სასტუმროები ქუთაისში

სასტუმროები ქუთაისში

  1. სასტუმროები

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ქალაქია, მრავალფეროვანი ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლებით. საერთაშორისო აეროპორტის გახსნამ ქუთაისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ტურისტებისთვის. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვიზიტორებს 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, განსხვავებული დიზაინითა და სერვისებით. მათ უმრავლესობაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და ღვინოები, ან დაგეგმოთ ტურისტული მოგზაურობები რეგიონის მასშტაბით.

სასტუმროები ქუთაისში: საუკეთესო 10 სასტუმრო

სასტუმრო ბაღით: Kutaisi Inn

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო: Best Western Kutaisi

ბუტიკური სტილის სასტუმრო: Grand Opera Hotel

სასტუმრო ცენტალურ უბანში: Hotel Terrace Kutaisi

სასტუმრო ისტორიულ შენობაში: Newport Hotel Kutaisi

სასტუმრო ვინტაჟური დიზაინით: Hotel Memoire Kutaisi

ბიუჯეტური სასტუმრო: Solomon

სასტუმრო ბაგრატის ტაძართან: Hotel Green Town

სასტუმრო მდინარის პირას: Sanapiro Hotel

სასტუმრო ქუჩის ხედით: Belona Hotel

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

Kutaisi inn 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში

1. Kutaisi Inn

ქუთაისი ინნ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა ქალაქის ისტორიულ უბანში, ბალახვანში. თუ ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გსურთ, სასტუმროდან ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობამდე მისვლა ტრანსპორტის სარგებლობის გარეშეც შესაძლებელია. სასტუმროს სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს შორის არის 4 ადაპტირებული ოთახიც. ღირებულებაში შედის მრავალფეროვანი და ჯანსაღი საუზმე, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შენობაში, ასევე სასტუმროს გამწვანებულ ეზოში. სასტუმროს საუნა და სპორტ დარბაზიც აქვს. ლაუნჯ ბარი გათვლილია ასამდე სტუმარზე. სტუმრებს შეუძლიათ შეუკვეთონ უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები. ბარში აგრეთვე შესაძლებელია სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების შეკვეთაც.

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: 2 David Agmashenebeli str.

ახლოს მდებარე ობიექტები: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, ხარაზოვის პარკი,

კოლხური ფანტანი, რესტორანი „გუა“, „იმპერატორი“

სტანდარტული ფასი: 330 ₾

ვებ-გვერდი: https://kutaisiinn.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/fs5ws 

სასტუმრო Best Western Kutaisi და ტერასა ქალაქის ხედით

2. Best Western Kutaisi

Best Western Kutaisi პრემიუმ კლასის სასტუმროა 45 ნომრით. სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისა და კორპორატიული წვეულებებისთვის. სასტუმროს ორი რესტორანი და კოქტეილ ბარი აქვს. ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან ქუთაისის ხედები იშლება. სასტუმრის ოთახების ინტერიერი ქუთაისის ცნობილი თეთრი ხიდის ინსპირაციით არის შექმნილი – ნათელი ფერები, მყუდრო გარემო და კომფორტული საწოლები. გარდა სასტუმროს სტანდარტული სერვისებისა, ბესთ უესთერნში ტურისტულ მომსახურებასაც გაგიწევენ. სასტუმრო საკუთარ სტუმრებს სხვადასხვა ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს. ტურები მოიცავს, როგორც ქალაქ ქუთაისს, ასევე იმერეთის მთელ რეგიონს. სურვილის შემთხვევაში კი, ტურების დაგეგმვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც არის შესაძლებელი.

Booking რეიტინგი: 8.3

მისამართი: 11 Joseb Grishashvili Street

ახლოს მდებარე ობიექტები: თეთრი ხიდი, გაბაშვილის პარკი, კოლხური ფანტანი,

რესტორანი „მამაპაპური“, პიცერია

სტანდარტული ფასი: 293 ₾

ვებ-გვერდი: https://bwkutaisi.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/3uizr 

სასტუმრო Grand Opera Hotel ქალაქის ცენტრში

3. Grand Opera Hotel

სასტუმრო გრანდ ოპერა ბუტიკური სტილის სასტუმროა ქალაქის ისტორიულ უბანში. სასტუმროდან 300 მეტრში ქუთაისის ცნობილი თეთრი ხიდი მდებარეობს. მშვიდი, მყუდრო ატმოსფერო, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გაწყობილი ოთახები ნამდვილი ხის ავეჯით, უმაღლესი ხარისხის მატრასებითა და თეთრეულითაა აღჭურვილი. გემოვნებით შერჩეული ავეჯი ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით. სასტუმროს ინტერიერში პასტელური ფერები ჭარბობს, რასაც დამატებით ვინტაჟური აურა და ელფერი შემოაქვს. უგემრიელესი საუზმის მირთმევა ტერასაზე შეგიძლიათ, საიდანაც ქალაქისა და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ბაგრატის ტაძრის ხედები იშლება.

Booking რეიტინგი: 8.8

მისამართი: 4 Shota Rustaveli Avenue

ახლოს მდებარე ობიექტები: თეთრი ხიდი, ისტორიული მუზეუმი, გაბაშვილის პარკი,

კოლხური ფანტანი, კაფე „დეგუსტო“, „ვენდის“

სტანდარტული ფასი: 293 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/GrandOperaHotelkutaisi/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/7ko6f 

rooftop ტერასა სასტუმრო Hotel Terrace Kutaisi-ს

4. Hotel Terrace Kutaisi

სასტუმრო ტერასა ქუთაისი სამ ვარსკვლავიანი, ბიუჯეტური სასტუმროა, კოლხური ფანტანიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მშვიდ და წყნარ ადგილას. ნომრები კომფორტული და კეთილმოწყობილია, გაგრილების სისტემით, ყავა/ჩაის ინვენტარითა და მცირე ზომის ბარ-მაცივრებით. სასტუმროს ზოგიერთ ოთახს საკუთარი აივანი აქვს, ყავის მაგიდითა და სკამებით. დილით თუ საღამოს შეგიძლიათ ფინჯანი ყავის თანხლებით დაისვენოთ და დატკბეთ გარშემო მთებისა და ქალაქის მშვენიერი ხედებით. ბოლო სართულზე მოწყობილია ტერასა და ბარი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალფეროვანი სასმელები და კოქტეილები.

Booking რეიტინგი: 8.6

მისამართი: N10, 26 May II Aly

ახლოს მდებარე ობიექტები: თეთრი ხიდი, ისტორიული მუზეუმი, გაბაშვილის პარკი,

კოლხური ფანტანი, მაკდონალდსი

სტანდარტული ფასი: 209 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/TerraceKutaisi/ 

დაჯავშნე Booking-ზე:https://rb.gy/5ixaz

Newport Hotel Kutaisi-ს rooftop ტერასა ხედით გელათზე

5. Newport Hotel Kutaisi

ნიუპორტი თანამედროვე დიზაინის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც მე-19 საუკუნით დათარიღებულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე გამორჩეულ შენობაშია განთავსებული. სასტუმროს დახვეწილი დიზაინის კომფორტული ნომრები აქვს. ცისფერი, ოქროსფერი და კრემისფერი დეტალებით ინტერიერში. სასტუმროს კაფე და ბლუ ბარი აქვს, რომელიც მალევე გახდა ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძების ახლებური ვარიანტები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოებიდან გამორჩეული კერძები. ბლუ ბარში უგემრიელესი კოქტეილები გელოდებათ, საუკეთესო მიქსოლოგების მიერ შედგენილი მენიუდან.

Booking რეიტინგი: 9.1

მისამართი: 1 Newport Street

ახლოს მდებარე ობიექტები: თეთრი ხიდი, ისტორიული მუზეუმი, გაბაშვილის პარკი,

კოლხური ფანტანი, ლუდის პაბი „ბარსა“

სტანდარტული ფასი: 308 ₾

ვებ-გვერდი: http://nhkutaisi.com/en 

დაჯავშნე Booking-ზე:https://rb.gy/3m34u

Hotel Memoire Kutaisi ვინტაჟური დიზაინით

6. Hotel Memoire Kutaisi

სასტუმრო Memoire ის ადგილია, რომელსაც გამორჩეული სტილის, ატმოსფეროსა და ინტერიერის გამო უნდა ესტუმროთ. ფერებისა და დეკორაციების მრავალფეროვნება, ხის ელემენტები, ვინტაჟური პოსტერები – ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. გამორჩეულ დიზაინთან ერთად, სასტუმროს არაჩვეულებრივი ლოკაცია აქვს, კოლხური ფანტანიდან ფეხით სამი წუთის სავალზე. სტუმრებს ყველაზე მეტად აქაური სამზარეულო მოსწონთ. სასტუმროს საკუთარი რესტორანი და ღვინის ბარი აქვს, სადაც შეგიძლიათ მოიწყოთ საუზმე ან საღამოს ჭიქა ღვინის თანხლებით განიტვირთოთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ გვიანი Check out სერვისით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ქალაქიდან გამგზავრება დღის მეორე ნახევარში აქვს დაგეგმილი.

Booking რეიტინგი: 9.0

მისამართი: 5 Newport Street

ახლოს მდებარე ობიექტები: თეთრი ხიდი, ისტორიული მუზეუმი, გაბაშვილის პარკი,

კოლხური ფანტანი, ლუდის პაბი „ბარსა“

სტანდარტული ფასი: 220 ₾

ვებ-გვერდი: https://www.memoirehotel.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/gflyt

სასტუმრო Solomon ლოფტის და ინდუსტრიული დიზაინით

7. Solomon

სასტუმრო ლოლომონი სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა თეთრ ხიდთან ახლოს. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. სასტუმროს ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე დიზაინისაა. ოთახები სუფთა და კომფორტულია. შეგიძლიათ იქირაოთ სხვადასხვა კატეგორიის ოთახები ქალაქის ან მთის ხედით. ყველა ნომერი აღჭურვილია ყავა/ჩაის ინვენტარით. სასტუმროს ქუთაისის აეროპორტიდან ტრანსპორტირების მომსახურებაც აქვს, რომელიც მისგან 35 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმროს საკუთარი რესტორანი აქვს, სადაც ქართულ და ევროპულ კერძებთან ერთად ღვინის მრავალფეროვანი სახეობებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ. საუზმე ნომრის ღირებულებაში შედის. არჩევანი შედარებით მცირეა, თუმცა საკვები ძალიან გემრიელია.

Booking რეიტინგი: 8.6

მისამართი: Khakhanashvili 10

ახლოს მდებარე ობიექტები: თეთრი ხიდი, ისტორიული მუზეუმი, კოლხური ფანტანი,

კაფე „ნირვანა“, „Mamma Mia”.

სტანდარტული ფასი: 188 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/HotelSolomon/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/ftrqv

სასტუმრო Hotel Green Town ტერასით

8. Hotel Green Town

სასტუმრო მწვანე ქალაქი ბაგრატის ტაძრიდან 200 მეტრში მდებარეობს. მცირე ზომის, მყუდრო სასტუმროს ნომრებიდან და ტერასებიდან ხელის გულივით მოსჩანს ქუთაისი. სასტუმროს ინტერიერი კრემისფერ და აგურისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. უმეტესად სადა, დამატებითი გაფორმებისა დიზაინის ელემენტების გარეშე. ზოგიერთი ოთახის ინტერიერში გამოყენებულია აგურის კედლები. აგურის ელემენტები ასევე გამოყენებულია რესტორნის ინტერიერში. მოწყობილია ბუხარი, სადაც საღამოობით შეშისა და კოცონის ხმაურთან ერთად შეგიძლიათ ღვინისა და ქართული ყველის დაფის თანხლებით განიტვირთოთ. ბუხარი აქაურობას განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს.

Booking რეიტინგი: 9.1

მისამართი: 21 Bagrati Street

ახლოს მდებარე ობიექტები: ისტორიული მუზეუმი, კოლხური ფანტანი,

სტანდარტული ფასი: 180 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/HotelGreenTown/ 

დაჯავშნე Booking-ზე:https://rb.gy/zn3sk

სასტუმრო Sanapiro Hotel რიონის პირას ტერასით

9. Sanapiro Hotel

სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა ქუთაისში, სტუმართმოყვარე მასპინძლებისა და მყუდრო ატმოსფეროს გამო, მდინარე რიონის პირას. ნომრების ინტერიერში ვინტაჟური დეკორის ელემენტებისა და კლასიკური დიზაინის ავეჯის შერწყმაა. ხის ავეჯი და კარები, ფერადი ხალიჩები და მოჩუქურთმებული ავეჯი ნოსტალგიურ განწყობას შეგიქმნით. სასტუმროს აივნები და საზაფხულო ტერასა მდინარეს გადაჰყურებს. მასპინძლები იმერული სტუმართმოყვარეობით, კერძებითა და ღვინით გაგიმასპინძლდებიან. დილით აქ ქოლგვებქვეშ შეგიძლიათ ისაუზმოთ რიონის პეიზაჟის თანხლებით, საღამოს კი განათებულ ტერასაზე მუსიკის ჰანგებთან ერთად მოიწყოთ ვახშამი.

Booking რეიტინგი: 8.9

მისამართი: Tsereteli Street, dead end IV, Number #7

ახლოს მდებარე ობიექტები: „ღვინის გალერეა საწნახელი“, “Mamma Mia”, თეთრი ხიდი,

კოლხური ფანტანი

სტანდარტული ფასი: 167 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/sanapirokutaisi/  

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/8xi3v 

სასტუმრო Belona Hotel  ქუთაისის ცენტრში

10. Belona Hotel

სასტუმრო ბელონა კოლხურ შადრევანთან და ქუთაისის თეთრ ხიდთან ახლოს მდებარეობს. მაღალჭერიანი ოთახები ცისფერ და პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. ერთ-ერთი ნომრის ულამაზესი, რკინის მოაჯირიანი აივანი სასტუმროს წინ, ქუჩას გადაჰყურებს. სასტუმროს აქვს როგორც აეროპორტიდან ტრანსპორტირების მომსახურება, ასევე მანქანის გაქირავების სერვისი. ბელონას აგურის ფაქტურის კედლებიანი სადარბაზო და ფერადი ფანჯრები ეგზოტიკური ადგილია ფოტოების გადასაღებად. გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროს საუზმის საკუთარი სერვისი არ აქვს, თუმცა მის გვერდით მდებარეობს კაფე, სადაც შეგიძლათ გემრიელად ისადილოთ.

Booking რეიტინგი: 8.3

მისამართი: 9 Tsminda Nino Street

ახლოს მდებარე ობიექტები: “Coffee Bean”, “Wine Bazar”, “Lunch Time”, ისტორიული

მუზეუმი, კოლხური ფანტანი.

სტანდარტული ფასი: 135 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/p/Belona-Hotel-100063905935687/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/b1jn5

რა ვნახოთ ქუთაისში?

პირველი, რაც ქუთაისში უნდა მოინახულოთ, გელათის, ბაგრატისა და მოწამეთას მონასტრებია. ქართული ხუროთმოძღვრების ეს სამი უმნიშვნელოვანესი ტაძარი ქუთაისის ღირსშესანიშნაობების სათავეშია. ქუთაისის ცენტრში მდებარეობს ქუთაისის დრამატული თეტრი, ცნობილი თეთრი ხიდი და ცენტრალური ბაღი 170 წლიანი ისტორიით. თეთრი ხიდი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ხიდის მოაჯირზე ჩამომჯდარ “პიკასოს ბიჭის” სკულტპტურასთან გადაღებული ფოტო ქალაქის სამახსოვროდ დასატოვებელი აუცილებელი მოგონებაა. ქალაქში 4 მუზეუმი ფუნქციონირებს. ქუთაისის შემოგარენში დაუვიწყარი კარსტული მღვიმეების მონახულებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ქუთაისში?

სასტუმროს ფასები ქუთაისში 200-დან-დან 300 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ქუთაისში?

„ქუთაისი ინნ“, „ბესთ უესთერნ“, „სოლომონი“, „სანაპირო“.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ქუთაისის პარკთან ახლოს?

ქუთაისის პარკთან მდებარე საუკეთესო სასტუმროებია „ქუთაისი ინნ“, „Grand Opera”, “Best Western Kutaisi”

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა „ქუთაისი ინნ“, გამწვანებული ეზოთი.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

„ქუთაისი ინნ“ და “Best Western Kutaisi” გამორჩეულია პრემიუმ კლასის სასტუმროებია.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა „Newport Hotel”, „ქუთაისი ინნ“ და “Best Western Kutaisi”.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

“Hotel Memoire”, “Grand Opera”, “Kutaisi Inn”.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “Hotel Memoire”, „Green Town”, „Newport Hotel”

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

“Kutaisi Inn”