის პროდუქტებით გაგიმასპინძლდებიან, არამედ სასიამოვნოდაც შეძლებთ განიტვირთოთ ბუნების წიაღში.
რესტორანი “ჩქერი” მდინარის პირას, ტყეში მდებარეობს. დააგემოვნებთ ქართულ სამზარეულოს და ტყის სასიამოვნო სიგრილით ისიამოვნებთ ზაფხულის ცხელ დღეებში.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ კვარიათში
ავტომობილით თბილისიდან კვარიათამდე დაახლოებით 6-6.5 საათი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მგზავრობა მატარებლით დაგეგმოთ. თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით.
- თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
- საღამოს – 17:05 საათზე.
- ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს.
- სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.