ყვარელი
ყვარელი ვრცელი ველების, ბუმბერაზი მთებისა და სარკისებური ტბების მხარეა. ბუნებასთან სიახლოვე და კომფორტი საუკეთესოდ ერთიანდება ყვარლის სასტუმროებში.
უძველესი ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს შერწყმა აქ იდეალურად გამოსდით.
ყვარელის შესახებ
ყვარელი კახეთის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მუნიციპალიტეტი ლამაზი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ენაცვლება ალაზნის დაბლობები და კავკასიონის მთიანეთი, მათ შორის ჩაწოლილი ტბები და დაქსელილი მდინარეები.
ყვარლის ღირსშესანიშნაობები
ყვარლის ღირსშესანიშნაობები ულამაზეს ტბებს, გარშემორტყმულ ტყეებს, მათში ჩამალულ უძველეს მონასტრებსა და კახეთის მზის ქვეშ გაშენებულ ვენახებს მოიცავს. საუკეთესო ტურისტული ლოკაციებია ილიასა და ყვარლის ტბები, გრემისა და ნეკრესის მონასტრები, ჭავჭავაძისა და მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები და სხვა.
სასტუმროები ყვარელში
ყვარელში მდებარე სასტუმროების უპირატესობა მათი მდებარეობა და ბუნებასთან სიახლოვეა. აქ დასვენების გარდა, ტბებისა და მთების საოცარი ხედებით დატკბებით. ადგილზე დააგემოვნებთ კახურ ტრადიციულ კერძებს ქართული ღვინოების თანხლებით, დაესწრებით კულინარიულ მასტერკლასებს და სურვილის შემთხვევაში რთველშიც მიიღებთ მონაწილეობას.
სასტუმრო “ყვარლის ტბა”
სასტუმრო ყვარლის ტბა მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული კომპლექსია. სასტუმროს ტერასებიდან და ნომრებიდან ალაზნის ველის, ტბისა და ტყის პანორამული ხედებით დატკბებით. ისეირნებთ ველოსიპედით სპეციალურად მოწყობილ ბილიკებზე. აქვეა წყლის ველოსიპედები და თხილამურები.
შატო ყვარელი
შატო ყვარელი ქალაქის ცენტრში, ისტორიული გალავნის გვერდით მდებარეობს. სასტუმროში ქართული და ევროპული ინტერიერი, კერძები და ატმოსფერო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. შატოს საკუთარი ღვინის მარანი აქვს, სადაც უიშვიათესი და უნიკალური ჯიშის ღვინოს, ქინძმარაულს დააგემოვნებთ.
როიალ ბატონი
როიალ ბატონი ყვარელში, ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა.
სტუმრებს შეუძლიათ ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით,
Nekresi Estate
Nekresi Estate აღმოსავლური დიზაინის მოტივებით შთაგონებული სასტუმროა ყვარელში. მყუდრო და ნათელი ნომრები ხედით ბაღზე, შიდა და გარე დასასვენებელი სივრცეები, უგემრიელესი სამზარეულო – აქ ყველაფერია მშვიდი და დაუვიწყარი დასვენებისთვის.
რესტორნები ყვარელში
ყვარელში სტუმრობა წარმოუდგენელია აქაური უნიკალური ღვინოებისა და ტრადიციული ქართული სამზარეულოს დაგემოვნების გარეშე. საუკეთესო კერძებითა და ღვინით განსაკუთრებულ გარემოში გიმასპინძლებთ მეღვინეობა ხარება.
რესტორან კუდიგორაში ილიას ტბისა და ალაზნის ველების ფონზე გაგიმასპინძლდებიან.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ ყვარელში?
თბილისიდან ყვარელი 144 კმ-ით არის დაშორებული. მანქანით ყვარელში ჩასასვლელად 1.5 – 2 საათი დაგჭირდებათ.
თუკი გამგზავრებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ, იხილეთ გამგზავრების შესახებ ინფორმაცია:
თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან (ორთაჭალიდან) ყვარლის მმართულებით გამავალი ტრანსპორტი:
მიმართულება | გასვლის დრო | ფასი |
ყვარელი | 8:00 8:45 9:45 13:00 14:00 15:00 16:00 17:00 17:50 18:00 | 8₾ |
როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?
ყვარლის ბუნება წლის ნებისმიერ სეზონზე თავისებურად ლამაზია. გაზაფხულობით და ზაფხულში ხასხასა ტყეები და ყვავილები დაგხვდებათ. ზამთარში დათოვლილი კავკასიონი. თუკი ფერების სიუხვე გსურთ, ყვარელს შემოდგომით ესტუმრეთ. ამ დროს აქ რთველში მონაწილეობაც შეგიძლიათ.