გონიო
გონიო შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული კურორტია. კრიალა ზღვა, სანაპიროსთან ახლოს მდებარე მთები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და მზიანი სანაპიროები საუკეთესოა მათთვის, ვისაც მშვიდი დასვენება და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნასურს.
სასტუმროები, მარშრუტები, ტურისტული სანახაობები – უფრო ვრცლად გონიოს შესახებ შეიტყობთ ჩვენი სტატიიდან.
გონის შესახებ
გონიოში ბუნების სიმწვანე და შავი ზღვის სილურჯე ერთად განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. კურორტი ბათუმიდან 12 კილომეტრში, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ზაფხულობით აქაური ჰაერი ევკალიპტისა და სუბტროპიკული მცენარეების სურნელითაა გაჯერებული, რაც ბუნებრივ არომათერაპიასა და უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის.
გონიოს ღირსშესანიშნაობები
გონიოს მზიანი სანაპირო და სუფთა, კამკამა წყალი აქაურობის მთავარი უპირატესობაა. მზის აბაზანების მიღების შემდეგ შეგიძლიათ კურორტის სხვა ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებიც მოინახულოთ.
სასტუმროები გონიოში
გონიოში სასტუმროების, ბინებისა და საოჯახო ტიპის ჰოსტელების მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ნაწილი სანაპირო ზოლის გასწვრივ, ნაწილი კი მთის ძირას მდებარეობს. თუ ზაფხულში აქ დასვენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ სასტუმროს ჯავშანზე ზრუნვა, რადგან კურორტის პოპულარობის გამო საუკეთესო ადგილებს ბევრად ადრე იკავებენ.
სასტუმრო მგზავრები ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სასტუმროს იდეალური ლოკაცია, კეთილმოწყობილი ნომრები, ინფრასტრუქტურა და დამსვენებელთათვის სრული კომფორტი აქვს შექმნილი.
ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.
სასტუმროები გონიოშირესტორნები გონიოში
გონიოში სტუმრობისას აუცილებლად დააგემოვნეთ აჭარული სამზარეულო.
რესტორან “დედანში” არა მხოლოდ გემრიელი კერძებითა და ახალი ზღვის პროდუქტებით გაგიმასპინძლდებიან, არამედ შეძლებთ სასიამოვნოდ განიტვირთოთ ბუნების წიაღში.
რესტორან ერაში ქართული და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ. აქ ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანიც დაგხვდებათ.
რესტორანი საზანდარი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ვახშამი მზის ჩასვლის თანხლებით დღის საუკეთესო დასასრული იქნება.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ გონიოში
თბილისიდან გონიომდე მანქანით დაახლოებით 6-6.5 საათი დაგჭირდებათ.
მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მატარებლით. თბილისიდან ბათუმის სადგურამდე დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით.
● თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
● საღამოს – 17:05 საათზე.
● ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს.
● სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე – https://www.railway.ge/
მესამე ალტერნატივა თვითმფრინავია. ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმამდე სულ რაღაც ერთი საათი დაგჭირდებათ. ფრენის განრიგებისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ – https://ticket.vanillasky.ge/ge
ბათუმიდან გონიოს მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში გადის მიკრო ავტობუსი ავტო სადგურიდან. ბილეთის ღირებულება 2₾-ია.
როდის არის საუკეთესო წასასვლელად?
საუკეთესო დრო გონიოში დასასვენებლად ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდეა. ივლისსა და აგვისტოში აქ სეზონი პიკს აღწევს.
სექტემბერში გონიოს ზღვა საოცრად წყნარი, სუფთა და სასიამოვნოა. ამ დროს ტურისტების რაოდენობა იკლებს, ამიტომ თუ მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, ეს პერიოდი იდეალურია.