სასტუმრო წყალტუბოში

სასტუმროები წყალტუბოში

  1. სასტუმროები

წყალტუბო ცნობილი კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც საუცხოო ბუნებითა და უნიკალური ატმოსფეროთი გამოირჩევა. ეგზოტიკა და დასავლეთის უნიკალური ბუნება თავს სულ სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ. წყალტუბო ათწლეულებია არ კარგავს პოპულარობას და შესაბამისად, აქ ნებისმიერ სეზონზე ბევრ დამსვენებელს შეხვდებით. კურორტზე მეტ წილად მოწესრიგებულია ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი წყალტუბოს სანატორიუმები დღეს დაცარიელებულია და ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ახალი წყალტუბოს სიცოცხლე ბევრი ახალი სასტუმროთი და სანატორიუმით გამოიხატება. აქ ოჯახთან თუ სამეგობროსთან ერთად დასვენებისთვის მარტივად იპოვით თქვენთვის იდეალურ სასტუმროს.

8 საუკეთესო სასტუმრო წყალტუბოში

სასტუმრო პრომეთეს მღვიმესთან ახლოს: Tskaltubo Epic Hotel & Spa
სასტუმრო მინერალური წყლების პარკთან ახლოს: Tskaltubo Spa Resort
საუკეთესო სასტუმრო დამატებითი ტურებით: Park Hotel Tskaltubo
საუკეთესო მყუდრო სასტუმრო: Tskaltubo Hotel Terrace
სასტუმრო ცივ ტბასთან ახლოს: Tskaltubo Plaza Hotel
საუკეთესო სასტუმრო ღია აუზით: Tskaltubo village – nature resort
საუკეთესო დიზაინის მქონე სასტუმრო: Vita Gardenia Hotel Tskaltubo
საუკეთესო ბიუჯეტური სასტუმრო: Hotel Giorgi

სტატიაში მიმოხილული სასტუმროები შერჩეულია ექსპერტების მიერ და პირად გამოცდილებასთან ერთად, ემყარება საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე, სასტუმროების რეიტინგსა და მომხმარებელთა შეფასებებს.

წინამდებარე სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

1. Tskaltubo Epic Hotel & Spa

ეს ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა წყალტუბოში, სადაც კომფორტული და მშვიდი გარემო დაგხვდებათ. თანამედროვე ინტერიერის მქონე სასტუმრო მრავალფეროვანი სერვისებითა და კარგი მდებარეობით გამოირჩევა. აქ ხელმისაწვდომია ნომერი სოლო მოგზაურებისთვის და ასევე საოჯახო ნომრები 5–6 ადამიანისთვის. ასევე შესაძლებელია ე.წ king ნომრის არჩევაც. დროის სასიამოვნოდ გატარების მთავარი საშუალება სეზონური ღია ტიპის აუზია, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, ულამაზესი ხედებით ისიამოვნოთ და მზის აბაზანებიც მიიღოთ. ასევე შეგიძლიათ დაისვენოთ საუნაში, მიიღოთ ცხელი აბაზანები გამაჯანსაღებელ ცენტრში და გაისერინოთ სასტუმროს ლამაზ ეზოში. ამასთან Tskaltubo Epic Hotel & Spa გიმასპინძლებთ მშვიდი გარემოს მქონე ბარ–რესტორანში, სადაც უგემრიელეს და ჯანსაღ მენიუს დააგემოვნებთ.

Booking რეიტინგი: 8.6 fabolous

მისამართი: სოფელი კვილიშორი, 5420

ახლოს მდებარე ობიექტები: პრომეთეს მღვიმე, ღვინის მუზეუმი, გაბზარული ტბა

სტანდარტული ფასი: 315₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Tskaltubo Spa Resort აუზით

2. Tskaltubo Spa Resort

დახვეწილი ინტერიერი, მშვიდი და ელეგანტური გარემო, მრავალფეროვანი სერვისები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება, Tskaltubo Spa Resort–ს პოპულარულ ადგილად აქცევს დამსვენებლებში. აქაური მშვიდი და კომფორტული გარემო, კურორტზე დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. სასტუმროს ინფრასტრუქტურა იმეროებს კლასიკურ არქიტექტურულ სტილს და ძალიან ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის. ულამაზესი და ვრცელი ეზო ასევე მოიცავს ღია ტიპის აუზს, რომელიც განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რაც შეეხება სასტუმროს ნომრებს, აქ შეგიძლიათ იქირაოთ ერთადგილიანი ნომრები და ასევე საოჯახო ნომრები, 4–6 ადამიანისთვის.

სასტუმრო იდეალურია თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ წყალტუბოში, რადგან აქ ხელმისაწვდომია საბავშვო გასართობი სივრცე, სამაგიდო თამაშები და სხვა. თქვენ კი შეგიძლიათ უფრო მხიარული დრო გაატაროთ და ისარგებლოთ ველოტურის სერვისით, ითამაშოთ ტენისი ან გაერთოთ სასტუმროს ბარში.

Booking რეიტინგი: 7.9 good

მისამართი: რუსთაველის გამზირი 23, 5400

ახლოს მდებარე ობიექტები: მინერალური წყლების პარკი, სტადიონი, ცივი ტბა

სტანდარტული ფასი: 249₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Park Hotel Tskaltubo ბაღით

3. Park Hotel Tskaltubo

Park Hotel Tskaltubo ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა წყალტუბოში, სადაც გასაოცარი და მშვიდი გარემო დაგხვდებათ. თანამედროვე ინტერიერი იდეალურად ერწყმის კურორტის ესთეტიურ ატმოსფეროს და ქმნის ძალიან სასიამოვნო გარემოს განტვირთვისთვის. სასტუმროს ნომრები უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული სახით, ასევე საოჯახო ნომრების სახით, სადაც ოთხიდან ექვს ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი.

ვიზიტორებს Park Hotel Tskaltubo, ულამაზეს რესტორანში მასპინძლობს ჯანსაღ მენიუსთან და ცნობილ ქართულ ღვინოსთან ერთად. დამატებით კი დამსვენებლებს შეუძლიათ მოაწყონ ველო ტური კურორტის მასშტაბით, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი კულტურის ტურ–გაკვეთილებში და ასევე იქირაონ ლაშქრობისთვის საჭირო მოწყობილობა სასტუმროში, რათა ეძიონ ახალი თავგადასავლები წყალტუბოს ულამაზეს ბუნებაში.

Booking რეიტინგი: 8.9 fabolous

მისამართი: ფალიაშვილის 1, 5400

ახლოს მდებარე ობიექტები: ცენტრალური პარკი, სპორტის სასახლე, სტადიონი, ეკლესია

სტანდარტული ფასი: 216₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Tskaltubo Hotel Terrace

4. Tskaltubo Hotel Terrace

თუ პატარა და მყუდრო სასტუმროები გიზიდავთ, მაშინ თქვენთვის იდეალურია Tskaltubo Hotel Terrace. ეს არის თანამედროვე ტიპის სასტუმრო, კომფორტული გარემოთი და ორიგინალური, ფერადი ინტერიერით, რომელიც მომხმარებლებისგან საკმაოდ დადებთ შეფასებებს იმსახურებს. აქ ნომრები ხელმისაწვდომია როგორც ორი ადამიანისთვის, ასევე ოთხი ადამიანისთვის. შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით ან მის გარეშე. რაც შეეხება დამატებით სერვისებს, აქ არჩევანი საკმაოდ ფართოა.

სასტუმრო გთავაზობთ ტურებს წყალტუბოში, მათ შორის ველოტურებს, საფეხმავლო და ადგილობრივი კულტურის ტურებს. მეგობრული პერსონალი უგემრიელესი მენიუთი გაგიმასპინძლდებათ მყუდრო რესტორანში, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ქალაქზე. რესტორანში ხელმისაწვდომია სპეციალური დიეტური მენიუც. თუ განტვირთვა გჭირდებათ, შეგიძლიათ Tskaltubo Hotel Terrace–ის პროფესიონალი გუნდის მიერ მასაჟის სერვისით ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: წერეთლის 11ა, 5400

ახლოს მდებარე ობიექტები: სპორტის სასახლე, იმერეთის მოედანი, ცივი ტბა

სტანდარტული ფასი: 95₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Tskaltubo Plaza Hotel აუზით

5. Tskaltubo Plaza Hotel

თუ უმაღლესი დონის კომფორტი თქვენთვის პრიორიტეტულია, აუცილებლად მოგეწონებათ Tskaltubo Plaza Hotel–ის დახვეწილი და ელეგანტური გარემო. ეს არის კლასიკური დიზაინის მქონე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ულამაზესი და ვრცელი ბაღით, მრავალფეროვანი მომსახურებით და დახვეწილი ინტერიერით, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის Tskaltubo Plaza Hotel–ში დასვენებას. სასტუმროში ნომერთა კატეგორიის საკმაოდ დიდი არჩევანია და შესაძლებელია სტანდარტული და საოჯახო ნომრების არჩევა, ტერასით და მის გარეშე.

იმისთვის, რომ დრო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, შეგიძლიათ სასტუმროს სხვადასხვა ტიპის ტურით ისარგებლოთ, დაესწროთ გასართობ საღამოებს, რომელსაც სასტუმროს გუნდი საღამოობით წარმოგიდგენთ, იმხიარულოთ კარაოკე ბარში ან ითამაშოთ ბილიარდი. მხიარულების პარალელურად, კი განსატვირთად შეგიძლიათ სასტუმროს ღია აუზსა და სპა ცენტრს ესტუმროთ. სასტუმროში ასევე განთავსებულია სპორტ დარბაზი და საუნა.

Booking რეიტინგი: 8.1 very good

მისამართი: რუსთაველის 15ა, 5400

ახლოს მდებარე ობიექტები: სტადიონი, ცივი ტბა, პარკი

სტანდარტული ფასი: 319₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Tskaltubo village - nature resort ბაღით

6. Tskaltubo village – nature resort

თუ სიმშვიდის მოყვარული ხართ და გსურთ ბუნებაში განიტვირთოთ, მაშინ წყალტუბოში დასვენებისას უნდა აირჩიოთ Tskaltubo village – nature resort. ეს არის გასაოცარი მყუდრო სასტუმრო რომელიც მოგაშორებთ ქალაქის ხმაურს და ბუნებაში სრული დასვენების საშუალებას მოგცემთ. ულამაზესი ეზო, ქართული ტრადიციული გარემო, კომფორტული ნომრები, სასიამოვნო ხედები და მეგობრული მომსახურება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას კურორტზე. სასტუმროს მორიგი გამორჩეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ადგილი იდეალურია თუ ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად ისვენებთ. აქ შეგიძლიათ დაიქირაოთ ნომრები სადაც 6–ზე მეტი ადამიანის განთავსებააა შესაძლებელი.

რაც შეეხება დამატებით სერვისებს, სასტუმროს გუნდი უგემრიელესი ქართული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი და ბარბექიუ საღამოებსაც დაესწროთ. სასტუმროში ასევე განთავსებულია ბავშვთა სათამაშო მოედანი, ხელმისაწვდომია სპეციალური სერვისები ბავშვებისთვის, მათ შორის საბავშვო აუზი. დიდებს კი შეგიძლიათ ღია სეზონურ აუზში განიტვრითოთ, ბარში გაერთოთ და სპას სერვისებით ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 8.7 fabulous

მისამართი: ყაზბეგის ქუჩა, 4600

ახლოს მდებარე ობიექტები: წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 180₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Vita Gardenia Hotel Tskaltubo ბაღით

7. Vita Gardenia Hotel Tskaltubo

Vita Gardenia Hotel Tskaltubo გამოირჩევა ულამაზესი და სადა დიზაინით, მეგობრული პერსონალთა და მრავალფეროვანი მომსახურებით. აქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, გასაოცარი ხედებითა და გართობის ბევრი საშუალებით, რაც იდეალურია ოჯახთან, მეგობრებთან თუ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობისას. სასტუმროში თითოეული ნომრიდან საუცოხო ხედები იშლება Vita Gardenia Hotel Tskaltubo–ს ბაღზე. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით ან მის გარეშე.

საუცხოო მენიუს გარდა, რომლის დაგემოვნება სასტუმროს ბარ–რესტორანში შეგიძლიათ, განტვირთვისთვის, Vita Gardenia Hotel Tskaltubo–ში ხელმისაწვდომია კულინარიული კლასები, კულტურული ტურები, საფეხმავლო ტურები კურორტზე, სამაგიდო ტენისი, ღია ტიპის აუზი, საბავშვო აუზი და რაც მთვარია მრავალფეროვანი სერვისები სასტუმროს გამაჯანსაღებელ ცენტრში.

Booking რეიტინგი: 9.0 superb

მისამართი: სამაკაშვილის 7, 5400

ახლოს მდებარე ობიექტები: ცენტრალური პარკი, ჩოგბურთის კორტები, წყალტუბოს მუზეუმი, ოტია იოსელიანის მუზეუმი

სტანდარტული ფასი: 150₾

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking–ზე

სასტუმრო Hotel Giorgi

8. Hotel Giorgi

Hotel Giorgi მყუდრო და კლასიკური ინტერიერის მქონე სასტუმროა, სადაც მეგობრული გარემო და კომფორტული ნომრები დაგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის. შესაძლებელია ასევე ნომრის არჩევა აივნით. თითოეულ ნომერი ყველა საჭირო ინვენტარითაა უზრუნველყოფილი და დიზაინი სადა, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი.

სასტუმროში განთავსებულია გარე მოსასვენებელი სივრცეებიც. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ევროპული სამზარეულო და გაერთოთ სათამაშო ოთახში, სხვადასხვა სამაგიდო თამაშით. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მეგორბულია შინაური ცხოველების მიმართ.

Booking რეიტინგი: 9.0 superb

მისამართი: კოლხეთის 26, 5400

ახლოს მდებარე ობიექტები: წყალტუბოს პარკი, მერია, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 81₾

დაჯავშნე Booking–ზე

რა ვნახოთ წყალტუბოში?

წყალტუბო განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ გიყვართ ბუნება და ამ მხრივ ახალ თავგადასავლებს და გამოცდილებას ეძებთ. გარდა იმისა, რომ ეს ცნობილი კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტია, წყალტუბოსა და მის მიმდებარე დასახლებებეში ბევრი უნიკალური ბუნების ძეგლის მონახულება შეგიძლიათ. მათ შორის აღსანიშნავია საკმაოდ ახლოს მდებარე მარტვილი, სადაც გასაოცარი ბუნების ძეგლების მონახულება შეგიძლიათ. ამას გარდა დიდი პოპულარობით სარგებლობს სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები, გაბზარული ტბა, ნავენახევის მღვიმე და სხვა. ასევე მოგზაურებში სამაოდ პოპულარულია კურორტის ძველი სანატორიუმების მონახულებაც, რომლებიც უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები წყალტუბოში?

წყალტუბოში სასტუმროების ფასი საშუალოდ 80–100 ლარიდან იწყება.

რომელია წყალტუბოს ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

ყველაზე პოპულარული წყალტუბოს სასტუმროებია Tskaltubo Epic Hotel & Spa და Tskaltubo Spa Resort.

წყალტუბოს რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ წყალტუბოს უმეტეს სასტუმროებში, მათ შორის Park Hotel Tskaltubo და Tskaltubo village – nature resort–ში.

წყალტუბოს რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ამისთვის იდეალურია Tskaltubo Epic Hotel & Spa, Park Hotel Tskaltubo, და Tskaltubo Plaza Hotel.

რომელია ბიუჯეტური ტიპის სასტუმრო წყალტუბოში?

შედარებით ბიუჯეტური სასტუმროებია Hotel Giorgi და Tskaltubo Hotel Terrace.

რომელია წყალტუბოში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის საუკეთესოა სასტუმროები Tskaltubo Spa Resort და Tskaltubo Hotel Terrace.

რა ღირს სასტუმროები წყალტუბოში შაბათ–კვირას?

შაბათ–კვირას წყალტუბოს ბიუჯეტურ სასტუმროებში 80 ლარიდან იწყება, ხოლო შედარებით ცნობილ სასტუმროებში, 300 ლარიდან.

წყალტუბოს რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

მაღალი შეფასების მქონე სასტუმროებია Tskaltubo Hotel Terrace, Hotel Giorgi და Vita Gardenia Hotel Tskaltubo.

წყალტუბოს რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

წყალტუბოს ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

წყალტუბოს რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

აუზი ხელმისაწვდომია სასტუმროებში Tskaltubo Plaza Hotel, Tskaltubo village – nature resort, Vita Gardenia Hotel Tskaltubo, Tskaltubo Spa Resort და Tskaltubo Epic Hotel & Spa.

რომელ სასტუმროებს აქვთ წყალტუბოში ოთახები არამწეველთათვის?

წყალტუბოს სასტუმროებს ნომრები მხოლოდ არამწეველი ვიზიტორებისთვის აქვთ განკუთვნილი.

წყალტუბოს რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

წყალტუბოს ყველა სასტუმროში ვიზიტორებს უფასო წვდომა აქვთ ინტერნეტთან.

წყალტუბოს რომელ სასტუმროებშია დამატებითი ტურები ხელმისაწვდომი?

დამატებითი ტურები ხელმისაწვდომია წყალტუბოს რამდენიმე სასტუმროში, მათ შორის Tskaltubo Spa Resort, Park Hotel Tskaltubo, Tskaltubo Hotel Terrace–ში და სხვა.

წყალტუბოს რომელ სასტუმროები მდებარეობს ცენტრალურ პარკთან ახლოს?

პარკთან ახლოს მდებარეობს სასტუმროები, hotel giorgi, Tskaltubo Spa Resort, Park Hotel Tskaltubo, Tskaltubo Plaza Hotel და Vita Gardenia Hotel Tskaltubo.

წყალტუბოს რომელი სასტუმრობი მდებარეობს პრომეთეს მღვიმესთან ახლოს?

პრომეთეს მღვიმესთან ახლოს მდებარეობს Tskaltubo Epic Hotel & Spa.