ყაზბეგი

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

  1. საქართველოს კუთხეები

ყაზბეგი ის ადგილია, საიდანაც ყველაზე კარგად შეგიძლიათ შეიგრძნოთ კავკასიონის მთების სიდიადე და დიდებულება. სტეფანწმინდა იგივე ყაზბეგი, ისტორიული ხევის, ერთ–ერთი უძველესი დასახლებული ადგილია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით. აქ ყველაზე კარგად გაიცნობთ მთის ჩვეულებებს და მთიული ტომების ისტორიას.

ყაზბეგის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს ასევე სტეფანწიმინდასაც უწოდებენ. ყაზბეგი ისტორიულ მცხეთა–მთიანეთის მხარეში მდებარეობს და საქართველოს ერთ–ერთ უნიკალურ დასახლებულ ადგილს წარმოადგენს. ის არა მარტო გამორჩეული რელიეფის მქონეა, არამედ მნიშვენლოვან ისტორიულ ადგილსაც წარმოადგენს. კერძოდ, აქ აღმოაჩინეს ცნობილი ყაზბეგის განძი, რომელიც ძვ.წ მე–5 საუკუნით თარიღდება.

ყაზბეგის ღირსშესანიშნაობები

სტეფანწმინდა უნიკალური ადგილია, რომელიც ათეულობით ისტორიულ თუ ბუნების ძეგლს აერთიანებს. აქ შეხვდებით შუა საუკუნეებში აგებულ ციხე–სიმაგრეებს, სამონასტრო კომპლექსებს, ენდემური სახეობის მცენარეებსა და უნიკალურ მინერალურ წყაროებს. ამ ყოველივეზე დეტალური ინფორმაცია კი, იხილეთ ქვემოთ:

სასტუმროები ყაზბეგში

გამომდინარე იქიდან, რომ ყაზბეგი ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილია, სასტუმროების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, როგორც საოჯახო, ასევე ცნობილ ბრენდულ სასტუმროებში, რომლებიც დამატებით გამაჯანსაღებელ სერვისებს გთავაზობენ. ქვემოთ შეგიძლიათ ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული სასტუმროები იხილოთ:

Rooms Kazbegi

ეს არის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო ყაზბეგში, რომელიც დახვეწილი და მყუდრო გარემოთი გამოირჩევა. სასტუმრო ცნობილია გასაოცარი პანორამული ხედებით მყინვარწვერზე და უმაღლესი დონის მომსახურებით, მათ შორის დასასვენებელი სივრცეებითა და გამაჯანსაღებელი სერვის–ცენტრებით.

Hotel Porta Caucasia Kazbegi

ეს არის თანამედროვე ტიპის სასტუმრო ყაზბეგში, დახვეწილი ინტერიერითა და უმაღლესი დონის მომსახურებით. სასტუმროში შეგიძლიათ ისიამოვნოთ დამატებითი გასართობი სივრცეებით და დააგემოვნოთ ქართული, თუ ევროპული სამზარეულო ულამაზეს ვერანდაზე, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონის ქედზე. 

ინტურსიტი ყაზბეგი

მინიმალისტური დიზაინი, უნიკალური ადგილმდებარეობა, უმაღლესი დონის მომსახურება და მეგობრული პერსონალი, თქვენს დასვენებას ინტურისტ ყაზბეგში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. მყუდრო და კეთილმოწყობილ გარემოსთან ერთად, თითოეული ნომრიდან, კავკასიონის ქედზე ულამაზესი ხედებით სიამოვნების შესაძლებლობაც გაქვთ.

Kazbegi Targmani Cottages

თუ უფრო მყუდრო გარემო გიზიდავთ, მაშინ Kazbegi Targmani Cottages ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია. ეს არის ინდივიდუალური კოტეჯების კომპლექსი, სადაც დაგხვდებათ ყველა საჭირო პირობა კომფორტული დასვენებისთვის. თითოეული კოტეჯიდან გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონის ქედზე

Chemodann Kazbegi

Chemodann Kazbegi სტეფანწმინდის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმროა, რომელიც უნიკალური ხედებითა და გასაოცარი ინტერიერით გამოირჩევა. სასტუმროს დიზაინი ქართული ელემენტებითაა შთაგონებული, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სიანტერესოს და სასიამოვნოს გახდის. ამასთან, სასტუმროდან შეგიძლიათ ულამაზესი პანორამული ხედებით ისიამოვნოთ.

Hotel Stancia Kazbegi

ეს არის ულამაზესი და მყუდრო სასტუმრო ყაზბეგში, რომელიც გამოირჩევა უნიკალური დიზაინით და მშვიდი გარემოთი. კლასიკური მუსიკის საღამოები, უალამაზესი ხის ვერანდა, პანორამული ხედებით და უმაღლესი ხარისხის მომსახურება თქვენს ვიზიტს ყაზბეგში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. 

რესტორნები  ყაზბეგში

სად უნდა დააგემოვნოთ ქართული ხინკალი თუ არა ყაზბეგში? აქ არის უამრავი რესტორანი, სადაც შეგიძლიათ უგემრიელეს ქართულ სამზარეულოსთან ერთად, მთის კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძებთაც ისიამოვნოთ. ყაზბეგის რესტორნების დიდ ნაწილში ქართული ინტერიერი, ხის ულამაზესი დეკორი და ქართული ტრადიციული მუსიკა დაგხვდებათ. ტურისტებისთვის გამორჩეული რესტორნებია “ხევი,” “ხარება” და “Panorama Kazbegi.”

ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს ყაზბეგი?

ყაზბეგი, იგივე სტეფანწმინდა მცხეთა–მთიანეთის ისტორიულ მხარეში, თბილისიდან 157 კმ–ში მდებარეობს. გეოგრაფიულად, ის მდინარე თერგის ხეობასა და მყინვარწვერის ძირში არსებული დაბააა და ამასთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარსაც წარმოადგენს.

თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით, აქტიურად ინიშნება მიკროავტობუსები. მგზავრობის სხვა ალტერნატივა, კი კერძო მანქანით გადაადგილებაა. თბილისიდან ყაზბეგში ჩასასვლელად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.

როდის არის საუკეთესო დრო ყაზბეგის მოსანახულებლად?

გამომდინარე იქიდან, რომ ყაზბეგი ალპურ ზონასა და კავკასიონის ქედზე მდებარეობს, წლიური საშუალო ტემპერატურია საკმაოდ დაბალია. სტეფანწმინდა ტურისტულად აქტიური ადგილია, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში. შესაბამისად, ეს თქვენზეა დამოკიდებული, გსურთ მწვანე მდელოებისა და მთების ნახვა თუ თოვლით დაფარული კავკასიონის ხედით სიამოვნება.

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში ყაზბეგში ტემპერატურა დაახლოებით 15 C–ს აღწევს, ხოლო ზამთარში –15 C-ს. გადაადგილებისთვის მეტად კომფორტულია ყაზბეგს ზაფხულის პერიოდში ეწვიოთ, მაგრამ თუ თოვლი გიყვართ, მაშინ საუკეთესო დრო ყაზბეგის მოსანახულებლად, დეკემბერი–თებერვლის პერიოდია.