ჯუთა

ჯუთა

  1. საქართველოს კუთხეები

ჯუთა ყაზბეგის ერთ–ერთი უნიკალური სოფელია, რომელიც ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ალპური ზონისთვის დამახასიათებელ მცენარეებსა და თოვლიან კავკასიონის ქედს. ჯუთა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი მოლაშქრეების ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ულამაზეს ხედებთან ერთად, გასაოცარი ჩანჩქერებითა და ჭაუხებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

ჯუთას შესახებ

სოფელი ჯუთა მცხეთა–მთიანეთის ისტორიულ მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, სადაც სახლები ხევის კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზეა განლაგებული. გასაოცარი რელიეფის მქონე ეს პატარა სოფელი, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

ჯუთას ღირსშესანიშნაობები

ჯუთა გასაოცარი ადგილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს ხევის წეს–ჩვეულებებს და ამასთან, ისიამოვნოს კავკასიონის ქედისთვის დამახიასთებელი უნიკალური ბუნებით. აქ შეხვდებით ენდემური სახეობის მცენარეებს და გასაოცარ ბუნების ძეგლებს, რომელიც თავს სრულიად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ. ჯუთაში ტურისტებისთვის განსაკუთრებულად პოპულარული ღირშესანიშნაობები კი, იხილეთ ქვემოთ:

სასტუმროები ჯუთაში

მიუხედავად იმისა, რომ ჯუთა ტურისტულად აქტიური ადგილია, აქ სასტუმროების საკმაოდ მცირე არჩევანია. მოსასვენებლად ტურისტები მეტ წილად საოჯახო ტიპის სასტუმროებს ირჩევენ ან მოსახერხებელ ადგილას საკუთარი კარვებით ბანაკდებიან. ჯუთაში ყველაზე ცნობილი სასტუმროების შესახებ კი, დეტალები იხილეთ ქვემოთ:

Fifth Season

Fifth Season ჭაუხებთან მდებარე ცნობილი მცირე ზომის სასტუმროა, რომელიც თქვენს მოგზაურობას ჯუთაში კიდევ უფრო მყუდროსა და სასიამოვნოს გახდის. აქ დაგხვდებათ ხის ულამაზესი ინტერიერი, ქართული ელემენტებით შთაგონებული დეკორი, კემპინგისთვის საჭირო სივრცეები და გასაოცარი ხედები ჭაუხებზე.

Zeta Camping

Zeta Camping ჯუთაში მდებარე ერთ–ერთი გამორჩეული სასტუმროა, რომელიც ფერად და ალპურ თავგადასავალს გთავაზობთ. ხის ულამაზესი კოტეჯი ჭიუხის მთასთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ფერადი ინტერიერით. სასტუმრო ასევე გთვაზობთ ინდივიდუალურ, უმაღლესი ხარისხის იზოლირებულ კარვებს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონის მთებსა და ჯუთას მდელოებზე. სასტუმროს ასევე აქვს მოსასვენებელი ეზო, ფერადი დეკორაციებით და მყუდრო, კემპინგისთვის დამახასიათებელი სივრცეებით.

JutaHouse

JutaHouse ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც დახვეწილ და კლასიკურ გარემოსთან ერთად, მოსასვენებელ და გამაჯანსაღებელ სივრცეებსაც მოიცავს. ულამაზესი არქიტექტურა,მშვიდი გარემო, საცურაო აუზი და საუნა თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. 

რესტორნები ჯუთაში

ჯუთა საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ დააგემოვნოთ ქართული მთის კერძები, როგორიცაა მოხეური ხინკალი, წერთხალა, მხლოვანი, მაჭკატები, ცორცშიბუიიანი და ცნობილი დეკას ჩაი, რომელიც ენდემური სახეობის დეკას ბუჩქისაგან მზადდება. 

აქ რესტორნების მცირე არჩევანია, თუმცა თითოეული რესტორანი, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, მყუდრო გარემოთი და გასაოცარი ხედებით გამოირჩევა. რესტორანთა დიდი ნაწილი, სასტუმროებთანაა გაერთიანებული. ტურისტებისთვის ცნობილია ისეთი რესტორნები, როგორიცაა “Metitsa,”  და“Juta House Outdoor Cafe.”

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ყაზბეგიდან ჯუთამდე?

ჯუთა ყაზბეგიდან 20 კმ–ით არის დაშორებული. ჯუთაში მოსახვედრად, ყაზბეგიდან სამხრეთით მდებარე სოფელ აჩხოტს უნდა ეწვიოთ, საიდანაც ჯუთა 15 კმ–ითაა დაშორებული. საუკეთესო გზაა, ისარგებლოთ კერძო ავტომობილით, რადგან ამ მარშრუტზე არაა დანიშნული სპეციალური მიკროავტობუსები.

როგორ მივიდეთ თბილისიდან ჯუთამდე?

თბილისიდან ჯუთა 4 საათის სავალი გზითაა დაშორებული. პირდაპირი მარშრუტისთვის არაა დანიშნული მიკროავტობუსები. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი–ყაზბეგის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით და ყაზბეგიდან ტაქსით განაგრძოთ გზა ჯუთამდე.

თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით, მიკროავტობუსები ყოველდღიურად, დიდუბის ავტოსადგურიდან გადის. ყაზბეგში მოსახვედრად, დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ, ყაზბეგიდან ჯუთამდე კი 1 საათი.

როდისაა საუკეთესო დრო ჯუთას მოსანახულებლად?

ჯუთას მონახულება, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში შეგიძლიათ, თუმცა საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობისა და ზვავსაშიში პერიოდის გამო, უმჯობესია ჯუთას ივნისი–ოქტომბრის პერიოდში ესტურმოთ.

ამ დროს მზიანი და მშრალი ამინდებია, წყალი კი თბილი. გადაადგილებაც ბევრად მარტივია ხოლო ჯუთასთვის დამახასიათებელი ფლორა ყვავილობის პერიოდშია და ამ დროს სოფელი განსაკუთრებულად ლამაზია. ივლისის ბოლოს, კი ასევე შეგიძლიათ ათენგენობის დღესასწაულს დაესწროთ, სადაც მოინახულებთ ხევსურულ სალოცავებს და დააგემოვნებთ უგემრიელეს მთის კერძებს.