დაშბაშის კანიონი - dashbashis kanioni - tsalka canyon

დაშბაშის კანიონი

  1. სანახაობები

დაშბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციის მაღლობზე მდებარეობს და წარმოადგენს უნიკალურ ბუნების ძეგლს. ეს არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ზღაპრული ხედებით დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნით. კანიონი ტურისტულად აქტიური ადგილია და გთავაზობთ სხვადასხვა სახის სათავგადასავლო აქტივობებს. თუ გეგმავთ დაშბაშის კანიონს ესტუმროთ, გაეცანით ყველა საჭირო დეტალს ქვემოთ.

დაშბაშის კანიონის შესახებ

დაშბაშის, იგივე წალკის კანიონი ზღვის დონიდან 1448 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და წარმოადგენს ვულკანური ლავების შედეგად წარმოშობილ კანიონს, რომელზეც გადებულია 240 მეტრის შუშის ხიდი. ხიდის შუაში კი განთავსებულია გამჭვირვალე ბრილიანტის სტრუქტურა, სადაც,  განთავსებულია ბარ–რესტორანი “დაიმონდ 360. ” კანიონისებური ხეობა გამოირჩევა ლანდშაფტის მრავალფეროვნებით, რომელიც ყველა სეზონზე, სრულიად განსხვავებულ პანორამულ ხედებს მოიცავს. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის! დაშბაშის კანიონთან ასევე მდებარეობს ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც თავს ტროპიკულ მოგზაურობაში გაგრძნობინებთ. შესაბამისად, ეს ღირსშესანიშნაობა უნიკალურია, როგორც ლაშქრობის მოყვარულთათვის, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც მოსწონთ პასიური დასვენება და უნიკალური ხედებით ტკბობა.

საჭირო დეტალები

დაშბაშის კანიონზე ტურისტული აქტივობები გარკვეულ პერიოდშია ხელმისაწვდომი და ასევე მონახულებაც მხოლოდ გარკვეულ ამინდშია რეკომენდებული. იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა Kass Land-ზე კიდევ უფრო გასაოცარი და კომფორტული გახდეს, საჭიროა გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ დეტალებს:

სამუშაო საათები

დაშბაშის კანიონი ვიზიტორებისთვის ყოველდღე, ნებისმიერ სეზონზეა ხელმისაწვდომი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დიდი მოთხოვნის გამო, ივლისი – აგვისტოს პერიოდში, კანიონი ვიზიტორებისთვის 09:00 – 21:00 საათამდე არის ღია. რაც შეეხება კანიონის ჩანჩქერის მონახულებას, ბილიკის 1.8 კმ–ს სიგრძისაა და ფეხით დაახლოებით 1 საათიან გზას მოიცავს. 

პერიოდიმუშაობის საათები
ორშაბათი – კვირა10:00 – 19:00

ბილეთის ფასები

გამომდინარე იქიდან, რომ დაშბაშის კანიონი სხვადასხვა ტურისტულ აქტივობას და ღირსშესანიშნაობას მოიცავს, ტურისტებისთვის ვიზიტის რამდენიმე პაკეტია ხელმისაწვდომი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ, სადაც მიუთითებთ ბილეთის ტიპს და მიჰყვებით გადახდის ინსტრუქციას.

შესასვლელი პაკეტის ტიპიბილეთის საფასური
Kass Land-ზე შესასვლელი ბილეთი
სტანდარტული ბილეთი49 ლარი
სტანდარტული ბილეთი 3–12 წლამდე პირებისთვის34 ლარი
საქართველოს რეზიდენტებისთვის 40%–იანი ფასდაკლება29 ლარი
საქართვეელოს 3–12 წლამდე ასაკის რეზიდენტებისთვის 43%–იანი ფასდაკლება19 ლარი
ბავშვები 3 წლამდეუფასო
Kass Land-ის ატრაქციებისთვის
ბაიკ ლაინი120 ლარი
საქანელა 1 ადამიანისთვის80 ლარი
საქანელა 3 ადამიანისთვის150 ლარი

მდებარეობა

Kass Land წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშაში მდებარეობს. სწორედ აქედან მომდინარეობს კანიონის სახელწოდებაც. კანიონი ქალაქ წალკასთან ახლოსაა. სოფელი დაშბაში ქალაქიდან დაახლოებით 4 კმ–ით არის დაშორებული და მანქანით მგზავრობისთვის, თქვენ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ. 

სოფლიდან კანიონამდე მისასვლელი გზა კი 0.5 კმ–ია. გზა საფეხმავლოა და მანძილი 10 წუთის სავალია. შესაბამისად, კანიონის მოსანახულებლად საჭიროა ჩახვიდეთ წალკაში. 

მათთვის, ვინც თბილისიდან აპირებს ბუნების ძეგლის მონახულებას, მდებარეობა კიდევ უფრო ხელსაყრელია, რადგან თბილისიდან მანძილი, სულ რაღაც 88 კმ–ია. მანქანით მგზავრობისთვის კი დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი დაგჭირდებათ. 

სერვისები

გარდა იმისა, რომ Kass Land ერთ–ერთი უნიკალური ბუნების ძეგლია და გამოირჩევა გასაოცარი ხედებით, ამასთან მოიცავს სათავგადასავლო ტურისტულ აქტივობებს და კომფორტულ ობიექტებს, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. 

სასტუმრო

კანიონთან ახლოს, 50 მეტრის მანძილზე განლაგებულია 62 საცხოვრებელი კოტეჯი და სასტუმრო, რომელიც თქვენს ვიზიტს უმაღლესი ხარისხის კომფორტული სერვისებით უზრუნველყოფს. კოტეჯები გათვლილია 2–დან 6 ვიზიტორამდე და სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისგან. 

სასტუმრო კომპლექსი უზრუნველყოფილია საცურაო აუზით, პერსონალური გამაჯანსაღებელი სერვისებითა და საკონცერტო დარბაზით. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქ წალკაში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, სადაც ასევე დაგხვდებათ, მშვიდი და კომფორტული გარემო. 

დაიმონდ რესტორანი

ეს არის გამორჩეული ბარ–რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო და ამასთან დატკბეთ, დაშბაშის კანიონის პანორამული ხედებით. 

ბრილიანტის სტრუქტურა სრულიად გამჭვირვალეა. რესტორანი ასევე მოიცავს დაიმონდ გარდენს, რომელიც არის ღია სივრცე, ჯაზის მუსიკის საღამოებითა და დახვეწილი გარემოთი.

დამატებითი სერვისები

თუ უფრო ექსტრემალური ტურიზმი გიზიდავთ, მაშინ დაშბაშის გასაოცარი ჩანჩქერები თქვენთვისაა. ჩანჩქერამდე დაახლოებით 2 კმ–იანი ბილიკია, სადაც ასევე შეგიძლიათ გამართოთ პიკნიკი ან დაბინავდეთ კარვებში. ჩანჩქერამდე მისვლა შესაძლებელია მანქანითაც. 

მორიგი გასაოცარი თავგადასავალი გელოდებათ თუ დაშბაშის ხიდზე ბაიკ ლაინის სერვისს აირჩევთ. სერვისი სრულიად უსაფრთხოა და ამასთან დამაგრებული კამერით შეგიძლიათ ამ თავგადასავლის საუკეთესო მომენტების აღბეჭდვა. 

იმისთვის, რომ უფრო მეტად ისიამოვნოთ წალკის კანიონის გასაოცარი ხედებით, შეგიძლიათ საქანელებიც გამოიყენოთ, სადაც ასევე მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ზომები.

საკონტაქტო ინფორმაცია

წალკის კანიონის ადმინისტრაცია 24 საათი თქვენს სამსახურშია და მათ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ დროს ნომერზე: +995 0322 880 505. საკონტაქტოდ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ადმინისტრაციის ოფიციალური ელ–ფოსტის მისამართიც: info@kassland.com ხოლო ჯავშნებისთვის დარეკოთ ნომერზე: +995 599 21 55 11. 

ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვიზიტორთა ცენტრს, რომელიც უშუალოდ კანიონთან მდებარეობს (5300 დაშბაში, წალკის მუნიციპალიტეტი). დამატებითი ინფორმაციისთვის, გირჩევთ ეწვიოთ მათ ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებს.

საუკეთესო დრო სანახავად

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კანიონი ვიზიტორებისთვის მხოლოდ შესაბამის ამინდშია ხელმისაწვდომი. კონკრეტულად, ადმინისტრაცია ჯავშნებს აუქმებს, თუ არის წვიმიანი, ქარიანი ან თოვლიანი ამინდი. ასეთ დროს, კანიონის მონახულება არ არის უსაფრთხო. შესაბამისად, მონახულება მხოლოდ მზიან და მშრალ ამინდებში შეგიძლიათ.

რაც შეეხება საუკეთესო სეზონს დაშბაშის კანიონისა და Kass Land–ის სანახავად, ეს მაისი–სექტემბრის პერიოდია. ამ დროს ამინდებიც უსაფრთხოების ნორმებს ექვემდებარება და ხედებიც განსაკუთრებულად ლამაზია. 

საინტერესო ფაქტები

  • დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1148 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
  • კანიონზე გამავალი შუშის ხიდის სიგრძე 240 მეტრია.
  • დაშბაშის კანიონი 8 კმ–ის სიგრძისაა.

ჩვენი რჩევა

გაითვალისწინეთ, რომ კანიონის შუშის ხიდზე ვიზიტისთვის, აუცილებელი მოთხოვნაა, ბავშვების სიმაღლე იყოს მინიმუმ 120 სმ. ასევე არ დაიშვება შინაური ცხოველები. სხვა შემთხვევაში, არანაირი დამატებითი პირობის გათვალისწინება არ გიწევთ. 
გირჩევთ კანიონს ზაფხულის პერიოდში ეწვიოთ, რადგან ამ დროს ვიზიტი ბევრად უფრო კომფორტულია, ხოლო ხედები განსაკუთრებულად ლამაზი. არ დაგავიწყდეთ კომფორტულად ჩაცმა, რათა ესტუმროთ გასაოცარ დაშბაშის ჩანჩქერს.

ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს დაშბაშის კანიონი?

დაშბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 95 კმ–ში მდებარეობს. ქალაქი წალკიდან, კანიონის მოსანახულებლად, 15 წუთი დაგჭირდებათ.

რა სერვისებით შემიძლია ვისარგებლო Kass Land–ში ვიზიტისას?

Kass Land არა მარტო მოიცავს კანიონზე არსებულ შუშის ხიდს, არამედ გთავაზობთ უნიკალურ რესტორანს “დაიმონდ რეზორტს,” საცხოცრებელ კოტეჯებს და სხვა დამატებით სათავგადასავლო სერვისებს.

სად და როგორ დავჯავშნო ვიზიტი დაშბაშის კანიონზე?

ვიზიტის დაჯავშნა Kass Land–ის ოფიციალური გვერდიდან მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის, თქვენ უნდა მიუთითოთ ვიზიტორების რაოდენობა, შესასვლელი პაკეტის ტიპი და მიჰყვეთ გადახდის ინსტრუქციებს.