ამბროლაური

ამბროლაური

  1. საქართველოს კუთხეები

ამბროლაური საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი ქალაქია, რომელიც უნიკალური ბუნებითა და გასაოცარი ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. რაჭის ცენტრის ულამაზესი ფლორა, უძველესი არქიტექტურული ნიმუშები და კულტურა უამრავი ვიზიტორის ყურადღებას იქცევს.

ამბროლაურის შესახებ

ამბროლაური დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. გეოგრაფიულად ქალაქი, რაჭის შემადგენლობაში შედის და რელიეფურად მთა-გორიან ადგილს წარმოადგენს.

აბროლაური გაშენებულია მდინარეების რიონისა და კრიხულის შესართავთან. ქალაქის უნიკალურობა ისტორიული ძეგლების სიმრავლით აიხსნება. ამბროლაურში მდებარე უძველესი ეკლესიები დახვეწილი არქიტექტურითა და ფრესკებით გამოირჩევა.

ამბროლაურის ღირსშესანიშნაობები

ამბროლაურის მრავალფეროვნება აერთიანებს რამდენიმე არქიტექტურულ და ბუნების ძეგლებს. შესაბამისად, გიყვართ პასიური დასვენება, ისტორიაში მოგზაურობა თუ ლაშქრობა, ამბროლაური თქვენთვის საინტერესო ადგილია. მეტი ინფორმაცია ღირსშესანიშნაობებზე იხილეთ ქვემოთ:

სასტუმროები ამბროლაურში

ამბროლაური ტურისტულად აქტიური ადგილია და შესაბამისად, აქ რამდენიმე სასტუმროა ხელმისაწვდომი. მათი დიდი ნაწილი მცირე ზომის, საოჯახო ტიპის სასტუმროებია. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით კი შემდეგი სასტუმროები სარგებლობს:

Wine Space

Wine Space -ტრადიციული ხის სასტუმროა, ინდივიდუალური გამჭვირვალე კოტეჯებით და გასაოცარი ხედებით, რომელიც უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენს დასვენებას ამბროლაურში. თითოეული კოტეჯი განკუთვნილია 2 ადამიანისთვის და უზრუნველყოფილია უმაღლესი კომფორტით.

View Racha

ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ მშვიდი და თბილი გარემო. მინიმალისტური ინტერიერი, კომფორტული ნომრები და გასაოცარი ბაღი, ულამაზესი ხედებით ის მიზეზებია, რის გამოც View Racha ვიზიტორებისთვის, ერთ-ერთი საყვარელი სასტუმროა.

Belvedere

თუ Belvedere-ში დასვენებას გადაწყვეტთ, მაშინ ნამდვილად ისიამოვნებთ რაჭული სტუმართმოყვარეობითა და კულტურით. ხის დიზაინი, დახვეწილი და მშვიდი გარემო, ულამაზესი ხედები ამბროლაურის მწვანე მთებზე, თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

Glamping Georgia

ამბროლაურში მდებარე ეს სასტუმრო კოტეჯების კომპლექსს წარმოადგენს. ცილინდრული ფორმის მრგვალი კოტეჯებიდან გასაოცარი ხედები იშლება ამბროლაურის ტყეზე. თითოეული კოტეჯი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და გათვლილია ორ ადამიანზე. თუ სიჩუმე და ხედები გიზიდავთ, ეს სასტუმრო იდეალური არჩევანია თქვენთვის.

Sadmeli Winery

Sadmeli Winery იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გაეცნოთ რაჭის ღვინის კულტურას. ეს არის ამბროლაურში მდებარე კლასიკური ელემენტებით აშენებული სასტუმრო და მარანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო და ისიამოვნოთ რაჭული ღვინით, პირდაპირ სასტუმროს მარნიდან.

რესტორნები ამბროლაურში

ამბროლაურში რესტორნების არც ისე დიდი არჩევანია. აქ უფრო მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ტრადიციული ტიპის რესტორნებია, სადაც შეძლებთ უგემრიელესი ქართული სამზარეულოსა და ტრადიციული ღვინის დაგემოვნებას.

მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რესტორანი “ღარისწყალი” და “ტავერნა კრიხულა.” რესტორნებში მშვიდი გარემო და მეგობრული პერსონალი დაგხვდებათ. ამბროლაურში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მცირე ზომის საცხობები და კაფე “Le Art Cafe.” 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ამბროლაურში?

თბილისიდან მანძილი 240 კილომეტრზე მეტია. კერძო მანქანით მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი-ამბროლაურის მიმართულებით დღიურად მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც თბილისის მთავარი ავტოსადგურიდან ინიშნება.

თუ თვითმფრინავს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ ისარგებლოთ ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით პირდაპირი ფრენებით, რომლის განრიგი არასტანდარტულია და იგი აეროპორტების გვერდებზე ქვეყნდება.

როდის არის საუკეთესო დრო ამბროლაურის მოსანახულებლად?

ამბროლაურში მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე საინტერესო და ლამაზია. თუმცა ბუნება განსაკუთრებით ლამაზი და ფერადი მაისი-ოქტომბრის პერიოდშია. ამ დროს ამინდებიც თბილი და მშრალია, რაც ამბროლაურის მონახულებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

არის ტაქსი ხელმისაწვდომი ამბროლაურში?

ამბროლაურში შეგიძლიათ იმგზავროთ ტაქსის გამოძახების სერვისით “ტაქსუნა.” სერვისი არა მარტო ამბროლაურში, არამედ, ამბროლაური-თბილისის მიმართულებითაცაა ხელმისაწვდომი.

როგორია ფრენების განრიგი ამბროლაურის აეროპორტში?

ამბროლაურის აეოროპორტიდან რეგულარული ფრენები ნატახტარის მიმართულებით ინიშნება. სხვა მიმართულებებზე კი, არარეგულარული გრაფიკი მოქმედებს. ნატახტარის მიმართულებით ფრენები, კვირაში ორჯერ, შუადღის პერიოდში ინიშნება.

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ამბროლაური?

ამბროლაური ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს.